გარეჯის საქმიდან მოღალატეობის საქმემდე, მუშტებით და იდაყვებით არჩევნებზე და ედისონის წინასწარი შედეგები

      კირიონის ჩვენება კიდევ რამდენიმე დღე იქნება მთავარი ნიუსი და დაკავებული ექსპერტების ამბავი უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა, ვიდრე საზღვრის დაგენის პრობლემები. დასაჭერია თუ არა ექსპერტი მოღალატეობის ბრალით, ჯერ კიდევ ბევრი სასამართლოს მიზეზი იქნება. არჩევნებიც კარზეა მომდგარი და ურთიერთ ქიშპობაც მოწინავეა, არც კორონა გვივიწყებს ასეული შემთხვევებით. სტატისტიკისთვის - დადასტურებული შემთხვევა - 12272, გამოჯანმრთელებული - 6538, გარდაცვლილი - 93. 1 აშშ დოლარის ფასია 3.2197 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 ოქტომბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 6 პაციენტი გარდაიცვალა, 211 გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევების გამო, გურჯაანში, სოფელ ველისციხეში 540 მოსწავლე სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს. თბილისში მოქმედი 183 ბაღიდან, 4 კორონავირუსის შემთხვევების გამო არ გაიხსნა. კახაბერ გვანცელაძე - თუ საბავშვო ბაღში მყოფ ბავშვს ტემპერატურა დაუფიქსირდება, ე.წ. საიზოლაციო ოთახში გადაიყვანენ. კორონავირუსით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარაში, 178 კი თბილისში დადასტურდა. მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან, 3 აჭარაში გარდაიცვალა, 1 - საჩხერეში, 2 კი თბილისში. ეკატერინე ტიკარაძე - თბილისში არსებულ ეპიდვითარებაზე დაკვირვება მიმდინარეობს, რათა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თბილისში, კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, აჭარის მსგავსად, საველე კარვების დადგმა არ იგეგმება. ქვეყნის მასშტაბით 53 კრიტიკული პაციენტია და მათი რაოდენობა ინფიცირებულთა ზოგადი რაოდენობის პარალელურად იზრდება. თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დამატებით მოხდება საწოლების მობილიზება. სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მალე სკოლის მასწავლებლების და ბაღის აღმზრდელების ე.წ. რანდომული ტესტირება დაიწყება. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო 600-700 ათას დოზას მიიღებს. მიმდინარე თვეში კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევისთვის 10-მდე ობიექტი დაჯარიმდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი, ვისაც კოვიდინფიცირებულ პაციენტთან აქვს შეხება, 14 დღე თვითიზოლაციაში ვერ დაყოვნდება. პრემიერის განცხადებით, საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის გამკლავებაშიც წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში იყოს. ეკატერინე ტიკარაძე - გარკვეული დეფიციტი შეინიშნება იმაში, თუ რამდენად ეფექტურად იმართებიან პაციენტები კლინიკის დონეზე. სამინისტრო კოვიდინფექციის სამკურნალო მედიკამენტების შეძენაზე მოლაპარაკებას, ორ ინდურ კომპანიასთან აწარმოებს. პირბადეების გამოყენების მიმართულებით ღონისძიებებს გავამკაცრებთ, რაც შეეხება ტრანსპორტის შეზღუდვას, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. ლევან რატიანი - თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვება.

      გარეჯის დავა და მოღალატეობის ამბავი - კირიონის სრული ჩვენებაც გამოქვეყნდა კვირის პალიტრის მიერ. არქიმანდრიტი საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებაში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ყოფილი ხელისუფლება არასახელმწიფოებრივად და არაეროვნულად მოქმედებდნენ. როგორც არქიმანდრიტი საკუთარ ჩვენებაში ჰყვება, ისინი აზერბაიჯანის სახელმწიფოს ლოიალობის სანაცვლოდ მონასტრებსა და ძირძველ მიწებს თმობდნენ. ეკა ბესელია - არჩევნები სამ კვირაში დასრულდება და ვნახოთ, გამოძიებას როგორი გაგრძელება, ინტერესი და დამოკიდებულება ექნება კარტოგრაფების საქმის მიმართ. მამუკა მდინარაძე - როდესაც დგებოდა ერთ-ერთი მორიგი შეთანხმება, როცა 300-ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა, აქედან ერთ თვეში, 2007 წელს პარლამენტმა სახელმწიფო ღალატის მუხლი გააუქმა. მავნებელი პოლიტიკოსები აუცილებლად იტყვიან, რომ ეს წინასაარჩევნო პერიოდისთვის იყო გათვლილი, მაგრამ იმის გამო, რომ ასე მავნებლობენ, გამოძიებას ვერ გააჩერებ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილთან სასულიერო პირმა ნამდვილად მიიტანა რუკა, თუმცა ის ავთენტური არ იყო და მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა. გიგი წერეთელი დავით გარეჯის საქმეზე - ძალიან ჰგავს 1937 წელს, როდესაც საქმეები იკერებოდა და ითითხნებოდა. არქიმანდრიტი კირიონი ჩვენებაში აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხზე ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას ნინო კალანდაძე გამოხატავდა. ნინო კალანდაძე არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებაზე - ბრალდებები რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და ქართველი შემსრულებლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური სპეცოპერაციის ნაწილია. პაატა ზაქარეიშვილი - მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავება 100%-ით პოლიტიკურია, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. დავით გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა. პრეზიდენტი დავით გარეჯზე - ინფორმაცია შემიძლია ნებისმიერ დროს პირადად მივაწოდო პროკურორს.

      არჩევნებში გაარჯვებისთვის - მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ არჩევანის გამოხატვის უფლება. თეონა ჭალიძე - ბიძინა ივანიშვილის პლაკატი ბარემ საარჩევნო უბანზე, შიგნით კაბინებში გამოგეკიდათ. ელენე ხოშტარია ვაკეში „ოცნების“ კანდიდატს - ნუ აიღებს ნამუსზე ხელს, ისეთი რამე არ უნდა გავაკეთოთ, რომ მტრებად ვიქცეთ. გია ჟორჟოლიანი - ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საკუთარი მოქალაქეების ჯანდაცვაზე, განათლებაზე და ღირსეულ დასაქმებაზე. კოტე კემულარია - გიორგი ვაშაძე, რეფორმების მამობას რომ იჩემებს, ვალოდია ჯინჭარაძის როლში უფრო გამოდის, ვიდრე იუსტიციის სახლის „აღმშენებელი“. გიგი უგულავა - გამოსავალი: „მუშტი ბიძინას, იდაყვი მიშას“. რატი იონათამიშვილი - რაც უფრო მოახლოვდება რადიკალური ოპოზიციის გარდაუვალი მარცხი, მით უფრო დაესხმებიან ერთმანეთს თავს. ეკა ბესელია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლების მიმართ ზეწოლისა და მუქარის შესახებ საუბრობს. გრიგოლ გეგელია - ხელისუფლებას აშინებს „ლელოს“ მზარდი რეიტინგი. „ლელო“ - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ქობულეთში, ჩვენი პარტიის წევრებზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს. ხატია დეკანოიძე - ოპოზიციური პარტიების ლიდერების შტაბებზე თავდასხმა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ადამიანებზე მუქარა მიმდინარეობს. გიგი უგულავა - ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, მიშამაც ამოიღო მიზანში - სააკაშვილი მოიქცა როგორც სერსეი ლანისტერი. მამუკა მდინარაძე - "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები „ერთმანეთს ჭამენ“. გიორგი გახარია - ყველანაირი გართულებების და პროვოკაციების გარეშე, 31 ოქტომბერს მივიდეთ და ღირსეულად გავიმარჯვოთ. ელენე ხოშტარია გიგი უგულავას ვიდეომიმართვაზე - ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ. ხატია დეკანოიძე - როდესაც გიგი უგულავა მუშტზე და იდაყვზე საუბრობს, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება არჩევნებზე მათი წაბორძიკებით არ დასრულდება. გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილს შეეძლო კარგი როლი ეთამაშა ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების, საერთო ფრონტის შექმნისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ის როლი აირჩია, რაც დღეს აქვს, ცოტა გაუგებარიც კი. „ქართული ოცნება“ 37% -ზე მეტს ვერ აიღებს, ბატონ გახარიას სანაძლეოს დავუდებ. სააკაშვილი - ვიღაც შურით სკდება და სადაც არ უნდა გამოვჩნდე, საქართველოს სახელი მე მიკავშირდება. ედისონის არჩევნები - Edison Research: ვის ასახელებენ ოპოზიციური კოალიციის პრემიერობის სასურველ კანდიდატად. მოსახლეობის 70%-ს ერთპარტიულს კოალიციური მთავრობა ურჩევნია. უმრავლესობას პარლამენტის მმართველად ახალი პარტიის/პარტიების ხილვა სურს. ოცნება - 36%, ენმ - 17%, ევროპული საქართველო - 5%, გადაუწყვეტელი - 24%.

      ბიუჯეტის განხილვა - ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე უარი თქვა. „ევროპული საქართველო" 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს. სერგი კაპანაძის განცხადებით, ტყუილია, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. დავით ბაქრაძე - ბიუჯეტის პროექტის განხილვა არ ნიშნავს, რომ ეს ის ბიუჯეტი და ის ხელისუფლება იქნება, რომელიც ქვეყანას გაისადაც მართავს.

      გატაცებუი - არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ, ყველა ზომა მიიღონ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - აშშ-ში კორონავირუსის 44 614 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 398 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 370 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 ადამიანი გარდაიცვალა. ჩინეთის ქალაქ ცინდაოში კორონავირუსზე ტესტს 9 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარებენ. კორონავირუსის შემთხვევების გამო, განგაშის უმაღლესი დონე საფრანგეთის კიდევ ორ ქალაქში გამოცხადდა. რუსეთში კორონავირუსის 13 592 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 125 ადამიანი გარდაიცვალა. ბორის ჯონსონი - ჩვენი მიზანი ადამიანების გადარჩენაა, რის გამოც შეზღუდვებს თავიდან ვაწესებთ

      ბელორუსის არეულობა - ბელარუსში, საპროტესტო აქციების დროს, სამართალდამცავებმა 500-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.

      ყარაბაღის გარშემო - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სიტუაცია ღამის განმავლობაში მთელი ფრონტის გასწვრივ დაძაბული იყო. სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებას დილიდან ინტენსიურად ბომბავს. მამუკა არეშიძე ყარაბაღის კონფლიქტზე - როგორც ჩანს, ძალიან მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართული იმისათვის, რომ ეს ომი გაგრძელდეს. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - სომხეთის პროვოკაციის შედეგად, დაღუპულია 41 და დაშავებულია 207 მშვიდობიანი მოქალაქე. სერგეი ლავროვი სომეხ კოლეგას - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად არ სრულდება. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, მათმა სამხედროებმა აზერბაიჯანული უპილოტო ბომბდამშენი ჩამოაგდეს. ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის არმიამ სომხების სპეცრაზმის დიდი ჯგუფი გაანეიტრალა, რომელსაც გადრუთის ხელახლა დაპყრობა სურდა. ილჰამ ალიევი - გათავისუფლებულ მიწებზე ქალაქებს გავაშენებთ და სამოთხედ გადავაქცევთ, იქ ცხოვრება და ბავშვების სიცილი დაბრუნდება.

      საგანგებო - ყირგიზეთის პრეზიდენტმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 166

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

ლაშა: ოქტომბერი 12, 2020||11:02pm

ერთობ საინტერესო საქმეა, ერთი მხრივ მაოცებს ქრისტიანი არქიმანდრიტის, ბერის ასეთი შემართება ადამიანების დაპატიმრიბაზე (როგორც თავად ამბობს, თავისი ღრმა რწმენით მელაშვილი და ილიჩოვა იმსახურებენ პატიმრობას) და მეორე მხრივ საინტერესოა სისხლის სამართლის საქმე მოღალატეობის მუხლით. საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური მიზნებით ხშირად ისმის ეს ბრალდება ოპონენტების მისამართით და ამჯერად, საქმე სასამართლომდე მივიდა - არაპროფესიონალიზმი, ცუდად შესრულებული სამუშაო, სინამდვილის დამალვა როგორც ღალატი. 

ლაშა: ოქტომბერი 15, 2020||7:17pm

ხვალ დაიდება 1000-იანი მაჩვენებელი ((

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Diablo 4's Season 5 Poised for Major Updates: MMoexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 4:25am 0 კომენტარი

Diablo 4 gold players can look forward to an exciting period ahead, as Blizzard has announced a series of significant updates and the highly anticipated Season 5. The development team has been actively addressing player feedback and working to continuously enhance the Diablo 4 experience.
The forthcoming mid-season patch will introduce several noteworthy changes. One key update is an overhaul of the loot respawn system.…
გაგრძელება

Pennsylvania Qualifications

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 25, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Pennsylvania Qualifications Checks are completed to investigate the background of the candidates who apply for work in various private and non-private worries. These background checks are done to validate If your applicant has the needed qualification for their Careers and likewise whether they are reliable, honest and don't have any prison fees against them. Pennsylvania Qualifications Checks generally validate the personal identification record, instructional…

გაგრძელება

How To eliminate Ants in Seattle

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 24, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







You’re hectic at perform, at your home, and also you definitely do not need time to determine how to get rid of ants in the Seattle residence yourself. You could possibly even be tempted to ignore the challenge with the hopes that it's going to all just magically disappear By itself. Ants won’t just disappear, but we’re in this article to aid.



We have been here to supply assurance and help you just take again your home which means you, Your loved ones, and your…

გაგრძელება

Nine Matters Your Ant Exterminator Desires

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 23, 2024.
საათი: 9:30pm 0 კომენტარი







If the ants occur marching in, This is what Qualified exterminators want you to be aware of.



How can that tune go? The ants go marching two by two? Examine once more: It’s a lot more like 20,000.



These small, mighty insects can perform serious problems whenever they’re carpenter ants, taking in throughout the construction of your house. Then you can find the ants that bite, and those that are only plain annoying.



Because of their significant…

გაგრძელება

Qwelly World

free counters