პიპიიიპ, პიიი, პიპ პიპ პიიპ პიიიიიპ... პიპიპიპპიიიიიიპ...
დღეს შუადღიდან შაბათამდე და მერმეცა...
დაიწყო!
ამ თემაზე უკვე რამდენჯერ დავწერო? წერე და იკითხეო, ვინ გიშლისო და მეც ვწერ და ვკითხულობ. ვიქაქანებ, ვიქაქანებ, მოვიქაქანებ და დავიღლები.
ყოველ წლიურად ადამიანები სხვადასხვა წმინდანის წმინდა ნაწილებს მოილოცავენ ხოლმე და ამაში ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ. პატივისცემა, თაყვანისცემა, რწმენა იმისა რომ განიკურნო, გამოჯანრმთელდე ეს სრულიად ნორმალური განცდა და მიახლების ღირსეული ფორმაა. საქმე ის გახლავთ, რისი წარმოდგენაც არ მინდა, რადგან ვიცი რომ ამიხდება.
ჩვენში, და არა მარტო ჩვენში ხშირად აზროვნებენ მეტობითა და ნაკლებობით, კარგ-ცუდობით, ოღონდ სადაც მართლა საჭიროა ამ კატეგორიებით იაზროვნონ, იქ არა. აი, მაგალითად, 15 წლის გოგონას შეიძლება უხსნიდე რომ
- არასწორია, როცა მეუბნები კატეთების კვადრეტების ჯამი, ჰიპოტენუზის ნახევარია, ვინაიდან არსებობს პითაგორა რომელმაც სხვანაირად დაასაბუთა და ეს მტკიცდება კიდეც!
- ეს ჩემი აზრია...
საუბრის დასასრული.
აი ასეა, იქ სადაც უნდა იკამათო, საუბარი ადვილად სრულდება, ხოლო სადაც მართლა დაუდგენელია მეტობა და ნაკლებობა, იქ შეიძლება მტკიცე დებულებებს წააწყდე. მაგალითად, იმას რომ ქართველთა წმინდანები სხვებზე წმიდნანები არიან, მაგალითად ისეთს რომ ქართველთა წინაპრები სხვებზე მეტად წინაპრები არიან და ქართული პატრიოტიზმი, სხვებზე მეტად პატრიოტიზმია, ქართული მეგობრობაც სხვებზე მეტად მეგობრობაა, და ქართული ურთიერთგატანაც სხვებზე მეტად უერთგატანაა.
ახლა ვინც არ დაიზარა და აქამდე ჩაიკითხა ჩემი ბლოგი, გაიფიქრა - ეს კიდევ ერთი არაქართველიაო და გათიშა. ხოლო ვინც აგრძელებთ იცით სხვებმა რა გაიფიქრეს და რომ უკვე გათიშეს ეს გვერდი.
დღეს კვლავ ქართული საზოგადოების მართლმორწმუნეობის საკითხს უნდა შევეხო და წინა პოსტის ნაკლებაქტუალურობიდან გამომდინარე, ახალი უნდა დავწერო და ესეც არ იყოს, პირველ ფრაზაში გადმოცემული სიგნალების ფონზე, როცა სახლში შუქი არ გაქვს, სხვა არაფრის დაწერა არ მომდის თავში.
ყოვლად მართებული კითხვაა - რისთვის მოდიხართ მცხეთაში?
ა. მადლია;
ბ. ვნახოთ მართლა უხრწნელია თუ არა წმინდა გაბრიელი;
გ. რომ მივეახლოთ და ვილოცოთ;
დ. ყველა მოდიოდა და მე ხომ არ დავრჩებოდი;
ე. ლობიოს საჭმელად ჩამოვედით მეგობრები, აქვე სალობიეში.
ვ. ათეისტი ხარ, ვიღაცა ხარ შვილო! ღმერთმა შეგინდოს.
დავიწყოთ ბოლოდან:
ვ - ათეისტი არ ვარ ქალბატონო და ნუ მლანძღავთ, ვინაიდან ეს არაჯანსაღი არჩევანი მგონია (ათეიზმი) და ნუ მაყენებთ შეურაცხყოფას!
ე - მაპატიეთ, თურმე ეს კითხვა თქვენ არ გეხებოდათ, ღმერთმა შეგარგოთ ლობიო.
დ - მიხარია რომ რაოდენობრივად აზროვნებთ და ალბათ თუკი ეს "ყველა" ოდესმე გადაწყვეტს რამე კარგი გააკეთოს (სასწაულების მჯერა), თქვენც შემოუერთდებით.
გ - მიახლებაზე და ლოცვაზე უკვე დავწერე, რომ ეს მართლა კარგი საქმიანობაა, უბრალოდ გადათელვის, გადაჯეგვის, გაპარტახების, მცხეთის აოხრების, სხვებზე წინ წასვლის, გადალაჯების, „გამატარე შენი პატრონი ...“, „გულის მისდის ქალს გამოუშვით წინ“, „აი, ბავშვიანი ვარ და მიმიშვით“, „წმინდა მამა გაბრიელ მომეცი სამი ჯიპი და ბინა ვერაზე“ და სხვა მისთანების გარეშე!
ბ - აი, თქვენ მართლა პროვოკატორები ხართ და მხოლოდ ის გაინტერესებთ სად იპოვოთ სასწაული, რომ მერე იქექოთ შიგნით და ძალიან გთხოვთ თქვენ მაინც დაეტიოთ სახლებში და ნერვები არ მომიშალოთ!!!
ა - მცხეთაში ყოველი ჩამოსვლისას იგრძნობა ეგ მადლი, ვინაიდან აქ სვეტიცხოველია, უფლის კვართია. (P.S. ყველა ტაძარში ტრიალებს დიდი მადლი!) და თუ ფიქრობთ რომ მადლი უფლის გარდა რომელიმე ადამიანს თავისით დააქვს, მაშ მადლი რაღაცა სხვა გგონიათ და მიაკითხეთ მოძღვრებს.
მგონი, ასე იუმორით თუ შევძლებ გადავაგორო ეს ხალხმრავლობანი!
ისმის კიდევ ერთი კითხვა - რა უნდა ვთხოვოთ წმინდა გაბრიელს?
ალბათ ის, რა საქმიანობასაც ეწეოდა. არქიმანდრიტი იყო და ადამიანების ცხონებისთვის იღვწოდა. ეს უნდა ვთხოვოთ - ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის, ოღონდ „და გაუმართე ჩემს ოჯახს ხელი და წარმატებული და ბედნიერი მიმყოფე“ აღარ დაუმატოთ, ისედაც დიდი სათხოვარი გაქვთ ნათქვამი და ცოტა მორიდება იქონიეთ...
აი, დღეისთვის სულ ეს იყო!
სხვა ვერსიებს დიდი სიამოვნებთ მოვისმენ და განვიხილავ...
გელოდებით სულით, გულით და გაშლილი ხელებით!!!
ნახვა: 809
ტეგები: Qwelly, ბლოგი, გაბრიელი, მცხეთა, სარწმუნოება, სასწაული, უშუქობა, ქველი, ქრისტიანობა
ეს პატარა ქალაქი, როგორგ დაგვიტევს ნეტა?!
მიხარია, რომ მე ვიცნობ ან მისაუბრია ისეთ ადამიანთან ვისაც ნამდვილად სწამს თუნდაც იმ მადლის რაც სვეტიცხოველსა და მამა გაბრიელის საფლავზე ტრიალებს და ამის იმდენად სწამთ, რომ როგორ შეიძლება ეს მადლი მათზე არ გადმოდიოდეს... ვუსმენ მათ და მეც მინდა ისევე სავსე ვიყო, როგორც ისინი ...
სულ მავიწყდება დავპოსტო რომ უკვე დიდი ხანია მცხეთელი აღარ ვარ :D :D :D ნუ ორი კვირით მაინც, ასე რომ მეც წამიყვანეთ თუ მიდიხართ Kakha და Brolik :D
nino usenashvili მეც მიხარია რომ მორწმუნენი ჯერ კიდევ არსებობენ :)
ლიკა ინტრიგანი ხარ შენ ვიღაცა ხარ :D :D
უნდა გადაასვენონ ტაძარშიო, მგონი :D
22-ში ჭყლეტაში რომ არ მოხვიდეთ ხომ შეიძლება მესამე დღეს ჩამოხვიდეთ და მიიღოთ მადლი, ძალიან ბევრს ვეუბნები მაგას და რატომღაც არა მაინც 22-ში მოდიან
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა SinzYann_მ.
თარიღი: მაისი 24, 2024.
საათი: 7:59am
0 კომენტარი
0 მოწონება
Les symptômes du vieillissement de la batterie comprennent une diminution de la capacité, une autodécharge accélérée, une chute de tension, un changement de plate-forme de charge et de décharge, une fluctuation accrue de la température, une inspection d'apparence anormale, une diminution des performances de sécurité, une durée de vie réduite, une difficulté d'identification du chargeur et une durée de vie raccourcie.
1. Baisse de capacité : Le symptôme le plus évident du…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 24, 2024.
საათი: 5:07am
0 კომენტარი
0 მოწონება
MMOEXP is reader-supported. Aback you buy through links on FC 24 Coins our site, we may acquire an associate commission. Prices accountable to change. Apprentice more
Contents actualization How to complete Accession Wizard Change Best players for Accession Wizard Change Memphis Depay (OVR 85) Centurions Olga Carmona (OVR 84) TOTW Jesper Karlsson (OVR 81)
There is yet accession Change to complete in FUT 24! This adviser…
გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: მაისი 23, 2024.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
This enhanced agility is particularly valuable in both offensive and defensive scenarios, creating opportunities for strategic maneuvers.
Mastering dual-wielding combos with Throne and Liberty Lucent
the Dagger and Greatsword adds a layer of complexity to the combat style.
Players can seamlessly transition between the brute force of the Greatsword and the precision of the Dagger, keeping opponents on their toes.
Now, let's explore the synergies and dynamic combos that…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 23, 2024.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
RELATED: Dark and Darker Lawsuit with Nexon Dismissed, however There's a Catch
The cellular sport, but, is in the fingers of another developer, Krafton’s Bluehole Studio. At this factor, evidently Dark and Darker Mobile will now not be a direct port of the PC game, but alternatively a brand new adventure completely. Krafton has stated that Bluehole might be running to “recreate” and “capture the spirit” of the authentic’s gameplay, but the Dark And Darker Gold cell recreation may be…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია