ზიგმუნდ ფროიდი    --   ფსიქოანალიზის შესავალი

   როდესაც ექიმი ნერვულად დაავადებულ ავადმყოფს ფსიქოანალიზით მკურნალობს მისი ინტერესი პირველ ყოვლისა არ არის მომართული პაციენტის ხასიათზე. უფრო მეტად ექიმი დაინტერესებულია გაიგოს თუ რა მნიშვნელობა გააჩნია პაციენტის სიმპტომებს, რა სახის სწრაფვებია ამ სიმპტომებში დამალული და პოულობენ ამ სიმპტომებში დაკმაყოფილებას, როგორი სახის ეტაპები იყო განვლილი ინსტინქტური სურვილებისა და ლტოლვებიდან ამ სიმპტომებისაკენ იდუმალებით მოცულ გზაზე. მაგრამ ტექნიკა რომელსაც იყენებს ექიმი აიძულებს მას სხვა ობიექტებზე მიაპყროს ყურადღება. ამ დროს ექიმი აღმოაჩენს რომ მის კვლევას წინააღმდეგობა ხვდება, რომელსაც ის აწყდება ავადმყოფის მხრიდან. მას აქვს სრული უფლება მიაწეროს ეს წინააღმდეგობები ავადმყოფის ხასიათს. აქედან გამომდინარე ხასიათი იძენს განსაკუთრებულ უფლებას ექიმის მხრიდან არსებული ინტერესის მიმართ.

   ის რაც ახდენს წინააღმდეგობას ექიმის მცდელობების მიმართ, სრულიად არ წარმოადგენს ხასიათის იმ თვისებებს, რომელიც აღიარებულია თვით ავადმყოფის მიერ ან წარმოადგენს მისი ახლობლების მოსაზრებას ავადმყოფის ხასიათის შესახებ. მომდევნო სტრიქონები მიეძღვნება ხასიათის რამოდენიმე მოულოდნელი მახასიათებლის აღწერასა და ახსნას.

 

1. გამორიცხვა

 

   ფსიქოანალიტიკური მუშაობის განმავლობაში ექიმი უპირისპირდება ამოცანას, რომ როგორმე უბიძგოს ავადმყოფს გარკვეული დროის განმავლობაში უარყოს რაიმე სახის უშუალო სიამოვნება. ავადმყოფმა უნდა უარყოს ის სიამოვნება და დაკმაყოფილება, რომელიც მავნებელია; ეს უკმარისობა მან მხოლოდ დროებით უნდა განიცადოს. ავამდყოფი უნდა მიეჩვიოს, რომ ჩაანაცვლოს სიამოვნება / დაკმაყოფილება სხვა, უფრო მტკიცე სიამოვნებით, თუმცა რომელიც მცირე ხნით გადადებულია. სხვა სიტყვებით ექიმის ხელმძღვანელობით პაციენტმა უნდა მოახდინოს ის გარდატეხა / გადასვლა სიამოვნების პრინციპიდან რეალობის პრინციპისაკენ, რომელიც განასხვავებს ბავშვსა და ზრდასრულს. ამ აღმზრდელობითი ამოცანის განმავლობაში ის ფაქტი რომ ექიმი უფრო მეტის მცოდნეა ვიდრე პაციენტი ნაკლებად მნიშვნელოვან როლს თამაშობს; ხშირ შემთხვევაში ექიმს არ შეუძლია უთხრას პაციენტს უფრო მეტი ვიდრე მას თავისივე გონება კარნახობს. მაგრამ ეს სრულიად არ არის ერთი და იგივე: იცოდე რაიმე საკუთარი თავის შესახებ და ამავე დროს გაიგო ეს სხვისი პირიდან; ამ შემთხვევაში ექიმი ამ სხვა პირის როლს იძენს, ეს როლი აქტიურია. ამ შემთხვევაში ის სარგებლობს იმ გავლენით, რომელიც ერთ ადამიანს შეუძლია მეორეზე განახორციელოს. თუმცა ამგვარი სიამოვნებისაგან უარყოფის მოთხოვნის შემთხვევაში ზოგჯერ ექიმი ხვდება პაციენტებს რომლებიც უარყოფენ დამორჩილებას. ისინი ამტკიცებენ რომ საკმარისია ტანჯვა და დანაკლისის დათმენა. მათ სურთ განთავისუფლდნენ ყოველგვარი მოთხოვნებისაგან და ხშირ შემთხვევაში მათი მტკიცება შემდეგი სახისაა, ისინი წარმოადგენენ გამონაკლისს და სურთ ამ პოზიციის შენარჩუნება განუსაზღვრელი დროით. ეს საკმაოდ თავისებური მოტოვირება არის. ასეთი შემთხვევებისას ექიმის გავლენას არ აქვს არანაირი ძალა და ის პირველი ეტაპის განმავლობაში პასიურია. ერთადერთი რაც მას დარჩენია არის ამგვარი მავნებელი წინაგანწყობის წყაროს კვლევა.  მაგრამ უეჭველია, რომ ნებისმიერ ადამიანს სურს იყოს “გამონაკლისი შემთხვევა” და ქონდეს უფლება ამ უპირატესობის აღიარებისა სხვა ადამიანების მხრიდან. სწორედ ამიტომ არის გამოყენებული მოტივირებაც, რაც ხშირ შემთხვევაში არ არის წარმატებული სახის (გარკვეულწილად დამაჯერებელი) ეს ხომ აუცილებელია თუკი პრეტენზია არის გამოთქმული განსხვავებულობასა და განსაკუთრებულობაზე / უპირატესობაზე. ამ მოტივირებების განსხვავებულობის მიუხედავად ფროიდი ამტკიცებს რომ შეიმჩნევა საერთო მახასიათებლები იმ პაციენტების წარსული ცხოვრების ბედისწერაში რომელნიც მან იკვლია: მათი ნევროზის საწყისს წარმოადგენს რაიმე განცდა ან ის უბრალოდ შემოუერთდა ავადმყოფობას, რომელშიც ისინი თავს დამნაშავედ არ თვლიდნენ და რომელიც მათ მიერ იყო მოაზრებული როგორც მათი პიროვნების მიმართ უსამართლო ზიანის მიყენება. მათ დაიწყეს ფიქრი, რომ ეს უსამართლობა მათ აძლევს უფლებას გარკვეული პრივილეგიებისათვის, მათ გამოუმუშავდათ ყველაფრისადმი დაუმორჩილებლობის სურვილი – ამ ყველაფერმა თანმიმდევრული დონით ხელი შეუწყო იმ კონფლიქტების გამწვავებას, რომლებმაც საბოლოოდ ნევროზი გამოიწვიეს. ფროიდს მოყავს ერთ-ერთი პაციენტი ქალის შემთხვევა, რომელსაც ნევროზი გაუმწვავდა მაშინ როდესაც მან გაიგო თანდაყოლილი დაავადების შესახებ, რომელიც მას ხელს უშლიდა ცხოვრებისეული მიზნების მიღწევაში. ის მოთმინებით იტანდა დაავადებას მაშინ როდესაც ეგონა რომ ის შეძენილია, მაგრამ როგორც კი გაიგო რომ ეს დაავადება თანდაყოლილი იყო – ის უბრალოდ აჯანყდა.

   ფროიდს მაგალითის სახით მოყავს მხატვრული სახე, რომელიც შექმნილი იყო უდიდესი მწერლის მიერ და რომლის ხასიათშიც განსაკუთრებულობის პრეტენზიების მოტივი მჭიდროდ უკავშირდება თანდაყოლილი ზარალის მომენტს და განპირობებულიც კი არის ამ მომენტით.

   “რიჩარდ III”-ეს შესავალ მონოლოგში გლოსტერი (მომავალი მეფე) შემდეგს ამბობს:ეს არის საკუთარი გარეგნობის ნაკლულოვანების შესახებ მონოლოგი, რომელიც გამოხატავს მიზეზს თუ რატომ გადაწყვეტს ეს გმირი ბოროტი საქმეების კეთებას. ფროიდი ახდენს ამ მონოლოგის ანალიზს. ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მწერალი გარკვეულწილად უნდა ცდილობდეს გმირის მიმართ მკითხველის მხრიდან სიმპატია გამოიწვიოს, რაც შესაძლებელია შინაგანი ერთიანობით მხოლოდ და მხოლოდ, გარკვეული გაგებით, მკითხველს უნდა ესმოდეს გმირის შინაგანი სამყარო.

   ამიტომ ფროიდის აზრით რიჩარდის ამ მონოლოგში არ არის გამოთქმული ყველაფერი; აქ მხოლოდ მინიშნება არის, ხოლო ის რაც არ არის ნათქვამი მკითხველს შეუძლია შეავსოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ფრივოლურობა დაიკარგება და დარჩება მხოლოდ ის სიმწარე, როდესაც რიჩარდი თავისი ნაკლულოვანებების შესახებ ჩივის. აქედან გამომდინარე შემდეგი სახის რამ ხდება: ბუნებამ მძიმე უსამართლობა ჩაიდინა, მან არ მიანიჭა გმირს ის გარეგანი სილამაზე, რომელიც ადამიანთა მხრიდან სიყვარულს იმსახურებს. აქედან გამომდინარე ცხოვრებამ უნდა დააჯილდოვოდ ის, და ამ ჯილდოს ის თავად იღებს. ის განაცხადებს რომ ის არის განსაკუთრებული / გამონაკლისი; მას აქვს უფლება იმისა, რომ არ გაითვალისწინოს ის ეჭვები და შიშები რომელიც სხვა ადამიანებისათვის მნიშვნელოვანია. რიჩარდი ამ მახასიათებლის გიგანტური გადაჭარბება არის – მახასიათებლისა რომელსაც ყველანი ჩვენ აღმოვაჩენთ საკუთარ თავში. ყველანი ჩვენ ვითხოვთ გარკვეული სახის კომპენსაციას იმ ზარალის გამო რომელიც განიცადა ჩვენმა ნარცისიზმმა ადრეული ბავშვობის ასაკში.

   სწორედ ამ საფუძველს წარმოადგენს ქალების მოთხოვნილება გაკრვეული პრივილეგიების მიმართ. ფროიდის აზრით ქალები თავს აფასებენ როგორც დამცირებულს, უსამართლოდ დაკნინებულს; ქალიშვილების უმრავლესობას დედის მიმართ გაბოროტება სწორედ იმ ფაქტიდან გამომდინარე აქვთ, რომ ადანაშაულებენ დედას ვინაიდან მან გააჩინა ის გოგონებად და არა ბიჭებად.

 

2. “წარუმატებლობა წარმატების მომენტში”

 

   ფსიქოანალიტიკურმა სამუშაომ შემდეგი სახის თეზისი შემოგვთავაზა: ადამიანები დაავადდებიან ნერვიულად სიამოვნების უარყოფის შედეგად. ამ ყველაფრის მიღმა მათი ლიბიდონოზური ლტოლვების უარყოფა ხდება. მაგრამ იმისათვის რომ ამ მდგომარეობის არსი გავაცნობიეროთ, აუცილებელია გავიაროთ დიდი გზა. ვინაიდან ნევროზის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია კონფლიქტი ადამიანის ლიბიდონოზური ლტოლვებისა და მისი არსების იმ ნაწილს შორის, რომელსაც მეს ვუწოდებთ. მე მისი თვითგადარჩენის ინსტინქტების გამოხატულებას წარმოადგენს და მოიცავს იდეალებს საკუთარი არსების შესახებ. ამგვარი პათოგენური კონფლიქტი აღმოცენდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ლიბიდოს აქვს სურვილი მიიღოს ისეთი მიზნები და მიმართულებანი, რომელიც მემ დიდი ხნის წინათ გადალახა და განსაჯა, რომელიც მეს დიდი ხანია მიაჩნია აკრძალულად; ლიბიდო ამ შემთხვევაში ასე იქცევა მაშინ, თუკი მას წართმეული აქვს სიამოვნების მიღების შესაძლებლობა, რომელიც შეესაბამება მესა და მეს იდეალებს. აქედან გამომდინარე ნევროზის აღმოცენების მიზეზად სიამოვნების რეალური დაკმაყოფილების უკმარისობა და უარყოფა იქცევა, თუმცა ის არ არის ერთადერთი მიზეზიდა პირობა.

   ფროიდი აღნიშნავს იმ ფაქტს რომ ხშირ შემთხვევაში ექიმი არის მოწმე პაციენტის დაავადებისა სწორედ იმ მომენტში, როდესაც მათი ყველაზე სანუკვარი ოცნება იყო შესრულებული. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება რომ თითქოს და მათ არ ძალუძთ საკუთარი ბედნიერების ატანა, ვინაიდან დაავადებასა და წარმატებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა აშკარა არის.

   ფროიდი თვალნათლივი მაგალითისათვის აღწერს ერთი არისტოკრატი ქალიშვილის ისტორიას, რომელიც სახლიდან გაიქცა და შემდეგ მხატვრის საყვარელი გახდა, რომელიც მისი არისტოკრატულობის რეაბილიტაციას “ახდენდა”. სწორედ მაშინ როდესაც ეს ქალბატონი მხატვრის კანონიერი მეუღლე უნდა გამხდარიყო, მას დაემართა “ჩავარდნა” – ის ეჭვიანობდა და მომავალ მეუღლეს ადამიანებთან კონტაქტი აუკრძალა, გაუჩნდა დევნის შეგრძნება და დაავადდა განუკურნებელი სულიერი სენით.

   კიდევ ერთი მაგალითი მოწაფე კაცის, რომელსაც სურდა თავისი მასწავლებლის გამგრძელებლი გამხდარიყო, მაგრამ როგორც კი მიეცა ეს შესაძლებლობა დაემართა მელანქოლია, რომელმაც რამოდენიმე წლით საერთოდ გამორიცხა მისი ქმედითუნარიანობა და აქტივობა.

   რამდენადაც არ უნდა განსხვავდებოდეს ეს ორი შემთხვევა მათ აერთიანებს ის, რომ დაავადება ჩნდება სწორედ მაშინ, როდესაც ხდება სანუკვარი ოცნების ასრულება და გამოირიცხება ასრულებულით ტკბობის შესაძლებლობა.

   ფროიდი აღნიშნავს რომ ის წინააღმდეგობრივობა, რასაც ვაწყდებით ამ დაკვირვებასა და იმ თეზისს შორის, რომლის მიხედვითაც ადამიანი ავად ხდება სიამოვნებისაგან უარყოფის შედეგად, გადაულახავი არის. ის გამოირიცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი გაიმიჯნება შინაგანი და გარეგანი დაუკმაყოფილებლობა. თუკი რეალური ობიექტის ჩამოშორება მოხდა, რომელსაც ლიბიდოს დაკმაყოფილება შეუძლია, მაშინ ეს არის გარეგანი დანაკლისი და გარეგანი დაუკმაყოფილებლობა.

   თავისთავად ის მოკლებულია ზემოქმედებას და არ არის პათოგენური, სანამ მას არ მიუერთდება შინაგანი დაუკმაყოფილებლობაც. ეს შინაგანი დაუკმაყოფილებლობა უნდა იყოს წამოსული მედან და ეცილებოდეს ლიბიდოს სხვა ობიექტების ფლობის სურვილი / მოთხოვნილებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში თავს იჩენს კონფლიქტის აღმოცენება და ნევროტული დაავადების შესაძლებლობაც.ხოლო იმ განსაკუთრებული შემთხვევებისას როდესაც ადამიანები ავად ხდებიან წარმატების მომენტში, მოქმედებაში იყო მხოლოდ შინაგანი დაუკმაყოფილებლობა და მისი შინაგანი გამოვლინება დაიწყო მაშინ, როდესაც გარეგანი დაუკმაყოფილებლობა ჩანახვლებული იყო სურვილის შესრულებით.ანალიტიკური მუშაობისას რთული არ არის იმის აღმოცენა, რომ სინამდვილეში აქ საქმე გვაქვს სინდისის ძალასთან: სინდისი საშუალებას არ აძლევს ადამიანს გარკვეული სახის მოგება / სარგებელი ნახოს მის სასარგებლოდ / ხელსაყრელად შეცვლილ გარემო პირობებიდან გამომდინარე. მაგრამ ამ ტენდენციების (დამსჯელი და განმკითხველი) არსის წვდომა საკმაოდ რთულია; ფროიდი აღნიშნავს რომ მსგავს ტენდენციებს ვაწყდებით მოულოდნელ ვითარებებშიც. ამისათვის ფროიდი იყენებს მხატვრული ნაწარმოების ნიმუშების ანალიზს – დიდი მწერალი-გულთმმართველების ნაწარმოების ნიმუშების.პიროვნება რომელმაც განიცადა წარუმატებლობა წარმატების მიღწევის შემდგომ არის შექსპირის ლედი მაკბეტი.ლედი მაკბეტი არის პიროვნება რომელმაც განიცადა წარუმატებლობა მის მიერ მიღწეული წარმატების შემდეგ, იმ წარმატებისა, რომლისკენაც ის იღწვოდა უდიდესი ენერგიულობით. მას არ ქონდა არანაირი ეჭვები და არც შინაგანი ბრძოლა, ყველაფერი რაც მას სურდა იყო ის, რომ საკუთარი მეუღლის ორჭოფობა დაეძლია, მეუღლისა, რომელიც პატივმოყვარე მაგრამ რბილი გულის პატრონი იყო. ის მზად არის, რომ დანაშაულებრივ ჩანაფიქრს საკუთარი ქალურობა შესწნაროს და არ ითვალისწინებს იმას თუ რა გადამწყვეტი როლი ექნება ამ ქალურობას, როდესაც საქმე შეეხება დანაშაულის მეოხებით მიღწეულ, მისი პატივმოყვარეობის ოცნების განმტკიცებას.ფროიდს მოყავს ნაწყვეტები პოემიდან სადაც ლედი მაკბეტი მოუხმობს სიკვდილის დემონებს, მის ქალურ სულში თანაგრძნობის აღკვეთისათვის და ა. შ. ფროიდი აღნიშნავს რომ დანაშაულის ჩადენამდე მას წინააღმდეგობის შეგრძნება იპყრობს. ფროიდს მოყავს ციტატა სადაც ლედი მაკბეტი ბავშვის ძილისას მამასთან მსგავსებას აღნიშნავს.ხოლო მაშინ როდესაც ის უკვე დედოფალია, რაც დუნკანის მკვლელობის მეშვეობით განახორციელა, ის დროდადრო გრძნობს გარკვეული სახის იმედგაცრუებას და მოწყენილობას. ფროიდი აღნიშნავს რომ არ იცის რატომ.მაკბეტის სიტყვები სურვილების დაკმაყოფილბის შემდეგ სიმშვიდის არ ქონის შესახებ.თუმცა ის მაინც მედგრად არის. ამ სიტყვებს მოყვება ბანკეტის სცენა. აქ ის ახერხებს მეუღლის დაბნეულობის დაფარვას და სტუმრების დასათხოვად საბაბს გამოძებნის. ამის შემდეგ ის უკვე სომნამბულის მდგომარეობაში გამოჩნდება, რაც გამოწვეულია დანაშაულებრივი ღამის შთაბეჭდილებებით. ეხლაც ის მეუღლეს მოუწოდებს მედგრობისაკენ და ეუბნება მას, რომ ვერავინ ვერ გაბედავს მათ გაკიცხვას და გასამართლებას.მას ესმის კარზე კაკუნი, რომლისაც ასე შეეშინდა მეუღლეს მკვლელობის შემდგომ. ამასთანავე ის ცდილობს “შემდგარი შეუმდგარად აქციოს” ის სისხლიანი ხელის დაბანას ცდილობს და აცნობიერებს რომ ეს მცდელობანი უსაფუძვლოა. ფროიდი თვლის რომ მონანიებამ დასძლია ის, ვინც აქამდე გაუცხოებული იყო მონანიებისაგან. და მაშინ როდესაც ის კვდება, მაკბეტი რომელიც ისეთივე უდრეკი და დაუნდობელი ხდება როგორც მანმადე, მისთვის მხოლოდ მოკლე ეპითაფიას პოულობს: “შეიძლებოდა უფრო მოგვიანებით გარდაცვლილიყო, ამ ცნობის მიღება ყოველთვის მოესწრებოდა”.

   ფროიდი სვამს კითხვას თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ რკინისებრი ხასიათის შერყევის მიზეზი? მხოლოდ მონანიება, თუ დანაშაულის განსხვავებული იერსახე მაშინ როდესაც ის უკვე ჩადენილია? უნდა იყოს თუ არა ჩვენს მიერ გაკეთებული დასკვნა, რომ ლედი მაკბეტის ფსიქიკა ადრეც იყო სუსტი / რბილი და მან ვეღარ გაუძლო იმ უკიდურეს დაძაბულობას რომლისადმიც საკუთარი თავი მომართა. თუ კიდევ უფრო მეტად სიღრმისეული მოტივირება უნდა იყოს მოძებნილი საიმისოდ რომ ეს გარდატეხა უფრო ახლო და გასაგები იყოს? ფროიდი ამ შემთხვევაში ეჭვობს, რომ შესაძლებელი იქნება ამ საკითხის ამომწურავი გადაწყვეტა. შექსპირისეული მაკბეტი არის პიესა, რომელიც დაიწერა შემთხვევითი მოვლენის გამო: სამეფო ტახტზე შოტლანდიის მეფის, ჯემსის შედგომის გამო.მისი აღმავლობა სამეფო ტახტზე უნაყოფობის წყევლისა და გაგრძელებული გვარის დალოცვის დემონსტრაციას წარმოადგენდა (აქამდე ფროიდს ქალწული ელიზავეტას უნაყოფობის შესახებ აქვს მოკლედ აღწერილი). სწორედ ამ წინააღმდეგობრივობაზე არის შექსპირის “მაკბეტის” ევოლუციაც დაფუძნებული.წინასწარმეტყველები მაკბეტს ამცნობენ რომ იქნება მეფე და მისი შვილები შთამომავლობით მიიღებენ გვირგვინს. მაგრამ ის არ კმაყოფილდება ამ ბედისწერით, ვინაიდან მას სურს დინასტიის დამფუძნებელი იყოს, მას არ სურს რომ მის მიერ ჩადენილი მკვლელობა სხვისათვის იყოს მომგებიანი. ამ პუნქტს არ აქცევენ ხშირად ყურადღებას ფროიდის სიტყვებით, ვინაიდან შექსპირის პიესაში პატივმოყვარეობის ტრაგედიის დანახვა სურთ მხოლოდ. სწორედ ამიტომ სურს მაკბეტს იყოლიოს შვილები, რომ წინასწარმეტყველების ეს ნაწილი არ აღსრულდეს. ფროიდს მოყვას სტრიქონები, სადაც მაკბეტი თავის მეუღლეს ვაჟების გაჩენას თხოვს.როდესაც მაკბეტს იმედები გაუცრუვდება მას მხოლოდ ორი გზა რჩება ან უნდა დაემორჩოლის ბედისწერას, ან კიდევ მისი მოღვაწეობა კარგავს საზრისს და იძენს სიკვდილმისჯილი დაბრმავებული და გახელებული ადამიანის ქმედებების ხასიათს, რომელიც ანადგურებს ასევე იმასაც რაც მისთვის მიღწევადია. ფროიდი აღნიშნავს, რომ კარგად ჩანს მაკბეტის მიერ განვლილი სწორედ ასეთი ევოლუცია, ხოლო ტრაგედიის მწვერვალზე ისმის მაკდუფის განაცხადი, რომელიც ხშირ შემთხვევაში აღიარებულია როგორც ორაზროვანი მნიშვნელობის მქონე და რომელიც მოიცავს მაკბეტის ცვლილების გაცნობიერების შესაძლებლობას. მაკდუფი იძახის: “მაკბეტი უნაყოფოა!”ამ სიტყვების საზრისი მდგომარეობს იმაში, რომ ის უნაყოფოა, ამიტომ მხოლოდ მას შეეძლო მოეკლა ჩემი შვილები. ამავე დროს ამ სიტყვებს სიღრმისეული მოტივის გამოაშკარავებაც შეუძლიათ: ეს მორივი მაკბეტს აიძულებს თავისი ბუნება უარყოს, ხოლო მისი მეუღლის შემთხვევაში მთავარ სატკივარს ეხება. მაგრამ თუკი მთელი პიესა იქნება მოაზრებული მთლიანობაში, ის განმსჭვალულია მშობლისა და შვილის ურთიერთობების კომპლექსით. ფროიდი ადარებს გოლინშედის (1577) ქრონიკას და შექსპირისეულ ინტერპრეტაციას. გოლინშედის ქრონიკაში მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული ლედი მაკბეტი, როგორც პატივმოყვარე, საკუთარი მეუღლის შთამაგონებელი მკვლელობისადმი, იმ მიზნით რომ შემდეგ გამხდარიყო დედოფალი. ამის საპირისპიროდ მაკბეტის ხასიათში არსებული ცვლილებები, ფროიდის მიერ მოყვანილი მოტივირების მსგავსია. მაგრამ გოლინშედსა და შექსპირის ვარიანტებს შორის სხვაობა დროით პერიოდში მდგომარეობს. გოლინშედთან მოქმედება 10 წლის განმავლობაში ვითარდება, ხოლო შექსპირთან (მოქმედი პირების დიალოგებიდან გამომდინარე) დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში – საკმაოდ სწრაფად. მხოლოდ და მხოლოდ ათი წლის ამოწურვის შემდგომ მას იპყრობს შიში რომ მოხდება წინასწარმეტყველების ასრულება, რომელიც ბანკოს ეხება. სწორედ ამიტომ ის კლავს ბანკოს და უკვე ამის შემდეგ ერთ ბოროტმოქმედებას მეორე მოყვება და ა. შ. შექსპირის შემთხვევაში მოვლენათა განვითარების სისწრაფე გამორიცხავს ფროიდის მოტივირების კონსტრუქციებს მაკბეტისა და მისი მეუღლის ხასიათებში მომხდარი გარდატეხის შესახებ. არ არის საკმარისად მოცემული ის დროითი მონაკვეთი რომლის განმავლობაშიც ქრონიკული იმედის გაცრუება ქალის ხასიათის შერბილებასა და მამაკაცის გამწარებას გამოიწვევდა. ამიტომ დროის ეკონომია გამორიცხავს სხვა დანარჩენი მოტივების არსებობის შესაძლებლობას გარდა ფსიქოლოგიურისა. მაგრამ ფროიდის მოსაზრებით შეუძლებელია იმის გაგება თუ რა მოტივებია ეს, რის გამოც მორიდებული პატივმოყვარე დაუოკებელ ტირანად გადაიქცევა, ხოლო ფოლადივით მტკიცე შთამაგონებელი განადგურებულია მონანიებით და ავად ხდება. როიდი უარყოფს იმ მოსაზრებას რომ მსგავსი ანალიზი კარგავს მნიშვნელობას იმასთან შედარებით თუ რა გავლენას ახდენს მაყურებელზე ტრაგედია. ის ასევე უარყოფს იმ შენიშვნასაც, რომლის თანახმად ავტორს აქვს უფლება ხელოვნურად შეკვეცოს მოვლენათა მსვლელობის დროითი მონაკვეთი, თუკი ეს საშუალებას იძლება უფრო ძლიერი დრამატული ეფექტის მოხდენისათვის. ფროიდის აზრით ამგვარი რამ გამართლებულია თუკი დარღვეულია მხოლოდ და მხოლოდ მოვლენათა სინამდვილე და არ ხდება მიზეზობრივი კავშირების დარღვევა. ფროიდს უჭირს მაკბეტისეული პრობლემის გადაუწყვეტელად მიტოვება და კიდევ ერთ მცდელობას ახდენს მისი გადაწყვეტისა. ის იყენებს Ludvig Fekels-ის მიხვედრებს. მისი მოსაზრების თანახმად შექსპირს ხშირად აქვს გადანაწილებული ერთი ხასიათი ორ მოქმედ პირზე ისე, რომ თითოეული მათგანი განცალკევებულად გაუგებარია, მაგრამ ეს გაუგებრობა მხოლოდ იქამდე გასტანს, სანამ ისინი არ განიხილებიან როგორც ერთი მთლიანი. სწორედ მსგავსი რამ არის შესაძლებელი მაკბეტისა და მისი ლედის შემთხვევაშიც, მაგრამ ვერ მივიღებთ ვერანაირ შედეგს ლედის დამოუკიდებელი პიროვნების სახით მოსაზრების და მაკბეტის მხოლოდ როგორც მისი დანამატისა. ფროიდი არ უღრმავდება ამ მოსაზრებას, მაგრამ აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შიშის ის ჩანასახი რომელიც ვლინდება მაკბეტთან მკვლელობის ღამისას, შემდგომში ვითარდება ლედისთან და არა მასთან. სწორედ მას უჩნდება ხანჯლის ჰალუცინაცია, მაგრამ სულიერი მოშლილობა ემართება მის ცოლს. მკვლელობის შემდეგ მაკბეტს ესმის სიტყვები: არ დაიძინოთ მაკბეტი კლავს ძილს. რის შემდეგ სწორედ მას არ უნდა დაეძინა, მაგრამ მის ნაცვლად სომნამბულის მდგომარეობაში ვარდება სწორედ მისი მეუღლე, ტითაც საკუთარ დანაშაულს გასცემს. ციტატები იმის შესახებ რომ ვერც ერთი ზღვა ვერ ჩამობანს დანაშაულს მისი ხელიდან და ა. შ. ამიტომ რისიც ეშინოდა მაკბეტს მის მეუღლეს ემართება. დანაშაულის შემდეგ ლედის უჩნდება მონანიების შეგრძნება, ხოლო მაკბეტი უდრეკი ხდება. ორივე ერთად განიცდიან დანაშაულის შემდეგ არსებულ რეაქციებს, ერთი ფსიქიკური მთლიანი უნდივიდუალობის მსგავსად. ლედი მაკბეტის შემთხვევაში ვერ მოხერხრდა იმის ახსნა თუ რატომ ხდება ის ავად, ამიტომ ფროიდი სხვა დრამატურგის ნაწარმოების ანალიზს იწყებს. რებეკა გამვიკი დოქტორ ვესტის მიერ არის ნაშვილები, რომლიც მას აღზრდის თავისუფალი სულისკვეთებითა და იმ გზებისადმი სიძულვილით რომელთა მიხედვით ჩვენი სურვილები გამოირიცხებიან რელიგიურ მრწამსზე დაფუძნებული მორალიდან გამომდინარე. დოქტორის გარდაცვალების შემდეგ ის მიაღწევს იმას, რომ იწყებს მუშაობას როსმერსჰოლმში. როსმერსჰოლმი არის საგვარეულო მამული, სადაც არავინ არ არღვევს ასკეტური ცხოვრების წესს. იქ ცხოვრობენ მღვდელი იოჰანესი და მისი უნაყოფო ცოლი ბეატა. რებეკას შუყვარდება მღვდელი და ის ყველნაირად ცდილობს თავიდან ჩამოიშოროს მისი მეუღლე რისთვისაც საკუთარ თავისუფალ სულისკვეთებაზე დაფუძნებულ ნებას იყენებს. ის ბეატას აძლევს წიგნს, რომლის მიხედვითაც ქორწინების მთავარი მიზანია შვილების ყოლა, რაც ქალს აგდებს ეჭვებში ქორწინების გამართლებულობის შესახებ. ამავდროულად რებეკა მას აგრძნობინებს რომ როსმერი, რომლის კითხვასა და აზრთა მსვლელობაში ის იღებს მონაწილეობას ახლოს არის ადრეული მოსაზრებების უარყოფასა და თანამედროვე განათლების გაზიარებასთან. ბეატას რწმენა მეუღლის ზნეობრივ მართებულობაში შერყეულია. შემდეგ რებეკა აგრძნობინებს ბეატას რომ მალე უნდა მიატოვოს მათი სახლი როსმერთან დაუშვებელი სიახლოვის შედეგებიდან გამომდინარე. მზაკვრული ჩანაფიქრი იმარჯვებს და საცოდავი ქალი თავს იკლავს. რებეკა და როსმერი ერთად ცხოვრობენ და მათ აკავშირებთ სიახლოვე რომელიც როსმერისათვის იდეალურ სულიერ მეგობრობას წარმოადგენდა. როსმერი ხელს სთხოვს რებეკას, რომელიც უარყოფს ამ შეთავაზებას რაც როსმერისათვის გაუგებარია და მკითხველისათვის მით უმეტეს, ვინაიდან ცნობილია მისი ფარული ზრახვების შესახებ. მისი განმარტებით, მას სწორედ ბეატას ბედისწერა ელის. ფროიდი აღშფოთებულია თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ ავანტიურისტი, რომელმაც მზაკვრულად გაიკაფა გზა უარს ამბობს ჩანაფიქრის მიზანზე? ამის განმარტებას ის თვითონ იძლევა IV აქტში სადაც ჩანს რომ მასში იღვიძებს სინდისი, ის შეიცვალა და დანაშაულის შეგრძნება ვერ მისცემს შესაძლებლობას ტკბობისათვის. რამ გამოაღვიძა მასში სინდისი? რებეკას სიტყვებით ეს ცვლილება როსმერის მსოფლმხედველობის შეცნობით არის გამოწვეული. ამასთანავე ის სინანულსაც გამოთქვამს “როსმერსჰოლმმა ჩემი ძლიერი ნება და სული შედრკა, ფრთები შეაჭრა და დაამახინჯა ის.” ის აღიარებს თავის დანაშაულს როსმერისა და კროლის წინაშე, (ბეატის ძმა). თუმცა კროლი ხვდება რომ რებეკა მაინც ბოლომდე არ იძახის ყველაფერს და ამიტომ აიძულებს მას რამოდენიმე მნიშვნელოვან პუნქტთან დაკავშირებით აღიაროს. ასევე ფროიდიც თვლის რომ შესაძლოა რებეკა აღიარებს უარის მიზეზებს მხოლოდ საიმისოდ რომ არ გაამხილოს სხვა რამ. ფროიდი აღნიშნავს რომ როსმერის გავლენა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ). დ შირმა, რომლის მიღმა სხვა მიმართულება არის. მაგრამ როდესაც ის როსმერისაგან ისევ იღებს შეთავაზებას, უარის მიზეზად ამჯერად რებეკა ასახელებს სექსუალურ კავშირს სხვა მამაკაცთან, რაც გვაფიქრებინებს რომ ეს მისთვის უფრო დიდი წინააღმდგობა არის ვიდრე ჩადენილი დანაშაული. ამასთანავე რექტორ კროლს რებეკასთვის მოულოდნელი ამბავი მოაქვს. სამგიეროს მიზღვევის სურვილმა ის აქცია გამომძიებლად, ის რებეკას ამცნობს რომ სინამდვილეში უკანასკნელი დოქტორ ვესტის ნამდვილი შვილია და მან ის იშვილა მხოლოდ დედის გარდაცვალების შემდეგ. კროლი ფიქრობს რომ რებეკამ ეს ამბავი ისედაც იცის, მაგრამ ცდება. რებეკაზე ამ ამბავს დიდი ზემოქმედება აქვს. მას არ სჯერა. რებეკას აღელვება მდგომარეობს იმაში, რომ ის არა მხოლოდ ნაშვილები იყო დოქტორ ვესტისათვის, არამედ მისი საყვარელიც. ამიტომ ამბავი იმის შესახებ რომ ის დოქტორის ნამდვილი შვილი იყო მასზე ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს. ეხლა უკვე გასაგები ხდება თუ რატომ არის ეს გარემოება კიდევ უფრო მეტად მძიმე ვიდრე მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ვინაიდან ის მხოლოდ საიდუმლოს ერთი ნაწილის გამხელას აპირებდა და არა მთლიანობაში. ამ ამბავის გაგება მას სრულიად ანადგურებს, ის თავს დამნაშავედ აღიარებს როსმერისა და კროლის წინაშე და გასამგზავრებლად ემზადება. მაგრამ მისი წარმატებისას წარუმატებლობის განმაპირობებელი ნამდვილი მოტივი მაინც დაფარული რჩება. იბსენის რებეკა ვესტის ტრაქტატი წამოადგენს რთული მოტივაციის შემთხვევას, სადაც ზედაპირული მოტივის საფარველს მიღმა უფრორეც  სიღრმისეული მდებარეობს. თუმცა ფროიდი აღნიშნავს, რომ რებეკას დანაშაულის შეგრძნების მიზეზს ინცესტში დადანაშაულება წარმოადგენს თავიდანვე, ჯერ კიდევ სანამ რექტორი ანალიტიკური სიმახვილით ამ დანაშაულის შეგრძნებას მის ცნობიერებამდე არ მიიყვანდა. ფროიდი ამტკიცებს, რომ როდესაც რებეკა გახდა დედის მემკვიდრე ვესტთან, ამ ფაქტმა მასზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა და ის ოიდიპოსის კომპლექსის გავლენას დაექვემდებარა, თუმცა არ იცოდა რომ ამ ყველასათვის დამახასიათებელმა ფანტაზიამ მის ცხოვრებაში სინამდვილეს სახე მიიღო. ხოლო როდესაც ის როსმერსფორმის მამულში მოხვდა, ის ამ სცენარის გათამაშებას რეალური განზრახვით იწყებს: მას სურს ჩამოიშოროს დედა და ცოლი და დაიკავოს მისი ადგილი ქმართან და მამასთან. ის განსაკუთრებული დარწმუნებულობით აღნიშნავს რომ რაღაცამ უბიძგა მისი ქმედებების განხორციელებისაკენ. ფროიდი თვლის რომ ყველაფერი რაც მას დაემართა როსმერსჰოლმში ოიდიპოსის კომპლექსის შედეგია, მისი დედისა და ვესტისადმი არსებული ურთიერთობების იძულებითი განმეორება. ფროიდი თვლის რომ ეს თემა არის ოიდიპოსის კომპლექსიდან გამომდინარე / ნასესხები. როდესაც გოგონა მოხვდება რომელიმე სახლში მსახურად და ცნობიერად თუ არაცნობიერად დიასახლისი მის მიერ ჩამოშორებულია და ის სახლის პატრონს მიყვება ცოლად. ფროიდის აზრით ფსიქოანალიტიკური სამუშაო ააშკარავებს იმ ფაქტს, რომ სინდისის ძალა, რომელიც ადამიანს აიძულებს გახდეს ავად წარმატების მომენტში ოიდიპოსის კომპლექსთან არის ინტიმურ კავშირში.

3.

   ფროიდი წერს, რომ თავისი სიყმაწვილის / ახალგაზრდობის პერიოდის შესახებ საუბრისას, იმ პერიოდისა, რომელიც სქესობრივ მომწიფებას უსწრებდა, ძალიან წესიერი ადამიანებიც კი ფროიდს იმ დაუშვებელი საქციელის შესახებ უყვებოდნენ რომელიც ჩაუდენიათ: ქურდობა, რაიმეს დაწვაც კი და ა. შ. ფროიდი ძირითადად მსგავსი საქციელის ჩაღრმავებულ ანალიზს არ ახდენდა და მას უკავშირებდა იმ ფაქტორს, რომ მორალური თავშეკავებანი ამ ასაკში როგორც წესი სუსტად არის განვითარებული და ამიტომ არ ახდენდა ამ მოვლენების უფრო მნიშვნელოვან რაიმესთან დაკავშირებას. მაგრამ გარკვეული მოვლენების თვალსაჩინოებამ გამოიწვია ფროიდს მხრიდან ამ საკითხის უფრო სიღრმისეული შესწავლის სურვილი. ეს გამომდინარეობდა იქიდან, რომ ამგვარი ტიპის საქციელი ჩადენილი იყო უკვე საკმაოდ ზრდასრული ადამიანების მიერ და თანაც სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ისინი მკურნალობდნენ მასთან. ფროიდმა განახორციელა ანალიტიკური სამუშაო და გაარკვია, რომ ეს ქმედებები განხორციელდა პირველ რიგში იმიტომ, რომ არ იყვნენ დასაშვები და მათი განხორციელება დამნაშავეს გარკვეული სახის შვების შეგრძნებას ანიჭებდა. გაურკვეველი დანაშაულის შეგრძნება ზეწოლას ახდენდა მასზე, ამ გრძნობის წარმოშობა კი არ იყო გასაგები, ეს გარემოება მას განცდაში აგდებდა (დამნაშავეს), ხოლო დაუშვებელი ქმედების განხორციელება კი შედარებით ამსუბუქებდა ზეწოლას. ფროიდი ამტკიცებს რომ რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს ეს, დანაშაულის შეგრძნება არსებობდა დაუშვებელი ქმედების განხორციელებამდე, რომ ის წარმოიქმნა არა მისგან გამომდინარე, არამედ თვით დანაშაული იყო განპირობებული ამ შეგრძნების პირვანდელი არსებობით. ფროიდი წამოაყენებს ორ კითხვას: როგორია ამ ბნელი დანაშაულის შეგრძნების წარმოშობა, საიდან არის ის წარმოშობილი, და არის თუ არა შესაძლებელი, რომ ამ წარმოშობის მიზეზობრიობა გარკვეულწილად მნიშვნელოვანი როლის მქონე იყოს კაცობრიობის მიერ ჩადენილ დანაშაულებებთან მიმართებაში. პირველი საკითხის კვლევა, წარმოადგენდა ზოგადად დანაშაულის შეგრძნების წარმოქმნის გამორკვევის შესაძლებლობას. ანალიტიკურმა სამუშაომ ყველა შემთხვევაში მსგავსი დასკვნის გამოტანა განაპირობა, რომ დანაშაული ეს ბნელი შეგრძნება წარმოიქმნება ოიდიპოსის კომპლექსის შეგრძნებისაგან, ეს იყო ერთგვარი რეაქცია ორი სახის დანაშაულზე: მამის მკვლელობასა და დედასთან სქესობრივი ურთიერთობის მოთხოვნილებაზე. ამ შეგრძნებებთან შედარებით დანაშაულებანი, ჩადენილი დანაშაულის შეგრძნების ფიქსაციისათვის დატანჯული ადამინებისათვის გარკვეულწილად შვებას წარმოადგენდნენ. ამ შემთხვევაში ფროიდი განამტკიცებს ამ შეხედულებას იმ დებულებით, რომ სინდისი, რომელიც ამჟამად უკვე შთამომავლობით მიღებულ სულიერ განცდას წარმოადგენს, კაცობრიობის მიერ შეძენილია ოიდიპოსის კომპლექსთან დაკავშირებით. რაც შეეხება მეორე საკითხს, ამ შემთხვევაში კითხვაზე არსებული პასუხის მოძიების შესაძლებლობა სცილდება ფსიქოანალიტიკური სამუშაოს სფეროს. ამ შემთხვევაში ფროიდი იხსენებს ბავშვების მაგალითს რომ ისინი “ცუდად” მოქცევას იწყებენ პროვოცირების მიზნით, ხოლო სასჯელის მიღების შემდგომ ისინი ისევ მშვიდი და სკმაყოფილები არიან. თუკი ამ შემთხვევაშიც ანალიზის მცდლობას მოვახდენთ, დავასკვნით, რომ ისევ დანაშაულის შეგრძნების კვალს ვაწყდებით, რომელის აიძულებს მათ სასჯელის ძიებისადმი. ამ შემთხვევაში ზრდასრული დამნაშავეებიდან უნდა გამოირიცხონ ისინი ვინც არ განიცდის დანაშაულის ჩადენისას სინდისი ქენჯნას, რაც გამოწვეულია არის მორალური შეკავების უნარის არ ქონით, ან კიდევ იმით, რომ საზოგადოებასთან ბრძოლისას ისინი თვლიან რომ აქვთ ამგვარი საქციელის ჩადენის უფლება. ფროიდი იხსენებს, რომ ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა მისი ყურადღება მიაპყრო ნიცშეს “დამნაშავე დანაშაულის შეგრძნების გამო” – ამ ნიშნის მიმართ. ასევე ის აღნიშნავს, რომ დანაშაულით სარგებლობა ამ შეგრძნების რაციონალიზაციის მიზნით ასევე საგრძნობია ზარატუსტრას “ფერწასული დამნაშავეს” შემთხვევაშიც.

*← სარჩევი*

ნახვა: 3550

ბლოგ პოსტები

While the decision to eschew

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 24, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

Embracing the Unknown

While the decision to eschew PTRs may result in more bugs and glitches, it also paves the way for unexpected delights and unforgettable moments. In a world where information is readily available and secrets are few and far between, the allure of the unknown holds a special charm. By allowing players to stumble upon WoW Classic SoD Gold new content organically, the Season of Discovery rekindles the spirit…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters