Georgian_Church_Chanting, Qwelly, გალობა, გელათის_სკოლა, დღესასწაულთა საგალობლები, ნოტები, საუფლო დღესასწაულები, საგალობლები, ქართული საეკლესიო გალობა, დღესასწაულის ნოტები

ქართული საეკლესიო გალობა

ტომი II,

გელათის სკოლა

თორმეტ საუფლო და უძრავ დღსასწაულთა საგალობლები

      ქართული საეკლესიო გალობის II ტომი, წარმოადგენს ძველი ქართული პროფესიული მუსიკის ნიმუშების - საეკლესიო საგალობლების კრებულს. მასში შესულია გელათის საგალობო კილოს სადღესასწაულო საგალობლები. ეს არის საუკუნეთა მანძილზე ნევმირებული, უმეტესად ზეპირი ტრადიციით გადმოცემული და XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ნოტებზე გადაღებული უძველესი საგალობლების მუსიკალური რედაქტირების პირველი ცდა, რომელიც განხორციელებულია ანჩისხატის ტაძრის გუნდის სამგალობლო პრაქტიკის გათვალისწინებით.

      წიგნი განკუთვნილია მართლმადიდებლური ტაძრის გუნდებისა და სპეციალისტთა წრეებისათვის.

  • კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა: მალხაზ ერქვანიძემ
  • რედაქტორი: კომპოზიტორი ნოდარ მამისასვილი
  • რეცენზენტი: დავით შუღლიაშვილი

      "არამედ სამუსიკელოჲ რაჲ რამეთუ ყოვლითურთ სამოსოჲ არს ჩუენი ესე სომოყუსოჲ მორთული წმიდისა მიერ სულისა, და ესეცა სამთა მიერ ფრთონგთა, ვიტყჳ სამთა დაბამვათა, რომელთა მიერ შეინაწევრების ყოველი შეყოვლებული: მზახრ, ჟირ და ბამ, რქმულნი და რანივე მრთველობანი ძალთა და ჴმათანი. ამათ სამთა მიერ მემოქმედეობენ კეთილ ფთოგოვნებათა, რამეთუ უსწორობისაგან მორთულებათაჲსა მიეცემის სისწორე კეთილ დადასვასა მორთულებისასა. ვინაჲ ესთავე რიცხუსა შორის ზესთა წმიდისა სამობისასა იხილო, ვითარმედ მეთქუენი უშვიელობასა მამისასა, და შობასა ძისასა, და გამოვლენასა სულისა ზესთა წმიდისასა, და ერთობასა ბუნებისასა გასხუებულებითა გუამოვნებათაჲთა. ვინაჲ აწ აქა სამუსოდ გასხუაებულთა ზედა იხილო მზახრსა, ჟირსა და ბამსა ერთობაჲ შეყოვლებისაჲ".

იოანე პეტრიწი

      "ქართული საეკლესიო მდიდარი მელოდიები წარმოგვიდგენენ არამც თუ მხოლოდ საზოგადო საგალობლებს, არამედ ცალკე ფრაზების აზრს და სიტყვებსაც კი. ამ მხრივ ჩვენი მელოდიები შეუდარებლები არიან და უნდა ვმადლობდეთ გამჩენს, რომ ესეთი დიდი საუნჯე მოუნიჭებია ჩვენთვის, ჩვენი მორწმუნე ერისათვის...

ათასწლობით ქართული გალობა ატკბობს ჩვენს სმენას. გალობა იმთავითვე გვქონდა სამხმიანი და არა უნისონური, როგორც აქვთ ბერძნებს და სომხებს."

კირიონ II (საძაგლიშვილი)
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი

      "ჩვენ ჩვენი გალობის გადაგვარების და დამახინჯების შიში აღარა გვაქვს, რადგანაც ის ნოტებზეა დაწერილი თავის საკუთარს ჰანგზე, მაგრამ ეს ნოტებად დაწერილი თუ არ დაიბეჭდა, თუ მისი შესწავლა და ცოდნა არ გავრცელდა სასწავლებლებში, ხალხში და არ გაჩაღდა მისი ღაღადება ეკლესიებში, მაშინ მოკლებული თავის დანიშნულებას, გადაგვარებაზე უარეს მდგომარეობაში დარჩება."

ფილიმონ ქორიძე

გადმოწერა:

შენიშვნა: ატვირთულია .rar (არქივი) ფაილი. ფაილის სანახავად უნდა გადმოწეროთ ოთხივე ნაწილი, მოათავსოთ ერთ საქაღალდეში და შემდეგ ამოაარქივოთ. პაროლი არქივზე: Qwelly

◄ I ტომი

III ტომი ►

ტეგები: Qwelly, გალობა, გელათი, კრებული, ნოტები, საგალობლები, სადღესასწაულო

ნახვა: 4014

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters