ერთმა კარგმა ლექტორმა, სემესტრის დასრულებისას, გადაწყვიტა ძააალიან კარგი ფორმით დაგვმშვიდობებოდა :) მან გამოგვიგზავნა  ტექსტი, რომელსაც, ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ წაიკითხავთ და ამიტომ ახლა გაგიზიარებთ. :)

არავინაა შენს მიმართ ვალდებული – ჰარი ბრაუნის წერილი შვილს

ჰარი ბრაუნი გახლდათ მწერალი, ინვესტორი, ამერიკის ლიბერტარიანული პარტიის წევრი, პარტიის მხრიდან წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი 1996 წლის არჩევნებში, აშშ-ს თავისუფლების ფონდის დირექტორი.

 

ძვირფასო შვილო,

შობა ღამეა და ჩვეული პრობლემის წინაშე ვდგავარ – ვერ გადამიწყვეტია რა გაჩუქო. ალბათ მოგეწონებოდა წიგნები, სათამაშოები, ტანსაცმელი, თუმცა დღეს ძალზედ ეგოისტი ვარ და მსურს ისეთი საჩუქარი გაგიკეთო, რომელიც რამოდენიმე თვესა და წელიწადზე მეტხანს შეგრჩება. მსურს ამ საჩუქარმა, ყოველ შობის ღამეს, ჩემი თავი გაგახსენოს.

მხოლოდ ერთი რამის ჩუქება რომ შემძლებოდა, ალბათ იქნებოდა ერთი მარტივი სიმართლე, რომლის სასწავლად ბევრი წელი დამჭირდა. მჯერა, თუ ახლა ამას გაიგებ, ბევრ უაზრო ტკივილსა და პრობლემას აიცილებ თავიდან.

არავინაა შენს მიმართ ვალდებული.

ალბათ მკითხავ, რატომ შეიძლება ასეთი უბრალო განცხადება მნიშვნელოვანი იყოსო? შესაძლოა, ასე არ ჩანს, მაგრამ მისი სწორად გაანალიზება ბევრ რამეს გასწავლის ცხოვრებაში.

არავინაა შენს მიმართ ვალდებული.

ეს ნიშნავს, რომ არავინ ცხოვრობს შენთვის, ჩემო პატარა. არავინ არ წარმოადგენს შენს პიროვნებას. ყველა ადამიანი საკუთარი თავისთვის ცხოვრობს და მხოლოდ საკუთარ ბედნიერებას შეიგრძნობს სრულად.

როდესაც მიხვდები რომ არავის ეკუთვნის შენი ბედნიერება ან სხვა რაიმე, მხოლოდ მაშინ გექნება შესაძლებლობა არავის დაუთმო ისინი.

ეს ნიშნავს, რომ არავის არ აქვს ვალდებულება უყვარდე. თუ ვინმეს უყვარხარ, მხოლოდ იმიტომ რომ შენში რაიმე განსაკუთრებული და უნიკალურია და ეს მას სიამოვნებას ანიჭებს. ეცადე იპოვნო საკუთარ თავში ეს უნიკალურობა და განივითარო – დარწმუნებული იყავი რომ უფრო მეტად შეგიყვარებენ.

როდესაც ადამიანები რაიმეს აკეთებენ შენთვის, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მათ სურთ, რადგან შენც აძლევ მათ რაიმე ღირებულს, რის გამოც სურვილი უჩნდებათ რომ გასიამოვნონ.

არავინაა ვალდებული მოსწონდე. თუ მეგობრებს შენთან ყოფნა უნდათ, ეს შემთხვევითობა არაა. ისწავლე როგორ გააბედნიერო ადამიანები და ისინი ეცდებიან გვერდიდან არ მოგშორდნენ.

არავინაა ვალდებული პატივი გცეს. ბევრი ადამიანი შეიძლება ბოროტადაც მოგექცეს, მაგრამ როცა მიხვდები რომ არავის არ აქვს ვალდებულება კეთილად მოგექცეს და დაუშვებ იმ ფაქტსაც, რომ შეიძლება ადამიანები ბოროტად მოგექცნენ, შეძლებ თავიდან აირიდო ადამიანები, რომლებიც ზიანს მოგაყენებენ.

არავინაა ვალდებული შენს მიმართ და არც შენ ხარ ვალდებული ვინმეს მიმართ.

მხოლოდ შენ გაქვს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. მხოლოდ შენ ხარ ვალდებული რომ გახდე საუკეთესო ადამიანი, რომელიც შეგეძლო ყოფილიყავი. რადგან თუ ამას შეძლებ, სხვებიც მოისურვებენ იყვნენ შენთან ერთად, მოგცემენ იმას რაც გჭირდება, იმის სანაცვლოდ რასაც მათთვის გაიღებ.

შეიძლება ზოგმა ადამიანმა არ მოისურვოს შენს გვერდით ყოფნა, გარკვეულ მიზეზთა გამო, მაგრამ როცა ასე მოხდება, ეძებე ურთიერთობები რომელიც თავად გსურს. ნუ აქცევ სხვის პრობლემას საკუთარ პრობლემად.

როდესაც ისწავლი, რომ თავად უნდა მოიპოვო ადამიანთა სიყვარული და პატივისცემა, აღარასოდეს დაელოდები შეუძლებელს და შესაბამისად, იმედიც აღარ გაგიცრუვდება.

სხვა ადამიანები არ არიან ვალდებული საკუთარი საკუთრება გაგიზიარონ, არც თავიანთი გრძნობები და ფიქრები. და თუ ასე აკეთებენ, გახსოვდეს რომ შენ მოიპოვე მათი ნდობა, შენ დაიმსახურე მათი სიყვარული და პატივისცემა. მხოლოდ ამას ჯილდოდ ნუ ჩათვლი, რადგანაც შეიძლება დაკარგო. ისინი შენ გეკუთვნის, რადგან თავად მოიპოვე და დაიმსახურე.

დიდი ტვირთი მომეხსნა მხრებიდან როდესაც გავაანალიზე, რომ არავინაა ვალდებული ჩემს მიმართ. არავინაა ვალდებული ჩემს მიმართ პატივისცემით, სიყვარულით, მეგობრობით, ქცევითა და თავაზიანობით. როგორც კი ამას მივხვდი, ჩემი ურთიერთობები დალაგდა, ვცდილობდი ყოველთვის ისეთ ადამიანებთან დამეჭირა ურთიერთობა, რომელთაც ის სურდათ, რაც მე.

ამის გაანალიზება დამეხმარა მეგობრობაში, ბიზნესში, სიყვარულსა და უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში. ეს მარტივი ჭეშმარიტება ხშირად მახსენებს, რომ შემიძლია მივიღო ის, რაც მსურს თუ სხვა ადამიანის სამყაროში შევაღწევ. აუცილებლად უნდა მიხვდე რას ფიქრობს, რა უნდა და რისი სჯერა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ მიხვდე თავად რა გსურს მისგან. მხოლოდ ასე შეძლებ შეინარჩუნო ურთიერთობები მასთან, ვისთანაც ბევრი საერთო გაქვს.

ადვილი არაა ამ უბრალო სიტყვებით შეაჯერო ის, რაც წლების განმავლობაში მისწავლია, მაგრამ თუ ყოველ შობა ღამეს ამ წერილს ხელმეორედ გადაიკითხავ, დარწმუნებული ვარ ყოველწლიურად უფრო და უფრო ნათელი გახდება შენთვის.

ვიმედოვნებ ასე იქნება, რადგან ყველაზე მეტად მსურს გაიაზრო მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც თავისუფლებას გაჩუქებს:

არავინაა შენს მიმართ ვალდებული...

სიყვარულით,

მამა

ნახვა: 1307

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ვალდებულება, ჩანაწერი

ლაშა: თებერვალი 19, 2014||8:55pm

არავის არ აქვს ვალდებულება უყვარდე. თუ ვინმეს უყვარხარ, მხოლოდ იმიტომ რომ შენში რაიმე განსაკუთრებული და უნიკალურია და ეს მას სიამოვნებას ანიჭებს

:'( :'( :'( 

არადა რა კარგად დაიწყო :( ერთი გამაგებინეთ, ახლა ამ კაცმა კარგი რამ ასწავლა შვილს? არ ჯობად ეს ფრაზა ასე დაებოლოვებინა - თუ ვინმეს უყვარხარ, მხოლოდ იმიტომ რომ მას აქვს ნიჭი სიყვარულის და მადლობელი იყავი რომ უყვარხარ! :'( 

ლიკა: თებერვალი 19, 2014||9:01pm

ლაშიკო, გაგიკვირდება და მაგ შენიშვნაში გეთანხმები :D მაგის მომდევნო წინადადებაც ვერ მომწონს.. :D მაგრამ არაა ეგ აქ მნივნელოვანი, ძირითადი მაინც სხვა რამ მგონია აქ ეწეროს :D

ლაშა: თებერვალი 19, 2014||9:05pm

ძირითადი აქცენტი კი ვიცი რაც არის, მაგრამ ამ მცირე გადაცდომებთ ხიბლს კარგავს :( ჯამში მიუხედავად იმისა რომ ეუბნება - არავინა არაა ვალდებული შენს მიმართ, თან შეაგონებს რომ - თუ ვინმეს უყვარხარ შენი დამსახურებაა, თუ ვინმეს შენთან ურთიერთობა უნდა შენი დამსახურებაა, თუ ვინმეს შენთვის რაიმეს გაკეთება უნდა ესეც შენი დამსახურებაა. მაშ, ამ ლოგიკით გაზრდილი ბავშვი, დიდი შანსია რომ პირიქით შეაბრუნებს იდეას - თუ 5 კაცს ვუყვარვარ და რაღაცას მიკეთებს, ე.ი. ეს ჩემი დამსახურებაა, მაშ დანარჩენი 1500 რატომ არ აკეთებ ჩემთვის რამეს, მე ხომ ვიმსახურებ სიყვარულს და მეგობრობას? :) 

nino usenashvili: თებერვალი 19, 2014||9:09pm

ლიკა გეთანხმები არაჩველებრივი ქალბატონია ჩვენი ლექტორი ^_^ ეს რამდენიმე წელია მივედი მაგ დასკვნამდე, რომ "არავინ არის ვალდებული ჩემს წინაშე, ისევე როგორ მე სხვის წინაშე"... ეს მხოლოდ იმიტომ, რომ იმედები არ გამიცრუვდეს და სხვას მეტი მოვალეობები არ დავაკისრო. თუმცა, სულ მახსენდება პატარა უფლისწულიდან ამონარიდი: "შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე..." ალბათ, მაინც არსებობენ ადამიანები (სხვაგვარად წარმოუდგენელია) ვის წინაშეც ვალდებული ხარ, თუმცა "ვალდებულება" უნდა იცოდე რა არის, მასაც საზღვრები აქვს... 

ლიკა: თებერვალი 19, 2014||9:10pm

ის 1500 არაა ვალდებული შენნაირად ჩათვალოს, რომ სიყვარულს და მეგობრობას იმსახურებ :P :D 

ლიკა: თებერვალი 19, 2014||9:13pm
ლაშა: თებერვალი 19, 2014||9:14pm

nino ახლობლების სიყვარული ვალდებულებაზე მეტია და როცა გიყვარს, შენ არად აგდებ ამ ფრაზას - არავინაა ვალდებული ზრუნავდეს შენზე ან შენ ზრუნავდე სხვაზე :( 

ლიკა გეთანხმები, მაგრამ მე ხომ უკვე დამაჯერეს რომ თუ ვინმეს ვუყვარვარ, ეს იმიტომ რომ მე ვიმასხურებ :) 

ლიკა: თებერვალი 19, 2014||9:19pm

ლაშიკო, გითხარი უკვე ჩემი აზრი მაგ ფრაზის შესახებ. :P ამ წერილის ყველა წინადადება აბსოლუტური ჭეშმარიტება კი არ არის :D სააამაგიეროდ ბევრ საკითხს კარგი კუთხით ეხება და თუ ამფრაზას ამომავალ წერტილად არ მივიჩნევთ და მანდედან არ გავავითარებთ სხვა ყველა მსჯელობას, ყველაფერი კარგად იქნება :D :D 

ლაშა: თებერვალი 19, 2014||9:21pm

ლიკა კარგი ჰა, შევეშვები :D 

nino usenashvili: თებერვალი 19, 2014||9:21pm

ლაშა ამას გავიმეორებ - "შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე..." ალბათ, მაინც არსებობენ ადამიანები (სხვაგვარად წარმოუდგენელია) ვის წინაშეც ვალდებული ხარ, თუმცა "ვალდებულება" უნდა იცოდე რა არის, მასაც საზღვრები აქვს... " ამ ადამიანებში ვგლისხმობ ზუსტათ იმათ ვინც გიყვარს :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Mmoexp: Nearly 2% of all Diablo 4 amateur deaths are to a distinct bang-up

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 30, 2024.
საათი: 11:48am 0 კომენტარი

Diablo 4's abominable new Abattoir of Zir blow is abreast for changes, acknowledgment to Diablo 4 Items   developers alert to feedback.

Earlier this week, the Abattoir of Zir blow went animate as a casting new endgame action for the advancing Division 2, billed as a super-hard blow for abandoned the best accomplished Diablo 4 players. However, it's accepted to be added arresting than enjoyable, as players admission…

გაგრძელება

გაფიქრებები პროცესებზე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2024.
საათი: 6:52pm 0 კომენტარი

დღიურის მთელი იდეა ხომ იმ მონიშვნების გაკეთებაა, რომელიც გონების გაფიქრებებს შეინახავს? ჰოდა, იყოს აქ. გზადაგზა მივამატებ ხოლმე, განვაახლებ...

შეიძლება საღლიცინოდ სამყოფიც არ არის, მაგრამ იქნებ მართლა არსებობს „გლობალური ომის პარტია?“ აი, როგორც დორნში (უკიდურეს სამხრეთში) არ ეჯერათ თეთრი მოსიარულეების არსებობა და საბოლოოდ, ხომ გამოჩნდნენ?

ეს ზამთარიც…

გაგრძელება

With Sword and Shield in buying TL Lucent is a rewarding

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: მაისი 29, 2024.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

In the expansive world of TL Lucent, the pursuit of wealth and resources is a constant endeavor for adventurers seeking to enhance their characters. One of the most efficient methods of accumulating both Sollant resources and gold is through dedicated farming. In this comprehensive guide, we will explore the art of Sollant and gold farming, focusing on the use of Sword and Shield. This classic combination offers a balanced approach, blending offense and defense to create a formidable farming…

გაგრძელება

Your Manual to Easy On-line Courting

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 28, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Within the electronic age, getting a romantic link has not been simpler, because of the myriad of relationship web sites readily available. However, Lots of individuals are delay by the wearisome signal-up processes and unlimited questionnaires that the majority platforms need. For anyone trying to dive straight in to the courting pool without the headache of creating an account, free dating web sites without having signal-up provide a convenient and fast way to begin…

გაგრძელება

Qwelly World

free counters