დასრულებული არჩევნები, NDI-ს კვლევები, ვალუტის რწმენა და მაღაროელები

      არაფერიც არ გამოვიდა ამდენი პროტესტისა და ოპოზიტიური განწყობების მიუხედავად, მთაწმინდის გარდა, ყველგან, სადცა არჩევნები ჩატარდა, ქათულმა ოცნებამ გაიმარჯვა. რა თქმა უნდა, ბოლო ორი დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. მას არ ჩამორჩა NDI-ს კვლევა და ვალუტის ამბავნარი, ასევე მაღაროელების პროტესტი, რომელსაც დღეს მთელი ქალაქი შეუერთდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 მაისი, 2019/

      შუალედური არჩევნები 2019 - არჩევნების დღე და მერე - 19 მაისს, 8 მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარული შუალედური არჩევნები გაიმართა, ხოლო მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში. 19 მაისის რიგგარეშე და შულედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდა. ჭიათურაში, სოფელ სვერის № 43 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. ოპოზიციამ ზესტაფონის მე-10 და 45-ე საარჩევნო უბნებზე დარღვევა გამოავლინა. ზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ირაკლი ალასანია - სპეციალურად ჩამოვედი თბილისში, რომ შალვას დავუდგე გვერდით. მარნეულში ერთ-ერთი დამკვირვებელი აცხადებდა, რომ მას 6 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ხულოში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი - ჩემი არჩევის შემთხვევაში, ყველას მერი ვიქნები. ნათია მეზვრიშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ ინციდენტზე მოახდენს რეაგირებას. ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია - დარწმუნებული ვართ, რომ ამ ორთაბრძოლაში გავიმარჯვებთ - გაიმარჯვა კიდეც. „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი - სადახლოში, #31-ე საარჩევნო უბანზე გაყალბების მცდელობა არ ყოფილა და უბნის გარეთ რა მოხდა, არ ვიცი. „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი - ხულო ცვლილებების მოლოდინშია და ეს აუცილებლად მოხდება. შალვა შავგულიძე - შავმა, ცილისმწამებლურმა კამპანიამ არ იმუშავა, ეს დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა და მან მისცა სტარტი ამ უღირს კამპანიას. „გაერთიანებული ოპოზიცია“ - ზუგდიდში, მე-10 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ღიად, საფულიდან აძლევენ კონკრეტულ თანხებს ხმების სანაცვლოდ. შალვა შავგულიძე - თუ პოლიცია იმოქმედებს იმ ფარგლებში, რამდენიმე პოლიციელის ყოფნა უბნებთან ტრაგიკული არ უნდა იყოს. გიორგი მარგველაშვილი - ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი - ავაზაკი. კახა კალაძე - მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე - ნუ შეუშინდებით ჟურნალისტებს, თქვენ ამის უფლება გაქვთ. ზუგდიდის N9 უბანთან დაპირისპირება მოხდა. ზუგდიდის 47-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ხმაური იყო. ზუგდიდის პოლიციის უფროსი - N9-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს შევისწავლით და თუ კანონდარღვევა გამოვლინდა, გამოძიება დაიწყება. ზესტაფონის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან - ხმა ცვლილებებს და ზესტაფონის განვითარებას მივეცი. ზუგდიდის 95-ე უბანზე მყოფი ერთ-ერთი ქალი ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. ზესტაფონის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" - მე მჯერა ამომრჩევლების და მჯერა გამარჯვების. სოფელ კოკში, #97 საარჩევნო უბანთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ცესკო - დაფიქსირდა დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა. თამარ ჩუგოშვილი უბნებთან კოორდინატორების მობილიზებაზე - ესთეტიურად ეს როგორ გამოიყურება, მოგვწონს თუ არა მოგვწონს, სრულიად სხვა საკითხია, მაგრამ უკანონო ამაში არაფერია. ცესკო - კანონმდებლობა არ კრძალავს ამომრჩევლის აქტივობის აღწერას უბნის გარეთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამან არ შეაფერხოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელება. ნინო გოგუაძე - მივმართავ ცესკოს თავმჯდომარეს, ფორმალურად მაინც შეასრულოს დამოუკიდებელი არბიტრის ფუნქცია. ირმა ნადირაშვილი - მოვუწოდებ ცესკოს და თამარ ჟვანიას, არ გაბედოს არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობის მიღება. მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს - ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე. პანკისის ხეობის 24-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ბატკანთან ერთად მივიდა, მან კომისიის წევრებს ლექსი წაუკითხა. ნინია ცისკარიშვილი - რატომ აქამდე არ დადო თალაკვაძემ თუ რამე ჰქონდა? - არ გამოვრიცხავ, რომ ჩანაწერი იყოს მონტაჟი. მიხეილ სააკაშვილი - თუ რაიმეზე ხელი წაუცდებათ, არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას და დასკვნების იმედად ყოფნას - მეტი საქმე არ მაქვს, ექვსი თვე ვიღაცის დასკვნას ველოდო. საია - კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია. საია - კენჭისყრის პროცედურები არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო, თუმცა გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც დაძაბულ გარემოს და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება. დიმიტრი ცქიტიშვილი - სააკაშვილის მუქარა დიდი ხანია ამოვარდნილია კონტექსტიდან. სოზარ სუბარი - სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ და „რუსთავი 2-ის“ მაღალი კონცეტრაცია და განსაკუთრებული ინტერესი არ არის, არჩევნები ყველგან მშვიდად მიმდინარეობს. სოზარ სუბარი - სააკაშვილის მიზანია არეულობის ფასად დაიბრუნონ ხელისუფლება, რასაც ვერ ეღირსებიან. ზუგდიდში არანაირი სპეცრაზმი არ არის მობილიზებული, იქ ყველაფერი ხდება კანონის ფარგლებში. ზურაბ მელიქიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მეთოდი გამოიყენა, რაც კი ოდესმე გაგიგიათ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. გიორგი გახარია - ჩვენ, მეგრელებმა ვიცით სტუმარ-მასპინძლობა - ის ხალხი წავა თავისთან სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავიანთ ახალ მერთან ერთად ზუგდიდში. გოგი წულაია - არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს, მათ გვერდით ვიქნები. სულხან სალაძე - ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, მთაწმინდის ოლქში ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა შესაძლოა, მათ არაინფორმირებულობასთან იყოს დაკავშირებული. თინა ბოკუჩავას ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ცესკო-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი - კომისიამ კანონით იმოქმედა, ბოკუჩავას არ მისცა უფლება ყოფილიყო, როგორც არაუფლებამოსილი პირი შენობაში. სანდრა რულოვსი - არჩილ თალაკვაძე ჩემი ასისტენტი იყო 2013 წლამდე და მისგან სირცხვილია ჩემ წინააღმდეგ ასეთი ბოროტების ჩადენა. არჩილ თალაკვაძე - სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ არ ვიცი, მე ჟენევაში მუშაობა დავიწყე როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა. სანდრა რულოვსი - თქვენ არ იცით, რა გელოდებათ, თქვენ ჯერ კიდევ არ მიცნობთ - არ გირჩევთ, რომ პირველ ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადოთ. მიხეილ სააკაშვილი - მხარს ვუჭერ სანდრას მოწოდებას, არ ვაპირებთ გავჩერდეთ - დროა, ერთად შეკვრის და მშვიდობიანი ფართო მოძრაობის გაშლის. ოზურგეთში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა დავით მდინარაძემ გაიმარჯვა. ნიკა მელია - ბევრი ოპოზიციონერი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია, არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებები. სანდრა რულოვსი - თუ მეორე ტური გამოცხადდება, მზად ვარ, ამოღებული ხმლით გავაგრძელო ბრძოლა მეორე ტურში. სანდრა რულოვსი - არჩევნების გზით ეს კაცი არ წავა, იმიტომ რომ არჩევნებს არ ატარებს. საბოლოოდ სანდრამ წააგო, მთაწმინდამ კი მეორე ტური მიიღო. ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმების 54,18%, სანდრა რულოვსმა კი 42,84% მიიღო. ცესკო - ყველა უბნის დათვლის შედეგად, მთაწმინდაზე ლადო კახაძემ ხმების 41%, შალვა შავგულიძემ კი 36,83% მიიღო. კახა კალაძე - ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი ფაქტიც ვერ დაიდო. დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვება.

      მაღაროელების პროტესტი - ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელები საარჩევნო უბნებამდე მისვლისთვის, საოლქო კომისიას ტრანსპორტის გამოყოფის თხოვნით მიმართავდნენ. გაფიცვა არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა. ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

      ვალუტის რწმენა - კობა გვენეტაძე - კრისტინ ლაგარდის ვიზიტი დასტურია იმის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც სისტემური ეკონომიკის მქონე, ისე პატარა ქვეყნებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი სტუდენტებთან შეხვედრაზე - თუ გინდათ რომ დაგინახონ, ფეხზე დადექით. კრისტინ ლაგარდი - საქართველო ახორციელებს იმ რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს ეკონომიკას, გამძლეობას შოკების მიმართ - ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ რეფორმებს. აერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი - საქართველო ეკონომიკური აღმავლობის ახალ თავს იწყებს. კობა გვენეტაძე - კრისტინ ლაგარდის ჩამოსვლა იმის დემონსტრირებაა, რომ სსფ მხარს უჭერს იმ რეფორმებს და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. კრისტინ ლაგარდი - საქართველომ საკუთარი ვალუტისადმი რწმენა უნდა გაიძლიეროს. კობა გვენეტაძე - რა თქმა უნდა, კონკრეტული რეკომენდაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან გვაქვს და ეს საკითხი განიხილება სსფ-ს მისიის დონეზე. კრისტინ ლაგარდი - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება კორუფციის დაძლევისთვის ერთდროულად უნდა მუშაობდეს. მამუკა ბახტაძე - იმ წარმატებაში, რასაც საქართველომ მიაღწია, საერთაშორისო ფონდის წვლილი ძალიან მაღალია. მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებზე თანამშრომლობისთვის. მადლობას ვუხდი საერთაშორისო სავალუტო ფონდს იმ მნიშვნელოვან რეფორმაში მონაწილეობისთვის, რომელსაც ჩვენ ეროვნულ იდეას ვუწოდებთ. კრისტინ ლაგარდი მამუკა ბახტაძეს - ძალიან შთამბეჭდავია განათლების რეფორმა, რომელსაც ახორციელებთ და მინდა მოგილოცოთ.

      NDI იკვლევდა - NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90 %-ს, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია. NDI-ის კვლევის თანახმად, 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59 % მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის. გამოკითხული მოქალაქეების აზრით, საქართველოს უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის სამხედრო აგრესია წარმოადგენს. NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს მოსახლეობის 74 % უჭერეს. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არაა. NDI-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 39 % საბჭოთა კავშირის დაშლას „ცუდ მოვლენად“ აფასებს.

      კორუფცია ფეხბურთში - სუს-ის ინფორმაციით, საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელია დაკავებული. დაკავებულ ფეხბურთელებს სუს-ი მატჩების გარიგების სანაცვლოდ 93 500 ლარის მიღებას ედავება.

      საბოლოზარე დაპირისპირება - არსებული ინფორმაციით, 51-ე სკოლასთან, "ბოლო ზარზე", მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა. 51-ე სკოლის მასწავლებლის ინფორმაციით, მე-12 კლასელებს შორის დაპირისპირება „სკოლის კართან შეჯახების“ შემდეგ დაიწყო.

საზღვარგარეთულები:

      ზელენსკის პრეზიდენტობა - ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ვლადიმერ ზელენსკი - არ მეშინია რთული გადაწყვეტილებების - მზად ვარ დავკარგო პოპულარობა, რეიტინგი და თუ საჭირო გახდება, პოსტიც, ოღონდ იყოს მშვიდობა. კაბინეტებში ჩემი პორტრეტების ნაცვლად დაკიდეთ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ, შეხედეთ თვალებში. დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინს უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტისთვის მილოცვა დაგეგმილი არ აქვს. სალომე ზურაბიშვილი - ჩემი და ქართველი ხალხის სახელით, გულითადი მილოცვა გადავეცი უკრაინის ახალ პრეზიდენტს. უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს. ვლადიმერ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს - კორუფციის დამარცხების საკითხში საქართველოს გამოცდილება ჩვენთვის სამაგალითოა. სალომე ზურაბიშვილი ვლადიმერ ზელენსკის - ჩვენ უნდა გავაერთიანოთ პოზიციები საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

      ასანჟის დევნა - შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის დაკავების ორდერის გამოცემა უფსალის სასამართლოს მოსთხოვა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 125

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

George: მაისი 20, 2019||11:41pm

NDI-ზე სოციოლოგიის უფრო დაბალი დონე ვერც წარმომიდგენია, მაგრამ რა ვქნათ როცა მოწინავე სოციოლოგები ჯარში არიან ?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters