გუდაურის ინციდენტი, პრეზიდენტის ამერიკული გამოსვლა, საბჭოსთვის შეთავაზებული კანდიდატები, დამტკიცებული რეზოლუცია და ვენეციელებისგან ქება-დიდება

      დღე არ გაივლის, რამე არ მოხდესო, ამბობდნენ ძველები. ეს რამე ცოტა გაურკვეველი შინაარსის სიტყვაა, მაგრამ დღევანდელ დღისთვის კონკრეტულ თემებს ნიშნავდა, მაგალითად გუდაურის შემთხვევას, რომელიც უცბად მოინათლა ტურისტული სეზონის მარცხად, მერიისა და სითი პარკის ურთიერთობებს პრეზიდენტი ამერიკულ გამოსვლებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს და ცოტ-ცოტა სანქცირებულ რუსეთსაც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 მარტი, 2018 /

      წმინდა ნაწილები სამშობლოში - ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში კიდევ 6 თვით დარჩება.

      ურთიერთობის ფანტასტიკა - იან კელი - აშშ-საქართველოს ურთიერთობებში 2017 წელი ფანტასტიური იყო

      დასკვნები ჩვენს კონსტიტუციაზე - ვენეციის კომისია - საკონსტიტუციო რეფორმა წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის გაუმჯობესებისა და კონსოლიდაციისკენ. თომას მარკერტი - საქართველომ ნამდვილად გადადგა ნაბიჯი სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიისკენ, თუმცა ვწუხვართ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ მოხდება 2020 წელს. ჯანი ბუკიკიო - მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო ირაკლი კობახიძის თავდადება და შრომა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა წარმატებული შედეგის მისაღწევად. მიხეილ ჯანელიძე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას მიესალმება.

      პრემიერის განცხადება - თედო ჯაფარიძე - პრემიერის განცხადებაში არის უამრავი ჩამალული ნიუანსი, რომლის გასაჯაროება შეიძლება საზიანო იყოს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. დავით რაქვიაშვილი - კონგრესსა და სენატში გამოითქვა მზადყოფნა, რომ ქართულ - ამერიკული ურთიერთობები ახალ, თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდეს.

      კვოტირება პარლამენტში - გედევან ფოფხაძე - მიმაჩნია, რომ გენდერული კვოტები არასწორია

      ზეწოლა გარემოს დამცველზე - გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა მინისტრის მოადგილე დაასახელა, რომელსაც იგი მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. თამარ ბაგრატია - მაქვს პატარა ნაკვეთი, სადაც ვენახის გაშენებას ვაპირებ, წავალ და ჩემს პატარა წვლილს შევიტან მეღვინეობის განვითარებაში.

      მისალმება დიალოგს ანუ სამეზობლო ურთიერთობები - იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოს სურვილს, ჩაერთოს რუსეთთან დიალოგში აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხების მოსაგვარებლად. იან კელი - რუსეთთან დიალოგი აბსოლუტური აუცილებლობაა, მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას. ეს პირველი შემთხვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ევროპის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის გამოიყენეს რუსეთში შემუშავებული ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური ნივთიერება. განცხადებაში ინციდენტი დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად არის შეფასებული, რომელიც თითოეული მათგანის უსაფრთხოებას ემუქრება.

      ცხედრის არ დაბრუნება - იანოშ ჰერმანი - ტატუნაშვილის ცხედარი ჯერაც არ არის დაბრუნებული ოჯახისთვის, რაც ძალიან სერიოზული შეშფოთების მიზეზია. არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომელსაც ექნება უმცირესობის და სხვა პარტიების მხარდაჭერაც. არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს და თავს იკავებს კითხვაზე პასუხისგან, აისახება თუ არა პარლამენტის რეზოლუციაში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის შექმნის საკითხი. გიორგი კანდელაკი - უმრავლესობას „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ უარყოფასთან დაკავშირებით ჩვენთვის ჯერ არ უცნობებია. არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე უმრავლესობამ და უმცირესობამ შეთანხმებას მიაღწიეს. მამუკა მდინარაძე - ერთიან, ძლიერ რეზოლუციას მივიღებთ და მასში ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც იქნება გათვალისწინებული. გიგა ბოკერია - შევთანხმდით მთავარ პრინციპზე, რომ შედგეს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” და ამ სიაში შეყვანილ პირებს სანქციები დაეკისროს. არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით უმცირესობასთან ყველა პრინციპულ საკითხზე შევთანხმდით. უმცირესობის შეთავაზება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს დაემატება.

      პრეზიდენტი ამერიკიდან - გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა. არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე - ამერიკის კონგრესს უკვე მიღებული აქვს საქართველოს მხარდამჭერი ძალიან ძლიერი რეზოლუცია. გიორგი კანდელაკი - პრეზიდენტის ინიციატივა სწორია, თუმცა პრემიერის აქტიურობის გარეშე აქედან არაფერი გამოვა. პრეზიდენტი - მიმაჩნია, რომ საქართველო ნატოს წევრი დღეს უნდა გახდეს. გიორგი მარგველაშვილი - ეს არის დრო იმისთვის, რომ დასავლელმა პარტნიორებმა გაიაზრონ - მკვლელობა მკვლელობაა, ცხინვალში მოხდება ეს თუ ლონდონში. სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე - მნიშვნელოვანია, აშშ-ს კონგრესმა ისეთი შინაარსის აქტი მიიღოს, სადაც რუსეთს სანქციები დაუწესდება. პრეზიდენტი - საქართველოს და ნატო-ს ინტერესშია, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ნატო-ს წევრი. კენ ვოლაკი - საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესში დადებითი პასუხი მიიღო, როგორც რესპუბლიკელებისგან, ასევე დემოკრატებისგან. მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე - ნებისმიერი აქტი, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიიღებენ, მისასალმებელია. გიორგი მარგველაშვილი - ერთად უნდა დავდგეთ მტკიცედ, საერთო ღირებულებების დასაცავად.

      მერია, ჭები და ქალაქის პრობლმები - კახა კალაძე - მძღოლებს მალე საკომუნიკაციო ჭების პრობლემა აღარ ექნებათ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიას საათობრივი პარკინგის გადასახადის დაწესებას სთავაზობს. „სითი პარკის“ გენერალური მენეჯერი ბენიამინ ლაჰავი კახა კალაძეს სიცრუეში ადანაშაულებს. მამუკა სალუქვაძე გენგეგმაზე - თუ მერიას საკითხების გადაწყვეტა სხვაგვარად ესახებოდა, კონკურსი არ უნდა გამოეცხადებინა. ”სითი პარკის” წარმომადგენელი - აუცილებლად მოვითხოვთ კომპენსაციას, რადგან ხელშეკრულების გაწყვეტა მოხდა არაკანონიერად. ირაკლი ხმალაძე - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ”სითი პარკი” ჩვენთან არ ითანამშრომლებს, 10 აპრილიდან მერია პარკირების მონიტორინგს მაინც უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს. ირაკლი ხმალაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტში საათობრივი პარკირების საფასურის დაწესებაზე შეიძლება იყოს საუბარი. "სითი პარკის" იურისტი - ყველანაირად ვეცდებით უზრუნველვყოთ, გადაბარების ისეთი პროცესი, რომელიც არ დააზიანებს ქალაქში პარკირების მენეჯმენტს.

      საზმაუს დაბჭოში - სახალხო დამცველმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა. ზვიად დევდარიანი - მთავარი, რის გაკეთებასაც ჩემი დამტკიცების შემთხვევაში შევეცდები, არის ის, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" რეალურად გახდეს "საზოგადოებრივი მაუწყებელი". აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურა წარადგინა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ასარჩევად უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატთა კვოტით პარლამენტს ნინია კაკაბაძის კანდიდატურა წარედგინება. უმრავლესობა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოში ასარჩევად პარლამენტს ზაზა შათირიშვილის, ია მამალაძის და მალხაზ ასლამაზაშვილის კანდიდატურებს შესთავაზებს.

      მარტეხელა მშობლობა - მარტოხელა მშობლის სტატუსი შესაძლოა, გაფართოვდეს და ისეთ პირებსაც მიენიჭოთ, რომლებიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, შვილს 18 წლამდე მარტო ზრდიან.

      საარჩევნო დაპირება - ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია გახდება 400 ლარი.

      გუდაურის ინციდენტი - გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო, 10 ადამიანი დაშავდა, მათი დედაქალაქში ტრანსპორტირებისთვის თბილისიდან რეანომობილები გაიგზავნა. ყაზბეგის მერი გუდაურის შემთხვევაზე - სავარაუდოდ, იყო ძაბვის ვარდნის პრობლემა და ელექტროენერგიის გათიშვასთან გვქონდა საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის დავალებით, გუდაურში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა გაემგზავრება. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ყველაზე საყურადღებო უკრაინის და შვედეთის მოქალაქეების მდგომარეობაა. დავით სერგეენკო - შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ორსულადაა, აღენიშნება ტკივილები წელის არეში, უკრაინის მოქალაქეს კი ხელის ღია მოტეხილობა აქვს. ვასილ ურუშაძე გუდაურში მომხდარზე - უსაფრთხოების არანაირი მექანიზმები არ არსებობდა, რომ მინიმუმ საბაგირო გაჩერებულიყო. გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულია უკრაინის 4, შვედეთის - 1, რუსეთის - 2 და საქართველოს - 1 მოქალაქე. დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში მომხდარზე - სრული მობილიზაცია გვაქვს, აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება. გუდაურში დაშავებული უკრაინის მოქალაქე ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს. კომპანია „სი ეი ინთერნეიშენალის” გენერალური დირექტორი - საბაგიროს, რომელიც გუდაურში მწყობრიდან გამოვიდა, ინსპექტირება 2017 წლის დეკემბერში ჩაუტარდა და ის იდეალურ მდგომარეობაში იყო. დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომხდარმა ფაქტმა ტურისტულ სეზონზე არ იმოქმედოს. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი - ელექტროენერგია რომ გათიშულიყო, საბაგიროც გაითიშებოდა - საბაგირო არ გაითიშა და ეს იყო პრობლემა. გიორგი ჩოგოვაძე - გუდაურში სხვა საბაგიროები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ და მათი შემოწმების საჭიროება არ დგას. დიმიტრი პესკოვი - სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ლონდონის მიერ ვლადიმერ პუტინის დადანაშაულება მიუტევებელი დიპლომატიური შეცდომაა.

      სამწლიანი ბაკალავრი ანუ განათლება ახლებურად - მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, 3 წლამდე შემცირებულ საბაკალავრო პროგრამაზე პირველი მიღება 2019 წლის სექტემბრიდან მოხდება.

საზღვარგარეთულები:

      სანქცირებული მოსკოვი - ამერიკამ მოსკოვს სანქციები გაუფართოვა. საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ლიდერები სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ტელეგრაფი“ - ნივთიერება, რომლითაც სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მისი ქალიშვილის სამგზავრო ჩანთაში ინახებოდა. იანოშ ჰერმანი - ევროკავშირი რუსეთის საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს მიმართ სოლიდარულია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მოსკოვი „შავ სიაში“ ამერიკელების ახალ ჯგუფს შეიყვანს. რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას „ბაზრის ქალის რიტორიკას“ უწოდებს. სერგეი ლავროვი „სკრიპალის საქმეზე“ - მათ სინდისზე იყოს, ვინც რუსოფობიურ ველზე ეს უსირცხვილო თამაში წამოიწყო. ბორის ჯონსონი - ბრიტანეთის ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენება, „დიდი ალბათობით“, პუტინის გადაწყვეტილებით მოხდა. დიდი ბრიტანეთიდან გაძევებული 23 რუსი დიპლომატი ქვეყანას 20 მარტს დატოვებს.

      სააკაშვილი და უკრაინა და უკრაინა მის გარეშეც - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა უკრაინიდან მისი გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს. ნადეჟდა სავჩენკო - მიხარია, რომ სამხედრო გადატრიალების მომზადებაში და ტერორიზმში მდებენ ბრალს. მიხეილ სააკაშვილი - ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისი საჯაროდ მოკვლა პუტინმა შეძლო, თუმცა, მაინც ცოცხალი ვარ.

      აქციები ესპანეთში - მადრიდში საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველები და მომიტინგეები დაშავდნენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 219

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters