წიგნიდან: ზიგმუნდ ფროიდი - ფსიქოანალიზის შესავალი

I შესავალი

      ადამიანის ფსიქოლოგიურ ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს ვინმე "სხვა". ის როგორც წესი წარმოადგენს მაგალითს, ობიექტს, დამხმარეს ან მოწინააღმდეგეს, სწორედ ამიტომაც პიროვნების ფსიქოლოგია დასაბამიდანვე წარმოადგენს სოციალურ ფსიქოლოგიასაც, ფართე მაგრამ სარწმუნო თვალსაზრისით.

      ცალკეული პიროვნების დამოკიდებულება მისი მშობლების მიმართ, მისი სიყვარულის ობიექტისადმი, მასწავლებლისადმი და ასევე მისი ექიმისადმი, ყველა ეს ურთიერთობა რაც აქამდე მხოლოდ ფსიქოანალიტიკური კვლევის საგანს წარმოადგენდა, სრულიად უფლებამოსილად შესაძლოა ჩაითვალოს სოციალურ ფენომენებად და უპირისპირდებიან სხვა ცნობილ პროცესებს, ჩვენს მიერ ნარცისისტულ პროცესებად წოდებული პროცესები იგულისხმება, როდესაც პირველადი ლტოლვების დაკმაყოფილება უარყოფილია ან ხდება გადატანა. ზემოთ ხსენებული ურთიერთობების შემთხვევაში, მშობლებისადმი, ოჯახის სხვა წევრებისადმი, შეყვარებულისადმი, მეგობრისადმი და ა. შ. ცალკეული პიროვნება მხოლოდ ერთი ან რამოდენიმე პიროვნების გავლენას განიცდის, ამ რამოდენიმე ადამიანიდან თითოეული მისთვის განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს.მასობრივი ფსიქოლოგია ადამიანს განიხილავს როგორც თემის წევრს, რომელიც გარკვეულ დროსა და გარკვეული მიზეზის გამო მასაში ორგანიზებას განიცდის. მასობრივი ფსიქოლოგია მკვლევარისათვის მრავალ პრობლემას წარმოაჩენს რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან სისტემატიზირებული.

II ლე ბონი და მასობრივი სულისკვეთების მისეული დახასიათება

      ფსიქოლოგიის კვლევის საგანს პიროვნების შესწავლის შემდგომ წარმოადგენს ბრბოში ადამიანის სრულიად მოულოდნელი და საპირისპირო ქცევის შესწავლა და ახსნა. ბრბოს "ფსიქოლოგიური მასის" თვისება აქვს შეძენილი. მაგრამ რას წარმოადგენს თვით მასა? რითი ახდენს ის ზეგავლენას ადამიანის ცხოვრებაზე და რაში მდგომარეობს ის სულიერი ცვლილება, რომელიც ახასიათებს ადამიანს მისი (მასის) ზეგავლენის გამო?ლე ბონის სიტყვებით, "ყველაზე უცნაური რამ ფსიქოლოგიურ მასაში არის ის, რომ მიუხედავად იმისა თუ როგორი ტიპის ინდივიდები შეადგენენ მასას, ემსგასებიან ისინი ერთმანეთს თუ არა ინტელიგენტობის დონით, ხასიათით, ცხოვრების ნირით და ა. შ. როდესაც ისინი მასად გარდაიქმნებიან, ისინი იძენენ კოლექტიურ სულისკვეთებას. ამ სულისკვეთების საფუძველზე, ისინი სრულიად განსხვავებულად გრძნობენ, ფიქრობენ და იქცევიან, ვიდრე ცალკეული მდგომარეობის შემთხვევაში. არსებობს ისეთი იდეები და გრძნობები, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში ვლინდებიან ან ხდება მათი ამოქმედება, თუკი ინდივიდი მასასთან არის გაერთიანებული. "მარტივია მასასთან გაერთიანებული ინდივიდის განსხვავება იზოლირებულ ინდივიდთან, უფრო რთულია ამ სხვაობის მიზეზების გამოკვეთა. ამ შემთხვევაში უკვე დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაცნობიერ ფენომენებს. ჩვენი ქმედებების უმრავლესობა დაფარული, ჩვენთვის შეუმჩნეველი მოტივების ზემოქმედებას წარმოადგენენ. ლე ბონის აზრით მასაში იკარგება ცალკეული ადამიანების მინაღწევარიდა აქედან გამომდინარე მათი თავისებურებაც. რასობრივი საწყისი წინ წამოიწევა, ჰეტეროგენული ჰომოგენურში იძირება. ჰეტეროგენულობა – ზოგადად, განსზვავებულობა, გამოიყენება ჯგუფების, მონაცემების, ცვლადებისა და ა. შ. აღსანიშნავად. რომლებიც ინსტანციებს შორის მკვეთრ სხვაობას აჩვენებენ. ჰომოგენურობა – ზოგადად, მსგავსება, იგივეობა. გამოიყენება განსხვავებულ შემთხვევებში, ჯგუფის, საგნების, მონაცემების და ა. შ. აღსანიშნავად. ტერმინი აღნიშნავს იმას, რომ ნაგულისხმევი საგნები არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არსებითად და მნიშვნელობის მხრივ.ამგვარად შესაძლებელია აღმოცენებულიყო მასობრივი ინდივიდების შუალედური, საშუალო ხასიათი. ლე ბონი თვლის რომ ამ ინდივიდებს ასევე გააჩნიათ კიდევ სხვა ახალი თვისებებიც, რომელთაც ისინი არ ფლობდნენ ადრე და ამის მიზეზს იგი სამ განსხვავებულ მომენტში აღმოაჩენს.

      "პირველი მიზეზია ის, რომ სიმრავლიდან გამომდინარე, ინდივიდი სიმძლავრისა და ძლიერების შეგრძნებას ეუფლება, რომელიც მასში პირველად ლტოლვებს აღძრავს. მარტოობის შემთხვევაში ის იძულებული იქნებოდა ეს ლტოლვები დაეძლია. ანონიმურობის შენარჩუნების შესაძლებლობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის შეგრძნება სრულიად ქრება, რომელიც ინდივიდს აკავებს ყოველთვის." ყოველთვის იყო აღნიშნული ის რომ ეგრეთ წოდებული სინდისის მარცვალს, "სოციალური შიში" წარმოადგენს. "მეორე მიზეზია – ის რომ გადამდებია, ეს ხელს უწყობს მასებში განსაკუთრებული ნიშანთვისებების წარმოქმნას და მათი მიმართულების განსაზღვრას. გადამდებობა არის ადვილად გადმოსაცემი, მაგრამ აუხსნელი ფენომენი, რომელიც შესაძლებელია იყოს მიკუთვნებული ჰიპნოტური სახის ფენომენებისადმი. მესამე მიზეზია შთაგონებადობა, რაც შეეხება გადამდებობის მომენტს ის მხოლოდ და მხოლოდ მის შედეგს წარმოადგენს."ფროიდს მოყვანილი აქვს ჰიპნოტირების მაგალითი, რომ ადამიანი სრულიად ემორჩილება იმ პიროვნებას რომელიც მას ცნობიერებას ართმევს. სწორედ ასეთია იმ ინდივიდის მდგომარეობაც, რომელიც ფსიქოლოგიურ მასას განეკუთვნება. ის აღარ აცნობიერებს საკუთარ ქმედებებს.

      აქედან გამომდინარე მასაში მყოფი ინდივიდის განმასხვავებელი მახასიათებელებია შემდეგი სახის: ცნობიერი პიროვნების გაქრობა, არაცნობიერი პიროვნების უპირატესობა, შთაგონებადობის და გადამდებობის შედეგად აზრთა და გრძნობათა ორიენტაცია ერთსა და იმავე მიმართულებით., შთაგონებული იდეების დაუყოვნებელი განხორციელების ტენდენცია. ინდივიდი აღარ წარმოადგენს პიროვნებას, ის უკვე ავტომატია.ფროიდი ცდილობს მოახდინოს გადამდებობისა და შთაგონებადობის განსხვავებას. გადამდებობა უფრო მეტად ურთიერთზემოქმედებას, მასის ცალკეული წევრების მიერ ერთმანეთზე მოხდენილ გავლენას წარმოადგენს, ხოლო შთაგონებადობის მოვლენა ჰიპნოზის ზეგავლენას უფრო წააგავს – ზეგავლენას; ეგავლენას რომელიც განსხვავებული წყაროდან მომდინარეობს. ამ შემთხვევაში ლე ბონს არ ყავს დასახელებული ის პიროვნება რომელიც ახდენს ჰიპნოტურ ზეგავლენას მასაზე. ის უბრალოდ ანსხვავებს მათ. "გარდა ამისა, ადამიანი ორგანიზებული მასისადმი მიკუთვნებულობის ფაქტიდან გამომდინარე ცივილიზაციის რამოდენიმე საფეხურით ქვევით გადაინაცვლებს. ამ შემთხვევაში ამოქმედდება პირველადი ლტოლვები. მას გააჩნია სპონტანურობა, ველურობა, ასევე ენთუზიაზმიცა და პრიმიტიული არსებებისათვის დამახასიათებლი გმირობაც კი."ლე ბონი თითონვე ამტკიცებს პრიმიტიული ადამიანისა და ბავშვის სულიერი ცხოვრების მსგავსების ფაქტს. მასა იმპულსურია, ცვალებადი და აღგზნებადიც. არაცნობიერი თითქმის სრულიად ხელმძღვანელობს ამ შემთხვევაში. იმპულსები შესაძლოა განსხვავებული ხასიათის იყვნენ, თუმცა ყველა შემთხვევაში ისინი მბრძანებლური სახის არიან, იმდენად რომ არ აძლევენ საშუალებას არა მხოლოდ პირადი ინტერესის არამედ თვითგადარჩენის ინსტინქტის ამოქმედებასაც კი. ნებისყოფის მდგრადობა სუსტია. მასის შიგნით მყოფ ინდივიდს უქრება შეუძლებელის ცნება. მასა ადვილად ექვემდებარება ზეგავლენას, ის არ არის კრიტიკული, მისთვის არ არსებობს რაიმე არასარწმუნო. მისი აზროვნება უმყარება ასოციაციური კავშირებით წარმოებულ იერსახეებს, რაც დამახასიათებელია ცალკეული ადამიანისათვის ფანტაზირების მდგომარეობაში / შემთხვევაში. მასისათვის დამახასიათებელია უკიდურესობამდე მისვლა, გამოთქმული დაეჭვება, უმალვე ურყევ ჭეშმარიტებად იქცევა, ანტიპატიის მარცვალი კი დაუსრულებელ სიძულვილად გადაიქცევა. თავისი გმირისაგან მასა სიძლიერეს და ძალადობასაც კი მოითხოვს. მას სურს რომ ის ვინმეს მფლობელობის ქვეშ იყოს, მას სურს თავისი ბატონის ეშინოდეს. საფუძველში ის კონსერვატულია, მას ღრმა სიძულვილი აქვს ყოველგვარი სიახლისა და პროგრესის მიმართ და ის ეთაყვანება ტრადიციებს. ასევე შეიძლება აღინიშნოს ცალკეული ინდივიდის ზნეობრივი საწყისის ამაღლება მასის ზეგავლენით. თუმცა მასის ინტელექტუალური მიღწევები ყოველთვის მცირეა ცალკეული ინდივიდის მინაღწევარებთან შედაებით. კიდევ სხვა დახასიათებები ლე ბონის მიხედვით საშუალებას აძლევენ ფროიდს გააიგივოს მასის სულისკვეთება პრიმიტიული ადამიანის სულისკვეთებასთან. შესაძლებელია რომ მასებში არსებობდნენ და შეთანხმებული იყვნენ სრულიად საპირისპირო იდეები და მათი ლოგიკური დაპირისპირებულობის მიუხედავად მაინც არ აღმოცენდეს კონფლიქტი. მსგავსი რამ არის შესამჩნევი ცალკეული პირების არაცნობიერ სულიერ ცხოვრებაში, ბავშვებთან და ნევროტიკებთან, რაც უკვე დამტკიცებულია ფსიქოანალიზით. მასებისათვის არასოდეს არ იყო ჩვეული ჭეშმარიტების წყურვილი. მათთვის სრულიად აუცილებელია ილუზიები, რომელთა გარეშეც ისინი ვერ არსებობენ. ლე ბონის განმარტების მიხედვით მასა არის დამჯერი ფარა, რომელსაც სჭირდება ბატონი. მასში იმდენად ჭარბობს მორჩილების წყურვილი, რომ ის ემორჩილება ნებისმიერს, ვინც კი განაცხადებს თავს ბატონად. კიდევ ერთი იდუმალი ძალაუფლება რომელსაც აღნიშნავს ლე ბონი არის "პრესტიჟი". პრესტიჟი თავისთავად თავისებური ბატონობის ფორმაა, რომელიც გააჩნია ინდივიდს, ქმედებას ან რაიმე იდეას. ლე ბონი განასხვავებს შეძენილ, ხელოვნურ ან პირად პრესტიჟს. თითოეული პრესტიჟი დამოკიდებულია წარმატებაზე და ისიკარგება წარუმატებლობის შემთხვევაში.

III კოლექტიური სულიერი ცხოვრების სხვა შეფასებები

      ფროიდი წერს რომ ლე ბონის არც ერთი მტკიცება არ წარმოადგენს სიახლეს. ის ორი თეზისი, რომელიც მოიცავს ლე ბონის ყველზე მნიშვნელოვან მოსაზრებებს, კერძოდ ის ფაქტი, რომ კოლექტიური ინტელექტუალური მოღვაწეობა ფერხდება და მასაში აფექტურობა განიცდის ამაღლებას, ეს მოსაზრებები ჯერ კიდევ ზიგელეს მიერ იყო ფორმულირებული. პირადად ლე ბონის მოსაზრებას წარმოადგენს მისი შეხედულება არაცნობიერზე და შედარება პირველყოფილი ადამიანების სულიერ ცხოვრებასთან. თუმცა ამ თემასთან დაკავშირებითაც მანამდე მრავალი მოსაზრება იყო გამოთქმული. თუმცა არა მხოლოდ ნეგატიური თვისებები იყო აღნიშნული – "იზოლირებული ინდივიდისათვის პირადი სარგებელი ერთადერთ ბიძგის მომნიჭებელ მიზეზს წარმოადგენს, მაშინ როდესაც მასისათვის ის იშვიათ შემთხვევაში არის მასტიმულირებელი." რაც შეეხება მასის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ამ შემთხვევაშიც მასას გააჩნია გარკვეული შესაძლებლობები. ამის დასტურია თუნდაც ხალხური შემოქმედება, ფოლკლორი და სხვა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი თუ რამდენად მძლავრია პოეტისათვის ან მოაზროვნესათვის მასისაგან მიღებული სტიმულები და წარმოადგენს თუ არა ის ამ მასის სულიერი შემოქმედების დამაგვირგვინებელს / დამასრულებელს.

      ზიგელესა და ლე ბონის მონაცემები მიეკუთვნება მოკლევადიანი სახის მასებს, რომლებიც სწრაფად წარმოიქმნებიან და გააჩნიათ ერთიანი ინტერესი. ამის საპირისპირო მტკიცებები არის მოცემული იმ მდგრადი მასების შეფასებიდან გამომდინარე, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ და რომლებიც საზოგადოებრივ დაწესებულებებში არიან გარდასახული. პირველი სახის მასები მეორე სახის მასების ზედნაშენს წარმოადგენენ, ამ შემთხვევაში ფროიდს ზღვისა და ტალღების მაგალითი მოაქვს მეტაფორის სახით. მას დუგალის ნაშრომის "The Group Mind" მიხედვით, შემთხვევით შეკრებილ ადამიანებს შორის მასის ფსიქოლოგიური მახასიათებლები რომ აღმოცენდეს აუცილებელია პირობა იმისათვის, რომ ამ ერთეულებს რაიმე აკავშირებდეს: საერთო ინტერესი ერთი ობიექტისადმი, ამ სიტუაციის შესაბამისი სულიერი მომართულობა, ურთიერთზემოქმედების გარკვეული დონე. მაკ დუგალი ხაზს უსვამს მასის უმნიშვნელოვანეს და ამავე დროს უცნაურ ფენომენს, რომელიც გამოიხატება აფექტურობის ამაღლებაში.

      მას დუგალიც არ უარყოფს იმ თეზისს, რომლის თანახმადაც მასების ინტელექტი კოლექტიურად კლებულობს. ის ამბობს, რომ შედარებით უმნიშვნელო ინტელექტებს მაღალი ინტელექტი თავის დონეზე დაყავთ. ეს გამოწვეულია იმით, რომ უკანასკნელის ქმედითუნარიანობა დაქვეითებულია აფექტურობის მატებიდან გამომდინარე, რაც არახელსაყრელ პირობებს ქმნის სულიერი მოღვაწეობისათვის; ასევე გავლენა გააჩნია იმ ფაქტსაც რომ ცალკეული ადამიანი შეშინებულია მასით და მისი გონებრივი მუშაობა არ არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. ამავე დროს მასაში კლებულობს ცალკეული ადამიანის პასუხისმგებლობის შეგრძნება თავის ქმედებებთან დაკავშირებით. ვინაიდან მაკ დუგალი უპირისპირებს მაღალორგანიზებული მასის მოქმედებას ზემოთ აღწერილი მასის მაგალითს, ის გამოყოფს ხუთ "პრინციპალ ცონდიტიონს" (პრინციპულ / ძირეულ პირობას) მასის სულიერი ცხოვრების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისათვის. პირველი ძირითადი პირობა არის – მასის შემადგენლობის მდგრადობის გარკვეული დონე. შესაძლებელია მატერიალური ან ფორმალური.

      მეორე პირობაა ის, რომ ცალკეულმა ადამიანმა მასის არსის, ფუნქციების, მიღწევებისა და მოთხოვნილებების შესახებ წარმოდგენა შეიქმნას, იმისათვის რომ მას ჩამოუყალიბდეს მასის მიმართ როგორც ერთი მთლიანის მიმართ გარკვეული სახის ემოციური დამოკიდებულება.

      მესამე – მასა უნდა შევიდეს გარკვეულ ურთიერთობაში მისი შესაფერის მასებთან, შესაძლოა ეს იყო კონკურენტული დამოკიდებულებაც კი.

      მეოთხე – მასაში უნდა არსებობდეს ტრადიციები, ადაპტ-წესები და გარკვეული წესები, განსაკუთრებით ისეთი წესები რომელიც ეხება მასის შიგნით მყოფი ადამიანების ურთიერთობებს.

      მეხუთე – მასაში უნდა არსებობდეს ქვეგანყოფილებები, რომელიც გამოიხატება თითოეული ადამიანის სოეციალიზაციასა და სამუშაოს დოფერენციაციაში. მას დუგალის მიხედვით ამ ელემენტების არსებობა ხელს უწყობს მასის წარმონაქმნის ფსიქიკური დეფექტების ჩამოშორებას.

IV შთაგონებადობა და ლიბიდო

      ფროიდი აღნიშნავს რომ მხოლოდ რაციონალური მომენტების არსებობა, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული მასის შიში არ ამოწურავს მასის ფენომენის ახსნას. სოციოლოგიისა და მასობრივი ფსიქოლოგიის ავტორები გვთავაზობენ ერთსა და იმავე ახსნა-განმარტებას, თუმცა ის განსხვავებულად არის ხოლმე ფორმულირებული. კერძოდ მაგიური სიტყვა "შთაგონებადობა". თარდის მიხედვით კი "მიმბაძველობა". მაკ დუგალი აღნიშნავს რომ მიმბაძველობა სწორედ შთაგონების ცნებაში შედის და მხოლოდ და მხოლოდ მის შედეგს წარმოადგენს. ლე ბონი ყველა გაუგებარ მომენტს ორ ფაქტორს მიაწერს, ინდივიდთა ურთიერთზეგავლენას და ბელადის პრესტიჟს. თუმცა ასევე პრესტიჟიც ვლინდება სწორედ შთაგონების განვრცობის უნარიდან გამომდინარე. ფროიდი მასობრივი ფსიქოლოგიის გარკვევის მცდელობას ლიბიდოს ცნების გამოყენებით ცდილობს. ლიბიდო არის ტერმინი აფექტურობის სფეროს სწავლებიდან. ამ პირველადი ლტოლვების ენერგიეს ფროიდი უკავშირებს ყველაფერს რაც კი სიყვარულის ცნებას უკავშირდება.

      სიყვარულის პირველად ლტოლვებს ფსიქოანალიზი უწოდებს პირველად სექსუალურ ლტოლვებს. ფროიდი ამტკიცებს, რომ ის ვინც სექსუალობაში ხედავს რაიმე უმსგავსოებას და დამამცირებელს, თავისუფალია უფრო არისტოკრატული ცნებების გამოყენებისათვის – ეროსი ან ეროტიცა. ფროიდი იძახის რომ მას თითონაც შეეძლო ასევე მოქცეულიყო თავი რომ დაეღწია მასობრივი კრიტიკისაგან. მაგრამ ის თვლის რომ შესაძლოა ერთი დათმობა მერე კიდევ სხვა დათმობას იწვევდეს და ასე შესაძლოა სრულიად შედეგი ყოფილიყო სახეზე. აქედან გამომდინარე ის იყვენებს იმ წინაპირობას, რომ სასიყვარულო ურთიერთობები (თუკი უპიროვნოდ იქნება ფორმულირებული – ემოციური კავშირები) ასევე მასის სულის არსს წარმოადგენენ. პირველ ყოვლისა ფროიდი გამოყოფს იმ ძალას რომელიც აერთოანებს მასებს. ის კითხვას სვამს იმასთან დაკავშირებით თუ რომელი ძალა უნდა იყოს ის თუ არა ეროსისა, რომელიც ყოველივეს აერთიანებს დედამიწაზე? ასევე როდესაც ინდივიდი კარგავს თავის პიროვნულობას, და აერთიანებს საკუთარ მოსაზრებას მასობრივთან, მასის მხრიდან ეს ინტერპრეტირებულია როგორც შესაძლო სიყვარულიდან გამომდინარე ქმედება – იმ სიყვარულიდან რომელიც ამ ინდივიდს მასის მიმართ გააჩნია.

V ორი ხელოვნური მასა: ეკლესია და ჯარი

      ფროიდი იხსენებს მასების მორფოლოგიიდან რომ არსებობს განსხვავებული სახეობები მასების, ასევე მასების განვითარების საპირისპირო მიმართულებები. არსებობენ საკმაოდ დენადი და მდგრადი მასებიც; ჰომოგენური – მსგავსი ინდივიდებისაგან შემდგარი და არა ჰომოგენური; ხელოვნური და ბუნებრივი, ხელოვნურს ამ შემთხვევაში შეკრულობისათვის ესაჭიროება გარეგანი იძულება / იმპულსი. ფროიდი განიხილავს ორ ხელოვნურ მასას – ეკლესიასა და ჯარს, რომელთა შემთხვევაშიც აუცილებელია გარეგანი იძულება, იმისათვის რომ მათი დაშლა არ მოხდეს და მათი სტრუქტურა არ იყოს შეცვლილი. ჩვეულებრივ არავის არ ეკითხებიან აქვს თუ არა მას სურვილი იყოს ამ მასის წევრი; ხოლო თავის დაღწევის მცდელობა მკაცრად იდევნება ან უკავშირდება სრულიად განსაზღვრულ პირობებს. ფროიდის მოსაზრებით ორივე ამ მასის ერთიანობას განაპირობებს ილუზიის არსებობა, რომ არსებობს უზენაესი მფლობელი, რომელიც მასის თითოეული წევრი თანაბრად უყვარს – ეკლესიის შემთხვევაში ეს არის ქრისტე, ხოლო ჯარის შემთხვევაში მთავარსარდალი. ფროიდი იძლევა ახსნა განმარტებას თანაბარუფლებიანი სიყვარულის შესახებ ეკლესიისა და ჯარის შემთხვევებში. თუმცა ის განასხვავებს სტრუქტურას, ჯარი განსხვავდება ეკლესიისაგან იმით რომ საფეხურეობრივი მასების სტრუქტურისაგან შედგება.

      ფროიდი აღნიშნავს, რომ სამხედრო ნევროზების უმეტესობა რამაც გერმანული ჯარის ნგრევა განაპირობა, გამოწვეული იყო იმ როლისადმი პროტესტის გამო რომელიც მინიჭებული ქონდა ინდივიდს ჯარში. ზიმელის მტკიცებიდან გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზებიდან ყველაზე ხშირი იყო მთავარსარდალის ხისტი დამოკიდებულება თავისი ქვეშევრდომის მიმართ.ფროიდი ისევ ამტკიცებს რომ მასის არსს წარმოადგენენ მისი ლიბიდონოზური კავშირები, ამის მაგალითია თუნდაც პანიკის ფენომენი, რომელიც წარმოადგენს მასის დაშლის შედეგს. ამ შემთხვევაში შიში იმდენად არის გაძლიერებული რომ ფარავს ყველანაირი კავშირების მნიშვნელობას. თუკი პანიკური შიშის შემთხვევაში ცალკეული ინდივიდი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვას იწყებს, ამით ის ადასტურებს იმ ფაქტს რომ ის აფექტური კავშირები, რომლებიც მისთვის მნიშვნელობის მქონე იყო აქამდე და რაც ამცირებდა საშიშროების შეგრძნებას, ამჟამად უკვე კარგავენ საზრისს. ამ ვითარების არსი არის ის რომ მასის ლიბიდონოზური სტრუქტურა სუსტდება პანიკური შიშიდან გამომდინარე და ლიბიდონოზური კავშირები იღუპებიან / წყდებიან. ფროიდი აღნიშნავს, რომ თუკი დავეთანხმებით მაკ დუგალს, რომელიც პანიკას განიხილავს როგორც "გროუპ მინდ"-ის ყველაზე მკვეთრ შედეგებს, მაშინ სახეზეა პარადოქსი იმისა, რომ მასობრივი სული ერთ-ერთი თავისი გამოვლინებიდან გამომდინარე თავის თავს ანადგურებს / თვითგანადგურებამდე მიდის. ფროიდი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი რელიგია, მიუხედავად იმისა, რომ ის დაფუძნებულია სიყვარულზე სხვებისადმი და ამავე დროს სიყვარულზე სხვების მხრიდან და ასევე ის ერთდროულად დაუნდობელი და მკაცრია მათ მიმართ ვინც არ წარმოადგენს მის კუთვნილებას. ფროიდის აზრით, თუკი რელიგიურის ნაცვლად რაიმე სხვა სახის კავშირი გაჩნდება და ის მოიხსენიებს სოციალიზმს, მაშინ ამ შემთხვევაშიც ის ვინც არ იქნება თანამოაზრე მის მიმართ დამოკიდებულება დაუნდობელი და მკაცრი იქნება.

VI სამუშაოს მომდევნო ამოცანები და მიმართულებები

      მასათა მორფოლოგიაში არსებობს კიდევ მრავალი საკითხი, რომელთა კვლევა და აღწერა აუცილებელია. მორფოლოგია – 1) ბიოლოგიაში ორგანიზმების ფორმისა და სტრუქტურის ანალიზი. 2) ლინგვისტიკაში, ენის ანალიზი მორფიმის დონის მიხედვით.

      შესაძლებელია მხოლოდ იმ ფაქტიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ, რომ უბრალო ადამიანთა დაჯგუფება ჯერ კიდევ არ წარმოადგენს მასას, სანამ მის შიგნით არ ჩამოყალიბებულა ზემოთ მოხსენებული კავშირები, თუმცა აქვე შეიძლება აღინიშნოს რომ ნებისმიერ ადამიანთა დაჯგუფებაში შეიმცნევა ფსიქოლოგიური მასის ჩამოაყლიბების ტენდენცია.ფროიდი ცდილობს იმის გარკვევას თუ როგორია ადამიანების დამოკიდებულება აფექტური სფეროს მხრივ. შოპენჰაუერის ცნობილი შედარების თანახმად, იყინებიან და მათ მსგავსად ვერც ერთი ადამიანი ვერ უძლებს სხვა ადამიანის გადამეტებულად ინტიმურ დაახლოვებას. ფსიქოანალიზის მტკიცებით ნებისმიერი სახის გრძელვადიანი ინტიმური ემოციური კავშირი მოიცავს უარმყოფელ და მტრულ განწყობებსა და შეგრძნებებს. ის, რომ მკვეთრი სხვაობიდან გამომდინარე აღმოცენდება რთულად გადასალახავი ანტიპატია უკვე კაცობრიობისათვის ცვეული გახდა. ფროიდს მოყავს თეთრკანიანებისა და ფერადკანიანების მაგალითი და ბევრი სხვა. ამ შემთხვევაში ის აღნიშნავს გრძნობათა ამბივალენტობის შესახებ, როდესაც მტრული განწყობა მიმართულია საყვარელი ადამიანების მიმართ. ამგვარი მოუთმენლობის შეგრძნება ქრება მასის აღმოცენებისა და მასისადმი მიკუთვნებულობის შემთხვევაში. ფსიქოანალიზიდან გამომდინარე ვლინდება რომ არსებობს ემოციური კავშირის კიდევ სხვა მექანიზმებიც – ეგრეთ წოდებული იდენტიფიკაციები (გაიგივებანი), ეს პროცესები არ არიან კარგად ცნობილი და მათი აღწერა საკმაოდ რთულია, მათი კვლევა რამოდენიმე ხნით შეაყოვნებს მასათა ფსიქოლოგიის თემის განხილვას.

VII იდენტიფიკაცია

      ფსიქოანალიზის მიხედვით იდენტიფიკაცია წარმოადგენს სხვა ადამიანთან ემოციური კავშირის გამოვლენას, როგორც ყველაზე ადრეულ მოვლენას.

      ფროიდს იძლევა ოიდიპოსის კომპლექსის განმარტებას. ასევე მას მოყავს კაციჭამიას მაგალითი, რომელიც მოაზრებულია როგორც ორალური ფაზის მდგომარეობა, როდესაც ღირებულ და სასურველ ობიექტთან შეერთების სურვილი დაკმაყოფილებულია ამ ობიექტის შთანთქმით. ამ შემთხვევაში ეს ობიექტი განადგურდება. კაციჭამიას ეს პრინციპი გათავისებული აქვს მას მტრები იმდენად უყვარს რომ უნდა "შეჭამოს ისინი", ხოლო ვინც არ უყვარს იმას არ ჭამს. როგორც უკვე ცნობილია, იდენტიფიკაცია ემოციონალური კავშირის ყველაზე ადრეულ და პირვანდელ ფორმას წარმოადგენს, სიმპტომების წარმოქმნის პირობებში ხდება ისე, რომ ობიექტური არჩევანი ისევ იდენტიფიკაციაში ვლინდება, ანუ მე ობიექტის თვისებებს გაიშინაგნებს. მესამე და საკმაოდ ხშირ შემთხვევას წარმოადგენს ის, რომ იდენტიფიკაცია სრულიად მოკლებულია ობიექტურ დამოკიდებულებას იმ პირის მიმართ რომლის კოპირებაც ხდება. ფროიდს მოყავს პანსიონში გოგონას მიერ მიღებულ სასიყვარულო წერილთან დაკავშირებით ეჭვიანობის შეტევა, რომელიც გადაედება სხვა გოგონებსაც. სიმპტომის გავლით იდენტიფიკაცია ორივე მე-სთვის მათი პიროვნების რომელიმე ნაწილის ურთიერთგადაფარვის მაჩვენებელს წარმოადგენს, იმ ნაწილისა რომელიც განდევნილი უნდა იყოს. ამ სამი წყაროდან მიღებული ცნობები შესაძლებელია იყოს რეზიუმირებული შემდეგი სახით: პირველი იდენტიფიკაცია წარმოადგენს ყველაზე პირველად ფორმას ობიექტთან ემოციური კავშირისა, მეორე – რეგრესული გზით, ობიექტის ინტროექციის სახით მე-ში, ის ლიბიდონოზური ობიექტური კავშირის შენაცვლებას წარმოადგენს, და მესამე – ის შესაძლებელია აღმოცენდეს ნებისმიერი მსგავსების აღმოცენების შემთხვევაში, საერთო მახასიათებლის მქონე პირთან, რომელიც არ წარმოადგენს პირველადი სექსუალური ლტოლვების ობიექტს. ფროიდს მოყავს ჰომოსექსუალის მაგალითი, როგორ განიცდის ის იდენტიფიკაციას დედასთან და აქედან გამომდინარე ირჩევს ისეთ ობიექტს რომელიც მას ისევე მოეფერება როგორც დედა. კიდევ ერთი მაგალითი ობიექტის ასეთი ინტროექციისა არის მელანქოლია, აფექტი, რომელიც თავისი წარმოქმნის ერთ-ერთ ძირეულ მიზეზად საყვარელი ობიექტის დანაკარგს განიხილავს.

VIII შეყვარებულობა და ჰიპნოზი

      ფროიდი ამტკიცებს, რომ მთელი რიგი შემთხვევებიდან გამომდინარე შეყვარებულობა წარმოადგენს ფსიქიკურ შეპყრობილობას ობიექტით, რომელიც ნაკარნახევია პირველადი სექსუალური ლტოლვებით და სექსუალური დაკმაყოფილების მიზნებით, ხოლო მიზნის მიღწევის შემდგომ ის ქრება; ეს არის სწორედ ის, რასაც უწოდებენ უცვლელ, გრძნობად სიყვარულს. თუმცა ლიბიდონოზური სიტუაცია იშვიათად არის ასეთი მარტივი სახის. ის ფაქტი რომ დაკმაყოფილებული მოთხოვნილება ისევ აღმოცენდება განაპირობებს ობიექტისადმი სიყვარულს იმ დროითი მონაკვეთის განმავლობაშიც როდესაც ლტოლვა არ არის. აქვე ფროიდი აღნიშნავს პირველადი ლტოლვების მიმართულებების შესახებ, ბავშვის ცხოვრების პირველი ხუთი წლის განმავლობაში. შემდეგ კი, მოწიფულობისას ჩნდება ახალი ინტენსიური მისწრაფებები, რომლებიც პირდაპირ სექსუალურ მიზნებზეა მიმართული. ამ შემთხვევაში მამაკაცი განიცდის ლტოლვას იმ ქალების მიმართ რომელთაც მაღალფარდოვნად აფასებს, მაგრამ მას არ უჩნდება ამ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობის სურვილი, ის ამ შემთხვევაში პოტენტურია მხოლოდ იმ ქალებთან რომლებიც არ უყვარს, ის შესაძლოა მათ ვერ იტანდეს კიდევაც. თუმცა უფრო ხშირ შემთხვევაში, მამაკაცს აქვს უნარი გარკვეული სახის სინთეზი აწარმოოს, უგრძნობი ზეციური სიყვარულის და მგრძნობიარე, მიწიერი სიყვარულისა. სიყვარულის სიღრმე შესაძლებელია იყოს გაზომილი ნაზი მიზანდაბრკოლებული ინსტინქტებისა და უბრალო გრძნობითი ლტოლვის შორის არსებული შედარებით. შეყვარებულობის შემთხვევაში ობიექტს ეპყრობიან როგორც საკუთარ მეს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეყვარებულობისას ნარცისისტული ლიბიდოს უმეტესი ნაწილი გადაიტანება ობიექტზე. ობიექტის არჩევანის ზოგიერთ შემთხვევაში შესამჩნევია რომ ობიექტი საკუთარი მიუღწევარი მე-იდეალის ჩანაცვლებას წარმოადგენს. ობიექტმა მე იდეალის ადგილი დაიკავა. ფროიდს მოყავს თავგანწირვის მაგალითები და ა. შ. ამ შემთხვევაში ადვილია იდენტიფიცირებულობისა და შეყვარებულობის განსხვავება, შეყვარებულობის უმაღლესი გამოვლინებების ჩათვლით, რომელთაც უწოდებენ ფასცინაციას და შეყვარებულ დამოკიდებულობას / სასიყვარულო დამოკიდებულებას. იდენტიფიკაციის შემთხვევაში ობიექტი დაკარგულია ან მას უარყოფენ, შემდეგ კი ისევ არის აღმოცენებული მე-ში, ამასთანავე მე ნაწილობრივ იცვლება დაკარგული ობიექტის მაგალითის საფუძველზე. ფროიდი ამტკიცებს რომ შეყვარებულობა შორს არ არის ჰიპნოზისაგან. მათი შესაბამისობა თვალნათლივია. ყოველ ეჭვს გარეშე ჰიპნოტიზიორი მე-იდეალის ადგილს იკავებს. ჰიპნოტური კავშირი არის უსაზღვრო შეყვარებული თავგანწირვა, რომელიც გამორიცხავს სექსუალურ დაკმაყოფილებას, მაშინ როდესაც შეყვარებულობის შემთხვევაში ის დროებით არის განდევნილი და რჩება უკანა პლანზე როგორც გვიანდელი მიზნობრივი შესაძლებლობა.ჰიპნოზი მშვენივრად ახსნიდა მასის კონსტიტუციის ლიბიდონოზურ გამოცანას, თვით მას რომ არ გააჩნდეს ზოგიერთი ისეთი თვისება, რომელიც არ ექვემდებარება არსებულ რაციონალურ ახსნას, როგორც შეყვარებულობის მდგომარეობას რომელიც გამორიცხავს პირდაპირ სექსუალურ მიზნებს. ბევრი რამ არის ჯერ კიდევ მასში გაუგებარი და მისტიკური.ფროიდი ასევე აღნიშნავს, რომ სრული სუგესტიური მორჩილების მიუხედავად ჰიპნოტირებულის მორალური სინდისი შესაძლებელია წინააღმდეგობას გამოხატავდეს / იჩენდეს. ამგვარი გარჩევის საფუძველზე შესაძლებელია მასის ფორმულის შექმნაც. ამგვარი პირველადი მასა წარმოადგენს ინდივიდთა გარკვეულ რაოდენობას, რომელთაც თავის მე- იდეალად ერთი და იგივე ობიექტი აქციეს და ამის შედეგად თავის მე-ში იდენტიფიცირებულობა განიცადეს. გრაფიკულად ეს დამოკიდებულება შემდეგნაირად შეიძლება აისახოს:

IX ჯოგის ინსტინქტი

      ფროიდი აღნიშნავს მასის შემთხვევაში ინტელექტის დაქვეითების უკვე განხილულ ფენომენს. იქმნება ისეთი მდგომარეობის / ვითარების შთაბეჭდილება, სადაც ცალკეული ემოციური წამოწყება, საწყისი და ინდივიდის პირადი ინტელექტუალური აქტი ზედმეტად სუსტია იმისათვის რომ განცალკევებულად გამოვლინდეს და აუცილებლად უნდა იყოს დადასტურებული სხვების მიერ, იმისათვის რომ სრულად გამოვლინდეს. სუგესტიური ზეგავლენის ამოცანა განვრცობას განიცდის, თუკი ვაღიარებთ რომ მსგავსი ზეგავლენა არა მხოლოდ ბელადისაგან მომდინარეობს, არამედ თითოეული ინდივიდისაგან სხვა ინდივიდზეა მომართული. სუგესტია – 1) ვინმესთვის ბიძგის მიცემა საიმისოდ რომ გარკვეული მიმართულების მქონე ქცევა განახორციელოს, მიიღოს გარკვეული მოსაზრება / შეხედულება / თვალსაზრისი ან დაიჯეროს რაიმე, არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ტერმინი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არანაირი სახის ძალდატანება, არგუმენტი, ბრძანება არ არის გამოყენებული სასურველი ცვლილებების გამოწვევისათვის. 2) ამ პროცესის განმავლობაში გამოყენებული სიტყვიერი ან ხატოვანი კომუნიკაცია. ფროიდს მოყავს ტროტერის წიგნის მაგალითი სადაც მითითებულია, რომ ჯოგისათვის დამახასიათებელი ფსიქიკური ფენომენები შეინიშნება მასის შემთხვევაშიც და რომ ისინი ადამიანისთვისაც არიან დამახასიათებელი მსგავსად სხვა ცხოველებისა. ბიოლოგიურად ეს ჯოგურობა მრავალუჯრედიანობის ანალოგიასა და გაგრძელებას წარმოადგენს, ხოლო ლიბიდოს თეორიის მიხედვით ყველა მსგვსი ცხოველის ერთიან უფრო მსხვილ ერთეულებად გაერთიანების მიდრეკილების მომდევნო გამოხატულებას. ჯოგი ყველანაირ სიახლესა და უჩვეულობას უარყოფს. ჯოგური ინსტინქტი არის რაღაც პირველადი და შემდგომში განუწევრებელი. ტროტერი მთელ რიგ პირველად ლტოლვებს გამოყოფს: თვითდამკვიდრების ინსტინქტი, კვების, სქესობრივი და ჯოგური ინსტინქტი.

      მაშინ როდესაც ლე ბონმა მიმდინარე დამახასიათებელი მასის წარმონაქმნები აღწერა, ხოლო მაკ დუგალმა სტაბილური მასობრივი წარმონაქმნები, ტროტერმა თავისი ინტერესი შეაჩერა გავრცელებულ შენაერთებზე, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი და მათი ფსიქოლოგიური დაფუძნება მოახდინა. ჯოგური ინსტინქტი ადგილს არ უტოვებს ბელადს, მისთვის არ არის საჭირო ბელადის არსებობა, ჯოგს არ გააჩნია ღვთაების არსებობის მოთხოვნილება, ჯოგს მხოლოდ მწყემსი ესაჭიროება. მაგრამ ტოტერის თეორია შესაძლოა იყოს დანგრეული თუკი იქნება გათვალისწინებული ალბათობა იმისა, რომ ჯოგური ინსტინქტი არ წარმოადგენს ერთიანობას, ის არ არის პირველადი თვითგადარჩენისა და სქესობრივ ინსტინქტთან შედარებით. ფროიდს მოყვანილი აქვს მაგალითი იმისა, რომ ბავშვს ეშინია როდესაც იგი მარტო რჩება და ის ამტკიცებს რომ ეს შიში არ გამომდინარეობს ჯოგური ინსტინქტის არსებობიდან, ვინაიდან ამ შემთხვევაში ბავშვი კიდევ უფრო მეტად იწყებს ნერვიულობას თუკი ვინმე უცხოს ხედავს, ვინც სინამდვილეში ამ "ჯოგის" წარმომადგენელია რეალურად. ის სწორედ დედისადმი სიყვარულის გამოვლინების შეუძლებლობის გამო არის შეწუხებული და ამ მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობის გამო იძულებულია ის შიშად გააქციოს. ასევე ფროიდს მოყავს მუსიკოსის მიმართ სიყვარულით განმსჭვალული გულშემატკივრების დაჯგუფების მაგალითიც. ამ შემთხვევაში ქალები არ უპირისპირდბიან ერთმანეთს მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთი სასიყვარულო ობიექტი გააჩნიათ, პირიქით ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ, როგორც ერთი მასა და მზად არიან გაინაწილონ თავისი ნადავლი – რაიმე აქსესუარი თავისი კუმირის და ა. შ.

      ამ შემთხვევაში ფროიდი ამტკიცებს, რომ თუკი ინსტინქტის სიტუაციას ძალუძს განსხვავებული სახის გამოვლინებები იქონიოს, არ იქნება უცნაური თუკი იმ სახის გამოვლინება იქნება მიღებული, რომელიც დაკმაყოფილების შესაძლებლობას უკავშირდება, ვინაიდან ის სხვა გამოვლინება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ამ მიზნის განხორციელების რეალური პირობები არ არის დაშვებული. ის რაც შემდგომში საზოგადოებაში აღმოცენდება კორპორატიულობის სულისკვეთებისა და ა. შ. სახით, არ გამორიცხავს იმ ფაქტს რომ პირველყოვლისა მისი წყარო არის პირველადი შური. ამ შემთხვევაში ფროიდი ხაზს უსვამს გათანაბრების დაჟინებულ მოთხოვნილებას და მოყავს სიფილისით დაავადებულთა მაგალითი. მათი შიში ინფექციის მიმართ აიხსნება ფსიქოანალიზის მიერ როგორც არაცნობიერი სურვილი ინფექციის გავრცელებისა. ასევე მოყვანილი აქვს იმ დედის მაგალითიც ვისაც შვილი გარდაეცვალა და სურს რომ სხვასაც ეწვიოს იგივე ბედი.

X მასა და პირველყოფილი

      1912 წელს ფროიდმა მიიღო დარვინის ვარაუდი იმის შესახებ, რომ კაცობრიობის საზოგადოების პირველყოფილ ფორმას წარმოადგენდა ტომი, რომელშიც განაგებდა ყველაზე ძლიერი მამრი. მასა არის კვლავ გაცოცხლებული პირველყოფილი ტომი, მსგავსად იმისა, როგორც თითოეულ ადამიანში არის შენარჩუნებული პირველყოფილი ადამიანი, ასევე ნებისმიერი დაჯგუფებისაგან შესაძლებელია აღმოცენდეს პირველყოფილი ტომი. ფროიდი განასხვავებს მასის ცალკეული ინდივიდების დაკავშირებულობას და ბელადის თავისუფლებას. მისი ინტელექტუალური აქტები დამოუკიდებელია და არ საჭიროებს განმტკიცებას სხვა მხრიდან.

      ფროიდი ხაზს უსვამს რომ სიყვარული არის შემოფარგლული ნარცისიზმით, ამ ზემოქმედების შედეგად შესაძლებელია განიმარტოს თუ როგორ გარდაიქმნა სიყვარული კულტურულ ფაქტორად. ტომის მამათმთავარი ჯერ კიდევ არ იყო უკვდავი, როგორადაც ის გარდაიქმნა შემდგომში გაღმერთების შედეგად. როდესაც ის იღუპებოდა უნდა მომხდარიყო მისი შენაცვლება. მის ადგილს იკავებდა მისი უმცროსი შვილი, რომელიც იქამდე მასის ინდივიდი იყო, ყველა დანარჩენის მსგავსად. მამათმთავარი აიძულებდა მის შვილებს სექსუალური მისწრაფებებისაგან თავი შეეკავებინათ. მისი სექსუალური შური და მოუთმენლობა საბოლოო ჯამში მასის ფსიქოლოგიად გადაიქცევა. პირველყოფილი ტომის პირობების იდეალისტურ გადამუშავებას წარმოადგენს ეკლესიისა და ჯარის ორგანიზაციის კონსტიტუცია, რომლის საშუალებას წარმოადგენს ილუზია თანაბარუფლებიანი და თანასწორი სიყვარული შესახებ ღმერთისა და მთავარსარდალის მხრიდან. პირველყოფილი ტომის შემთხვევაში ყველა ვაჟიშვილმა იცოდა, რომ მამა მათ თანაბრად დევნის და მისი თანაბრად თანასწორად ეშინოდა ყველას. ფროიდი იხსენებს ჰიპნოზისა და შთაგონებულობის ცნებებს. ის ხაზს უსვამს იმ იდუმალ ძალას რომელიც გამოიყენება ჰიპნოტიზიორის მიერ. ეს ძალა – ხშირ შემთხვევაში მოხსენიებული როგორც მაგნეტიზმი – ალბათ პრიმიტიული ხალხის ტაბუს მსგავსია, ეს სწორედ ის ძალაა რომელიც გააჩნიათ მეფეებსა და მეთაურებს და რომელიც მათ მოახლოვებას სახიფათოდ აქცევს. ფროდის მოსაზრებით ფერენჩიმ ძალიან ზუსტად მიუთითა რომ ჰიპნოტიზიორი დაძინების ბრძანების გაცემით, მშობელთა როლს იღებს საკუთარ თავზე. ის განასხვავებს ორი სახის ჰიპნოზს: შეპარვითს, რომელსაც დედის პროტოტიპი გააჩნია და მუქარის მქონეს რომლის პროტოტიპს მამა წარმოადგენს. მასის წარმოქმნის დამთრგუნველი, იძულებითი ხასიათი შესაძლებელია იყოს ახსნილი მისი წარმოქმნით პირველყოფილი ტომიდან. მასის მეთაური – ჯერ კიდევ მამათმთავარია, რომლისადმიც ყველა შიშით არის განწყობილი, მასას სურს რომ ის იყოს წარმართული ვინმეს მიერ, ის ეძებს ავტორიტეტს; ლე ბონის სიტყვებით მასას მორჩილების წყურვილი ახასიათებს. მამათმთავარი – მასის იდეალია, რომელიც მე-იდეალის ნაცვლად ადამიანის მეს მფლობელია / მმართველია. ჰიპნოზი შესაძლებელია იყოს განმარტებული როგორც "ორისგან შემდგარი მასა", ხოლო შთაგონება შესაძლებელია განიმარტოს როგორც დარწმუნებულობა, რომელიც არ ეფუძნება აღქმასა და გონებრივ მუშაობას, არამედ მხოლოდ ეროტიულ კავშირს.

XI ერთი საფეხური ადამიანის მე-ში

      თითოეული ცალკეული ადამიანი მრავალი მასის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, ის განსხვავებული ასპექტებით არის დაკავშირებული იდენტიფიკაციასთან და თავისი მე- იდეალი განსხვავებული მაგალითების მიხედვით აქვს შექმნილი. აქედან გამომდინარე ცალკეული ადამიანი – მრავალი მასობრივი სულისკვეთების მონაწილეა: თავისი რასის, საეკლესიო თანამეგობრობის, სახელმწიფოს და ა. შ. გარდა ამისა მას შეუძლია პრიგინალურობისა და დამოუკიდებლობის გარკვეულ დონესაც მიაღწიოს.

      ასევე უკვე ნათელია რომ ცალკეული ადამიანი უარყოფს თავის მე-იდეალს და ანაცვლებს მას მასობრივი იდეალით, რომელიც განსახიერებულია ბელადში. თუმცა მესა და მე-იდეალის დაშორება მრავალი ინდივიდის შემთხვევაში არ არის ძალიან მკვეთრი, მე ინარჩუნებს ადრეულ ნარცისისტულ თვითკმაყოფილებას. ეს გარემოება აადვილებს / ამსუბუქებს ბელადის არჩევანს.ის რაც ფროიდმა დაამატა მასის ლიბიდონოზური სტრუქტურის ახსნას, დაიყვანება მესა და მე-იდეალის განსხვავებასა და ამ ნიადაგზე ორმაგი კავშირის არსებობაზე – იდენტიფიკაცია და მე-იდეალის ჩანაცვლება ობიექტით. თითოეული ფსიქიკური დიფერენცირება ფსიქიკური ფუნქციისათვის კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს, ამაღლებს მის ლაბილობას და შესაძლოა ფუნქციის მოშლის ანუ ავადმყოფობის მიზეზადაც კი იქცეს. ფროიდი აღნიშნავს რომ დანაწევრება მესა და მე-იდეალზე პერიოდულად უკუ პროცესსაც უნდა შეიცავდეს, ვინაიდან შეუძლებელია ასე გრძელდებოდეს მუდმივად. მიუხედავად ყველა უარყოფისა და შეზღუდვისა რომელიც მეს პასუხისმგებლობაში შედის, აკრძალვების პერიოდული გარღვევა კანონზომიერებას წარმოადგენს, ამის მაგალითია დღესასწაულების დანიშვნა. თუკი რაიმე მეში შეესაბამება მე-იდეალს, ყოველთვის იარსებებს ტრიუმფის შეგრძნება. დანაშაულისა (და არასრულფასოვნების) შეგრძნება შესაძლებელია იყოს გაგებული როგორც დაძაბულობა მესა და იდეალს შორის.

      ფროიდს მოყავს ციკლური მოშლილობის (დეპრესიული თვალსაზრისით) მაგალითი. ხასიათის ამ სპონტანური ცვალებადობის საფუძველი უცნობი და გაუგებარია; მექანიზმი, რომელიც მელანქოლიას მანიად აქცევს გაუგებარია. ეს ალბათ სწორედ ისეთი ტიპის ავადმყოფები არიან ვისი მე-იდეალიც დროებით განფენილია მეში, მას შემდეგ რაც ის საკმაოდ დაუნდობლად იყო გაბატონებული.მანიაში გარდასახვა არ არის აუცილებელი დასასრული და მელანქოლიური ავადმყოფობის ისტორიის აუცილებელი მახასიათებელი. არსებობს მარტივი, ერთეული, ასევე პერიოდულად განმეორებადი მელანქოლიები, რომელთაც არ გააჩნიათ მსგავსი შედეგი / დასასრული. ჯერ-ჯერობით გასაგებია მხოლოდ ისეთი შემთხვევები, როდესაც ობიექტი იყო უარყოფილი ვინაიდან არ იმსახურებდა სიყვარულს. იდენტიფიკაციის გზით ის ისევ დამკვიდრდება მეში და მე-იდეალისაგან მკაცრ კრიტიკას განიცდის. ობიექტის მიმართ არსებული ყვედრებანი და აგრესია ვლინდება მელანქოლიასა და საკუთარი თავის მიმართ არსებულ ყვედრებაში. ამგვარი მელანქოლიის შემთხვევაში სრულიად დასაშვებია გადასვლა მანიისადმი; აქედან გამომდინარე ეს შესაძლებლობა არის ავადმყოფობის დანარჩენი ნიშნებისაგან სრულიად დამოუკიდებელი მახასიათებელი.

XII დანამატები

      ა) განსხვავება იდენტიფიკაციასა და მე-იდეალის ობიექტით ჩანაცვლებას შორის პოულობს საინტერესო განმარტებას ორი ხელოვნური მასის – ეკლესიისა და ჯარის შემთხვევაში. სხვაობა მდგომარეობს იმაში რომ ჯარის შემთხვევაში თუკი ჯარისკაცი ისწრაფვის დაემსგავსოს, იდენტიფიცირდეს თავის მთავარსარდალთან ეს დაცინვის საგნად იქცევა, ხოლო ეკლესიის შემთხვევაში კი პირიქით, ქრისტესთან იდენტიფიცირება, მისი იდეალიზირება პირიქით სავალდებულოა.

      ბ) ამ შემთხვევობაში აღნიშნულია მასობრივი ფსიქოლოგიიდან დაწყებული პროგრესი რომელიც ინდივიდუალურ ფსიქოლოგიამდე განვითარდა.

      ამ შემთხვევაში ფროიდი ისევ უბრუნდება მითს ტომის მამათმთავარის შესახებ. თითოეული ვაჟისათვის ის იდეალს წარმოადგენდა, მის მიმართ ერთდროულად შიშსა და სიყვარულს განიცდიდნენ, რაც მოგვიანებით "ტაბუს" ცნებად ჩამოყალიბდა. ერთხელაც ეს მასა გაერთიანდა და თავს დაესხა მამათმთავარს. მამათმთავარის სიკვდილის შემდეგ მრავალი ცდილობდა მისი ადგილის დაკავებას, მაგრამ ყოველი ახალი მცდელობისას, ისევ იწყებოდა ომი. შემდეგ ჩამოყალიბდა ტოტემური საძმო, სადაც ყველას თანაბარი უფლებები გააჩნდა დაყ ველა ტოტემური ვალდებულებებით იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ განაპირობებდა დაკმაყოფილებას მინაღწევარით. წუხილმა მამამთავარის დანაკარგის გამო ცალკეულ ინდივიდს მასისაგან გამოყოფა აიძულა, რის შემდეგ ის პოეტად ჩამოყალიბდა. პოეტი საწყისს უდებს გმირულ მითს. ამ შემთხვევაში რანკის მიხედვით საყურადღებოა ის რომ ზღაპარმა შეინარჩუნა ჭეშმარიტი ვითარების სურათი... ხშირია, როდესაც გმირი, არის უმცროსი ვაჟი, რომელიც სუროგატის, ანუ მამის წინაშე თავს სულელად აჩვენებს, ის თავს უვნებლად მოაჩვენებს მას – ვაჟს ამოცანის შესრულება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ცხოველთა ჯოგის დახმარებით (ჭიანჭველები, ფუტკრები და ა. შ. ისინი პირველყოფილი ტომის საძმოს წარმოადგენენ; სიზმრის სიმბოლიკაშიც ჭიანჭველები და მწერები და-ძმების მნიშვნელობას ატარებენ. ასევე ზღაპრის თითოეული ამოცანა შესაძლოა იყოს განხილული როგორც გმირული საქციელი.

      გ) ამ სტატიაში ფროიდი ფართედ განიხილავდა პირდაპირი და შეკავებული (მიზნისთვალსაზრისით) სექსუალური პირველადი ლტოლვების შესახებ.

      ამ შემთხვევაში ბავშვის ლიბიდონოზური განვითარება ყველაზე ნათელ მაგალითს იძლევა.

      ბავშვის სექსუალური ლტოლვების აღწერის შემდეგ ფროიდს მოყავს სცილისა და ჰარიბდის მაგალითი. სცილა უნდა იყოს გათვალისწინებული როგორც არაცნობიერის განდევნილის შეფასების ნაკლებობა; და ჰარიბდა აუცილებელია არსებობდეს მიდრეკილება ნორმალური იყოს შეფასებული გაზომილი პათოლოგიურის მასშტაბებით. ფროიდი ხაზს უსვამს შეკავებული სექსუალური ლტოლვების უპირატეს ძალას. შეკავებული სექსუალური მიზნები აღმოცენდებიან პირდაპირი სექსუალური მისწრაფებებიდან, როდესაც მიზნის მიღწევას გააჩნია შინაგანი და გარეგანი დაბრკოლებები.

      დ) ბოლო შენიშვნები ამზადებენ დასკვნის საფუძველს, რომ პირდაპირი სექსუალური მისწრაფებანი არ არიან ხელსაყრელი მასის წარმოქმნისათვის. თუმცა სქესობრივი სიყვარულის განვითარებას თან სდევს განმარტოვების მოთხოვნილებაც. ის ორი ადამიანი, რომელთაც სქესობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სურს, განმარტოვებას ეძებს, ისინი პროტესტის დემონსტრირებას ახდენენ მასობრივი ინსტინქტის წინააღმდეგ. რაც უფრო მეტად არიან ისინი შეყვარებული ერთმანეთში მით უფრო ნაკლებად საჭიროებენ ვინმე უცხოს. მასის ზეგავლენის უარყოფა გამოიხატება მორცხვობის შეგრძნებაში. დიდ ხელოვნურ მასებში – ეკლესიასა და ჯარში – ქალებისათვის როგორც სექსუალური ობიექტისათვის ადგილი ასლი არის. ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო ურთერთობები ამ ორგანიზაციების მიღმა არის დარჩენილი. ამ შემთხვევაში შერეული მასების დროსაც კი სქესობრივი სხვაობა არ წარმოადგენს გადამწყვეტ მნიშვნელობას.

      თუმცა ცალკეული ინდივიდისათვის, რომელიც შერწყმულია მასასთან პირდაპირი სექსუალური მიდრეკილებები მაინც ინარჩუნებენ ქმედითუნარიანობას. იქ სადაც მათი გაღმერთება ხდება ნებისმიერი მასობრივი ფორმაციის დაშლა ხდება.

      ამასთანავე იგივე ეფექტის მქონეა მასაზე ნევროზიც. ნევროზით დაავადებული ადამიანი ასოციალურია ის ჩამოშორებულია მასობრივი ფორმაციებისაგან. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სადაც შეიმჩნევა მასის ფორმირება იქ ნევროზების შესუსტება და გაქარწყლებაც შეიმჩნევა.

      ე) და ბოლოს ფროიდი განიხილავს ლიბიდოს თეორიის თვალსაზრისით იმ მდგომარეობებს რომელიც იყო წარდგენილი ზემოთ – შეყვარებულობის, ჰიპნოზის, მასის წარმოქმნისა და ნევროზის მდგომარეობები. შეყვარებულობა ემყარება პირდაპირი და შეკავებული (მიზნის თვალსაზრისით) სექსუალური მიზნების ერთდროულ არსებობას. ამასთანავე ობიექტს საკუთარ თავზე ნარცისისტული მე ლიბიდოს ნაწილი გადააქვს. შეყვარებულობა მოიცავს მხოლოდ მესა და ობიექტს. ჰიპნოზი ემსგავსება შეყვარებულობას იმით რომ სწორედ ამ ორი პირის მონაწილეობას გულისხმობს, იმ განსხვავებით, რომ (მიზნის თვალსაზისით) ის მხოლოდ შეკავებულ სექსუალურ მისწრაფებებს ემყარება და ობიექტი მე-იდეალის ადგილს იკავებს. ორივე მდგომარეობა, ჰიპნოზიცა და მასის წარმოქმნაც, ადამიანის ლიბიდოს ფილოგენისის გადმონაშთს წარმოადგენენ – ჰიპნოზი როგორც წინაგანწყობა, ხოლო მასა როგორც პირდაპირი გადმონაშთი.

      ნევროზი გამოირჩევა ამ კლასიფიკაციიდან. ის ეფუძნება ადამიანის ლიბიდოს განვითარების განსაკუთრებულობას – ლატენტური პერიოდით შეწყვეტილ სექსუალურ ფუნქციას. ამ შემთხვევაში ის ემსგავსება ჰიპნოზისა და მასის წარმოქმნისათვის დამახასიათებელ რეგრესს, რომელიც არ არსებობს შეყვარებულობის შემთხვევაში. ნევროზი აღმოცენდება იქ, სადაც სექსუალური პირველადი ლტოლვების მიზნის თვალსაზრისით პირდაპირისაგან შეკავებულისაკენ გადასვლა ვერ ხერხდება. ეს შეესაბამება მეს მიერ შთანთქმული პირველადი ლტოლვების შორის არსებულ კონფლიქტს, რომლებიც თავისი განვითარების გზაზე ყოველთვის მიისრაფვიან გამოხატულებისა და დაკმაყოფილებისაკენ.

სარჩევი

ფროიდის სხვა ნაშრომები:

ზიგმუნდ ფროიდი - ფსიქიკური ბუნება - ფსიქიკური აპარატი

ზიგმუნდ ფროიდი - ლტოლვათა შესახებ

ზიგმუნდ ფროიდი (1856 - 1939)

ნახვა: 8115

გამოხმაურებები!

ეს არასრულია ხო კახა?

დიდი მადლობა სტატიისთვის კახა:)) სრული ვერსია წიგნია თუ არის სადმე ხელმისაწვდომი?? ძალიან გამახარებ:))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters