არაეთიკური ჟურნალისტი, საბაგიროს გადარჩენილები, რუსული არჩევნები ოკუპირებულ საქართველოში, რეზოლუცია და მედია

      აქტიურად დაიწყო კვირა. შესაძლოა გაზაფხულის თბილ ამინდებს დავაბრალოთ პოლიტიკური ცხოვრების გააქტიურება ან უბრალოდ, ერთ ჩვეულებრივად ხმაურიან დღეს. საქმე ისაა, რომ დღის ამბებში განსაკუთრებული იყო საბაგიროს შემთხვევის გამოხმაურებები და შედეგები, ასევე რუსეთის არჩევნები, განსაკუთრებით ქართულ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ საქციელით კიდევ ერთხელ დარღვეული მსოფლიოს კანონმდებლობა. ასევე, ხმაური და დაპირისპირება ვიხილეთ ფსევდო ქრისტიანებს, „ქრისტესმცველებსა“ და ერთმნიშვნელოვნად არაეთიკურ ტელევიზიას შორის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 მარტი, 2018 /

      დავიწყოთ გუშინდელი ამბებით და მოდით, პირველი იყოს სასიხარულო ნიუსი - საქართველოს ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია. გუშინ საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები დაამარცხა.

      საბაგიროს შემთხვევა - საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული საერთაშორისო, დამოუკიდებელი ექსპერტები გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ შემთხვევას უკვე სწავლობენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - გუდაურში დაშავებული ტურისტების მდგომარეობა გაუმჯობესდა. გუდაურში დაშავებული ტურისტების მდგომარეობა სტაბილურია, მათ კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაწერენ. ზაზა სოფრომაძე - გუდაურში დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, არანაირი საფრთხე არ ემუქრება არც შვედი ტურისტის ორსულობას. გიორგი ჩოგოვაძე - გუდაურში მომხდარით ქვეყანამ გარკვეული საიმიჯო ზიანი მიიღო - გავაათკეცებთ მუშაობას ქვეყნის პოპულარიზაციის და იმიჯის გამოსწორებისთვის. ექიმის ინფორმაციით, გუდაურში დაშავებულს, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილური მდგომარეობა აქვს და მკურნალობას პალატაში გადის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - გუდაურში დაშავებული ორსული კლინიკას 24 საათის განმავლობაში დატოვებს.

      პროტესტი არაეთიკურ ჟურნალისტს - „რუსთავი 2“-ის შენობასთან, „ქართული მარშის წევრების“ ხმაურიანი აქცია გაიმართა. ადგილზე რამდენიმე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, კერძოდ, აქციის მონაწილეები ტელევიზიის ეზოში არ უშვებდნენ არხის ერთ-ერთ წამყვან, გიორგი გაბუნიას, რომლის ავტომობილსაც წინ გადაუდგნენ. ისინი წამყვანისგან და არხის ხელმძღვანელობისგან, გუშინ გადაცემა P.S-ში გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. „რუსთავი 2“-ის შენობასთან, „ქართული მარშის“ აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა. ჟურნალისტი დავით ერაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ნიკა გვარამია - „რუსთავი 2“-ის ეთიკის საბჭომ გიორგი გაბუნიას საყვედური გამოუცხადა. ნიკა გვარამია ხელისუფლებისგან დღეს მომხდარ ინციდენტში მონაწილე ცალკეული პირებისა და ორგანიზატორების სისხლის სამართლებრივი წესით დასჯას ითხოვს.

      რუსეთი, როგორც საქართველოს პრობლემა და მიმართვები მსოფლიოს - გუშინ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იყო, ოლქები კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც გახსნეს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. მიხეილ ჯანელიძე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო ოლქების გახსნა ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმას ეწინააღმდეგება. მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ განვაგრძობთ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან ერთად მუშაობას, რათა ტატუნაშვილის გადმოსვენების პროცესი მალე დასრულდეს. იან კელი - აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე რაიმე სახის ქმედების განხორციელება დაუშვებელია. იან კელი - ყველა ხედავს, რომ არსებობს გარკვეული იმედგაცრუება ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. იან კელი - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა უდიდესი პრობლემაა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტის რეზოლუციის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავს. ირაკლი კობახიძე - ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება გადაიჭრას. თენგიზ ფხალაძე - რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული პოლიტიკა მაშინ დაიწყო, როდესაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ნატოსთან თანამშრომლობა არც კი განიხილებოდა.

      შიდარეზოლუცია - რეზოლუციის პროექტით, მთავრობამ 15 ივნისამდე პარლამენტს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ უნდა წარუდგინოს და შესაბამისი პირების მიმართ შეზღუდვების დასაწესებლად ზომები მიიღოს. "ნაციონალურ მოძრაობას" ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კითხვები აქვს. არჩილ თალაკვაძე წინადადებით გამოდის, რუსეთის შესახებ რეზოლუციას, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის გარდა, დავით ბაშარულთან დაკავშირებული ჩანაწერი დაემატოს. არჩილ თალაკვაძე - როცა საქმე ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უფლებას ეხება, პარლამენტი ერთიან და პრინციპულ რეზოლუციას მიიღებს. დავით ბაქრაძე - რეზოლუცია იქნება ერთიანი დოკუმენტი, ქართული სახელმწიფოს ერთიანი პასუხი ტატუნაშვილის მკვლელობაზე. სოფიო ქაცარავა - იქნება პრინციპული, შედეგზე ორიენტირებული რეზოლუცია, რომელიც შესაბამის პასუხს გასცემს რუსეთის უკანონო და დესტრუქციულ ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ირაკლი კობახიძე - "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო აქტიური პრევენციული ზომები მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. გოგა ხაინდარავა - რუსეთთან ურთიერთობები არ უნდა გავამწვავოთ, არ უნდა ვეცადოთ ავხტეთ თავზე მაღლა და არ უნდა ამოვხტეთ საცვლებიდან.

      საქართველო ამერიკულ მონიტორებში - იან კელი - პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა ძალზედ წარმატებული ვიზიტი ვაშინგტონში. მიხეილ ჯანელიძე - აშშ და საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.

      მედია, კომუნიკაცია და საზმაუს ბლოკი - კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ახალი ფუნქცია დაეკისრა - ესაა მედიაწიგნიერების ფუნქცია. კახა ბექაური - აზრს მოკლებულია, რომ მედია პოლიტიკის შემქმნელ ორგანოს არ აქვს უფლება შეხვდეს ტელევიზიის დირექტორს. ჯონ მაკკეინი - რუსმა ხალხმა იცის, რომ პუტინის პრეტენზია ძალაუფლებაზე უსაფუძვლოა. გიგა ბოკერია - უმრავლესობა მთავრობის მიერ ტელეარხ „რასია 1“-სთვის 1 მლნ დოლარის გადახდის შესახებ ინფორმაციით უნდა დაინტერესდეს. ნათია მეზვრიშვილი - ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ დავის არასამართლებრივი გადაწყვეტის გზებს მიმართავს და “კანონიერ ქურდს“ მიადგება, ამის გამო დაისჯება.

      დაბალბიუჯეტიანი ფრენები - ავიაკომპანია Jazeera Airways ზაფხულიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს.

      ქართული გვარებით რუსული პრობლემა - ანდრეს მამიკინსი - ქართველი კრიმინალების პრობლემა ევროკავშირში არა გვაქვს, იმ პირების დიდი ნაწილი, რომლებსაც ქართული გვარი აქვთ, რუსეთის მოქალაქეები არიან.

      შესაცვლელი თვითმმართველობა, სანქციები და სხვა საკანონმდებლო-საპარლამენტო ნიუსები - მიხეილ ბენიძე - საჭიროა დაიწყოს მუშაობა თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. რამდენიმე დეპუტატის მცდელობის მიუხედავად, ”ქურდულ სამყაროსა” და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების განხილვა დახურულ ფორმატში არ გაიმართება. დეპუტატების მიერ პლენარული და საკომიტეტო სხდომების გაცდენებთან დაკავშირებული ნორმები მკაცრდება. რეფორმების კომისიური პასუხი - ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნამ ყველას პასუხი გასცა. მთავრობის საქმიანობის უწყვეტობის პრინციპთან დაკავშირებით, ახალი რედაქციის კონსტიტუციას ახალი ჩანაწერი ემატება. სერ გარი ჯონსონი ახალი კონსტიტუციით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების კანონმდებლობაში ჰარმონიზაციის პროცესში ჩაერთვება. ახალი რედაქციის კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს გადალახვასთან დაკავშირებული ჩანაწერი დაემატა. ირაკლი კობახიძე - დეპუტატების სხდომაზე დასწრების კუთხით სირთულეებია, თუმცა ეს ძალიან მარტივად გადაწყდება. ეკა ბესელია - არ არის გამორიცხული, კონსენსუსი შედგეს და გენდერული კვოტირების პრინციპი მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასაც შეეხოს.

      ჰაერი თბილისს - კახა კუჭავა - ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც მუშაობას ვიწყებთ, არის თბილისში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. მამუკა მდინარაძე - საკომიტეტო მოკვლევის მოდელის დანერგვამ უნდა უზრუნველყოს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და თბილისში ჰაერის დაბინძურების პრევენცია. თბილისის საკრებულოში, „სითი პარკთან“ დაკავშირებით დანიშნული ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა ჩაიშალა. დავით მათიკაშვილი - გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის მუშაობაც მიმართული იქნება ჰაერის დაბინძურების პრევენციისკენ, მისასალმებელია.

      კვიპროსში ქართული მონასტერი აშენდება.

      დაპირისპირება საყდრისში - საყდრისის ტერიტორიაზე ოპოზიციური პარტიებისა და RMG gold-ის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლებს საყდრისის მიმდებარედ, აუქციონზე გამოტანილ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მისცეს.

      სამხედრო სამსახურის ალტერნატივისთვის - მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს რელიგიური თუ სხვა მიზეზით თავს არიდებენ, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაივლიან. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს. ადამიანებს, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით თავს არიდებენ შეიარაღებულ ძალებში სამსახურს, ჩვენ გავიწვევთ, შევქმნით პირობებს იმისთვის, რომ მათ ალტერნატიული სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამაშველო-სახანძრო დანაყოფებში მოიხადონ, დაეუფლონ მეხანძრე-მაშველის უნარ-ჩვევებს და უკვე კონკრეტული უნარ-ჩვევებით სარეზერვო სამსახურშიც ჩაირიცხონ.

      ფაროსანას შესწავლა - ლევან დავითაშვილი - 100 ათასი წერტილიდან მოხდება მონაცემების მიღება, რათა ფაროსანას გავრცელების და პოპულაციის შესახებ გვქონდეს ოპერატიული ინფორმაცია. ლევან დავითაშვილი - აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად გავაკეთებთ მაქსიმალურს, რათა მივიღოთ მინიმალური ზარალი.

      დრონები ზღვაზე - მაშველები ზღვაზე პატრულირებას წელს დრონებითაც განახორციელებენ.

საზღვარგარეთულები:

      პუტინის არჩევნები - პოლ სტრონსკი - მომავალი ექვსი წლის განმავლობაში, რომელიც შესაძლოა მისი ბოლო ვადა იყოს, ვლადიმერ პუტინი მეზობლებსა და საქართველოზე ზეწოლას გააგრძელებს. ვლადიმერ პუტინი - 100 წლამდე ხომ არ ვიქნები პრეზიდენტი? გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი რჩება რთულ პარტნიორად, თუმცა მისი დახმარება საჭიროა საერთაშორისო კონფლიქტების გადასაწყვეტად. დიეგო მარადონა - აღფრთოვანებული ვარ პუტინით - ვულოცავ რუს ხალხს საპრეზიდენტო არჩევნებში მის გამარჯვებას. ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში ხმების 94,1% მიიღო. კრემლი - საფრანგეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს გამარჯვება მიულოცა. ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა.

      ბრიტანეთის პოლონური გაგრძელება - პოლონეთი რუსი დიპლომატების გაძევების შესაძლებლობას განიხილავს.

      აქვე, პასუხი ბრიტანეტს - დიმიტრი პესკოვი - ლონდონს ბრალდებების მტკიცებულებებით გამყარება ან ბოდიშის მოხდა მოუწევს.

      სააკაშვილის უკრაინული სულისკვეთება - მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას და გასამართლებას ითხოვს.

      უსაფრთხოების დროშა - ერდოღანი - აფრინის თავზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დროშები ფრიალებს.

      არალეგალების დეპორტი - გერმანიის შს მინისტრი ინიციატივით გამოდის, არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის პროცედურები დაჩქარდეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 255

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

vako: მარტი 20, 2018||12:31am

აუფ აუფ საერთაშორისო ექსპერტებიო :DDD  სულ 400 კაცი დავრჩით ქვეყანაში ქართველები და ვიღას ატყუებენ თურქებს თუ ჩინელებს? :D :D გეგონება მაგ ტენდერებს თითონ არ აძლევენ თავისიანებს

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters