"ვერაფერი აღამაღლებს და შეასხამს ფრთებს სულს, ვერ მოსწყვეტს მას მიწას, ვერ გაათავისუფლებს ხორცის საკვრელთაგან, ვერაფერი განაწყობს იმისათვის, რომ აღივსოს ღვთისმოსაობით და დათრგუნოს ყოველივე ცხოვრებისეული, როგორც შეთანხმებული გალობა და შეწყობილად აღვლენილი საღმრთო საგალობელი."
წმ. იოანე ოქროპირი
ჯგუფი განკუთვნილია ქართული გალობითა და ფოლკლორით დაინტერესებულთათვის!
საიტი: http://www.qwelly.com
ადგილი: Qwelly
წევრები: 148
უკანასკნელი აქტიურობა: გუშინ
ავტორი Tea, აგვ. 12. 0 გამოხმაურება 0 მოწონება
მოგესალმებით. ვცდილობ ჩამოვტვირთო მწუხრის/ცისკრის/და ლიტურღიის საგალობლები მაგრამ ვერაფრით ვახერხებ. ჩამოვტვირთე Underachiever რადგან Rar fIle არისო მაგრამ მაინც ვერ ვტვირთავ Mac კომპიუტერში. გთხოვთ დამეხმარეთ. დიდი მადლობა წინასწარ.გაგრძელება
ავტორი ლაშა, მარტი 31. 0 გამოხმაურება 1 Like
დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია გელათის სკოლაიოანე ოქროპირის, ბასილი დიდი, გრიგოლ დიდის ლიტურგიების, მღვდლის კურთხევისა და ჯვრისწერის განგებათა და მიცვალებულთა მსახურების საგალობლები ანთოლოგია „ქართული გალობა“ მიზნად ისახავს XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლის ყველა ნიმუშის აკადემიური ხასიათის პუბლიკაციას. გამოცემა განკუთვნილია მგალობლების, საგუნდო კოლექტივბის, მკვლევარებისა და საეკლესიო მუსიკის მოყვარულთათვის. ანთოლოგიის I ტომში დაბეჭდილია ფილიმონ ქორიძის მიერ ნოტირებული და 1895, 1899 და 1901 წელს გამოცემული იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის და გრიგოლ დიდის ლიურგიების, მღვდლის კურთხევისა და ჯვრისწერის განგებათა და მიცვალებულთა მსახურების საგალობლები.• იდეის ავტორი და პროექის ხელმძღვანელი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი• I ტომის შემდენლები და მუსიკალური რედაქტორები: ლევან ვეშაპიძე და სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი• შესავალი წერილებისა და კომენტარები ავტორები: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი და ლევან ვეშაპიძე• რედაქტორები: რუსუდან წურწუმია და თამარ ჩხეიძე• გამოცემაზე მუშაობდნენ: ნინო რაზმაძე, ბაია ჟუჟუნაძე• მთარგმნელები: მარიამ ცოცხალაშვილი, ნინო მარგებაძე• ინგლისური ტექსტების რედაქტორები: მარინა კაგანოვა, ბენ ვილერი• კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ვეშაპიძე• დიზაინერი: ნიკოლოზ გოგაშვილი© საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი© ფონდი ქართული გალობაშესავალისრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2011 წლის 20 დეკემბერს წმიდათა დასში შერაცხა დიდი საეკლესიო და ეროვნული მოღვაწეები, ქართული ქრისტიანული კულტურის და, განსაკუთრებით, ჩვენი მრავალხმიანი საეკლესიო გალობის გადარჩენისათვის თავდადებული მამები. წმინდანებად აღიარების შემდეგ, მათ, სინოდის განჩინებით ეწოდათ: – წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული (ქორიძე); წმიდა მღვდელმოწამენი პეტრე და ანდრია (კარბელაშვილები), წმიდა აღმსარებელი, ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი); წმიდა აღმსარებელი პოლიევქტოსი (კარბელაშვილი); წმიდა აღმსარებელი ფილიმონი (კარბელაშვილი).ეს წმინდანები ღირსეული თანამოსაგრენი იყვნენ XIX-XX საუკუნეების გასაყარზე ჩვენი ქვეყნის…გაგრძელება
ტეგები: წირვა, ელ.წიგნები, ქორიძე, ნოტები, ანთოლოგია
ავტორი ლაშა, აპრილი 6, 2018. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
ვნების პარასკევსა და დიდ შაბათს, გამთენიისას, ქრისტეს ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ვნების, ჯვარზე გაკვრის, აღსრულების, გარდამოხსნისა და საფლავად დადების დღეს. ამასთანავე, ამ დღის ღმრთისმსახურებებზე იკითხება ყოვლაწმინდა ღმრთისმშობლისგან საკუთარი ძის დატირების ლოცვები, სპეციალური ტიპიკონური მითითებებით. აღესრულება ვნების პარასკევის მწუხრისა (მოებმის მცირე სერობა) და დიდი შაბათის ცისკარზე.პარასკევის მწუხრისაწინასწარმეტყველო წარდგომა:1. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი;2. ჰსაჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა.სამოციქულო წარდგომა:1. დამდვეს მე მღვიმესა ქვესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა;მაცხოვრის შუა ტაძარში გადმოსვენების დროს, სიმბოლურად, ჯვრიდან გარდამოხსნის დროს, იგალობება („აწ განუტევეს...“ წინ):შენ ქრისტე, რომელმან შეიმოსე ნათელი, | ვითარცა რა სამოსელი || გარდამოგხსნა დღეს იოსებ ძელისაგან ნიკოდიმოსისთანა, ||| და გიხილა რა შენ მკვდრად უსულოდ განშიშვლებული, | გულითა ლმობიერითა მოწლედ ჰგოდებდა || და ესრეთ იტყოდა: ||| იესო ტკბილო, ყოველთა მეუფეო, | რომელი ეგე მზის თვალმან გიხილა რა ჯვარსა ზედა ვნებულად, || წყვდიადი შეიმოსა, ხოლო ქვეყანა ჰგოდებდა, ||| და განიპო კრეტ-საბმელი ტაძრისა ორად, | არამედ აწ გხედავ ჩემთვის მომკვდარსა, || და ვითარ შეგმურო, ღმერთო ჩემო, ანუ ვითარ დაგმარხო შენ, ||| ანუ რომლითა ხელითა შევეხო უხრწნელთა ხორცთა შენთა, და წარვგრაგნო იგი ტილოთა, | ანუ ვითარი შესხმა და გალობა უღაღადო განსლვასა შენსა, || ვადიდებ წმიდათა ვნებათა შენთა, ||| უგალობ ჯვარცმასა და დაფლვასა შენსა, | ვაქებ აღდგომასა შენსა, ცხოველს-მყოფელო ყოველთაო, || და გიღაღადებ, უფალო დიდება შენდა.ტროპარი:მშვენიერმან იოსებ | ძელისაგან გარდამოხსნა || უხრწნელი გვამი შენი ქრისტე, ||| და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, | სურნელებითა შემურვილი, || ახალსა საფლავსა დაგდვა ||| 3-გზის.♫ (მოისმინეთ სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდის შესრულებით (…გაგრძელება
ტეგები: საგალობლები, ტროპარი, ძლისპირი, ნოტები, გალობა
ავტორი ლაშა, იანვარი 6, 2018. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
მათე და ლუკა მახარებლები მოგვითხრობენ ბეთლემში ქრისტეს შობის შესახებ, ხოლო, როგორც წმინდა ირინეოს ლიონელი წერს, „იოანეს სახარება მამისაგან ქრისტეს ხელმწიფურ და დიდებულ შობას მიუთხრობს“. ეს დიდებული შობა უდიდესი თავმდაბლობით აღსრულდა - ცხოველთა სადგომში, პირველად „ბაგასა უსიტყვურთასა“ დამკვიდრდა კაცობრიობის მხსნელი. აბა, როგორ იფიქრებდა ბოროტი, უფლის დიდებულების ასეთ წარმოჩენას?! შობა ქრისტესი არის უდიდესი სასწაული და ეს სასწაული არის შედეგი ღვთისა მიერ კაცისადმი უზომო სიყვარულისა, ვითარცა იტყვის მოციქული სიყვარულისა, იოანე ღვთისმეტყველი - „რამეთუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ შობილი მოსცა მას რაითა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქვნდეს ცხოვრებაი საუკუნოი“ - საშობაო ეპისტოლეში წერდა პატრიარქი ეფრემ მეორე. მაცხოვრის შობის უდიდესი დღესასწაულის შესახებ, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ, ამ დღის თვენის საკითხავში. წყაროდღესასწაულის სამწუხარ-საცისკრო და ლიტურგიკულ მსახურბებზე იგალობება შემდეგი ტროპარ-ძლისპირები:შობის ტროპარი:შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, | აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, || რამეთუ, რომელნი ვარსკვლავსა მსახურებენ ||| ვარსკვლავისაგან ისწავეს თაყვანის-ცემა შენი, მზეო სიმართლისაო, | რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, || უფალო დიდება შენდა.პურისკურთხევაზე და ღმერთი უფალის შემდეგ:ამოსაბეჭდი ნოტები (გელათის კილო, ხმა დ):•…გაგრძელება
ტეგები: საუფლო, ტროპარი, ძლისპირი, სადღესასწაულო, საგალობლები
ავტორი ლაშა, აგვ. 27, 2017. 0 გამოხმაურება 2 მოწონება
წმინდა წერილში, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ცხოვრებიდან, ძალიან მცირი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი - სულ რამდენიმე ეპიზოდშია მოთხრობილი დედა ღმრთისას შესახებ, მაგრამ საეკლესიო გარდამოცემამ შემოგვინახა მაცხოვრის ამაღლებსი შემდეგ მისი ცხოვრების და მიძინების, ცად აღყვანების ისტორია, რომელიც თვენის საკითხავებშია მოცემული. იხილეთ მარიამობა. წყაროდღესასწაულის სამწუხარ-საცისკრო და ლიტურგიკულ მსახურბებზე იგალობება შემდეგი ტროპარ-ძლისპირები:ღმრთისმშობლის მიძინების ტროპარი:შობასა ქალწულება დაიმარხე | და მიცვალებასა || სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, ||| მიხვედ ცხოვრებად დედა ეგე ცხოვრებისა, | და აწ მეოხებითა შენითა იხსნი || სიკვდილისაგან სულთა ჩვენთა.|||პურისკურთხევაზე და ღმერთი უფალის შემდეგ:ამოსაბეჭდი ნოტები (გელათის კილო, ხმა ა):• ღმრთისმშობლის მიძინების ტროპარი •სადიდებელი:აქებდით სახელსა უფლისასა... (134-ე ფსალმუნი)გადიდებსა:გადიდებთ შენ ყოვლად-წმინდაო დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩვენისაო და ყოვლად დიდებულსა მიცვალებასა შენსა ვადიდებთსაცისკრო წარდგომა:მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.ჩასართავი თ ძლისპირისაანგელოსთა მიცვალება ყოველადწმიდისა იხილეს | და უკვირდათ, || ვითარ ქალწული აღვალს ქვეყანით ზეცას. |||ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყველნი | შენთვის, ქალწულო უბიწოო, || ქალწულებრივი შობა და სიკვდილი ცხოვრების მომცემელი ||| და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე | და მოკვდავი ცხოველ ხარ, || ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.…გაგრძელება
ტეგები: სადღესასწაულო, Qwelly, საუფლო, ნოტები, საგალობლები
ავტორი ლაშა, აგვ. 18, 2017. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
მაცხოვარი, წმინდა წერილში, სულ რამდენჯერმე განაცხადებს საკუთარ ღმრთაებრიობას და ერთ-ერთი ასეთი დღე არის ფერისცვალება, როდესაც უფალმა ინება, მოციქულების წინაშე ფერი ეცვალა თაბორის მთაზე. ეს სიუჟეტი, სახარების სამ სინოპტიკურ სახარებაშია მოთხრობილი და ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორის, ფერისცვალებას, გამორჩეული ადგილი უკავია, როგორც მიმნიშნებელს, რომ მორწმუნისთვის ყოველივე შესაძლებელია, მათ შორის ისეთი სრული ცვლილება როგორც ეს თაბორზე მოხდა. დღესასწაულის შესახებ, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ, ამ დღის თვენის საკითხავში. წყაროდღესასწაულის სამწუხარ-საცისკრო და ლიტურგიკულ მსახურბებზე იგალობება შემდეგი ტროპარ-ძლისპირები:ფერისცვალების ტროპარი:მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, | და უჩვენე მოწაფეთა შენთა დიდება შენი || ძალისაებრ მათისა ||| და გამოგვიბრწყინვე ჩვენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, | მეოხებითა ღმრთისმშობელისათა || ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.პურისკურთხევაზე და ღმერთი უფალის შემდეგ:ამოსაბეჭდი ნოტები (გელათის კილო, ხმა გ):• ფერისცვალების ტროპარი •მოისმინეთ ტროპარი: ასრულებს, ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდისადიდებელი:აქებდით სახელსა უფლისასა... (134-ე ფსალმუნი)გადიდებსა:დაემატება...საცისკრო წარდგომა:თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ.ძლისპირი თ:ადიდე, სულო ჩემო, თაბორს ზედა ფერისცვალება უფლისა!შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, | ღმერთი მუცლით შენით || გამოვიდა განხორციელებული, ||| კაცთა შორის იქცეოდა, | ამისთვის ჩვენ შენ, ღმრთისმშობელო, || სამართლად ყოველი გადიდებთ. |||ამოსაბეჭდი ნოტები:•…გაგრძელება
ტეგები: ტროპარი, ძლისპირი, საუფლო, სადღესასწაულო, საგალობლები
"მელქისედეკმა (ნაკაშიძე) და მისმა ამხანაგებმა დაიწყეს ჭრელი საგალობელი: „განმანათლებელი ჩვენი“. ფილიმონმა უყურა-უყურა და მერე სთქვა: ჯერ-ჯერობით კრიმანჭულებს ნუ დავსწერთ, სანამ გაუჩვევალი ვართ, და როცა გავეჩვევით, მაშინ კრიმანჭულებიც შეიძლება და ქაჯურიც."
ამათ წერის დროს (იგულისხმება საგალობლების გადაწერა), შემოდიოდნენ ჩემთან ხანდახან ბერები და მორჩილები და მეტყოდნენ:
- ვაი რა ტუტუცი ხარ!
- რატომ მეთქი - ვეტყოდი;
- იმიტომ რომ როცა შემოვდივართ დღე და ღამე, სულ კრუხივით დაყრდნობილ ხარ მოგიდაზე. სულ სწერ და სულ სწერ!! ნეტავი რა სარგებლობა გაქვს! უფულოდ ტყუილად რათ უჭირვებ შენ თავს!
ხოლო მე პასუხს ვეტყოდი:
- მე მაგაზე არა ვფიქრობ, თუ უფასოდ რათა ვმუშაობ მეთქი, რადგან მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს თვითონ ფულია, თვითონ ძვირფასი განძია, ეს ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!, მე არ წარმომიდგენია როგორც მუქთა საქმე; არა, არამედ მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროს მჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი!, მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე! რომ მე უღირსი იმაში ხელს ურევ მეთქი - ასე პირ-დაყოფილი წავიდონენ.
ექვთიმე კერესელიძე
"ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა (მეექვსე ნაწილი)"
ხანდახან ვიფქრობ ავგუსტინე ცდება თქო, რადგან მგალობელი გაცილებით მეტს ლოცულობს ვიდრე 2 ჯერ ))
ufali gfaravdes
ძალიან სასიხარულოა და მისასალმებელი, რომ ამ ფორმით ეწევით ისეთი საგანძურის პოპულარიზაციას, როგორიცაა ქართული გალობა.
12 მარტს, 81 წლის ასაკში, გარდაიცვალა სვანური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი, ქართული ფოლკლორის შესანიშნავი მცოდნე - ისლამ ფილფანი!
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 7, 2019.
საათი: 11:34pm
0 კომენტარი
0 მოწონება
მართალია თვე მხოლოდ ახლა დაიწყო, მაგრამ ბევრგან უკვე ნაძვის ხეები აბრდღვიალდნენ და ვიდრე მთელი საქართველო საახალწლო განწყობაზე გადაერთვება, მინდა რამდენიმე იდეა მეც გაჩვენოთ ნაძვის ხის მორთულობისა…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 6, 2019.
საათი: 9:08pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დეკემბრის სიცივეები ჯერ ახლა იწყება, მაგრამ მზიანობაც არ ეპუება ზამთარს. ქვეყანაში კი ისევ არეულობა და მიტინგებია, საპროტესტო გამოსვლები და აქციები, რუსეთთან კომფლიქტები და სასამართლო საქმეები…
გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2019.
საათი: 3:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ჩემი პაწიები თამაშით გაერთნენ, ხმამაღალი ჭყივილით დასდევდნენ ერთმანეთს მწვანე მდელოზე. კარგა ხანს…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2019.
საათი: 11:30pm
1 კომენტარი
4 მოწონება
დეკემბერი დადგაო და ცამ ფერის ცვლის ნაცვლად, გააგრძელა წინა დღეების სითბო-სიცივე, წვიმა-ქარი, მზე და ღრუბელი. ამბობენ, კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება ასეო (მერე ალბათ ზამთარიც დადგება).…
© 2019 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ გალობა_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!