წიგნიდან:  ზიგმუნდ ფროიდი    --   ფსიქოანალიზის შესავალი

 

ლეონარდო და ვინჩი ბავშვობის მოგონებანი

I.

   ლეონარდო და ვინჩი (1452 – 1519) იყო იტალიური რენესანსის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. მაგრამ როგორც მისი თანამედროვეებისთვის, ასევე ჩვენთვისაც იგი იდუმალებით მოცული რჩება. განსხვავებული ნიჭის შეერთება ერთ პიროვნებაში რენესანსის პერიოდში მიღებული იყო და ეს არ იყო ლეონარდოს იდუმალების მიზეზი. ის არ მიეკუთვნებოდა ასევე ისეთი ავადმყოფური ტიპის გენიოსთა კატეგორიას, რომელნიც ფიზიკური მონაცემებით არ გამოირჩეოდნენ და გაურბოდნენ ადამიანებთან ურთიერთობას. პირიქით, ის იყო მაღალი, ტანადი, გამორჩეული სილამაზის სახის მქონე, გამორჩეული ფიზიკური ძალის მქონე, მომხიბლავი ადამიანებთან ურთიერთობისას, კარგი ორატორი, მხიარული და კარგი მოსაუბრე პიროვნება.მხიარულებისა და სიამოვნებათა მოყვარული პიროვნების იერსახე უფრო მეტად შეესაბამება ლეონარდოს მხოლოდ ცხოვრების პირველ და უფრო ხანგრძლივ პერიოდს. მას შემდეგ რაც ლუდოვიკო მოროს ძალაუფლების დასასრულმა აიძულა ლეონარდო მიეტოვებინა მილანი და საფრანგეთში დაეწყო მოხეტიალე ცხოვრების სტილით არსებობა, მას შემდეგ მისმა მხიარულმა განწყობამ იკლო და მისი ხასიათის უცნაური მახასიათებლებიც წარმოჩინდა.წლების განმავლობაში მისი ინტერესი მეცნიერებისადმი კიდევ უფრო მეტად ღრმავდებოდა, რაც აშორებდა მას მხატვრობისაგან. მისი ცდებისადმი მიდრეკილება და შემეცნებისადმი სწრაფვა აისახა მის სამხატვრო შემოქმედებაზე. ის ნაკლებად იღებდა ხელში ფუნჯს, ხშირად ტოვებდა დაწყებულ ნახატს. სწორედ ამის გამო აკრიტიკებდნენ მას მისი თანამედროვეები.თუმცა მრავალი ცდილობდა ამ ნაკლის დაფარვას და ამგვარ დამოკიდებულებას ქმნილებებისადმი ხსნიდა ზოგადად ნებისმიერი მხატვრის ხასიათის თვისებით. დიდი შემოქმედისათვის ის მხატვრული ნაწარმოები რომელიც იქმნება მის მიერ ყოველთვის შორია იმ იდეალისაგან რომელიც მას წარმოუდგენია, რასაც ვერ ამჩნევს რიგითი დამკვირვებლის თვალი. თუმცა ზოგიერთის მოსაზრებით ეს მომენტი ავლენდა გარკვეული სახის შიშის არსებობას. შიშისა, რომელიც ეუფლება შემოქმედს ხელოვნების სიდიადის შეგრძნებიდან გამომდინარე.ფროიდი აღნიშნავს ლეონარდოს მუშაობის სიდინჯეს, “საიდუმლო სერობაზე” ის მუშაობდა სამი წლის განმავლობაში. ასევე აღწერილია ის ფაქტები რომლის მიხედვითაც ლეონარდო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სიღრმისეულად აკვირდებოდა თავის ნამუშევრებს და ის, რომ შესაძლებელი იყო რამოდენიმე დღე არ ემუშავა თუმცა შემდეგ მთელი დღეები ხარაჩოებზე გაეტარებინა. რაც პირიქით მეტყველებდა არა მის გულგრილობაზე, არამედ ღრმა წვდომაზე მისი ნამუშევრებისა, საპირისპიროდ იმ მოსაზრების რომლის თანახმადაც შემოქმედი ტოვებს მუშაობას როდესაც გრძნობს, რომ იდეალი არ შეესაბამება მის მიერ შექმნილ რეალობას.ლეონარდოს შემოქმედება და მისი მუშაობის ნელი სტილი არ შეესაბამებოდა ფრესკაზე მუშაობას, სადაც აუცილებელია რომ ნამუშევარი იყოს დასრულებული სანამ გრუნტი გაშრება. სწორედ ამიტომ ირჩევდა ის ზეთის საღებავს რაც შესაძლებლობას ანიჭებდა რომ სამუშაო პროცესი ყოფილიყო გაწელილი. სწორედ ეს ბედი ეწვია მის ნამუშევარს რომელსაც ის ასრულებდა მიქელანჯელოსთან კონკურსის დროს Aნგჰიარი, მხედართა ბრძოლა.თუმცა მისი ხასიათი ავლენდა ასევე გარკვეულ წინააღმდეგობრივობასაც. გარკვეული უმოქმედობა და ინდიფერენტულობა შესამჩნევი იყო. იმ ასაკში როდესაც ნებისმიერი ინდივიდუუმი აგრესიულ ქმედებებს მიმართავს სხვების მიმართ, ვინაიდან სურვილი აქვს უფრო ფართე მოქმედების ველი მოიცვას, ის გამოირჩეოდა მშვიდი მეგობრულობით სხვების მიმართ, თავს არიდებდა ნებისმიერი სახის უსიამოვნებასა და ჩხუბს. ის იყო კეთილი სხვების მიმართ, არ ჭამდა ხორცს, ვინაიდან თვლიდა, რომ არ არის მართებული ცხოველებს რომ სიცოცხლე წავართვათ და ასევე მას განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა ბაზრობაზე ნაყიდი ჩიტებისათვის თავისუფლების მინიჭება. ის განიკითხავდა ომსა და სისხლისმღვრელობას და ადამიანს ეძახდა არა ცხოველთა სამყაროს მეფეს, არამედ ყველაზე ბოროტს ველური ცხოველებიდან. თუმცა ამგვარი ქალური მგრძნობელობა არ უშლიდა მას ხელს სიკვდილმისჯილ დამნაშავეთა თანხლებაში მათი აღსრულების ადგილას იმისათვის, რომ შეესწავლა მათი შიშისაგან დამახინჯებული სახეები და შეესრულებინა ჩანახატები, ასევე არ იყო მისთვის ეს დაბრკოლებად რომ დაეხატა შიშისმომგვრელი ბრძოლები და რომ დანიშნულიყო მთავარ სამხედრო ინჟინრად კეისარ ბორჯიასთან. ხშირ შემთხვევაში ჩანს რომ ის არის ინდიფერენტული ბოროტებისა და სიკეთისადმი, ან აუცილებელია მოხდეს მისი გაზომვა განსაკუთრებული საზომით.თუკი ბიოგრაფს სურს რომ სიღრმისეულად განიხილოს თავისი გმირი, მაშინ ის არ უნდა სდუმდეს სირცხვილისა და თავშეკავების გამო იმ დეტალების შესახებ რაც მის სქესობრივ ცხოვრებას უკავშირდება. ამ შემთხვევაში ფროიდი ხაზს უსვამს ლეონარდოს თავშეკავებულობას ამ საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ის მკაცრად ასკეტური და ამასთანავე საკმაოდ მგრძნობიარე ეპოქის პერიოდში ცხოვრობდა. მას არასოდეს არ გამოუსახავს ეროტიკა, ერთადერთი რაც მის მიერ ყოფილა გამოსახული არის ქალის შიდა ორგანოების ანატომიური გამოსახულება და ნაყოფის განლაგების გამოსახულება მუცელში.საეჭვოა, რომ ლეონარდოს თავისი ცხოვრების განმავლობაში ოდესმე ქონოდა ურთიერთობა საყვარელ ქალთან, ან თუნდაც სულიერი ურთიერთობა მსგავსად მიქელანჯელოსა და ვიქტორია კოლონასთან. როდესაც ის ცხოვრობდა თავისი მასწავლებლის სახლში Vეროცცჰიო, ის და მისი რამოდენიმე მეგობარი ჰომოსექსუალურ კავშირში დაადანაშაულეს, თუმცა კი ეს შემთხვევა გამართლებით დასრულდა. მიზეზი იყო ის, რომ ლეონარდოს თავის მოდელად, ცუდი სახელის მქონე ბიჭი ყავდა. როდესაც ის ოსტატი გახდა მის გარემოცვაში მხოლოდ ლამაზი ბიჭები იმყოფებოდნენ (როგორც მოსწავლეები). ხოლო უკანასკნელი მოსწავლე გაყვა მას საფრანგეთში და სიცოცხლის ბოლომდე დარჩა მასთან, სწორედ მას უანდერძა ლეონარდომ მთელი თავისი ქონებაც. თუმცა მის გვერდით მყოფ მოსწავლეებთან არსებული ურთიერთობა არ გამოიხატებოდა და არ გვირგვინდებოდა სქესობრივი აქტით. ფროიდი თვლის რომ არ არის მართებული ვივარაუდოთ რომ მასში ძლიერი სქესობრივი აქტივობა შეიძლება იყოს.ფროიდი აღნიშნავს რომ ლეონარდოს ყველაზე უფრო დიდ სწრაფვას და ლტოლვას წარმოადგენდა შემეცნება, რაზეც ის ხარჯავდა უამრავ დროსა და ძალებს და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი დაძაბულობის შემდგომ, ცოდნის მოპოვებისას, ის უფლებას აძლევს დიდი ხნის მოსალოდნელი აფექტის გამოვლენას. როდესაც მას ეძლეოდა შესაძლებლობა მოეხდინა მოპოვებული ცოდნის სფეროში არსებული საგნების შედარება, მას ეუფლებოდა პათოსი და გარკვეულ ექსტაზში ის ადიდებდა იმ სფეროს რომელსაც შეისწავლიდა, ხოლო რელიგიური თვალსაზრისით კი მის შემოქმედს. სოლმიმ ნათლად გაიშინაგნა ეს გარდასახვის პროცესი ლეონარდოსთან. ის ამბობს “ამგვარ გარდასახვას რომელიც ეხება ბუნების შემეცნებას ემოციებში მე ვუწოდებდი რელიგიას, სწორედ ამაში მდგომარეობს და ვინჩის ხელწერის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანთვისება, რომელიც მეორდება არა ერთხელ...”ლეონარდო იკვლევდა იმის ნაცვლად რომ ემოქმედა და შეექმნა. ის ვინც შეიგრძნობს მსოფლიო კანონზომიერების სიდიადეს და მის გარდაუვალობას, ადვილად კარგავს თავისი მეს ცნობიერებას / შეგრძნებას. ჭვრეტაში ჩაძირული ის ადვილად ივიწყებს რომ საკუთარი ძალების გაზომვით, აუცილებელია სამყაროს გარდაუვალობაზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობა. ამ სამყაროში მცირედიც არა ნაკლებ საოცარია, დიადთან შედარებისას.როდესაც ის ცდილობდა დაბრუნებულიყო კვლევიდან ისევ ხელოვნებაში ის აღმოაჩენდა, რომ მისთვის ხელისშემშლელი იყო ინტერესების ახალი გეზი და მისი ფსიქიკური ქმედების სახეშეცვლილი ხასიათი. ნახატში ყველაზე უფრო მეტად მის ინტერესს იპყრობდა ერთი პრობლემა, ხოლო ამ ერთი პრობლემის მიღმა კიდევ სხვა მრავალი აღმოცენდებოდა, როგორც ეს ასევე იყო მისთვის აშკარა უსასრულო გამოკვლევებისას. და ნახატში ყველაფრის ასახვის ძლიერი ძალისხმევის შემდგომ, ის იძულებული იყო მიეტოვებინა ნამუშევარი და გამოეცხადებინა იგი დაუსრულებლად.ფროიდის აზრით როდესაც ჩვენ ვხვდებით ისეთ მახასიათებელს როგორც ლეონარდოს შემთხვევაში ეს არის ძლიერად გამოხატული ლტოლვა შემეცნებისადმი, მაშინ ყველაფრის მიზეზად იქცევა ამ მიდრეკილების ორგანული ბუნება. ნერვიულად დაავადებულთა ფსიქოანალიტიკურ კვლევაზე დაფუძნებით ჩვენ შემდეგი სახის ორ ვარაუდს ვემხრობით, რომელთა დასტურს ჩვენ ვხედავთ ყოველი ცალკეული შემთხვევის დროს. ეს მიდრეკილება ფროიდის აზრით ფორმირებას განიცდის ადრეული ბავშვობის ხანაში, თავისი გაძლიერებისათვის თავდაპირველად ის სარგებლობს სექსუალური მიდრეკილებებით, აქედან გამომდინარე მას შეეძლება სექსუალური ცხოვრების გარკვეული ნაწილის ჩანაცვლება. ამგვარი ტიპის ადამიანი ისეთივე ვნებით იქნება ჩართული კვლევისა და შემეცნების პროცესში, როგორც სხვა იქნებოდა ჩართული სასიყვარულო ურთიერთობაში და მას შეეძლებოდა ეკვლია რაიმე იმის სანაცვლოდ რომ ყვარებოდა ვინმე. და არა მხოლოდ კვლევისადმი ვნების, არამედ სხვა მრავალი შემთხვევის დროსაც რაიმესადმი ლტოლვის განსაკუთრებული ინტენსივობისას, ჩვენ გვაქვს ვარაუდი რომ მისი საფუძველი სექსუალურობაში.ფროიდი თვლის, რომ ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების დაკვირვება გვიჩვენებს, რომ უმრავლესობას შეუძლია საკუთარი სქესობრივი ლტოლვის მნიშვნელოვანი ნაწილი პროფესიულ ქმედებებზე გადაიტანოს. სქესობრივი ლტოლვა განსაკუთრებით არის მისადაგებული იმისათვის, რომ მსგავსი წვლილის განხორციელება ხდებოდეს, ვინაიდან მას გააჩნია სუბლიმირების შესაძლებლობა. მას აქვს უნარი ჩაანაცვლოს თავისი უახლოესი მიზანი სხვა, უფრო მაღალი და არასქესუალური მიზნებით და ეს ყველაფერი გარემოებიდან გამომდინარე ხდება. ფროიდი პარალელს ავლებს ინფანტილური შემეცნებისა და ინტერესის გაღვივებასა და ზრდასრულებში შემეცნებისადმი სწრაფვას შორის.ფროიდი დასკვნას ახდენს, რომ როდესაც ბავშვის სექსუალური კვლევის პერიოდი ერთბაშად წყდება განდევნიდან გამომდინარე, შემდგომი ცნობისმოყვარეობისათვის სამი განსხვავებული სახის შესაძლებლობა ვლინდება. შესაძლოა კვლევა სექსუალობის ბედისწერას იზიარებს; ცნობისმოყვარეობა ამიერიდან პარალიზებული რჩება და გონებრივი ქმედების თავისუფლება შესაძლებელია იყოს შემოფარგლული მთელი მომდევნო ცხოვრების განმავლობაში, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ რელიგიური აღზრდის მეშვეობით ამ ყველაფერს უერთდება ახალი გონებრივი შეზღუდვაც. ნათელია რომ ამგვარად შეძენილი აზრის სისუსტე უძლიერეს ბიძგს აძლევს ნევროტული დაავადების წარმოქმნას. მეორე ტიპის შემთხვევაში ინტელექტუალური განვითარება საკმაოდ ძლიერია, საიმისოდ, რომ შეეწინააღმდეგოს მისთვის ხელისშემშლელ სექსუალურ განდევნას. ინფანტილური სექსუალური კვლევის დასრულების შემდგომ, როდესაც ინტელექტი მომაგრებულია, ადრინდელი კავშირის ზეგავლენით, ის თავს აღწევს სექსუალურ განდევნას და მაშინ დათრგუნული სექსუალური კვლევა ბრუნდება არაცნობიერიდან მომაბეზრებელი ანალიზირებისადმი მიდრეკილების სახით, რომელიც საკმაოდ დამახინჯებულია მაგრამ იმდენად ძლიერი, რომ საკუთრივ აზროვნება სექსუალურად აქციოს და გონებრივ ოპერაციებს მიანიჭოს სიამოვნებისა და შიშის შეგრძნებები, რაც დამახასიათებელია სექსუალური პროცესებისათვისაც.მესამე სახის ტიპი არის ყველაზე იშვიათი და ყველაზე სრულყოფილი, ის თავს აღწევს როგორც გონებრივ შეკავებას, ასევე აზროვნებისადმი ნევროტულად თავსმოხვეულ მიდრეკილებას. სექსუალური განდევნა აქაც იჩენს თავს, მაგრამ მისთვის შეუძლებელია სექსუალური სიამოვნების ნაწილი განდევნოს არაცნობიერში, პირიქით ლიბიდო თავს აღწევს განდევნას, და თავიდანვე განიცდის სუბლიმირებას ცნობისმოყვარეობაში, რის მეშვეობითაც ძლიერდება სწრაფვა კვლევისადმი. ამ შემთხვევაშიც კვლევა გარკვეულწილად გადაიქცევა ვნებაში და შეენაცვლება სქესობრივ ქმედებას, მაგრამსაფუძველში მდებარე ფსიქიკური პროცესების სრული განსხვავების მეშვეობით ვეღარ მიიღება ნევროზი, გამოირიცხება კავშირი პირველად ბავშვურ სექსუალურ კვლევასთან და ლტოლვა თავისუფლად ემსახურება ინტელექტუალურ ინტერესებს.თუკი ლეონარდოსთან შემეცნებისადმი და კვლევისადმი უდიდეს ლტოლვას და მისი სქესობრივი ცხოვრების სიმწირეს განვიხილავთ (იდეალური ჰომოსექსუალურობა იგულისხმება), თავისუფლად შეგვიძლია ის მივაკუთვნოთ მესამე ტიპის კატეგორიას. ის, რომ ბავშვური ცნობისმოყვარეობის დაძაბვის შემდგომ სექსუალური ინტერესების მიმართულების თვალსაზრისით, მან შეძლო თავისი ლიბიდოს უმეტესი ნაწილის სუბლიმირება მოეხდინა კვლევისადმი მიდრეკილებაში, სწორედ ეს წარმოადგენს მისი არსების ბირთვს.ფროიდი აღწერს ლეონარდოს ყრმობის ხანას. ის იყო უკანონო შვილი, რაც იმ პერიოდში მიღებული იყო. მისი დედა კატერინა, აღარ ჩნდება მის ბიოგრაფიაში, მხოლოდ პოეტი მერეჟკოვსკი ვარაუდობს მისი ზეგავლენის შესახებ მოგვიანებით. ლეონარდო იზრდებოდა თავისი მამის ოჯახში, რომელიც იყო ნოტარიუსი. მან მიატოვა სახლი როდესაც Aნდრეა დელ Vეროცცჰიო-სთან სახელოსნოში შევიდა. 1472 წელს მინიშნებულია მისი წევრობის შესახებ “ჩომპაგნია დეი Pიტტორე”-ში.

 

II.

   ლეონარდო იხსენებს თავისი ბავშვობის მოგონებას: “როგორც ჩანს მე თავდაპირველადვე უნდა ვყოფილიყავი ესოდენ საფუძვლიანად დაკავებული ძერით. თითქოს და მახსენდება ძალიან ადრეული მოგონება იმის შესახებ, რომ როდესაც მე ჯერ კიდევ აკვანში ვიწექი, მოფრინდა ძერა, თავისი კუდით პირი გამიხსნა და რამოდენიმეჯერ ჩამიყო პირში თავისი კუდი”.ფროიდი აღნიშნავს, რომ ეს იყო საკმაოდ უცნაური მოგონება, უცნაური თავისი შინაარსითა და ასევე იმ ასაკთან მიმართებაში, რომელიც არის აღნიშნული. ეს იმდენად საოცრად ჟღერს, რომ ბავშვი იხსენებს იმას თუ როგორ გაუხსნა ძერამ პირი, რომ ჩნდება განსხვავებული სახის ვარაუდი. ის უფრო შეესაბამება არსის წვდომას და საბოლოოდ წყვიტავს ყველანაირ სირთულეებს. ფროიდის აზრით ეს სცენა ძერასთან დაკავშირებით ლეონარდოს მოგონება არ არის, არამედ არის ის ფანტაზია, რომელიც მან შექმნა მოგვიანებით და გადაიტანა თავის ბავშვობაში.ფროიდი თვლის, რომ ფანტაზიები უკავშირდება პირველყოფილი წყობილების მიერ ჩამოყალიბებულ ისტორიას. თუკი მისი მონაყოლი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ გვიან ჩამოყალიბებულ ფანტაზიას, მაშინ არ ღირს მასზე შეჩერება. მისი განმარტებისათვის შესაძლებელი იქნებოდა დავკმაყოფილებულიყავით მისდამი აშკარად გამოხატული ტენდენციის მინიჭებით, რომელიც ჩიტის ფრენის პრობლემასთან დაკავშირებულ საქმიანობას ეხება.მაგრამ თუკი ფსიქოანალიტიკოსის თვალით შევაფასებთ ლეონარდოს ფანტაზიას ძერასთან დაკავშირებით, ის აღარ მოგვეჩვენება იმდენად უცნაურად. მსგავსი სიზმარი მრავალ ჩვენთაგანს დასიზმრებია. ინტერპრეტაცია ხშირ შემთხვევაში ეროტიულია. კუდი (“ცადო”) არის ერთ-ერთი ცნობილი სიმბოლო და მამაკაცის სასქესო ორგანოს გამოხატულების შესაძლებლობა, იტალიურში არა ნაკლებ ვიდრე სხვა ენებში. წარმოდგენა ძერის მიერ ბავშვის პირის გახსნის და შემდეგ იქ რამოდენიმეჯერ ჩაყოფისა შეესაბამება წარმოდგენას სქესობრივი აქტის შესახებ ფელლატიო. ფროიდი ასევე პარალელს ავლებს ორალურ სექსთან.ამ შემთხვევაში უკვე სრულიად გასაგებია, თუ რატომ მიაკუთვნებს ლეონარდო ამ ფანტაზიას ძუძუმწოვარა ასაკს. (ვინაიდან ფროიდი თვლის რომ წოვისაგან მიღებული სიამოვნება, შემდგომში განვითარებას განიცდის ორალური სექსის სახით). ეს არის ერთგვარი რემინისცენცია დედის ძუძუს წოვის შესახებ, რაც ადამიანურად მშვენიერ სცენას წარმოადგენს და რასაც ის არა ერთხელ გამოსახავდა თავისი ფუნჯით. თუმცა ფროიდი თვლის რომ ეს რემინისცენცია ლეონარდოს მიერ იყო გადამუშავებული პასიური ჰომოსექსუალური ფანტაზიის სახით. მაგრამ საიდან არის ეს დედის გაიგივება ძერასთან? ამ შემთხვევაში ფროიდი თვლის რომ ეს გაიგივება საწყისს იღებს ეგვიპტელთა საღვთო იეროგლიფებიდან, სადაც დედის სიმბოლო გამოსახულია ძერის სახით. ასევე ეგვიპტელები თაყვანსცემდნენ დედობის ღვთაებას, რომელსაც ქონდა ან ძერის თავი ან რამოდენიმე თავი სადაც ერთ-ერთი მაინც ძერის იყო. ამ ქალღმერთის სახელი იყო მუტი.ფროიდს უკვირს თუ როგორ ამოირჩიეს ეგვიპტელებმა დედის აღმნიშვნელ სიმბოლოდ ძერა. ერთ-ერთი მოსაზრება უკავშირდება იმ ფაქტს რომ ადრე ეგონათ თითქოს და ძერა მხოლოდ მდედრობითი სქესის არსებობდა და რომ ამ ჯიშის ჩიტს არ გააჩნდა მამრი. ხოლო რაც შეეხება იმ საკითხს თუ როგორ ახერხებდნენ ძერები გამრავლებას, ამასთან დაკავშირებით ძალიან არარეალური ზღაპარი იყო შექმნილი, რომ თითქოსდა ფრენის გარკვეულ მომენტში ძერა ჩერდება და ორგანოების გახსნით განაყოფიერებას ღებულობს ჰაერიდან. თუმცა ეს რა თქმა უნდა წარმოადგენდა ზღაპარს, რომლისაც არ სჯეროდა უმრავლესობას და რომელსაც ფროიდის აზრით ყვებოდნენ უმეტესწილად მხოლოდ სასულიერო პირები, ვინაიდან მათ რწმენას ქალწულის განაყოფიერებასთან დაკავშირებით, გარკვეულ საფუძველს უყრიდა ძერის ქარისაგან განაყოფიერების ფაქტი.ფროიდის აზრით ძერის შესახებ ფანტაზიის შექმნა შესაძლებელია შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ: როდესაც მან შეიტყო ისტორია ძერებში მხოლოდ მდედრობითი სქესის არსებობის შესახებ, მან თავი წარმოიდგინა ძერის შვილად, რომელსაც ყავს დედა, მაგრამ არ ყავს მამა. ამ მოგონებას შემოუერთდა მოგონება სიამოვნების შესახებ, რომელიც მას მიუღია დედის ძუძუსგან. სწორედ აქედან გამომდინარეობს ნებისმიერი მხატვრისათვის ძვირფასი ყრმის გამოსახულება. სადაც ლეონარდოს თავი გაიგივებული ყავს ქრისტესთან, მაცხოვართან.ფანტაზიის ანალიზიდან გამომდინარე, დედის ჩანაცვლება ძერით მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვი იზრდებოდა მამის გარეშე, დედასთან. ამ ფანტაზიას ადასტურებს ის, რომ ლეონარდოს რეგისტრირება მამის ოჯახში როგორც უკანონოდ შობილი ბავშვისა შედგა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის უკვე ხუთი წლის ასაკის იყო. აქედან გამომდინარე სწორია ის, რომ ბავშვი თავისი ყრმობის ასაკში დედასთან იმყოფებოდა და მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მამის მდიდარი მეუღლე, მისი დედინაცვალი იმედგაცრუებული დარჩა საკუთარი შვილების მოლოდინის თვალსაზრისით, ის აიყვანეს აღსაზრდელად მამის ოჯახში.ფროიდი თვლის რომ ცხოვრების პირველი 3-4 წლის განმავლობაში ფიქსირდება შთაბეჭდილებები და ხდება გარეგან სამყაროზე რეაგირების ხერხების გამომუშავება, რასაც გამორიცხულია მოაკლდეს მნიშვნელოვნობა ნებისმიერი სახის გვიანდელი განცდიდან გამომდინარე.თუკი მართალია, რომ ადამიანის სულიერ განვითარებაზე განსაკუთრებულ არსებით ზეგავლენას ახდენენ ბავშვობის გაურკვეველი მოგონებანი და მათზე დაფუძნებული ფანტაზიები, მაშინ ის ფაქტი რომელიც ასევე განმტკიცებულია ძერის შესახებ არსებული ფანტაზიით და ის, რომ ლეონარდომ თავისი არსებობის პირველი წლები გაატარა დედასთან, ძალიან დიდი გავლენის მქონე უნდა ყოფილიყო მის შინაგან სამყაროზე. ამ ფანტაზიიდან გამომდინარე ის კიდევ უფრო მეტად იყო ჩაღრმავებული კვლევაში თუ საიდან წარმოიქმნა ბავშვი და ასევე თუ რა როლი ეკისრება მამას. ამ კვლევისა და მისი ბავშვობის ისტორიის შორის არსებული კავშირის შეგრძნება იწვევს შემდგომში მისი მხრიდან გარკვეულ აღნიშვნას, რომ მის ბედისწერას თავიდანვე ჩიტის ფრენის პრობლემაში ჩაღრმავება წარმოადგენდა, ვინაიდან მას ადრეულ ასაკში ძერა ეწვია.

 

III.

   ეგვიპტელთ ქალღმერთი მუტი, რომელიც გამოსახულია ძერის თავით – არის სრულიად უსახური ხასიათის მქონე ფიგურა. ხშირად ის ერთვოდა სხვა დედობრივ ღვთაებებს, რომელთაც უფრო მეტად გამოხატული ინდივიდუალობა გააჩნდათ. თუმცა ის არასოდეს არ კარგავდა იმ მახასიათებლებს რითაც სხვებისაგან განსხვავდებოდა. ეს არის ეგვიპტური პანთეონის მახასიათებელი – ცალკეული ღვთაებები არ იკარგებოდნენ სინკრეტიზმში. ეს დედობრივი ღვთაება, ძერის თავით, ეგვიპტელების მიერ შესრულებული იყო უმრავლეს შემთხვევაში ფალოსით; მისი სხეული მკერდის გამოსახულების მხრივ იყო ქალური, მაგრამ ამავე სხეულს გააჩნდა ასევე მამაკაცის სასქესო ორგანო ერექციის მდგომარეობაში.აქედან გამომდინარე ქალღმერთ მუტს გააჩნია ხასიათის ის დედობრივი და მამაკაცური მახასიათებლები, როგორც ეს არის ლეონარდოს ფანტაზიაში! თუმცა ფროიდი თვლის რომ ის ვარაუდი რომლის მიხედვით ლეონარდომ იცოდა დედობის ქალღმერთის ორმაგი სექსუალური ბუნების არსებობა არის საეჭვო, მის ხელთ არსებული ცოდნის წყაროები არ ფლობდნენ ამ მახასიათებლების შესახებ ინფორმაციას. მითოლოგიის მიხედვით მრავალი ღვთაება იყო ჰერმაფროდიტული ორმაგი სქესის მქონე, ეს ფაქტი ეხება არა მხოლოდ ეგვიპტურ ღვთაებებს, არამედ ბერძნულსაც, მრავალი ღვთაება დიონისეს ჯგუფიდან იყო ორმაგი სქესის მქონე და ასევე ბერძნული სიყვარულის ღვთაება აფროდიტე თავდაპირველად მამრობითი სქესის იყო, რომელიც შემდგომში გადაიქცა მდედრ ქალღმერთად. მსგავსი ჰერმაფროდიტული ღვთაებები განასახიერებენ იმ იდეას რომ მხოლოდ მდედრობითი და მამრობითი სქესის შეერთებით არის შესაძლებელი ღვთაებრივი სრულყოფილების მიღწევა. თუმცა ფროიდის აზრით არც ერთი ეს ვარაუდი არ განაპირობებს იმ ფსიქოლოგიური გამოცანის ახსნას, რომლის მიხედვითაც ის იერსახე, რომელიც დედობრივ არსს ასახავს, ადამიანების ფანტაზიის მიერ აღჭურვილია საპირისპირო მამაკაცური ძლიერების ნიშანღვისებით. ფროიდი თვლის რომ ამ შემთხვევაში ეს აიხსნება ინფანტილური სექსუალური თეორიებით. ფროიდი აღნიშნავს რომ ბავშვის ფსიქოლოგიის წვდომისათვის უნდა მოხდეს ანალოგია პირველყოფილ ადამიანებთან. ჩვენ მომზადებული ვართ ბიოლოგიური ანალოგიებით იმისათვის, რომ ინდივიდუუმის სულიერი განვითარება მოკლედ იმეორებს კაცობრიობის განვითარების მსვლელობას და აქედან გამომდინარე ჩვენთვის არ არის დაუჯერებელი და საოცარი ის, რასაც აღმოაჩენს ბავშვის სულის ფსიქოანალიტიკური კვლევა სასქესო ორგანოების ინფანტილურ შეფასება/აღქმაში. ფროიდის აზრით თანამედროვე ჰომოსექსუალები მიდრეკილნი არიან თავი წარმოაჩინონ თავიდანვე განპირობებულ სქესობრივ ჯგუფად, ერთგვარ შუალედურ საფეხურზე მყოფ, “მესამე სქესის” წარმომადგენლებად. თუმცა ფსიქოანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს შევავსოთ ეს ნაპრალი და ჰომოსექსუალისტების მტკიცებათა შემოწმება მოახდინოს. მსგავსი შედეგები იყო მიღებული განსხვავებული დაკვირვების შემდგომ: ყველა ჰომოსექსუალურ მამაკაცს ადრეულ ასაკში გააჩნდა ინტენსიური ეროტი� ული ლტოლვა მდედრობითი სქესისადმი, რაც ინდივიდის მიერ იყო დავიწყებული ზრდასრულ ასაკში. ჩვეულებრივ ეს იყო დედის მიმართ არსებული ლტოლვა, რომელიც იყო გამოწვეული დედის მხრიდან არსებული გადამეტებული სინაზით და შემდგომში იყო გაღვივებული ბავშვის ცხოვრებაში მამის უკანა პლანზე გადასვლით. შადგერ-ი მიუთითებს რომ მსგავსი პაციენტების დედები ხშირ შემთხვევაში იყვნენ მამაკაცურნი, გააჩნდათ ენერგიული მახასიათებლები, მაგრამ ფროიდზე უფრო მეტი შთაბეჭდილება მოახდინა იმ შემთხვევებმა სადაც მამა თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოხდა ოჯახის დაშლა და ბიჭი თავიდანვე იყო დედის გავლენის ქვეშ. ამგვარი წინარე სტადიის შემდგომ ხდება ის, რომ ბიჭი განდევნის დედისადმი არსებულ სიყვარულს, თავს აყენებს მის ადგილზე, ახდენს გაიგივებას დედასთან და საკუთარ პიროვნებას იღებს მაგალითის სახით, როდესაც ირჩევს მსგავს სასიყვარულო ობიექტებს. ამგვარად ის ხდება ჰომოსექსუალური, მაგრამ არსებითად ის უბრუნდება აუტოეროტისმს, ვინაიდან ბიჭები ვინც უყვარს ზრდასრულს მხოლოდ და მხოლოდ განაახლებენ და ჩაანახვლებენ მის საკუთარ ბავშვურ პიროვნებას და მას ისინი უყვარს ისევე, როგორც დედას საკუთარი შვილები. კიდევ უფრო სიღრმისეული ფსიქოანალიტიკური მოსაზრებები განამტკიცებენ იმ ვარაუდს, რომლის მიხედვითაც ამგვარად შემდგარი ჰომოსექსუალი, ქვეცნობიერად რჩება ფიქსირებული საკუთარი დედის იერსახის მოგონებაზე. ფროიდი აღნიშნავს რომ უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა ის ფაქტი რომ ლეონარდოს ქონდა დღიური, სადაც აწარმოებდა ისეთ ჩანაწერებს, რაც მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ მისთვის. ამ დღიურში ის თავის მიმართავს საკმაოდ უცნაურად “შენ”. ლეონარდო ამ შემთხვევაში იქცევა ისე, თითქოს ის არის ადამიანი, რომელიც მიჩვეულია ყოველ დღე ვინმეს ჩააბაროს აღსარება და ამ ვინმეს ამ შემთხვევაში განასახიერებს ეს დღიური. ამ დღიურში ყველაზე დიდ უცნაურობას წარმოადგენს ჩანაწერები მხატვრის ხარჯების შესახებ, რაც არის აღწერილი პედანტური სიზუსტით. ამის შესახებ მრავალი ბიოგრაფი აღნიშნავს. თუმცა რაც შეეხება მითითებებს დიდი ოდენობის თანხებთან დაკავშირებით ეს არ არის აღნიშნული. გარდა იმ ხარჯებისა, რომელიც მას გამოყოფილი აქვს საკუთარი მოწაფეებისათის, ლეონარდოს აქვს მოყვანილი ვინმე კატერინას დასაფლავების ხარჯების აღწერაც, მხოლოდ პოეტი მერეჟკოვსკი იძლევა განმარტებას თუ ვინ იყო ეს კატერინა. ეს იყო ლონარდოს დედა ვინჩიდან, რომელიც ჩავიდა თავისი 41 წლის შვილის სანახავად იქ გახდა ავად და ჰოსპიტალში მიყვანის შემდგომ გარდაიცვალა. მსგავსი განმარტება ამ ფსიქოლოგი-რომანისტის მიერ არ არის სანდო, თუმცა საკმაოდ ჭარბად წარმოადგენს სიმართლეს. ლეონარდომ მიაღწია იმას, რომ თავისი გრძნობები დაუქვემდებარა კვლევისადმი ინტერესსა და ლტოლვას და სრულიად შეიკავა თავი მათი თავისუფალი გამოვლენის თვალსაზრისით; თუმცა მასაც ქონია მომენტები, როდესაც დათრგუნული მიისწრაფვოდა გამოვლენისაკენ და ერთ-ერთი ასეთი იყო მის მიერ ნაყვარები დედის გარდაცვალების მომენტი. ამ შემთხვევაში დასაფლავების ხარჯების დეტალური აღწერა იძლევა დედის დანაკარგით გადატანილ უსაზღვრო უბედურებას. არანორმალურ პირობებში, ნევროზების შემთხვევაში და განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული აკვიატებული მდგომარეობებისას, ხშირად ვხვდებით მსგავს შემთხვევებს. იქ ჩვენ ვხვდებით საკმ� აოდ ინტენსიურ, მაგრამ განდევნის საფუძველზე არაცნობიერად გადაქცეულ შეგრძნებებს, რაც ვლინდება მეწვრილმანე და ხშირ შემთხვევაში აბსურდულ ქმედებებშიც კი. ქვეცნობიერად ის დარჩა მისდამი მიჯაჭვული (დედისადმი), ამ გრძნობებს ეროტიული შეფერილობა ქონდათ; ამგვარი ბავშვური სიყვარულის განდევნით ჩამოყალიბებული წინააღმდეგობა აღარ იძლეოდა იმის შესაძლებლობას რომ დღიურში მისი ხსოვნა უფრო ღირსეულად ყოფილიყო ასახული, მაგრამ ის რაც გამოვლინდა კომპრომისის სახით ამ ნევროტული კოფლიქტის საფუძველზე, უნდა ყოფილიყო ასახული რაიმენაირად და სწორედ ამიტომ იყო დაწერილი ეს ანგარიში, რომელიც შემდგომში დარჩა საიდუმლოებით მოცული შთამომავლობისათვის. ფროიდი თვლის რომ ლეონარდო ნამდვილად მიეკუთვნება ჰომოსექსუალურ ტიპს, რომლის ფსიქოლოგიური განვითარების აღმოჩენა შესაძლებელი გახდა ჩვენთვის, და ის ჰომოსექსუალური ფანტაზია რომელიც მას გააჩნდა ძერის შესახებ ჩვენთვის გასაგები ხდება. ეს ფანტაზია ამბობს: “მე გავხდი ჰომოსექსუალური იმიტომ, რომ დედის მიმართ მქონდა ეროტიული დამოკიდებულება”.

 

IV.

   ფროიდი ვერ აღწევს თავს ლეონარდოს ფანტაზიაზე ფიქრისაგან. სიტყვებში რომლებიც სექსუალური აქტის ინტენსივობას გამოხატავენ (“და რამოდენიმეჯერ ჩაყო კუდი პირში”), ლეონარდო ხაზს უსვამს დედასა და შვილს შორის არსებული ეროტიული ურთიერთობის ინტენსივობას. ამ კავშირის ინტენსივობაში ფროიდი კიდევ ერთ ცომპონენტს აღმოაჩენს და ამოიცნობს. ფროიდი ამ ყველაფრის შემდეგნაირ განმარტებას ახდენს: ჩემს ტუჩებზე დედის უამრავი კოცნის კვალი აღიბეჭდა. ფანტაზია შედგება ლტოლვისა და დედის კოცნების მოგონებისაგან. ბუნებამ ხელოვანი დააჯილდოვა მისთვისვე იდუმალი და ფარული სულიერი მოქმედებების გამოხატვის ნიჭით, ამიტომაც მისი ქმნილებები იპყრობენ დანარჩენების ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ ხვდებიან ნამდვილ მიზეზს. ვინც იხსენებს ლეონარდოს ნახატებს, გაიხსენებს იმ უცნაურ, მომაჯადოვებელ და იდუმალ ღიმილს, რომელიც მან მიანიჭა ქალის გამოსახულებებს. შეჩერებული ღიმილი, გაწელილ, გამოკვეთილ ტუჩებზე; სწორედ ეს არის მისთვის დამახასიათებელი და ლეონარდოსეული ღიმილის სახელის მატარებელია. ფლორენტინელი მონა ლიზა ჯოკონდას უცნაურად-მშვენიერ სახეზე ეს ღიმილი ყველაზე მეტად იპყრობდა და სახტად ტოვებდა მაყურებელს. ის ყოველთვის საჭიროებდა ახსნას და მუდამ აიხსნებოდა ნაკლებად დამაკმაყოფილებლად. “ის რაც იყო მიმზიდველი მაყურებლისათვის, არის ამ ღიმილის დემონური მოჯადოვება. ასობით პოეტი და მწერალი წერდა ამ ქალის შესახებ, რომელიც ხან მომაჯადოვებლად მომღიმარეა, ხან კიდევ ცივად და უსულოდ იცქირება სივრცეში, ვერავინ ვერ ახსნა მისი ღიმილი და ვერ ამოიკითხა მისი აზრები. ყველაფერი, ლანდშაფტიც კი იდუმალია, სიზმრისეული” (Gრუყერ) აზრი იმის შესახებ რომ მონა ლიზას ღიმილში ორი განსხვავებული ელემენტი ვლინდება მრავალ კრიტიკოსს გააჩნდა. აქედან გამომდინარე ისინი მონა ლიზას ღიმილში ხედავენ ქალის სიყვარულში გაბატონებული დაპისიპირებების სრულყოფილ გამოხატულებას, თავშეკავებულობასა და მომაჯადოვებულობას, ერთგულებით სავსე სინაზესა და ხისტსა, მომთხოვნს, სრულიად უცხო მგრძნობელობას, რაც იპყრობს მამაკაცს. ლეონარდო ამ ნახატზე მუშაობდა ოთხი წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც თვითონ ის 50 წლის იყო. ვაზარის სიტყვებით, ის ყველანაირ ხერხს მიმართავდა რომ ამ ქალბატონის სახეზე ღიმილი შეეჩერებინა მთელი სეანსის განმავლობაში. მთელი იმ სინატიფიდან რასაც გადმოსცემდა მისი ფუნჯი ტილოზე, მხოლოდ შეუმჩნეველი ნაწილი დარჩა. რა თქმა უნდა თვით ლეონარდოს ეს ნახატი სრულიად არ აკმაყოფილებდა. ვინაიდან მონა ლიზა წარმოადგენს პორტრეტს, ის ვერ მიანიჭებდა ამ ნახატს იმ მახასიათებლებს რაც თავად გააჩნდა. მას შემდეგ ეს ღიმილი ყველა მის ნახატზე გამოისახება. თვით ლეონარდომ განიცადა ამ ღიმილის ზეგავლენა და გამოსახავდა მას ყველა მის ქმნილებაში. თუმცა ზოგიერთი ბიოგრაფის მიხედვით შესაძლებელია განსხვავებული ინტერპრეტაციაც. ამ შემთხვევაში ამ მიმზიდველი ძალის კიდევ უფრო მეტად სიღრმისეული გააზრება არის ნაგულისხმევი. ჭ. Pეტერ-ი ამ ნახატში ხედავს “მთელი კულტურული კაცობრიობის სიყვარული განცდის გამოხატულებას”. მან ძალიან ზუსტად გამოთქვა რომ ლეონარდოს მიერ გამოხატული ღიმილი ყოველთვის გვიბიძგებს ვიფიქროთ უწმინდურობის შესახებ: “ეს ნახატი ბოლოს და ბოლოს არის პორტრეტი. შესაძლებელია მივადევნოთ თვალყური იმ ფაქტს თუ როგორ ერთიანდება ეს გამოსახულება მისი ბავშვობის ოცნებებთან, რომ არ გვქონოდა საპირისპირო დამადასტურებელი ფაქტები, შესაძლებელი იქნებოდა გვეფიქრა თითქოს ეს ქალი ლეონარდოს მიერ საბოლოოდ ნაპოვნი იდეალური ქალის განსახიერებას წარმოადგენდა”. ვაზარი იხსენებს, რომ ლეონარდოს პირველი მცდელობანი სახვითი ხელოვნების დარგში წარმოადგენდნენ თიხისაგან დამზადებული მომღიმარე ქალბატონების თავები და ასევე რამოდენიმე ბავშვის თავი. ვაზარი თვლის რომ ეს იმდენად ოსტატურად იყო შესრულებული მის მიერ, რომ შესაძლებელი იყო გვეფიქრა თითქოს ხელოვანის ხელმა დაამზადაო.ფროიდი თავის მხრივ ხაზს უსვამს იმ ფაქტს რომ ორივე გამოსახულება რომელიც მისი პირველადი მხატვრული გავარჯიშების შინაარსს წარმოადგენს ეხება ფანტაზიას ძერას შესახებ. ეს არის ის ორი სექსუალური ობიექტი რომელიც გამოიკვეთა ძერის ფანტაზიის ანალიზისას. თუკი ბავშვების მშვენიერი თავები წარმოადგენდნენ მისი როგორც ბავშვის პიროვნების ასახვას, მაშინ მომღიმარე ქალბატონები რა თქმა უნდა კატერინას წარმოადგენდნენ. აქედან გამომდინარე ჩვენ გვიჩნდება ვარაუდი რომ დედამისს გააჩნდა ეს იდუმალი ღიმილი, რომელიც შემდეგ ისევ იყო ნაპოვნი ლეონარდოს მიერ ფლორენტინელ ქალბატონში.ფროიდი ასევე ყურადღებას ამახვილებს წმინდა ანას, ღვთისმშობლისა და ძის გამოსახულების ნახატზე, რომელზედაც ქალების იერსახეებზე ნათლად არის გამოხატული ლეონარდოსეული ღიმილი. რთულია დადგენა არის თუ არა ეს პირდაპირი ზეგავლენა ლიზას პორტრეტის შემდეგ, ვინაიდან ამ ნახატების შექმნა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. რაც შეეხება წმინდა ანას, ღვთისმშობლისა და ძის გამოსახულებას, უპირველესყოვლისა ნახატის სიუჟეტი არის საკმაოდ იშვიათი იტალიური სახვითი ხელოვნებისათვის. ლეონარდოსთან მარიამი ზის დედის კალთაში, არის წინ გადახრილი და ხელი აქვს გაშლილი ვაჟისაკენ, რომელიც ეთამაშება კრავს. ბებია მომღიმარე გასხივოსნებული ღიმილით უყურებს ამ სურათს. ეს ღიმილი რომელიც ორივე ქალის სახეზეა რა თქმა უნდა მონა ლიზას ღიმილს წარმოადგენს, თუმცა დაკარგული აქვს იდუმალი ხასიათი, ის უფრო გაცისკროვნებული და ნეტარია. ამ ნახატის სიუჟეტი შესაძლებელია იყოს ლეონარდოს ბავშვობის ისტორიის სინთეზის მატარებელი. თავისი მამის სახლში მან მოიპოვა არა მხოლოდ დედა არამედ ბებიაც მონა ლუჩია, რომელიც მის მიმართ არანაკლებ კეთილი იყო. კიდევ ერთი გასაოცარი დეტალი რომელიც იძენს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას. წმინდა ანა, რომელიც უნდა იყოს უფრო სოლიდურ ასაკში, შესაძლოა გამოსახულია ამ ნახატზე უფრო ხანდაზმულად მარიამთან შედარებით, მაგრამ მიუხედავად ამისა ის არის ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ქალური სილამაზე. ფაქტიურად ლეონარდომ ვაჟს ორი დედა მიანიჭა: ერთი რომელიც ხელს იშვერს მისკენ, ხოლო მეორე რომელიც უკანა პლანზე იმყოფება, ორივე მათგანს გამოსახული აქვს ნეტარი ღიმილი. თუმცა მუტერი მაგალითად ვარაუდობს რომ ლეონარდო საერთოდ ვერ ბედავდა გამოესახა სიბერე, ნაოჭები. ლეონარდოს ბავშვობაც მსგავსი ხასიათის იყო, მას ორი დედა გააჩნდა, პირველი ნამდვილი, კატერიან, ხოლო მეორე დედინაცვალი დონა ალბიერა, რომელიც მის მიერ ლმობიერი და ნაზი იყო. სწორედ აქედან გამომდინარე ჩამოუყალიბდა მას ეს კომპოზიცია “წმინდა ანა სამეული ერთად”. დედისეული ფიგურა უფრო მეტად არის ჩამოშორებული ვაჟისაგან. ის გამოსახავს ბებიას, თუმცა ნახარში თავისი ადგილმდებარეობითა და განლაგებით ვაჟის მიმართ იკავებს კატერინას ადგილს. წმინდა ანას ნეტარი ღიმილით მხატვარმა ის შური დაფარა რასაც განიცდიდა ის უბედური ქალი, როდესაც მან დაუთმო დიდგვაროვან ქალბატონს თავისი ძე, იმის მსგავსად როგორც თავის დროზე დათმო თავისი მეუღლე. აქედან გამომდინარე სხვა ნამუშევარიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მონა ლიზამ გააღვიძა ლეონარდოში მოგონებანი ადრეული ბავშვობის პერიოდიდან.ფროიდი თვლის, რომ დედის სიყვარული ძუძუმწოვარა ბავშვის მიმართ, რომელსაც ის აჭმევს და რომელსაც უვლის, არის გაცილებით უფრო სიღრმისეული გატაცება, ვიდრე მისი გვიანდელი გრძნობა შვილის მიმართ რომელიც იზრდება. თავისი ბუნებით ეს არის სასიყვარული კავშირი, რომელიც სავსებით აკმაყოფილებს არა მხოლოდ ყველა სულიერ მოთხოვნილებას, არამედ ყველა ფიზიკურ მოთხოვნილებასაც. ყველაზე ბედნიერ ახალგაზრდულ ქორწინებაშიც კი მამა გრძნობს, რომ ბავშვი, განსაკუთრებით კი პატარა ვაჟი, მისი მეტოქე ხდება და სწორედ აქედან იღებს სათავეს ღრმა შეურიგებლობა უკანასკნელის მიმართ. ფროიდის აზრით შესაძლოა რომ ლეონარდო ამ იერსახეებით უარყოფს და ხელოვნურად თრგუნავს თავის არანორმალურად განვითარებულ გრძნობას, და ამგვარი ნეტარი შერწყმით გამოსახავს ქალურ და მამაკაცურ არსს, რაც დედის მიერ მოტყუებული ვაჟის სურვილი ასრულებას წარმოადგენ

 

V.

   ლეონარდოს დღიურის ჩანაწერებში არის ერთი ჩანაწერი რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, თავისი შინაარსის მრავალმნიშვნელოვნობითა და მცირედი ფორმალური შეცდომის გამო. “1504 წლის 9 ივლისს, ოთხშაბათს, დილის 7 საათზე გარდაიცვალა სენიორ პიერო და ვინჩი, პოდესტის სასახლის ნოტარიუსი; მამაჩემი 7 საათზე. ის იყო 80 წლის; დატოვა 10 შვილი მამრობითი სქესისა და 2 მდედრობითის”. ამ ჩანაწერში საუბარია ლეონარდოს მამის სიკვდილზე და შესამჩნევია ერთი უმნიშვნელო შეცდომა – ის ორჯერ იმეორებს დროს, თავიდან და ბოლოში. ეს მხოლოდ და მხოლოდ წვრილმანია, რომლის შესახებ სხვა არაფსიქოანალიტიკოსი არც კი დაფიქრდებოდა. ფსიქოანალიტიკოსისათვის ყველაფერი წარმოდგენს სულიერი პროცესების გამოვლინებას; მსგავსი “დაბნეულობისა” დავიწყებისა და განმეორების საფუძველზე მისთვის შესაძლებელია ფარული ზრახვებისა და ლტოლვების/ბიძგების გამოცნობა. შესაძლებელია ითქვას რომ ეს ჩანაწერიც მსგავსად კატერინას დაკრძალვისა და მისი მოწაფეებისათვის საჭირო ნივთების ანგარიშებისა წარმოადგენს მის აფექტურ მდგომარეობას. ფორმაც კი მსგავსია – პედანტურობა და წინა პლანზე ციფრების წამოწევა. მსგავს განმეორებას ჩვენ ვუწოდებთ პერსევერაციას. ეს არის ძალიან კარგი საშუალება საიმისოდ რომ მოხდეს აფექტური ელფერის ამოცნობა. ლეონარდოს რომ არ ქონოდა აფექტის დათრგუნვის მცდელობა, ეს ადგილი დღიურში გაიჟღერდა შემდეგნაირად: “დღეს 7 საათზე, გარდაიცვალა სენიორ პიერო და ვინჩი, ჩემი საწყალი მამა!” მაგრამ პერვერსიის მეშვეობით გულგრილობამდე დაყვანილი გარდაცვალების შეტყობინება, რაც გამოიხატება საათის განსაზღვრით სრულიად ართმევს ამ ჩანაწერს პათოსს და საშუალებას იძლევა ამოვიცნოთ რომ იყო გარკვეული რამ რაც უნდა ყოფილიყო დაფარული და დათრგუნული. სენიორ პირეო და ვინჩი იყო საკმაოდ ენერგიული ადამიანი, რომელმაც ამის წყალობით დაიმსახურა პატივისცემა და მოიპოვა კეთილდღეობა. ის იყო დაქორწინებული ოთხჯერ; მისი პირველი ორი მეუღლე გარდაიცვალნენ უშვილოდ, მხოლოდ მესამემ აჩუქა მას კანონიერი ვაჟი, ამ დროისათვის ლეონარდო იყო 24 წლის და უკვე დიდი ხნის წამოსული იყო მამისეული სახლიდან ვეროჩიოს სახელოსნოში. მეოთხე და უკანასკნელი მეუღლისაგან რომელიც პიერო და ვინჩიმ მოიყვანა 50 წლის ასაკში, ყავდა 9 ვაჟი და 2 ქალწული. მამას გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია ლეონარდოს ფსიქოსექსუალური განვითარებისადმი და არა მხოლოდ უარყოფითი თვალსაზრისით თავისი დაუსწრებლობის გამო ადრეულ ასაკში, არამედ უშუალოდაც თავისი დასწრებით მისი გვიანდელი ბავშვობის ასაკში. ის ვინც ბავშვობისას განიცდის ლტოლვას დედის მიმართ შეუძლებელია არ ოცნებობდეს მამის ადგილას ყოფნაზე; ის ახდენს საკუთარი თავის გაიგივებას მასთან და შემდგომში მიზნად ისახავს დაჯაბნოს იგი.ჰომოსექსუალურობისადმი მიდრეკილება როგორც ცნობილია ჩნდება მხოლოდ სქესობრივი მომწიფების პერიოდში. როდესაც ეს დრო დადგა, მამასთან გაიგივებამ დაკარგა ლეონარდოს სექსუალური ცხოვრებისათვის ყოველგვარი მნიშვნელობა, თუმცა იყო შემორჩენილი სხვა არაეროტიულ სფეროებში. ჩვენ ვიცით, რომ მას უყვარდა კარგი ტანისამოსი, ყავდა ცხენები და მოსამსახურეები – თუმცა კი ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფრის შესაძლებლობა არ ქონდა. ის უბრალოდ ცდილობდა მამის კოპირებასა და მის დაჯაბნვას. მამამისი დედასთან მიმართებაში იყო დიდგვაროვანი, აქედან გამომდინარე ლეონარდოს ქონდა ტენდენცია “ტო ოუტ ჰეროდ” დაეჯაბნა ჰეროდე.ლეონარდოს სამხატვრო შემოქმედებისათვის მისი გაიგივება მამასთან საბედისწერო შედეგის მქონე იყო. ის ქმნიდა თავის ნახატებს და შემდეგ აღარ ზრუნავდა მათზე, მისი მამის მსგავსად. მამის მხრიდან მომდევნო წლებში უხვი ზრუნვის მიუხედავად ეს მისთვის დამახასიათებელი იყო, ვინაიდან ადრეული ბავშვობის პერიოდი ყველაზე შთაბეჭდილებიანი არის, ხოლო განდევნილი და არაცნობიერში დარჩენილი გამოუსწორებელია გვიანდელი განცდების მეოხებით.აღორძინების ხანაში, ასევე მოგვიანებითაც, ნებისმიერი მხატვარი საჭიროებდა მფარველსა და მაღალჩინოსან ბატონს. ლეონარდოს შემთხვევაში ეს იყო ლუდოვიკო სფორცე, სახელად მორო. მის კარზე ლეონარდომ თავისი ცხოვრების ყველაზე ბრწყინვალე პერიოდი გაატარა, რაზეც მეტყველებს “საიდუმლო სერობა” და ამხედრებული ფრანჩესკო სფორცეს ქანდაკება. ლეონარდო გაემგზავრა მილანიდან უფრო ადრე, ვიდრე ლუდოვიკო მოროს კატასტროფა შეემთხვა. ის გარდაიცვალა პატიმრობაში ერთ-ერთ ფრანგულ ციხეში. საკუთარი ბატონის შესახებ ლეონარდო შემდეგი სახის ჩანაწერს აწარმოებს თავის დღიურში: “ჰერცოგმა დაკარგა თავისი მიწა, ქონება, თავისუფლება, და არც ერთი მის მიერ წამოწყებული საქმე არ იყო მიყვანილი ბოლომდე”. გასაოცარია რომ ამ შემთხვევაში თავის პატრონს ის სწორედ ისე საყვედურობს, როგორც მას საყვედურობდა შემდგომში შთამომავლობა, თითქოს და მას სურდა ვინმე “მამათაგანი” ყოფილიყო პასუხისმგებელი მისი დაუსრულებელი ნამუშევრების გამო. სინამდვილეში ის არ იყო უსამართლო ჰერცოგის მიმართ. ფროიდი ხაზს უსვამს იმას, რომ ფსიქოანალიზმა გვასწავლა მამისეულ კომპლექსსა და ღმერთის რწმენას შორის არსებული ინტიმური კავშირი; მან გვაჩვენა, რომ პირადი ღმერთი იდეალიზირებული მამის მსგავსია. ყოველდღიურად ჩვენ ვადევნებთ თვალყურს იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდები კარგავენ რელიგიურ რწმენას მაშინ, როდესაც იმსხვრევა მამის ავტორიტეტი. აქედან გამომდინარე მშობელთა კომპლექსში ჩვენ აღმოვაჩენთ რელიგიური მოთხოვნილების ფესვებს.ლეონარდოს ხელოვნების შესახებ ამბობდნენ რომ მისი წმინდანების ფიგურებიდან გამქრალი არის ეკლესიური დოგმატიზმის უკანასკნელი ნარჩენიც კი, ისინი მიახლოვებული არიან ადამიანურთან, რომ მათში უდიდესი და უმშვენიერესი გრძნობების ასახვა იყოს შესაძლებელი. ფროიდის აზრით ეჭვგარეშეა, რომ ლეონარდომ დაჯაბნა როგორც დოგმატური, ასევე პირადი რელიგიაც და თავისი კვლევითი სამუშაოთი საკმაოდ ჩამოშორდა მორწმუნე ქრისტიანის აზროვნებასა და მსოფლმხედველობას. ფროიდი ისევ უბრუნდება ფანტაზიას ძერის შესახებ და ხაზს უსვამს ლეონარდოს ცხოვრებაში ჩიტის ფრენის შესწავლის მნიშვნელობას. ერთ-ერთი საკმაოდ გაუგებარი ადგილი მის ჩანაწერებში რომელიც ჟღერს როგორც წინასწარმეტყველება, რომელიც ჩიტის ფრენას ეხება, ასახავს იმას, თუ რა აფექტური ინტერესით იყო ის განწყობილი ფრენის ხელოვნების დაუფლებისადმი: “ეს დიდი ფრინველი, თავის პირველ ფრენას განახორციელებს “დიდი გედის” ქედიდან, რითაც ქვეყანა აღივსება გაკვირვებით, ხოლო ხელნაწერები კი ქებით და იმ ბუდეს რომელშიც ის გამოიჩეკა, სამარადისო დიდება მოელის”.რატომ ესიზმრებათ ადამიანებს რომ მათ შეუძლიათ ფრენა? ფსიქოანალიზი თვლის რომ ფრენა, ან ფრინველად გარდასახვა წარმოადგენს განსხავებული სურვილის შენიღბვას. ამ სურვილის ახსნა შესაძლებელია სიტყვიერი და ასევე საგნობრივი მტკიცებულებით. თუკი ცნობისმოყვარე ბავშვებს უყვებიან რომ ისეთ დიდ ფრინველს როგორიც არის წერო, პატარა ბავშვები მოყავს, თუკი ანტიკურ ხანაში ფალოსს გამოსახავდნენ ფრთებით, ხოლო იტალიელებთან მამაკაცის სასქესო ორგანო ატარებს სახელწოდება ლუცცელლო (ფრინველი/ჩიტი), ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია რომ ფრენის უნარი სიზმარში აღნიშნავს სქესობრივი აქტივობის შესაძლებლობას/უნარიანობას. თუკი ზრდასრული იხსენებს თავის ბავშვობას ის მას ბედნიერად ეჩვენება, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვისათვის ეს პერიოდი იდილიურია. თვითონ ბავშვებისათვის სასურველია ისეთი ქმედებების განხორციელება რაც ზრდასრულებისათვისაა მხოლოდ შესაძლებელი, ისინი ცდილობენ რაც შეიძლება უფრო სწრაფად გაიარონ ბავშვობის წლები. ამ შემთხვევაში ფროიდი თვლის, რომ მაგალითად ავიატიკა, რომელმაც ჩვენ დროში თავის დანიშნულებასა და მიზანს მიაღწია, საფუძველს იღებს ინფანტილურ ეროტიზმში.ლეონარდო გარკვეულ წილად ცხოვრების ბოლომდე დარჩა ბავშვური, საერთოდაც ამბობენ რომ ბუმბერაზი ადამიანები ინარჩუნებდნენ ბავშვურობას მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგალითად ზრდასრულ ასაკში ის ისევ თამაშობდა რაც მისი გარშემომყოფთათვის საკმაოდ უცნაური და არასასიამოვნო იყ

 

VI.

   ფროიდის ნამუშევრის მიზანი იყო ლეონარდოს სექსუალურ ცხოვრებაში არსებული შეკავებების/შეყოვნების და მისი სამხატვრო შემოქმედების ახსნა. ამ თავში ის ლეონარდოს ფსიქიკის განვითარების განმავლობაში გარკვეული აღმოჩენების მიმოხილვას ახდენს.შეუძლებელია მისი შთამომავლობის გარკვევა, თუმცა ნათელია, რომ ადრეული ბავშვობის ხანა მასზე მავნებელ ზემოქმედებას ახდენს. მისი უკანონო დაბადება ჩამოაშორებს ლეონარდოს პირველი ხუთი წლის განმავლობაში მამას და ამ დროის განმავლობაში მასზე მხოლოდ დედა ზრუნავს. ცქერისა და შემეცნების ლტოლვა წაქეზებული იყო მისი ადრეული ბავშვობის შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე; პირის ეროგენული ზონა იძენს იმ მნიშვნელობას, რომელსაც სამუდამოდ ინარჩუნებს შემდგომში. ცხოველებისადმი გვიანდელი გადამეტებული მგრძნობელობიდან გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ბავშვობის ამ პერიოდში ის სადიზმის ძლიერი მახასიათებლებით გამოირჩეოდა.როდესაც ყმაწვილობის პერიოდში სქესობრივი აღგზნების ტალღებმა იფეთქა, სექსუალური ლტოლვის უმეტესი ნაწილი შემეცნებისადმი ლტოლვაში იქნა სუბლიმირებული და აქედან გამომდინარე განდევნა არ მომხდარა. ლიბიდოს შედარებით ნაკლები ნაწილი შემორჩა სექსუალური მიზნებისათვის და ზრდასრული ლეონარდოს ატროფირებულ სექსუალურ ცხოვრებას წარმოადგენს. დედისადმი ლიბიდოს განდევნის შედეგად ეს მცირედი ნაწილი გარდაისახება ჰომოსექსუალურობაში და ვლინდება ბიჭებისადმი იდეალური სიყვარულის სახით. არაცნობიერში რჩება ფიქსირება დედისა და მათ შორის არსებული ურთიერთობების ნეტარი მოგონებებისადმი, მაგრამ ეს პასიურ მდგომარეობაში რჩება.თავისი ბნელი ბავშვობის შემდეგ, ლეონარდო მოგვევლინა როგორც მხატვარი და მოქანდაკე. ფროიდის აზრით ეს ნიჭი გაძლიერდა მასში ბავშვობის პირვანდელ წლებში გამოწვეული ცქერისადმი ლტოლვიდან გამომდინარე.თავდაპირველად ყმაწვილ ასაკში, ლეონარდო თითქოს და თავისუფლად მუშაობს, ყოველგვარი შეყოვნების გარეშე. ვინაიდან თავის გარეგან ცხოვრებაში ის მამისეულ იერსახეს ჰერცოგ ლუდოვიკო მოროში ხედავს. ამ პერიოდში ის განიცდის მამაკაცურ შემოქმედებით სიძლიერესა და მხატვრულ პროდუქტიულობას. მაგრამ სულ მალე, მის მაგალითზე ვლინდება, რომ რეალური სქესობრივი ცხოვრების თითქმის სრული დათრგუნვა არ წარმოადგენს უფრო კარგ პირობებს შემოქმედებითი ძალისა და მხატვრული პროდუქტიულობისათვის. ამ ქმედითუნარიანობაზე აისახება რეალური სექსუალური ცხოვრებაც, ამიტომაც აქტივობა და სწრაფი გადაწყვეტილებისადმი სწრაფვა კლებას იწყებს. ეს აისახება “საიდუმლო სერობის” ნამუშევარზე და წყვეტს ამ ქმნილების ბედს. პროცესი იმდენად ნელა ხორციელდება რომ შესაძლებელია მისი შედარება რეგრესსთან ნევროტიკების შემთხვევას თუ დავესესხებით.სქესობრივი მომწიფებისას განვითარებული მხატვარი დაჯაბნულია ბავშვობისას განსაზღვრული მკვლევარით; ეს არის მისი ეროტიული ლტოლვების მეორე სუბლიმირება, რომელიც უთმობს ასპარეზს უფრო ადრე, პირველადი განდევნისას აღმოცენებულს. ლეონარდო მკვლევარი ხდება, თავდაპირველად თავისი შემოქმედებისათვის სასარგებლოდ, ხოლო შემდგომში კი მისგან დამოუკიდებლად.ხანდაზმული ასაკის მწვერვალზე, მას შემდეგ რაც მან ორმოცდაათ წელს გადააბიჯა, საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც ქალის სქესობრივი ცხოვრება შეჩერებულია, ხოლო მამაკაცის – კიდევ ერთ ენერგიულ მოზღვავებას განიცდის, ლეონარდოში კიდევ ერთი ცვლილება იჩენს თავს. მისი სულის სიღრმისეული ფენები უფრო მეტად აქტიურნი ხდებიან, და ეს მეორადი რეგრესია საკეთილდღეო არის მისი შემოქმედებისათვის.ის ხვდება ქალბატონს, რომელიც მასში ბედნიერი, ნეტარი ღიმილის შესახებ არსებულ მოგონებას აღვიძებს და მისი ზეგავლენით მასში აღმოცენდება ის სურვილი, რომელიც ამოძრავებდა ლეონარდოს მომღიმარე ქალბატონებისა და ბიჭების ძერწვისას. ის ხატავს “მონა ლიზას”, “წმინდა ანას სამეულში” და მთელ რიგ ნახატებს რომელთა იდუმალება გამორჩეულია ღიმილის გამო.თანამედროვე ბიოლოგია განმარტავს ადამიანის კონსტიტუციის მთავარ მახასიათებლებს ქალური და მამაკაცური საწყისების გაერთიანების გზით; ლამაზი გარეგნობა და ასევე ის ფაქტიც რომ ლეონარდო იყო მემარცხენე (ცაცია), გარკვეულწილად საყრდენ წერტილებს იძლევა. მაგრამ ფროიდს მაინც არ სურს ფსიქოანალიზის კვლევის ნიადაგის მიტოვება. ამის მიზანია გარეგანი განცდებისა და მათზე რეაგირების მქონე პიროვნებას შორის არსებული კავშირის ძიება. ფროიდი თვლის რომ თუკი ფსიქოანალიზი ვერ ხსნის ლეონარდოს შემოქმედებითობის მიზეზებს, ის შესაძლებელს ხდის მისი ტალანტის გამოვლინებებისა და ნაკლულოვანების შემეცნებას. მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, რომელმაც განვლო ლეონარდოს ბავშვობა, შესძლებდა დაეწერა “მონა ლიზა” და “წმინდა ანა”, თავისი ნაწარმოებისათვის მსგავსი ბედისწერა მიენიჭებინა და მოეხდინა პროგრესირება შემეცნების სფეროში, თითქოს და მისი ქმნილებებისა და წარუმატებლობების გასაღები ძერის შესახებ ბავშვურ ფანტაზიაში იმყოფება.

 

← სარჩევი

 

*ზიგმუნდ ფროიდი - ფსიქიკური ბუნება - ფსიქიკური აპარატი*

*ზიგმუნდ ფროიდი - ლტოლვათა შესახებ*

*ზიგმუნდ ფროიდი (1856 - 1939)*

ნახვა: 1977

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:43am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters