ვლადიმერ აღნიაშვილი • Lado Aghniashvili

ლადო აღნიაშვილი, Lado Aghniashvili, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, კახეთი, kaxeti

1860 - 1904

      წარმოშობით კახელი იყო, სოფელ შილდიდან. ისწავლა ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ გორის საოსტატო სემინარია დაასრულა და 1881 წლიდან თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მოეწყო მასწავლებლად. ბოლო წლებში დიდმა ილიამ სათავადაზნაურო ბანკში მიიწვია სამუშაოდ.

      ლიტერატორობასაც ეწეოდა. შეადგინა რუსული ენის სახელმძრვანელო "Первый шаг", გამოსცა "ზღაპრების კრებული" და "უბის ლექსიკონი". "ქართული წიგნის გამომცემლობათა ამხანაგობის" ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი იყო. სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც წელიწადნახევარი დაჰყო, შეადგინა და გამოაქვეყნა ნარკვევი "სპარსეთი და იქაური ქართველნი", გამოსცა წიგნი "ქართული ხოროს დაარსება".

      დიდი ენერგიის პატრონი დაბრკოლებებს არ შეუშინდა და საქართველოში პირველად ჩამოაყალიბა პროფესიული გუნდი. გუნდის ხელმძღვანელად იოსებ რატილი მიიწვია; პირველი კონცერტი 1886 წლის 15 ნოემბერს გამართა; მეორე კონცერტი - 26 დეკემებრს.

      ამ ისტორიული მნიშვნელობის მქონე კონცერტებს პრესა გამოეხმაურა. "ივერიამ" აღფრთოვანებით აღნიშნა ეს მოვლენა. "მოვისმინე რატილის ქართული მომღერალთა გუნდი და პირველად ვიგრძნე ქართული ოპერის სურნელებაო", - უთქვამს დიდ ილია ჭავჭავაძეს.

      მომდევნო წლებში კონცერტები როგორც საქართველოში, ისე მის გარეთაც იმართებოდა. ბოლო წლებში გუნდში უმღერიათ ივანე და ზაქარია ფალიაშვილებს, ვანო სარაჯიშვილს, სანდრო კავსაძეს, ნიკო გოცირიძეს; დიმიტრი არაყიშვილს გუნდი უკვე ხელმეორედ ალექსანდრე ბერიძის ლოტბარობით არმავირში მოუსმენია და აღფრთოვანებულა.

      საინტერესოა გუნდის შემადგენლობა; თავდაპირველად მასში 32 მომღერალი იყოწარმოდგენილი. აი, მათი სრული სია:

      პირველი ტენორები: ლეო ცისკარიშვილი, ტატო ფეიქრიშვილი, გიორგი ჩაგუნავა, კორნელი მაღრაძე, ნიკოლოზ ჩახნაშვილი, ილია (ია) კარგარეთელი, ვასო ბაგრატიონი, კოტე დვალი.

      მეორე ტენორები: სერგო მამალაძე, სიკო აღნიაშვილი, გრიგოლ ჭკუასელი, კოტე კუხიანიძე, ალ. მათურელი, როსტომ ჩიკვაიძე, მოლოტოვი.

      პირველი ბანები: სანდრო გოცირიძე, საშა ბერიძე, ბასილაშვილი, მათე იანქოშვილი, მიხ. ავალიანი, მოსე კაპანაძე, სოსო ჩიჯავაძე, ექვთიმე ბურჯანაძე.

      მეორე ბანები: ნიკ. წინამძღვრიშვილი, წიკლაური, ევსევი ბაბილუა, ჩიჩუა, კლიმენტი ჭანტურაია, იოსებ ჭირაქაძე, აპ. გოდერძიშვილი, ლავრენტი მათიკაშვილი, დავით გაგუნოვი.

ლადო აღნიაშვილის პირველი გუნდი, pirveli gundi, Lado Aghniashvili, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, კახეთი, kaxeti

      ძნელი პირობების გამო, სამწუხაროდ, 1890 წლიდან პირველმა პროფესიულმა ანსამბლმა მუშაობა შეწყვიტა.

"ფონდი ქართული გალობა"

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, კახეთი, ფოლკლორი, ქველი

ნახვა: 1628

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters