ერთი ნაბიჯი ათასეულამდე, ორი კვირა არჩევნებამდე და საზღვარი გარეჯამდე ანუ კარტოგრაფიის პრობლემები

      დავიწყოთ თბილი ამბებით, რომელსაც სინოპტიკოსები გვპირდებიან - მომდევნო დღეებში, ვიდრე 18 ოქტომბრამდე, ქვეყანაში კარგად ჩამოთბება, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 32 გრადუსამდეც კი მოიმატებს. ტემპერატურამ დღეს მკვეთრად მოიმატა კოვიდის მაჩვენებლებში - 919 ახალი შემთხვევა დაფისირდა და ყველა სხვა ამბავი ამ თემამ გადაფარა. არჩევნებამდე ორი კვირაა დარჩენილი და ყველა ნიუსი არჩევნების ჭრილშიც განიხილება, მათ შორისაა კარტოგრაფების საქმეც. კოვიდ სტატისტიკისთვის - დადასტურებული შემთხვევა - 14440, გამოჯანმრთელებული - 7367, გარდაცვლილი - 113. რაც შეეხება ჩვენი ეკონომიკის მეტრს - აშშ დოლარის ფასი 3.2249 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15 ოქტომბერი, 2020

      #Covid19GEO - ახალი რეკორდით დაიწყო დღე - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 13 საბავშვო ბაღია დახურული. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსისგან 208 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თბილისში კორონავირუსის 366 შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარაში - 286. მარინა ენდელაძე - კლასტერები გავრცელდა ქვეყანაში - ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით. აჭარაში კორონავირუსისგან 154 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევების გამო, რუსთავის მე-14 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. „ჩემი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ ხელისუფლებას - რა ნიშნულზე უნდა ავიდეს ეპიდვითარება, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგათ? პრემიერი საჯარო უწყებებს და კერძო კომპანიებს მიმართავს, მაქსიმალურად მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. უმაღლესი სასწავლებლებისთვის სწავლის რეალურ სივრცეში 19 ოქტომბერს განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალაში რჩება. გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ. ევროპის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან და ქუთაისიდან ნოემბრიდან ეტაპობრივად აღდგება. უახლოეს დღეებში ალბათ კორონავირუსის 1000 შემთხვევას გადავაბიჯებთ, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ამ დარტყმას გაუძლებს. ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელიც იყო დაკავშირებული ვაქცინასთან, სამწუხაროდ, არ გამართლდა. არავის გვეგონოს, რომ ინფიცირების რაოდენობის ზრდა შეჩერდება - არ შეჩერდება, თუმცა არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს. წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება პატრიოტიზმია. საქართველოში გრიპის ვაქცინების უპრეცედენტო რაოდენობაა შემოტანილი. საქართველოში საველე ჰოსპიტალის მოწყობა არ იგეგმება - ჯანდაცვის სისტემა მზად არის მზარდი რაოდენობის ინფიცირებული მიიღოს. ტოქსიკურ წინასაარჩევნო პირობებში ნებისმიერი თემა გამოყენებულია სპეკულირებისთვის - ამისთვის არ გვცალია, თორემ არც ოპოზიციასთან საუბარი მოგვრიდებია არასოდეს. არანაირი მძიმე, სისტემური ლოკდაუნი ქვეყანაში არ იგეგმება. მსხვილ ქალაქებში ბევრი არასაჭირო მობილობაა - მაინც არის დაბადების დღეები და სარიტუალო ღონისძიებები, რაღაც პერიოდი თავი უნდა შევიკავოთ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღის ბოლოს კოვიდის მართვაში კიდევ ოთხი კლინიკა ჩაერთვება, რის შედეგადაც მხოლოდ თბილისში 1200 თავისუფალი საწოლი იქნება. ამირან გამყრელიძე - კოვიდი წლიური სიკვდილიანობის მაჩვენებლით თანდათან ასწრებს როგორც შიდსს, ისე მალარიას და ჯერჯერობით ჩამორჩება მხოლოდ ტუბერკულოზს. პირველ ეტაპზე, სახელმწიფოს მიერ შესყიდული გრიპის ვაქცინა რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებს მოხმარდება. ნათია თურნავას განცხადებით, ოქტომბრის ბოლომდე რეგულარული ფრენების სიხშირე გაიზრდება, ხოლო ნოემბრიდან დაემატება ახალი მიმართულებები, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტიდან. თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება. აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 19 ოქტომბრიდან გაიხსნება. ჯანდაცვის მინისტრი - პაციენტს ხშირ შემთხვევაში უწევს, რომ ბრიგადას დაელოდოს, მაგრამ დაგვიანებული 4-6 საათი არ ნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმდება. სერგო ჩიხლაძე - კორონავირუსის მართვა ნულზეა დასული, ამ დროს კი სახელმწიფო კეკლუცობს - წერტილოვანი ჩარევა არ არის მარტო რესტორნის დახურვა.

      ამბები არჩევნებში გამარჯვებისთვის - გიგი უგულავა - ივანიშვილის პირობებში ტოტალური უმუშევრობა, უპერსპექტივობა და უიმედობაა. გიორგი ვაშაძე - მივმართავ გახარიას - ნუ გეშინია, მოდი დებატებზე და ღირსეულად მიიღე ეს გამოწვევა. ირმა ნადირაშვილი - „ევროპული საქართველოს“ გეგმით, დევნილებს დახმარება გაუორმაგდებათ. „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისში პარტიის პირველი აფთიაქი გაიხსნა. გოჩა ენუქიძე დაბა მესტიის მოსახლეობას შეხვდა. ანა დოლიძე - ჩემ თითოეულ შეხვედრას თან სდევს თვალთვალი და ვიდეო გადაღება გია ვოლსკის და „ოცნების“ წარმომადგენლების მიერ. ალეკო ელისაშვილმა პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ სიის პირველი ათეული წარადგინა. გიგი უგულავა - ივანიშვილსა და რუსეთს ჩვენი ეკლესია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არ უნდა გამოვაყენებინოთ. სერგი კაპანაძე - ეს არის ჩაფლავებული მთავრობის კრიზის მენეჯმენტი. ოთარ კახიძე - ქუთაისს სჭირდება ფუნქცია და ახალი პერსპექტივა, რათა მოსახლეობას სამუშაოს საძებნელად არ უწევდეს სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში წასვლა. გია ვოლსკი - არჩევნები პოლიტიკური აქციაა, როცა რეგულირება გაცილებით უფრო ადვილია და ეს პროცესი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. გიგა ბოკერია - ივანიშვილი და მისი გუნდი თვითქებით იყო დაკავებული საქმის კეთების ნაცვლად, როცა გარდაუვალი იყო, რომ ისევ იქნებოდა ტალღა. თემურ ჭყონია - მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია. გია ვოლსკი ანა დოლიძის ბრალდებებზე - რატომ, რა ჯანდაბად მინდა! - იქნებ, თავის მიერ არის გაკეთებული, რათა შემდეგ, ჩემზე ილაპარაკოს, რომ ვავიწროვებ. ანრი ოხანაშვილი - ყველა ერთად ვმუშაობთ, რომ არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას და მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული. გიგი უგულავა - მინდა მადლობა გადავუხადო შალვა ნათელაშვილს და „ლეიბორისტულ პარტიას“ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში მხარდაჭერისათვის. მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად სრული ბანკროტია. ფიქრია ჩიხრაძე - მივმართავ ხელისუფლებას, წინასაარჩევნო პერიოდში განათლების სისტემაში, საკადრო ცვლილებებზე მორატორიუმი გამოცხადდეს. თამარ გაბუნია - ვფიქრობთ, რომ არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ. მამუკა ხაზარაძე - 22:00 საათის შემდეგ პანდემია მიდის დასაძინებლად თუ რაშია საქმე? - ხელისუფლებამ კრახი განიცადა.

      ახალი თავმჯომარე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს. ნინო ქადაგიძე - ჩვენი ერთად ყოფნა იქნება იმის გარანტია, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მართლმსაჯულება. გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა მოსამართლე წევრების სრული კონსენსუსით შეირჩა. ირაკლი აბესაძე - იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარედ ქადაგიძის არჩევა არის მხოლოდ ფორმალური პროცედურა და არაფერი ამას სასამართლო სისტემის გაჯანსაღებასთან არ აქვს. ანა დოლიძე - ნინო ქადაგიძის დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ამოწურა ყველა შესაძლებლობა სასამართლოში ცვლილებები განხორციელდეს.

      კარტოგრფიის პრობლემა - სამოღალატო საქმე - სააპელაციო სასამართლომ მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა გია ჯაფარიძე - აზერბაიჯანის ინტერესშია დავით გარეჯის მონასტრის ნაწილი მის ტერიტორიაზე დარჩე. გიორგი ვაშაძის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით „ოცნების“ ქმედებები “სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული“. რატი იონათამიშვილი დავით გარეჯის საკითხზე - სააკაშვილი იყო გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიმღები პირი, ცხადია, ეს დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს. პრემიერ-მინისტრი - დავით გარეჯის ისტორია წლების წინ დაიწყო და ოპოზიციამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რატომ დაიწყო გამოძიება მაინცდამაინც ახლა. სერგი კაპანაძე - კარტოგრაფების საქმის მთავარი ამოცანა იყო, ივანიშვილს მორიგჯერ გამოეგორებინა სააკაშვილი, როგორც საფრთხობელა - არ გამიკვირდება, თუ ბრალს წაუყენებენ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა. ნატალია ილიჩოვას ადვოკატი - ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებას ვერ განვიხილავთ იმგვარად, რომ ის მიხეილ სააკაშვილს დანაშაულში ხელს ადებს. ანდრიუს კუბილიუსი არჩილ თალაკვაძის საპასუხოდ - სასაცილო ისაა, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური „არქეოლოგიით“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კავდება. საქართველოს ხელისუფლებამ "აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის" ორი საჯარო მოხელე დააკავა. შენიშვნისთვის - აღნიშნული მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან - პანდემიის მიმართ ცუდი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკისგან - ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს“, - დაწერა ევროპარლამენტარმა. ნიკოლოზ ვაშაკიძე - ივერი მელაშვილი საქართველოს ინტერესებს ისე მტკიცედ იცავდა, რომ ერთი-ორჯერ აზერბაიჯანმა ქართული მხარისგან მისი კომისიიდან დათხოვნა მოითხოვა. მართალია, 500 000-იანი მასშტაბის რუკა გარეჯის მონაკვეთში ქართულ მხარეს პრობლემას უქმნიდა, მაგრამ გადაწყვეტილი იყო, რომ საკითხი ტერიტორიის მონაცვლეობის გზით მოგვარებულიყო. არჩილ თალაკვაძე - “პოლიტიკური არქეოლოგია” არის იმ პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოში ბატონი კუბილიუსი გულშემატკივრობს. კუბილიუსი კარტოგრაფებზე - ეს ბრალდებები პოსტსაბჭოთა ამბავს მაგონებს. საპატრიარქო - კარტოგრაფების საქმის წინასაარჩევნოდ წამოწყებასთან კავშირი არ გვაქვს. დაკითხვიდან გამოსული მამა ილარიონი - არ იყო საზღვარი სწორად შეთანხმებული.

      იცოდით?! - 15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნება. მათივე ცნობით, საქართველოში ისე როგორც მთელს მსოფლიოში, სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად ითავსებენ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს როლს და ეწევიან პროდუქტიულ (სასოფლო სამეურნეო), რეპროდუქტიულ (საოჯახო და ზრუნვასთან დაკავშირებულ) და სათემო საქმიანობებს. მიუხედავად ამისა, ხშირად ქალების შრომა აუნაზღაურებელი და უხილავია.

      შაქარაშვილის საქმე - მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატი - გამოძიებამ ვერ გამოკვეთა არათუ რომელიმე პირის ბრალეულობა, არამედ, საერთოდ ვერ დაადგინა მოხდა თუ არა მკვლელობა. ზ.ხ-ს ადვოკატი - არ არსებობს მოწმე, რომელიც იტყვის, რომ დაინახა, როგორ მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს ბრალდებულებმა დაზიანებები და როგორ ჩააგდეს წყალში. პროკურორი - ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვთ ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო. ადვოკატი - ექსპერტიზის დასკვნა თავდაყირა აყენებს ბრალდების ვერსიას, თითქოს 5 ადამიანი იყო მდინარის პირას ჩასული და მათ ჩააგდეს გიორგი შაქარაშვილი წყალში.

      დეკანოზის სამედიცინო პრობლემები - დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანენ. პენიტენციური სამსახური - დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა და მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ დგას. ადვოკატის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის განცხადება გაუგებარია, რადგან დეკანოზს სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გადაყვანაზე ინფორმაცია სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელმა მიაწოდა. ადვოკატი აცხადებს, რომ დეკანოზისთვის და მისთვისაც გაუგებარია, რატომ არ მოხდა გიორგი მამალაძის საზოგადოებრივი პროფილის კლინიკაში გადაყვანა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - თითქოს ელოდებიან, როდის დადგება ფატალური შედეგი და დეკანოზის სიცოცხლე როდის დასრულდება, ვერ მოესწრებიან!

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - გერმანიაში კორონავირუსის 6 638 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 33 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმო-ს წარმომადგენელი - კორონავირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა ოჯახებში ხდება. გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები მკაცრდება. აშშ-ში კორონავირუსის 59 494 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 985 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 1 371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ენტონი ფაუჩი - კოვიდ 19-ის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა, ფართოდ ხელმისაწვდომი, შესაძლოა, 2021 წლის აპრილისთვის იყოს. რუსეთში კორონავირუსის 13 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 286 პაციენტი გარდაიცვალა. ირანში კორონავირუსის 4 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 256 ადამიანი გარდაიცვალა.

      არჩევნები ამერიკაში - დონალდ ტრამპი - თუ არჩევნებში „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ, აშშ-ს ჩინეთი დაეპატრონება. BBC - დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ამომრჩევლებს კითხვა-პასუხის რეჟიმში, პირდაპირ ეთერში ერთსა და იმავე დროს უპასუხებენ.

      აზერბაიჯანულ-სომხური ომიანობა - ილჰამ ალიევი - ღარიბო სომხეთო, სამხედრო ტექნიკა შენი ფულით იყიდე? - არა, შენ ეს მოგცეს და ვინ მოგცა, ყველამ იცის - თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის მთელ არმიას გავანადგურებთ! თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის მთელ არმიას გავანადგურებთ. რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, იქ 5 ათასი სამხედრო იმყოფება. აქვს თუ არა თურქეთს აზერბაიჯანში სამხედრო ბაზა? - არა. სომხეთის საზღვარს ირანთან და თურქეთთან რუსი მესაზღვრეები იცავენ. არიან აზერბაიჯანის საზღვარზე თურქი მესაზღვრეები? - არა. ამიტომ ნურავინ დაგვადანაშაულებს. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საარტილერიო დაბომბვის განახლებაში ადანაშაულებენ. ილჰამ ალიევი - ჩვენს არმიას თავისი მიწების დამოუკიდებლად გათავისუფლების უნარი აქვს. აზერბაიჯანული მედია - სომხებმა ტერტერში სასაფლაო დაბომბეს, დაღუპულია 3 და დაშავებულია 5 მშვიდობიანი მოქალაქე. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდასხმებს კიდევ 49 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი არ განხილულა. ნიკოლ ფაშინიანი - მთიანი ყარაბაღის პრობლემა უნდა მოგვარდეს კომპრომისის საფუძველზე. ილჰამ ალიევი - მომავალში მთიან ყარაბაღში მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ აზერბაიჯანელებმა და სომხებმა.

      ყირგიზეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 135

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

ლაშა: ოქტომბერი 16, 2020||9:37pm

ისე, არაკვალიფიციურობაზე, 15 წელია ნამეტანია.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters