შესავალი

   ფსიქოანალიზის წარმოშობისა და განვითარების შესახებ. – ისტერია. – დოქტორ ბრეიერის შემთხვევა. – “საუბრით მკურნალობა”. სიმპტომების წარმოქმნა ფსიქიკური ტრავმებიდან გამომდინარე. სიმპტომები როგორც მოგონებების სიმბოლოები. – ფიქსაცია ტრავმებზე. – ისტერიული კონვერსია. – ფსიქიკის გაორება. ჰიპნოიდური მდგომარეობანი.

   შესავალში ფროიდი ხაზს უსვამს რომ თუკი ფსიქოანალიზის წარმოშობა საერთოდ წარმოადგენს დამსახურებას, ეს მისი დამსახურება არ არის. თვით ფროიდი არ იყო ჩართული პირველად წამოწყებებში, ეს იყო იოსებ ბრეიერის, ვენის ექიმის მეთოდი, რომელმაც პირველად ის გამოიყენა ერთ-ერთი ისტერიით დაავადებული პაციენტი გოგონას მკურნალობისას    (1880-1882 წლებში), მაშინ ფროიდი სტუდენტი იყო და მხოლოდ მოგვიანებით გამოაქვეყნა ბრეიერთან ერთობლივი ნაშრომი “ისტერიის კვლევა”, უფრო სწორედ ბრეიერმა გამოაქვეყნა ეს ნაშრომი ფროიდთან ერთად.  ბრეიერის პაციენტი, 21 წლის გოგონა, რომელიც საკმაოდ ნიჭიერი იყო, ორი წლის განმავლობაში იტანჯებოდა განსხვავებული სახის ფიზიკური და სულიერი მოშლილობებით, რასაც ძალიან სერიოზული სახე ქონდა. მას ქონდა ორივე მარჯვენა კიდურის სპასტიური პარალიჩი რასაც მგრძნობელობის დაკარგვა ახლდა თან, ერთ დროს მსგავსი დარღვევა ორივე მარცხენა კიდურისაც, თვალების მოძრაობის მოშლილობანი და მხედველობის განსხვავებული სახის ნაკლულოვანებანი, თავის დაჭერის / ჭერის სიძნელეები, ძლიერი ნერვიული ხველა, საკვების მიღებისადმი სიძულვილი; რამოდენიმე კვირის განმავლობაში, მიუხედავად დიდი წყურვილისა, მას არ ქონდა არაფრის დალევის სურვილი; მეტყველების დარღვევები, იმდენად ძლიერი, რომ მან დაკარგა საკუთარ მშობლიურ ენაზე საუბრისა და მისი გაგების უნარი. საბოლოოდ, მისი მდგომარეობა სრულიად ბოდვითი იყო, პიროვნების ცვლილება მიმდინარეობდა, რაზეც ფროიდი მოგვიანებით აპირებს ყურადღების გამახვილებას. ფროიდი ვარაუდობს, რომ როდესაც მკითხველს ესმის მსგავსი დაავადების შესახებ მისი ვარაუდია ის, რომ პაციენტს ტვინის მძიმე დაავადება ჭირს, რომელიც საერთოდ აღარ ექვემდებარება მკურნალობას. ხოლო როდესაც ჯანმრთელობის მსგავსი სურათი შეიმჩნევა ახალგაზრდა პიროვნების შემთხვევაში, რომელსაც სრულიად ჯანმრთელი გული და თირკმელები აქვს და რომელმაც ძალიან ძლიერი სულიერი ტრავმა მიიღო და თუკი ცალკეული სიმპტომები არ განიცდიან ისეთ ცვლილებას რომელიც მოსალოდნელი იყო, მაშინ შესაძლებელია უკვე ექიმმა იფიქროს რომ საქმე ისე მძიმედ არ არის როგორც ეს ჩანს. მაშინ ექიმების მტკიცებით უკვე საქმე გვაქვს არა ტვინის ორგანულ დაავადებასთან, არამედ იმ იდუმალ მდგომარეობასთან, რომელსაც ბერძნული მედიცინის დროიდან ისტერიის სახელწოდება აქვს და რომელსაც შეუძლია მთელი რიგი მძიმე დაავადებების სიმულირება მოახდინოს. ამ შემთხვევაში ექიმები თვლიან რომ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და სრული გამოჯანმრთელება სავსებით შესაძლებელია. ფროიდი აღნიშნავს, რომ პაციენტი დაავადდა საყვარელი მამის მოვლის პერიოდში, ეს უკანასკნელი შემდგომში გარდაიცვალა, მაგრამ ეს უკვე მოხდა მას შემდეგ რაც გოგონას მოუწია მისი ზრუნვის მიტოვება საკუთარი დაავადებიდან გამომდინარე

   მკურნალობის გართულების გამო, ისტორიის დიაგნოზის შემთხვევა ექიმისათვის ვითარების გამარტივებას არ წარმოადგენს, პირიქით ართულებს. ისტერიით დაავადებულის მიმართ ექიმი ნაკლებ თანაგრძნობას გამოხატავს, ვინაიდან უკანასკნელი არ იტანჯება იმდენად, რამდენადაც ეს ხდება ორგანული დაავადების შემთხვევაში, თუმცა მას გააჩნია პრეტენზია იმისა, რომ სწორედ ისევე იტანჯება როგორც ორგანულად დაავადებული. მიუხედავად იმისა, რომ ორგანული დაავადებების შესახებ ექიმს უფრო მეტი ცნობები გააჩნია დილეტანტთან შედარებით, ისტერიის შემთხვევაში შესაძლებელი ითქვას, რომ ექიმს სწორედ იმდენი ესმის რამდენიც დილეტანტს. მისთვის სრულიად გაუგებარია ისტერია. ფროიდი ახდენს ახსნა-განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისტერიით დაავადებულნი არ იწვევენ სიმპატიას ექიმებში, ვინაიდან ის მათ განიხილავს როგორც პირებს, ვინც მათი მეცნიერული ცოდნა შეურაცხყო, ვინც სიმულირებას ახდენს და გადამეტებით წარმოაჩენს თავის შინაგან “რთულ” მდგომარეობას.

   ბრეიერი არ იმსახურებს ამგვარი ტიპის განკითხვას თავისი პაციენტის მხრიდან. იგი თავისი პაციენტის მიმართ დიდი სიმპატიითა და ინტერესით განეწყო, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად არ იცოდა როგორ შეიძლებოდა დახმარებოდა მას. ბრეიერის მიერ აღნიშნული იყო, რომ აბსანსის ფსიქიკური გაურკვევლობის მდგომარეობაში ავადმყოფი რაღაც სიტყვებს წარმოთქვამდა. ექიმმა თხოვა მას დაემახსოვრებინა ეს სიტყვები და შემდეგ კი ჰიპნოტურ მდგომარეობაში გადაიყვანა ავადმყოფი და გაუმეორა ეს სიტყვები, რამაც გამოიწვია იმ მდგომარეობის ასახვა ავადმყოფის მიერ, რომელშიც ის ვარდებოდა აბსანსის დროს. ეს იყო ძალიან ღრმა სევდიანი ფანტაზიები, ზოგიერთ შემთხვევაში პოეტური და ლამაზი, რაც ძირითადად იწყებოდა გოგონას მამის სასთუმალთან ყოფნის აღწერით. როდესაც პაციენტი ყვებოდა ამ ფანტაზიების შესახებ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებისაკენ მიდიოდა, ის თითქოს და თავისუფლდებოდა რაღაცისაგან და უბრუნდებოდა ნორმალურ სულიერ ცხოვრებას. ამგვარი მდგომარეობა მრავალი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ მას თან სდევდა გაურკვევლობის მდგომარეობის შეტევაც, რომელიც იმავე სახის გამონათქვამის შემდეგ ისევ იცვლებოდა დადებითად. თვითონ ავადმყოფმა ამ მკურნალობის ახალ ხერხს “ტალკინგ ცურე” – “საუბრით მკურნალობა” დაარქვა. ან ხუმრობით მას უწოდებდა ხოლმე “Chimney sweeping” – “ბუხრის გაწმენდას”.

   მალე თითქოს და შემთხვევით აღმოჩნდა რომ მსგავსი სულიერი განწმენდით შესაძლებელია უფრო მეტის მიღწევა, ვიდრე ცნობიერების მოშლილობის დროებით განკურნებას. თუკი აფექტის გამოხატულების მქონე ავადმყოფი ჰიპნოზში იხსენებდა თუ რა მიზეზით და რასთან დაკავშირებით ჩამოუყალიბდა მას ცნობილი სიმპტომები, მაშინ შესაძლებელია ამ სიმპტომების სრული გაქარწყელბა მომხდარიყო. ამ შემთხვევაში მოხერხდა ავადმყოფის წყლის დალევისადმი არსებული სიძულვილის განკურნება, ეს შეგრძნება მასში იმდენად ძლიერი იყო, რომ ზაფხულშიც კი ის წყურვილს მხოლოდ ხილის ჭამით იკმაყოფილებდა. მან ჰიპნოზში გაიხსენდა თუ როგორ სძულდა ერთი ინგლისელი ქალი და რომ მასში განსაკუთრებული სიძულვილი გამოიწვია მისი პატარა ძაღლის მიერ ჭიქიდან წყლის ლოკვის ფაქტმა. ამ მოგონების ჰიპნოზში წარმოთქმის შემდგომ ავადმყოფმა გაიღვიძა მის ტუჩებთან მიტანლი ჭიქით ხელში. და ეს სიძულვილი მას შემდეგ სრულიად გაუქრა. ბრეიერმა დაიწყო სხვა სიმპტომების პათოგენეზის შესწავლაც. თითქმის ყველა სიმპტომი წარმოადგენდა ნარჩენს, ნალექს იმ აფექტური განცდებისა რომელსაც მოგვიანებით ფროიდი ამბობს რომ ჩვენ ვუწოდეთო “ფსიქიკური ტრავმებიო”. ეს სიმპტომები იყვენენ დეტერმინირებული გარკვეული სცენებით, ისინი წარმოადგენდნენ ამ სცენების შესახებ არსებულ მოგონებებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ერთი რომელიმე განცდა აუცილებლად კი არ იწვევდა რომელიმე სიმპტომს, არამედ მსგავს ზემოქმედებას მეტწილად ახდენდნენ მრავალრიცხოვანი, ხშირ შემთხვევაში მსგავსი ტრავმები. მთელი ამ პათოგენური მოგონებების ჯაჭვი ფროიდის სიტყვებით უნდა ყოფილიყო გახსენებული ბოლოდან დაწყებული – პირველ რიგში ყველაზე ძველი მოგონება და ბოლოს უკანასკნელი. ფროიდს მოყავს კიდევ რამოდენიმე მაგალითი რითაც იძულებულია შეიზღუდოს პროგრამის გამო. ბრეიერი ყვება, რომ მისი ავადმყოფის მხედველობითი მოშლილობები შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის მიზეზების მქონე იყვნენ: “ცრემლიანი თვალით მამის სასთუმალთან მჯდომარე ავადმყოფს ესმოდა მამის შეკითხვა დროის შესახებ. ის ციფერბლატს გაურკვევლად ზედავდა და იძულებული იყო მოეწია საათი ახლოს, რის გამოც ციფერბლატი ძალიან დიდი ჩანდა (მაკროპსია და სტრაბიზმი – (შიგნით მიმართული) სიელმე); ან კიდევ ის ცრემლს იკავებდა, რომ მამას არ შეემჩნია.” ყველა პათოგენური შთაბეჭდილება უკავშირდება იმ დროს როდესაც ის უვლიდა მამას. “ერთხელ ის იღვიძებს შუაღამისას შეშინებული თავისი მამის გამო, რომელსაც ციებ-ცხელება ქონდა. ოჯახი ვენიდან ქირურგის მოლოდინში იყო, რომელსაც მამისათვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. დედამ მიატოვა ანა, რომელიც მარტო უნდა ყოფილიყო მამის სასთუმალთან გარკვეული დროის განმავლობაში. მისი ხელი სკამის ზურგზე იყო დასვენებული. ის ფხიზელ მდგომარეობაში მოჩვენებას ხედავს – კერძოდ გველს რომელიც მამის სასთუმალისაკენ კედელზე მოცოცავს და აპირებს კბენას. შესაძლოა მისი სახლის ეზოში გველი არსებობდა კიდეც და გოგონას მისი ეშინოდა, რაც ამჟამად ჰალუცინაციის მასალად იქცა. მას ქონდა ცხოველის დაფრთხობის სურვილი, მაგრამ ის თითქოს და პარალიზებულ მდგომარეობაში ჩავარდა. მარჯვენა ხელი თითქოს და გაშეშდა, მან დაკარგა მგრძნობელობა. როდესაც გოგონამ დახედა ხელს მისი თითები მკვდარი თავების მქონე გველებად გადაიქცნენ (ფრჩხილები). მას ქონდა მცდელობა ცხოველის გაგდებისა, მაგრამ პარალიზება და მგრძნობელობის დაკარგვა ასოცირდა გველის ჰალუცინაციასთან. როდესაც ჰალუცინაცია გაქრა და ავადმყოფმა ისურვა ლოცვა, მას სიტყვები დაავიწყდა, მან ვერც ერთი თავისთვის ცნობილი ენ ავერ გაიხსენა. შემდეგ მას გაახსენდა ინგლისური საბავშვო ლექსი, რომლითაც ლოცვა დაიწყო. ჰიპნოზის მდგომარეობაში ამ სცენის გახსენებამ გამოიწვია მარჯვენა ხელის პარალიჩის განკურნება. ფროიდი აღნიშნავს, რომ ისიც იყენებდა ბრეიერის მეთოდს და იხსენებს ერთ-ერთი მისი ავადმყოფის ისტორიას, რომელიც გამოსცემდა ტკაცუნა ბგერას, მაშინ როდესაც ეს დაუშვებელი იყო. ფროიდი ახდენს განზოგადებას, რომელიც მისი აზრით არის გარდაუვალია ასეთი მოკლე მიმოხილვის შემთხვევაში. ყველაფერი რაც ჩვენთვის არის ცნობილი შეიძლება იყოს გაერთიანებული ერთ ფორმულაში: ჩვენი ისტერიული ავადმყოფები იტანჯებიან მოგონებებით. მათი სიმპტომები წარმოადგენენ გარკვეული ტრავმატული განცდების შესახებ არსებული მოგონებების ნარჩენებსა და სიმბოლოებს. ფროიდი მაგალითის სახით ასახელებს სხვა სიმბოლოების შედარებებსაც. მას მოყავს ძეგლებისა და მონუმენტების მნიშვნელოვნობის მაგალითი და ასახელებს ჩარინგ-ქროსს, რომელიც წარმოადგენს ერთ- ერთი მეფის მიერ თავისი გარდაცვლილი დედოფლის დასაფლავების ცერემონიალზე თითოეულ გაჩერებაზე (ცერემონიალის პროცესის დროს) აღმართული გოთიკური ჯვრების ადგილზე აგებულ ძეგლს. ის ასახავს ამ სამგლოვიარო პროცესიის ტრაგიზმს. ის ასევე ასახელებს ერთ-ერთ ძეგლს, რომელიც მდებარეობს ლონდონ-ბრიდჯისაგან მოშორებით დასახელებით “მონუმენტი” და 1666 წელს მომხდარი უძლიერესი ხანძრის მოგონებას წარმოადგენს. ეს ძეგლები წარმოადგენენ მოგონებას როგორც ისტერიული სიმპტომები; ამ შემთხვევაში ფროიდის აზრით შედარება სრულიად მართებულია.

   თუმცა აქვე ფროიდი აღნიშნავს, რომ არ იქნებოდა ადექვატური თუკი რომელიმე ლონდონელი ამჟამად დადგებოდა ჩარინგ-ქროსის ძეგლთან ან მონუმენტთან და დაიწყებდა წუხილს ან სამგლოვიარო პროცესიასთან დაკავშირებით ან კიდევ დიდი ხნის წინ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რის შემდეგაც ლონდონი კიდევ უფრო ბრწყინვალედ არის გაშენებული. თუმცა ფროიდი ამტკიცებს, რომ სწორედ მსგავსად იქცევიან ნევროტიკები და ისტერიკებიც, არა მართო იმიტომ, რომ ისინი იხსენებენ წარსულ ავადმყოფურ განცდებს, არამედ ამ განცდებთან აფექტურად არიან დაკავშირებული; მათ არ შეუძლიათ წარსულის დავიწყება, რის გამოც უყურადღებოდ ტოვებენ აწმყოსა და არსებულს. ნევროზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად დამახასიათებელ თვისებას / მახასიათებელს, რომელსაც მეტწილად პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია, წარმოადგენს სულიერი ცხოვრების ფიქსაცია პათოგენურ ტრავმებზე. ფროიდის აზრით დაკვირვებებიდან გამომდინარე ძალაუნებურად ჩნდება ვარაუდი ავადმყოფობის აღმოცენებისა იმ მიზეზით, რომ პათოგენური მდგომარეობის ფონზე განვითარებულ აფექტს, ნორმალური გამოსავალი ქონდა დაბლოკილი და ამ შეკავებულმა აფექტებმა არანორმალური გამოყენება / გამოსავალი / გასავალი ჰპოვეს. ნაწილობრივ ეს აფექტები რჩებოდა და ამძიმებდა სულიერ ცხოვრებას, ნაწილობრივ კი ისინი განიცდიდნენ უცნაურ სხეულებრივ ინერვაციებს და შეკავებებს, რომლებიც წარმოადგენდნენ მოცემული შემთხვევის სხეულებრივ სიმპტომებს. ამ უკანასკნელი შემთხვევის შესახებ ფროიდი იყენებს ტერმინს “ისტერიული კონვერსია”. ბრეიერის ავადმყოფმა ნორმალურ მდგომარეობაში არაფერი არ იცოდა პათოგენური სცენებისა და მათი სიმპტომებთან არსებული კავშირის შესახებ. მან დაივიწყა ეს სცენები ან სრულიად დაკარგა მათი პათოგენური კავშირი. როდესაც ის ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ იყო, საკმაოდ დიდი ძალისხმევის ფასად იყო შესაძლებელი მისი მეხსიერების გაღვიძება და მეხსიერების ამუშავების შედეგად ეს სიმპტომები ქრებოდა. ჰიპნოტური მოვლენების შესწავლის მეოხებით ჩვენ შევეგუეთ ისეთ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ერთსა და იმავე ინდივიდუუმში შესაძლოა რამოდენიმე სულიერი დაჯგუფების არსებობა, რომელთაც შეუძლიათ სრულიად დამოუკიდებლად იარსებონ ურთიერთისაგან, შეიძლება არ იცოდნენ არაფერი ერთმანეთის შესახებ და დროდადრო მონაცვლეობით ბატონობდნენ ცნობიერებაში. ამგვარი ტიპის შემთხვევები ზოგიერთ შემთხვევაში თავისთავად აღმოცენდებიან. თუკი პიროვნების გაორებისას / დანაწევრებისას ცნობიერება ამ მდგომარეობათაგან მხოლოდ ერთ-ერთისათვის არის დამახასიათებელი, მაშინ ამ უკანასკნელს ცნობიერ სულიერ მდგომარეობას უწოდებენ, ხოლო მისგან განცალკევებულს – არაცნობიერს.არაცნობიერის ცნობიერზე ზემოქმედების ვითარებიდან გამომდინარე (პოსტჰიპნოიდურ მდგომარეობაში შთაგონებულის შესრულების მაგალითი) ბრეიერმა წამოაყენა ვარაუდი, რომ ისტერული სიმპტომები აღმოცენდებიან განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობის შემთხვევაში, რომელსაც ის ჰიპნოიდურს უწოდებს.

ზიგმუნდ ფროიდი   ფსიქოანალიზის შესავალი

შინაარსი

თავი პირველი

ფსიქოანალიზის შესავალი ფსიქოანალიზის შესახებ

თავი მეორე

ლტოლვის თეორიის შესახებ

  • გადახრები
  • ლტოლვის ობიექტის მიმართ არსებული გადახრები

თავი მესამე

რამოდენიმე ტიპის ხასიათი ფსიქოანალიტიკური პრაქტიკიდან

თავი მეოთხე 

მასათა ფსიქოლოგია და ადამიანის “მეს” ანალიზი

თავი მეხუთე

ფსიქოანალიზი და კულტურა

*ზიგმუნდ ფროიდი (1856 - 1939)*

*ზიგმუნდ ფროიდი - ლტოლვათა შესახებ*

*ფსიქოანალიზის სიძნელე*

ნახვა: 4645

გამოხმაურებები!

ფროიდის შემოქმედებას რომ ვკითხულობ სულ მინდება ხოლმე რომ მის ეპოქაში დავბადებილუყავი : )))

Kakha ბავშვობიდან მიყვარდა ფროიდისეული გართობა :D :D 

Kakha_მ თქვა:

 სალო  მის ეპოქაში ცხოვრება თითონ ფროიდსაც არ მოწონდა :)) ცდის პირებით გაყავდა დრო, ეს გასართობი ქონდა მარტო :D

Kakha ჰო, სათქმელი იცოცხლე, მაგრამ წარმოიდგინე, მთელი ცხოვრება განვლო იმისთვის რომ სათქმელი გქონდეს? რა ბანალურობაა :D 

Kakha_მ თქვა:

ლაშა  გართობა არაა, ფროიდმა ტყუილად კიარ იჰიპნოზიორა, იმდენი შრომა გასწია რაღაც სათქმელი მაინც აქვს :D :D 

Kakha იმის გამო რომ დარუბანდში არავინ მეგულება, განა მართალ არს ფროიდის გაფეტიშება? :D :))) 

Kakha_მ თქვა:

ლაშა  იქნებ ასეთი ადამიანი დაასახელო შენ დარუბანდში? ერთს თუ მეტყვი მაშინ ფროიდს აღარ ვახსენებ მეორედ :DD

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Even though the sport’s get away

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 7:21am 0 კომენტარი

MMOexp VIDEO OF THE DAYSCROLL TO preserve WITH content material

With its darkish fantasy placing and a gameplay loop that blends elements of dungeon crawlers and battle royale video games, Dark and Darker speedy stuck the eye of some Dark And Darker Gold gamers seeking out a damage from the glut of military-themed shooters.

Even though the sport’s get away from Tarkov-motivated motion drew rave critiques from many…

გაგრძელება

MMOexp: The Forester is one of the attenuate examples

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am 0 კომენტარი

Pros Is able to activity adjoin the majority of PvE enemies about absolutely safely. Can annihilate an adversary afterwards them alike actuality able to acknowledge with the appropriate Ability bureaucracy and complete aim. Is able to add accession band of aberration to opponents block them application their traps. Has acquiescent healing with the Acreage Ration Ability Is a chic with abundant alternation acceleration acceptation doors, campfires, animate shrines, and accessories all actuate… გაგრძელება

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters