პრეზიდენტი ევროპაში, სასამართლო სისტემის ჩამოუყალიბებლობა, მოჭიდავეების გარჩევები და მოზარდის გარდაცვალება

      დღის მთავარი ამბავი დაიწყო პრეზიდენტის ევროპაში მოგზაურობით. სხვა მთავარ ამბებს შორის იყო სასამართლოს ნიუსები, მოჭიდავეების დაპირისპირებაც და კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი - მოზარდის გარდაცვალება, რომელში ეჭვმიტანილიც მისი მშობელია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 22 იანვარი, 2019/

      პრეზიდენტი ევროპაში - სალომე ზურაბიშვილი ბელგიაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი ბელგიაში ქართულ დიასპორას შეხვდა. თამარ ჩუგოშვილი - მივმართავ EPP-ს, მიაქციოთ ყურადღება, როგორ მოექცა თქვენი პარტნიორი პარტია ქალ საპრეზიდენტო კანდიდატს. ფრანგი პოლიტიკოსი - სალომე ზურაბიშვილის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. ფრანგი პოლიტიკოსი - სალომე ზურაბიშვილის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. სალომე ზურაბიშვილი - შავი ზღვა კვლავ უნდა გახდეს თანამშრომლობის ზღვა.

      ბესელია ვენეციის კომისიაში - ეკა ბესელიას ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოში კიდევ ერთი წლით გაუგრძელეს ვადა.

      სამგორის ახალ მოედნები - სამგორის რაიონში ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა.

      სასამართლო სისტემა - მამუკა კაციტაძე - იუსტიციის საბჭო არის ტექნიკური საშუალება, თუ როგორ უნდა გააკონტროლოს ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა. ლევან სამუშია - პარლამენტმა უნდა გამოიწვიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მოსამართლეობის კანდიდატების პარტიზანულად წარდგენას. ზაქარია ქუცნაშვილი - უზენაეს სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების განცხადება იმის ადეკვატურია, რა სიტუაციაც სიასთან დაკავშირებით შეიქმნა. სერგო მეთოფიშვილი მოსამართლეების განცხადებაზე - ეს ალბათ არის სასამართლოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმა არასამთავრობოების მხრიდან.

      ისლანდიის უარი ქართველ უთავშესაფროებს - ისლანდიამ 2018 წელს თავშესაფარი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მისცა.

      რესპუბლიკის სასახლე - დავით უსუფაშვილი - მოხარული ვიქნები, თუ ავლაბრის რეზიდენცია საქართველოს რესპუბლიკის სასახლედ გამოცხადდება.

      მოჭიდავეების დაპირისპირებაში - მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი - გეგეშიძე ცრუობს, იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას. პროკურორი - მოწმეებმა დეტალურად გაიხსენეს სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტი, ასევე, ვინ მიაყენა დაზიანებები ზურაბ დათუნაშვილს. მარიამ კევლიშვილი - ჩხუბი იყო, ინციდენტში მონაწილეობდა გეგა გეგეშიძე, რაღაც ეჭირა ხელში, მაგრამ ხელკეტი ნამდვილად არ იყო. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე დააკავეს. ზურაბ დათუნაშვილი - ჩემი მოთხოვნა არ არის ვინმე დააკავონ, ჩემი მოთხოვნაა, რომ გეგეშიძეს არ ეკუთვნის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი და უნდა დატოვოს.

      გენგეგმის მომავალი - კახა კალაძე - თბილისის გენერალური გეგმა უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

      აზერბაიჯანში ვიზიტი - მამუკა ბახტაძემ და ილჰამ ალიევმა სტრატეგიული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

      მოზარდის გარდაცვალება გლდანში - შსს-მ თბილისში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს ადასტურებს, რომ გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს - დედას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი, სადაც 4 წლის გოგონა გარდაიცვალა, თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდა. 4 წლის გოგონას ბებია მეზობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გოგონა ცემის შედეგად გარდაიცვალა, უარყოფს. გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ.

      გემის შემოსვლა - ლევან იზორია - აშშ-ის საზღვაო ხომალდის შემოსვლა დასტურია იმ მტკიცე თანამშრომლობის, რომელიც ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყანასთან გვაქვს. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს, რათა გააძლიერონ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები.

      დაუშვებელი მშენებლობა - ვახტანგ შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია. კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვაკის პარკში მშენებლობა არ განხორციელდეს.

      ვაჭრობა ჯვრის მონასტერთან - ჯვრის მონასტრის წინამძღვარი - ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა იმ ფორმით და იმ სახით არ უნდა იყოს, როგორც ხდებოდა ჩვენი მონასტრის წინ. მცხეთის მერი - მამა კონსტანტინე ჭინჭარაული ცალსახად იმ აზრზეა, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეები უნდა გავიდნენ. გარემოვაჭრეების ინფორმაციით, მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მიეცათ.

საზღვარგარეთულები:

      ვენესუელას არეულობა - ვენესუელაში 27 სამხედრო დააკავეს, რომლებმაც ეროვნული გვარდიის შენობიდან იარაღი მოიპარეს.

      ისრაელის გამოცდილების მოსწავლეობა - პეტრო პოროშენკო - ისრაელისგან ვსწავლობთ, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და შევქმნათ ძლიერი არმია.

      ხანძარი ქერჩის სრუტეში - მედიის ინფორმაციით, ქერჩის სრუტეში გემებზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

      ორი ცეცხლის შუა - მკვლევარი მაიკლ რუბინი - ამერიკა-თურქეთის დაპირისპირების გამო საქართველო ორ ცეცხლს შორისაა მოქცეული.

      ამერიკულ-გერმანული დახმარება - ელჩის განცხადებით, გერმანია და საფრანგეთი ხელს აწერენ შეთანხმებას, რომლის თანახმად, მესამე მხრიდან მომდინარე აგრესიის შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარებიან.

      სააკაშვილის მხარდაჭერა ტიმოშენკოს - მიხეილ სააკაშვილმა იულია ტიმოშენკოს კანდიდატურის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოყენებას მხარი დაუჭირა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 187

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: იანვარი 23, 2019||10:37pm

ადრე ზღვებში იყო, ორ ზღვას შუა ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters