ყველა ამბავი გადაწონა გარეჯის ამბავმა და რუკების დაკარგვის-პოვნის ნიუსებმა. დაკავებულ ექსპერტებს ბრალი წარედგინათ და ახლა მხოლოდ გასაჩივრებები და სასამართლოების კვირები გველის. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო და მასთან ერთად საარჩევნოდ საჭირო განცხადებები. კორონას სტატისტიკას რაც შეეხება, 1 ბევრეულს გადაცდა შემთხვევების რაოდენობა - დადასტურებული შემთხვევა - 10225, გამოჯანმრთელებული - 5553, გამოჯანმრთელებული - 5553. ერთი აშშ დოლარი ოფიციალურად 3.2233 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 8 ოქტომბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 318 პირი გამოჯანმრთელდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა. სამივე შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. გიორგი გახარიამ კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რეანიმატოლოგთა ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა, რომელიც მძიმე პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს. პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით - Stop Covid, რომელიც მათ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს. თენგიზ ცერცვაძე - ქვეყნის ხელმძღვანელობა და პირადად პრემიერი არის მთავარი შემოქმედი იმ დიდი წარმატებისა, რომ ქვეყანა ყველაზე უკეთ უმკლავდება კოვიდ ინფექციას, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით. კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 - თბილისში დაფიქსირდა. აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 230 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მარინა ენდელაძე - თბილისში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს, ჯერ დრამატული და ტრაგიკული არ არის, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ლია ლაზარაძის განცხადებით, ლოკალური აფეთქება, რომლის ეპიდემიოლოგიური კერაც გორში, კომბინატის დასახლებაში იყო, ნაწლავურ ვირუსულ ინფექციას უკავშირდებოდა. აჭარაში გარდაცვლილ სამივე პაციენტს სხვა თამხლებ დაავადებებთან ერთად, პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდათ. ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

      სტატისტიკა მონაცემების ცოდნის გარეშე - „საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 869.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 361.8 ლარით განისაზღვრა.

      ამბები არჩევნების მოტივაციით - მედეა მეტრეველი - გიგი გიგიაძის მისამართით გაკეთებული შეფასებები საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლასა და დაშინებას ისახავს მიზნად. გიორგი კანდელაკი - წყალტუბო „ოცნების“ აღვირახსნილი კორუფციის სიმბოლოა და მას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება. სერგი კაპანაძე - ეს არის ამ ხელისუფლების ხელწერა, მათ არ შეუძლიათ არც ღირსეული სამოქალაქო პოზიციის დაჭერა და მითუმეტეს, არც კრიტიკის ატანა. თეონა ჭალიძე - ნომერი 27-ის არჩევის შემთხვევაში, თქვენ მაძლევთ ძალას ეფექტურად დავიცვა იმ ადამიანების ინტერესები, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მამუკა ტუსკაძე - ჩემზე ზეწოლას ბესო ზედელაშვილი ახორციელებს, ხოლო ჩემი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის შვილს სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან. ვახტანგ კალოიანი - ბათუმი ღირსია, რომ ჰყავდეს მისი მოქალაქეების მიერ რეალურად არჩეული მერი და არა შუშის კოლბაში დანიშნული ჩინოვნიკები. გრიგოლ ვაშაძე - 23 დღე რჩება არჩევნებამდე, 23 ნაბიჯი, რომ საქართველოს მოქალაქემ ამ სახელმწიფოს მოაშოროს არაეროვნული, არაპროფესიონალური, სამარცხვინო ხელისუფლება. დავით ბაქრაძე - ყველა მეკითხება - გვეშველება რამე? გვეშველება 23 დღეში, ოღონდ, ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ ცვლილებები ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი - ნუ ავყვებით პროვოკაციებს, მოვთოკოთ ემოციები, რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება საქართველოს წარმატებისთვის. „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს.

      ანაკლიის კონსორციუმი - 2021 წლისთვის შემოთავაზებული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის წარმატებას თავადვე აყენებს ეჭვქვეშ. ეს იმიტომ, რომ არცერთი სანდო ინვესტორი არ მიიღებს მონაწილეობას ტენდერში ისეთ გარემოებებში, როცა მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოექცა მთავრობა ADC-ს და უცხოელ ინვესტორს - ბატონ ბობ მეიერს.

      მუხთარლის დაბრუნება - ორგანიზაციის „უფლებები საქართველოდან“ ინფორმაციით, ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში ჩამოდის.

      აშშ-ს საელჩო - ვიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც ერთი მონაწილის არდასწრების გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

      ფინანსები და ეკონომიკები - ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი ადეკვატურად მოქმედებს. ფინანსთა მინისტრი - ვვარაუდობთ 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას. საქართველოს 500-მილიონიანი სესხის მომსახურება წლიურად 100 მლნ-ზე მეტი უჯდება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, სესხს დაფარავს თუ რეფინანსირებას გაუკეთებს. ჩვენ დღეს მთავრობას წარვუდგინეთ დადგენილების პროექტი, „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“. ივლისში კანონით დადგინდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს ცნება და ჩვენ დღეს ამ დადგენილების პროექტით, უბრალოდ, ვადგენთ დამატებით თუ რა საქმიანობებს მოიცავს ის, რა შეზღუდვები აქვს და რა შეღავათები. ეს არის ორი სფერო - IT სფერო და საზღვაო სერვისები. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დაიწყოს ვალის ეტაპობრივად შემცირება და 2-3 წელში მინიმუმ 55%-ს ჩამოსცდეს. გიორგი გახარიას განცხადებით, საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. ნათია თურნავას განცხადებით, საოჯახო სასტუმროების სურვილის და მიმართვის შემთხვევაში, ბანკები მზად არიან სესხების რესტრუქტურიზაციისთვის.

      გარეჯის ადგილმდებარეობა - პრემიერი - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული გამოძიების პოლიტიზირება მიუღებელი და დაუშვებელია. პროკურორი - ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები განზრახ და შეგნებულად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილის ადვოკატი - დღევანდელი მოვლენები მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ პროცესს - საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებებია. ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად გამოვლენილი გარემოებები, ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. დავით გარეჯის საქმეზე, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. დავით ზალკალიანი - გარწმუნებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას არანაირი ჩრდილი არ მიადგება - ყველას მოვუწოდებ, ნუ ეცდებიან საკითხის პოლიტიზირებას. ადვოკატი - ნატალია ილიჩოვას არავისთვის არაფერი დაუმალავს და ყველა რუკა, რომელსაც კომისია იხილავდა, ინტერნეტსივრცეშია გავრცელებულია და ყველგან დევს. ადვოკატი - ივერი მელაშვილი სასამართლოსთვის გირაოს შეთავაზებას არ აპირებს, ის თვლის, რომ ეს მისი ბრძოლაა და ბოლომდე იბრძოლებს - არანაირი დათმობა არ იქნება იმის გამო, რომ გარეთ იყოს. კახა კუჭავა - სამწუხაროა, როცა ვისმენთ სპეკულაციებს - იმიტომ არ უნდა გადაგვეცა აზერბაჯაინული მხარისთვის რუკები, რომ არჩევნები მოდის? თეა ახვლედიანი დავით გარეჯის საკითხზე - განვაგრძობთ პროცესს არგუმენტებზე და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით. ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის საქმეზე ოპონენტების ბრალდებებზე - რაში უნდა გაინტერესებდეს პოლიტიკურ ძალას ასეთი ორკესტრირებული შტურმი, თუ რაიმე არ გაქვს დასამალი? ვატო შაქარიშვილი დავით გარეჯის საკითხზე - არ აქვს მნიშვნელობა, წინასაარჩევნოა ეს თუ, პოსტსაარჩევნო, მთავარია, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს. ანრი ოხანაშვილი - წარმოუდგენელი რამ ხდება - სამშობლოს და ეროვნული ინტერესების დაცვაზე რომ პოლიტიკური ჯგუფები გვედავებიან, რაში უნდა ეწეროს ეს, ვერ ვხვდები! ზაალ უდუმაშვილი - ორი ექსპერტი, რომლებიც გუშინ დააკავეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკური რეჟიმის მძევლები არიან. პროკურორი - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოვითხოვთ. მამუკა ხაზარაძე - უდაბნოს მონასტერი ისტორიულად არის არა მარტო საქართველოს კუთვნილება, არამედ თითოეული ჩვენგანის სული და ხორცი. მამუკა ჟღენტი - სააკაშვილისთვის ორგანოების მოჭმის დაბრალება უფრო გამოიღებდა შედეგს, ვიდრე დავით გარეჯის საქმეში მისი ბრალეულობა. ნუგზარ წიკლაური - ვიღაცა თუ იყო გამყიდველი, ვიღაცა ხომ იყო მყიდველი და რა გამოდის, აზერბაიჯანი იყო ჩართული სამარცხვინო და მიუღებელ ვაჭრობაში? პროკურორი - მამა კირიონი იხსენებს, რომ მელაშვილის მიერ შედგენილ რუკებში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული. პროკურორი - დედანი რუკა, რომელიც ე.წ. რუსული რუკის სახელითაა მონათლული, ერთ-ერთი ბრალდებულის სამუშაო ოთახში აღმოჩნდა, რომელიც მისი მხრიდან დაიმალა და კომისიას არ წარედგინა. ივერი მელაშვილი - არსად გაქცევას, არსად მიმალვას არ ვაპირებ, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია. ნატალია ილიჩოვა - დიდი ხანია კომისიაში ვართ და არც ერთი ქმედება არ განგვიხორციელებია კანონის საწინააღმდეგოდ - ძალიან უცხოა ბრალდება, რაც წაგვიყენეს. 14 NGO დავით გარეჯის საქმეზე: გამოძიების ინიცირება პოლიტიკურად მოტივირებულია. მელაშვილის ადვოკატი, 1 საათიც არ მაქვს მოსამზადებლად აღკვეთის ღონისძიებისთვის.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - უკრაინაში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. გერმანიაში კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 16 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 9 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 11 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 191 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთის პატრიარქი თვითიზოლაციაში გადავიდა.

      მარია ზახაროვა - საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობები რუსეთის მიმართ მუქარასა და შანტაჟის მცდელობაზე გადავიდნენ.

      რუსეთში, სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა.

      ყარაბაღზე საკუთრების უფლება - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთის შეიარაღებული ძალები დილიდან გორანბოის, ტარტარისა და აღდამის სოფლებს ბომბავენ, არიან დაჭრილები და დაშავებულები. ილჰამ ალიევი - გვსურს შევჩერდეთ, მაგრამ გვსურს ოკუპაცია შეწყდეს, სომხეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის გრაფიკი უნდა მოგვაწოდოს. ნიკოლ ფაშინიანი - თუ გვსურს ეს კონფლიქტი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს, საერთაშორისო საზოგადოებამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გენოციდსა და ოკუპაციაზე საერთაშორისო საზოგადოების სიჩუმით წახალისებული სომხეთი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიას განაგრძობს. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბარდას რაიონში რაკეტები რესტორანსა და სკოლასთან ახლოს დაეცა, არიან დაჭრილები. სომხური მედია - აზერბაიჯანის არმიამ წუხელ სტეფანაკერტი დაბომბა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღი - კონფლიქტს კიდევ 30 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მარია ზახაროვა - რუსეთი ამუშავებს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში შეხვედრის შესაძლებლობას.

      ამერიკული დებატები - სატელევიზიო დებატების დროს „დემოკრატების“ ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, კამილა ჰარისმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი უწოდა. კამილა ჰარისი მაიკ პენსს - იცოდით, რომ ვირუსი აშშ-შიც გავრცელდებოდა, თუმცა მარტამდე არაფერი იღონეთ, „რესპუბლიკელებს“ სამოქმედო გეგმა დღესაც არ აქვთ. დონალდ ტრამპი - ვირტუალურ დებატებში მონაწილეობას არ მივიღებ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 130

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

ლაშა: ოქტომბერი 11, 2020||6:22am

სავარაუდოდ, არც ახლა გვეხვეწება აზერბაიჯანი რამეს, უბრალოდ აქ არჩევნებია თუ არჩევნებისა და ფულისთვის მიშამ ომი დაიწყო, ამან რომ აზერბაიჯანთან ცოტა წააკომფლიქტოს, რა გაფუჭდება? მით უფრო, რომ ძალუმად გვიმტკიცებენ საზღვრის საქმე ქვეყნის შიდა საქმეაო. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOExp WoW Classic: I remember doing it and being like

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 5:24am 0 კომენტარი



However, whatever I'm saying, they're gonna allow it that you've seen in WoW Classic SoD Gold the past in the classic So, if you're a fan of Tos, which by the way, TOS is fun. You can get gladiator through two's, which is kind of cool. You know, why not? It's another thing that's being made which will add to the fact that it's going be different this time around at the time they were able to obtain a number of different…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters