რა ხდება ქვეყანაში? კორონა სირცხვები ასეულებით იზომება უკვე კვირაზე მეტია, გაურკვეველია გარეჯის საკითხი და გამოძიება-დაკავება-ბრალდებები აქტუალური ხდება, საუბარია დამალულ რუკებზეც კი, რუსეთმა ჟენევაში საუბარზე უარი გვითხრა, თვითაღიარებულები პუტინს ემადლიერებიან და ყარაბაღში ისევ ომია. არ ვივიწყებთ საარჩევნო ორომტრიალსაც. ქართული კორონას სტატისტიკა - კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 9753, გამოჯანმრთელებული - 5235, გარდაცვლილი - 63.
#Covid19GEO - კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში. გახარია - კორონავირუსთან დაკავშირებული წესების დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ, ეკონომიკა, განათლება და სკოლები არ დაიხუროს. ადამიანი, რომელიც არის ინფიცირებულის კონტაქტი, უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში! „მწვანე ზონის“ სტატუსიც არ არის ახლა მთავარი განსამზღვრელი, შეიძლება „მწვანე ქვეყნის“ სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ, მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჯანმრთელობა. პრემიერ-მინისტრი - ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დეფიციტი არ იქნება და ამ მხრივ საპანიკო არაფერია. ყველას გათავისებული გვაქვს მაღალი რისკის შემცველი ჩვენი მოქალაქეები - სამედიცინო სექტორის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება იქნება ასეთ პაციენტებზე. კორონავირუსის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალი სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიიღებს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, დაუდასტურდა თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელს კორონავირუსი. სხვადასხვა სერვისის საავადმყოფოებზე განაწილება იგეგმება, რათა მოქალაქეებისთვის მომსახურების უზრუნველყოფა მოხდეს. გრიპის ვაქცინის პირველი დოზა საქართველოში 10 ოქტომბრის შემდეგ შემოვა. ტერმინი „თანმხლები დაავადება“ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება, როცა პაციენტს კორონავირუსთან ერთად სხვა დაავადებებიც აღენიშნება. საწოლფონდის დაქირავებისთვის 48 მილიონი ლარის მობილიზება მოხდა. იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ სრულფასოვნად იმოქმედოს, საჭიროა რამდენიმე წელი და ვერავითარ შემთხვევაში ხარისხიან ჯანდაცვის სისტემას ვერ ავაშენებდით 6 თვეში. პრემიერი - სწორი და გამართული ტესტირება არის საფუძველი, რომლითაც ჩვენ ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპი წარმატებით უნდა გავიაროთ. ქუთაისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძე - ძალიან კარგია, რომ პირბადეს შევეჩვიეთ, ხელს ვიბანთ და ნახავთ, რომ ეს გრიპის სეზონზეც დადებითად იმოქმედებს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სეზონური გრიპისთვის 135 000 ვაქცინა შეისყიდეს, რომლის პირველი ნაწილი, 25 000 დოზა ქვეყანაში 9 ოქტომბერს შემოვა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცესკო-სთან ერთად მუშავდება პროტოკოლი, როგორ შეძლებენ COVID 19-ით ინფიცირებულები არჩევნებში ხმის მიცემას. არაფერი დასამალი არაა, დიახ, გვყავს ერთი ინფიცირებული კოლეგა, ჩვენ ვართ სტრატეგიული დაწესებულება, ყველა თანამშრომელი და მათ შორის მეც, ყოველ 48 საათში ვიტესტებით.
არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება - გიორგი ვაშაძე - სოსო გოგაშვილის და დამნაშავე „ქართული ოცნების” განქორწინება ვერ მოხდება - ალბათ, გარკვეულ ჯგუფებს რაღაც შავი საქმეებისთვის ამზადებენ. სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება“ ხარჯავს „შავ ფულს“ იმისთვის, რომ მოახდინოს ოპონენტების დისკრედიტაცია და მათი ერთ-ერთი სამიზნეა „ევროპული საქართველო“. გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების” პირობებში, მთლიანად მოშლილია საგარეო ასპარეზზე აქტიური მუშაობა და რუსეთი ბედავს, საერთოდ ჩაშალოს მოლაპარაკებები. თამარ კორძაიას განცხადებით, პანდემიის პირობებში, არჩევნების დღეს ხელისუფლებას მანიპულაციის ბევრი შესაძლებლობა რჩება. „თავისუფალი საქართველო“ - საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების მიმართ უსამართლობა გრძელდება. რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნების" შემომწირველები „პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნის ხარჯზე, დიდ შემოსავალს იღებენ“. ოპოზიციის პარტიების გადაწყვეტილებით, სპეციალური სისტემა შეიქმნება, სადაც კენჭისყრის დღეს არსებული დარღვევების გამოქვეყნება იქნება შესაძლებელი. გიორგი გახარია - მიუხედავად ზოგიერთი ვაიექსპერტის მოწოდებისა, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს და მას ვერ და არ გავაჩერებთ, ეს ხელშეუხებელი პროცესია. პრემიერი - საკარანტინო ზონებში და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის არჩევნების ჩატარება პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, რა რაოდენობის ხალხი იქნება ერთგანაც და მეორეგანაც. ხათუნა გოგორიშვილი - ადამიანებს აქვთ პირობა, რომ მოიგებენ სახელმწიფო ტენდერებს იმ შემთხვევაში, თუ გახდებიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები. გიორგი მარგველაშვილი - "ქართული ოცნება" არა ამომრჩეველს, არამედ ოპონენტს ელაპარაკება - ეუბნები: „მშია“, გპასუხობს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ აქვს გასარჩევი, გაბრაზებით ეტყვი, მაშინ „ნაცი“ ხარ.
2021 წლისათვის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 55.9%-ის ოდენობით განისაზღვრება.
ჩაშლილი მოლაპარაკებები, ჟენევაში - ირაკლი სესიაშვილი - ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესისთვის, კრემლის სახეა მისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. გიგი წერეთელი - რუსეთი ჯიუტად აგრძელებს თავის სტრატეგიას, რომ არ შედგეს მოლაპარაკება და არ აღიაროს ამ კონფლიქტში თავისი როლი. თამარ კეკენაძე - რუსეთის მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. გიორგი გახარია - ყველა ნაბიჯი, რომელიც ჟენევის ფორმატის ქმედითობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მარია ზახაროვა - საქართველოს ბრალდება რუსეთის მისამართით ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლის თაობაზე, უსაფუძვლო და პოლიტიზებულია. არჩილ თალაკვაძე მარია ზახაროვას განცხადებას ცინიკურს უწოდებს. თეა ახვლედიანი - მიუღებელია რუსეთის გადაწყვეტილება, რამაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლა გამოიწვია, მსგავსი მიდგომა საფრთხის ქვეშ აყენებს სამშვიდობო პროცესს.
იპოდრომიდან სკვერამდე - კახა კალაძის განცხადებით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის განთავსების სამუშაოები 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 წელი გაგრძელდება. აუქციონი გვინდა გამოვაცხადოთ, რომ 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდეს ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ არსებულ კორტების ტერიტორიაზე.
გარეჯის საქმე - ირაკლი სესიაშვილი დავით გარეჯის საკითხზე - 2006-2007 წლებში მომზადებული წინასწარი შეთანხმება, ჩემი აზრით, დამაზიანებელი იყო. რომან გოცირიძე - გარეჯი არის ქალბატონი ზურაბიშვილის სინდისზე - ჩაიცვა ჩექმები, დაიხურა ჩაფხუტი, ავტომატიან ჯარისკაცებთან დადგა და ერთ თვეში, საზღვარი გაავლეს ფაქტობრივად. პრემიერი დავით გარეჯის საკითხზე - რატომ ახლა ან რატომ ასეთი ფორმით - ეს კითხვები მიუღებელია, საქმე ეხება დანაშაულის შემადგენლობას, რომელიც ასევე ეხება ქვეყნის ინტერესებს. პროკურორის ინფორმაციით, ნატალია ილიჩოვას კაბინეტიდან ამოღებულია 200 000 მასშტაბის 1937-38 წლებით დათარიღებული სწორედ ის რუკა, რომელიც საქართველოს ისტორიულ საზღვარს ასახავს. პროკურორის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხზე 60 ადამიანია გამოკითხული, მათ შორის არიან ყოფილი მაღალჩინოსნები. არჩილ თალაკვაძე - საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოძიება აზერბაიჯანთან ორმხრივ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ თანამშრომლობას არ შეეხება. გიგი უგულავა დავით გარეჯის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებაზე - თავიდან ბოლომდე ეს არის წინასაარჩევნო პიარისათვის გათვლილი პროპაგანდისტული საქმიანობა. მამუკა მდინარაძე - თურმე, მხარი უნდა დავუჭიროთ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მნიშვნელოვანი, 1938 წლის რუქა, სადღაც ჰქონიათ შეტენილი და მალავდნენ, რომ საზღვარი საქართველოს საზიანოდ დადგენილიყო. ფიქრია ჩიხრაძე - დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მოულოდნელად განვითარებულ მოვლენებს აშკარად პოლიტიკური სპეკულაციის ელფერი დაკრავს. პროკურატურასთან დავით გარეჯის საკითხზე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას აპროტესტებენ. პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. დავით ბერძენიშვილი - ხელისუფლებავ! აზერბაიჯანს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებთ? 3500 ჰექტარს ედავებით. დავით ზალკალიანი დავით გარეჯზე - რასაც ოპონენტების მხრიდან ვისმენთ, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციები და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. კახა კალაძე - დავით გარეჯის საკითხზე გამოძიება კონკრეტული მოხელეების, თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეს მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა. ადვოკატის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს. საქართველოს ელჩი დანიაში - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს - ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. სახალხო დამცველი საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავების საქმეს შეისწავლის. ალეკო ელისაშვილი - არის რაღაცები, რაც „ქართული ოცნებაც“ რომ ხარ, არ უნდა იკადრო - დასაცინს ვიხდით თავს, ორი ექსპერტი რუკას დამალავს, თუ გამოაჩენს თურმე, ამაზეა დამოკიდებული სახელმწიფო საზღვარი სად გაივლის. მიხეილ სააკაშვილი - რასაც უკეთებენ მელაშვილს და სხვა ადამიანებს, მცდელობაა გადაფარონ უბედურება, რაც საქართველოში ხდება - ინსტიტუციების რღვევა, გაღატაკება, ძარცვა, ქვეყნის ერთი ახირებული ფეოდალის პირად საკუთრებად ქცევა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - გარკვეული ძალები ცდილობენ, ეკლესიის პოზიციას პოლიტიკური სარჩული დაუდონ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრულ ურთიერთობას კი ჩრდილი მიაყენონ. გიორგი მარგველაშვილი - ვსაუბრობთ უმაღლესი საიდუმლოების მქონე კომისიაზე, სოფლის ქოხ-სამკითხველო ხომ არაა, საიდანაც „სამი მუშკეტერი“ ხელს გააყოლე, შემდეგ სხვაგან დადე, ან ფურცლები იყო ამოხეული?-„ოცნება“ პარანოიაშია. გიორგი თარგამაძის ფორმულას წყაროს ცნობით, პროკურატურამდე გარეჯის რუკები რუსეთის სპეცსამსახურის გავლით მივიდა. თავდაცვის უწყებას რუკები ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელმაც ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა. ხიდაშელი მელაშვილის ბრალზე: პროკურორის განცხადება კრიტიკას ვერ უძლებს. გია ჯაფარიძე მელაშვილის ბრალზე: სრული ბოდვაა, სირცხვილი მას, ვინც ხმას არ ამოიღებს.
მადლიერი თვითაღიარებულები - ანატოლი ბიბილოვი ვლადიმერ პუტინს - მადლობას გიხდით მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთში, არამედ მთელს კავკასიაში. ასლან ბჟანია პუტინს - გულწრფელად მადლიერი ვართ თქვენი.
საზღვარგარეთულები:
#WorldCorona2020 - რუსეთში კორონავირუსის 11 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 202 ადამიანი გარდაიცვალა. ბაშარ ასადი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აცრის სურვილი აქვს. სომხეთში კორონავირუსის 672 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა.
ყარაბაღის ომი - სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანი ცდილობს მთიანი ყარაბაღის მხარის პროვოცირებას, რომ ირანის მიმართულებით ცეცხლი გახსნას. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, კონფლიქტს კიდევ 40 სამხედრო ემსხვერპლა. აზერბაიჯანი - 27 სექტემბრიდან დღემდე კონფლიქტს 28 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, დაჭრილია 144 ადამიანი. გიორგი გახარია - საქართველო დაინტერესებულია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაურკვევლობა და კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს. ვლადიმერ პუტინი - სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, მაგრამ ის სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს. ჟოზეფ ბორელი - აზერბაიჯანის მოთხოვნა, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გასვლის გრაფიკთან დაკავშირებით, ძნელი შესასრულებელია. ირანის პრეზიდენტი - ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი რეგიონალურ ომად არ იქცეს. ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრეს. სომხეთის თავდაცვის უწყება - მთიანი ყარაბაღის არმიამ აზერბაიჯანის საწვავის ბაზა გაანადგურა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: სექტემბერი 30, 2023.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When you are looking for fresh, cleanse and distinctive patterns and concepts, exactly where do you turn?
Some companies can easily hire their own personal in-household graphic designers. Others outsource graphic layout companies as They are wanted.
A professional and experienced graphic designer will deliver your vision to daily life. The trick is acquiring the appropriate a person, a person who is a superb in good shape for your personal structure…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: სექტემბერი 30, 2023.
საათი: 9:12am
0 კომენტარი
0 მოწონება
Ingesting locally sourced and all-natural food stuff is a terrific way to remain healthier, since it consists of no GMO’s and less preservatives. Because vegan food normally has several or no preservatives, it’s also fresher. Bonus: new food simply just preferences far better.
If you wish to Are living a balanced Life-style, then picking natural, contemporary foods is The obvious way to go. Conventional retail store-purchased, packaged foods, processed with the assist…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: სექტემბერი 29, 2023.
საათი: 8:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Have you been ready to find out a new method of incorporating mushrooms into your diet program?
Then you certainly need to have the magic of Do-it-yourself mushroom gummies!
It’s the top of each worlds - a scrumptious, chewy treat blended with all the advantages of medicinal mushrooms.
Don’t get worried; we are here to teach you precisely what you have to make the magic occur.
So, have you been ready to indulge in…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: სექტემბერი 29, 2023.
საათი: 1:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Like all production process, metal injection molding delivers quite a few Rewards as well as specific limits. This segment will check out the benefits and limits of MIM intimately, specializing in elements for example generation efficiency, product properties, and design and style flexibility.
5.1. Advantages of MIM
Production Efficiency
One of several most vital benefits of MIM is its capacity to create complicated, high-precision sections with…
© 2023 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია