ქველზე მოღვაწეობის კრიტერიუმები

ყველას კარგად მოეხსენება რას წარმოადგენს ჩვენი დროის www. ესაა გაუფილტრავი, გადაუმუშავებელი მასალა, უდიდესი რაოდენიობით მიყრილ-მოყრილი ერთი და იგივე ინფრომაცია, ღირებული ან უღირსი!

ქველი - შეიქმნა 2012 წლის გაზაფხულზე და მისი შექმნის დღიდან, ერთ-ერთ მიზნად დაისახა დასუფთავებული, მოწესრიგებული, გაფილტრული სოციალური ქსელის სტატუსი ჰქონდეს, თავისი არსებობის მანძილზე!

ამიტომ, ქველზე მოღვაწეობისას, თითოეული წევრი ვალდებულია რამდენიმე კრიტერიუმი დააკმაყოფილოს!

პოსტის თემატიკა.

1. Search;

2. photo;

3. video;

4. Blog post / Forum;

5. Music;

6. Share.

 

1. Search!

როგორც ზემოთ ავღნიშნე, ინტერნეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ისაა რომ ერთსა და იმავე ინფორმაციას შეხვდებით უამრავჯერ! ქველი ცდილობს თავის სივრცეში დააყენოს „ფილტი“, რომ პოსტები, სტატიები, ვიდეოები არ განმეორდეს!

გარდა იმისა რომ ადმინისტრაცია თქვენდა დამოუკიდებლად წაშლის მასალას რომელიც ერთხელ უკვე იყო საიტზე, გთხოვთ თქვენც ყურადღება მიაქციოთ იმ პოსტს, რომელსაც აქვეყნებთ!

დაძებნეთ, ეგებ უკვე გამოაქვეყნა ვინმემ. დაძებნეთ სათაურით, აღწერილობით, შესაძლო საკვანძო სიტყვებით.

ფოტოების შემთხვევაში დაძებნა ცოტა გართლდება, თუმცა ეცადეთ ინტერნეტში გაპიარებული, გაცვეთილი ფოტოები არ გამოაქვეყნოთ და შესაბამისად თანხვედრაც არ იქნება! იყავით ორიგინალურები! ნუ დადებთ იმ მასალას რომელიც სხვამ შექმნა! გაავრცელეთ თქვენი და იქნებით შემოქმედები!

 

 

2. Photo

ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა თქვენს მიერ ატვირთულ ფოტოს, წინასწარ, კომპიუტერშივე გაუკეთდეს სათაური. უსახელო, უსათაურო ფოტოები წაიშლება ქველის ადმინისტრაციის მიერ. მომხმარებლებს კი მივმართავ, ვიდრე გამომქვეყნებელი არ დაასათაურებს ფოტოს, არ გამოეხმაუროთ არც კომენტარით და არც მოწონებით!

შესაძლებელია უკვე ატვირთული ფოტოებისთვის სათაურის შეცვლაც:

ფოტოების ატვირთვის რამდენიმე გზა არსებობს.

1. ფოტოს ატვირთვა მთავარ გვერდიდან:

ნაბიჯი პირველი:

 

ნაბიჯი მეორე:

 

2. ფოტოს ატვირთვა თქვენს პირად გვერდიდან:

ნაბიჯი პირველი:

ნაბიჯი მეორე:

ნაბიჯი მესამე:

ნებისმიერ შემთხვევაში, დამატებული ფოტოები გამოჩნდება თქვენს პირად გვერდზე.

ვიმეორებ, აუცილებელია ფოტოებს წინასწარ გაუკეთდეთ დასახელება.

 

 

3. Video

 

 

4. Blog post / Forum

მოგეხსენებათ ქველზე პოსტის გამოქვეყნების ორი საშუალება არსებობს. ერთი - პირად ბლოგში/დღიურში და მეორე თემატურ ჯგუფებში ფორუმის გახსნის სახით.

პირველ რიგში, ისევე როგორც ვიდეოების შემთვევაში აქაც ყურადღება უნდა მივაქციოთ თემატიკას. თუ პოსტი რომლის გამოქვეყნებასაც ვაპირებთ შეესაბამება რომელიმე თემატურ ჯგუფს, აუცილებელია დავპოსტოთ იქ. თუ არცერთს არ შეესაბამება ანდა პირადი თემებია განხილული, განვათავსოთ ჩვენს ბლოგში!

ორივე მათგანს ერთ და იგივე ინტერფეისი აქვს, ერთნაირი ღილაკები და მანევრირების ერთნაირი საშუალებები.

იხილეთ >> ფოტო ინსტრუქცია

 

დაპოსტვისას აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა!

  • არ გამოაქვეყნოთ 1 ან 2 წინადადებიანი ბლოგები და ფორუმები!!! ასეთი ტექსტები გამოაქვეყნედ სტატუსებად!
  • პოსტის სათაური არ უნდა იყოს 5-6 წიტყვიანი წინადადებები;
  • პოსტის სათაურს არ უნდა ჰქონდეს „სმაილები;“
  • პოსტის სათაური არ უნდა წარმაოდგენდეს თქვენს კომენტარს პოსტთან დაკავშირებით - „მაგარია ძაან“ „მე მომწონს“ „ვიხალისე“ და მსგავსი. პოსტის სათაური, ისევე როგორც ნებისმიერი სტატიის, ჩანახატის, პოემის, ლექსის, წიგნის სათაური, უნდა იყოს პოსტის შინაარსთან მიახლოებული, მაქსიმუმ 3-4 სიტყვიანი აღწერა იმისა, რაც არის პოსტში;
  • თქვენი პოსტი არ უნდა იყოს აჭრელებული ფერადი ტექსტებით;
  • თქვენი პოსტი, თუკი იგი ქართულენოვან შინაარს ატარებს არ უნდა იყოს აკრეფილი ლათინური შრიფტით! ასეთი პოსტები ან წაიშლება, ან ლოდინის რეჟიმში გადავა! ნურც სხვაენოვან ტექსტებს აკრეფთ ქართულად;
  • აუცილებელია პოსტი იყოს მოწესრიგებული, შინაარსობრივად გამართული, წაკითხვადი;
  • ინტერნეტიდან დაკოპირების შემთხვევაში, აუცილებელია მიუთითოთ სტატიის ავტორი, ან წყარო. მაგ: წყარო: Intermedia.ge, Ucnauri.com Wikipedia.com და ა.შ.;
  • პოსტში არ უნდა იყოს „გამავალი“ ლინკები, რაც გულისხმობს სხვა საიტზე გადასვლას. გამონაკლისის და აუცილებლობის შემთხვევაში დაიშვება მხოლოდ ერთი ლინკი.
  • პოსტის ტექსტის საწყისი ზომა რომლითაც აკრეფვას იწყებთ არის ინტერნეტის სტანდარტის შესაბამისი, თუმცა ქველი გაძლევთ საშუალებას ეს ზომა გაზარდოთ სურვილისამებრ. გამოცდილებამ აჩვენა რომ ყველაზე ოპტიმალური არის 12 ზომა შრიფტი.
  • პოსტის ქვემოთ Tags: გრაფაში აუცილებელია ჩაწეროთ რამდენიმე ისეთი სიტყვა, რომელიც გამოხატავს პოსტის შინაარს. მაგ. “Qwelly, წმინდა_წერილი მოსე ებრაელები გამოსვლა.
  • სასურველია თქვენს პოსტებს თან სდევდეს ფოტო მასალაც, ეს დამატებით ელფერს და ღირებულებას შესძენს მას.

 

 

5. Music

ქველს სხვა მრავალი ღირსებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს მუსიკალური ფლეერში, რომელშიც სიმღერების დამატება ხდება სხვისი ფლეერებიდან, ინტერნეტიდან ლინკების საშუალებით და კომპიუტერიდან ატვირთით. იხილეთ დამხმარე ვიდეოები, სადაც ეს ყოველივეა განხილული.

ვიდეო 1 - სიმღერის დამატება ჩვენს ფლეერში

# ----------------- #

ვიდეო 2 - Link_ის საშუალებით სიმღერის დამატება

# --------------------- #

 

 

6. Share

ქველს აქვს სხვადასხვა ცნობილი სოციალური ქსელების მხარდაჭერა, რაც გამოიხატება გაზიარების ავტომატური, ანდა მექანიკური ფუნქციით. ყველა მასალას რომელიც კი ქველზე არის განთავსებული, იქნება ეს ფოტო, ვიდეო, ბლოგი, ფორუმი გააჩნია share_ს ღილაკი, რომელიც პოსტის ქვემოთ არის, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა რომ ზოგჯერ ჩვენ ვაწვებით Facebook_ის Like გამზიარებელს, მაგრამ რეალურად პოსტი არ გაზიარდება ჩვენს Facebook კედელზე.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მიჰყევით ინსტრუქციას:

საიტის ადმინისტრაცია მომავალშიც გააგრძლებეს დამატებითი ინსტრუქციების განახლებას და გაუმჯობესებას!

შეკითხვები დაწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გიპასუხებენ ან შეტყობინების, ან კომენტარის სახით.

ნახვა: 600

ტეგები: Qwelly, qwellyblog, ბლოგი, ინსტრუქტაჟი, ქველი

ცისია: მარტი 25, 2013||1:40pm

ramdeni giishroomia laashiko :*

ლაშა: მარტი 25, 2013||1:51pm

გენაცვალე ცის, მთავარია ნაყოფი ;) 

Tamila Moshiashvili: მარტი 26, 2013||8:41pm

ლაშა არ ეპუება ქველის წევრების განათლებას :D 

მერანი გინდა ლაშა? :) 

შორენა კენჭოშვილი: მარტი 31, 2013||7:26pm

kargiaaa  yochaggg :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Best place to buy TL Lucent or TL Lucent on MMOexp.com

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 1:35pm 0 კომენტარი

The earth trembles, a low growl echoing through the twisting tunnels of the Underground Cave of Destruction. In this subterranean labyrinth, shadows writhe and whisper of ancient evils, their tendrils reaching for the sliver of torchlight that TL Lucent cuts through the obsidian darkness. It's not a place for the faint of heart, this crucible of molten rock and forgotten horrors. But here, adventurer, where fear dances with… გაგრძელება

How Can I Get Paperwork Apostilled In the united kingdom

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:30am 0 კომენტარი





Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because…

გაგრძელება

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters