ცეცხლმოკიდებული ბორჯომი, ხანძარი, სტიქია და დახმარება, დანიშნული არჩევნები, გაგზავნილი მოსწავლეები და ამერიკული ნიუსებიც

      ფერისცვალების დღესასწაულის შემდეგ, ბუნებაც იცვლება, მშვიდდება და ნელ-ნელა საშემოდგომო განწყობისთვის ემზადებაო. თან მოჰყვება აგრილება და აფერადება, სიუხვე და ბარაქა, მაგრამ ამჯერად, ფერისცვალების დღესასწაულის შემდეგ - ბუნება აგრილდა, თუმცა მავანი არ ისვენებს და ცეცხლი მოჰკიდებია საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს - ბორჯომს და აგერ უკვე 3 დღეა იწვის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /22 აგვისტო, 2017/

      დღის თავარი თემა სწორედ ბორჯომის ხანძარია, რომელმაც უკვე 12 ჰექტარი ტყე შეიწირა (სატყეო სააგენტოს უფროსის განცხადებით). ხანძრის ჩაქრობას ხელს უშლის ძლიერი ქარი. ჯერ კიდევ გუშინ, ალიევმა საქართველოში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გამოგზავნა. გუშინ, თეთრ კვამლსაც ხედავდნენ, რაც აჩენდა ვარაუდებს - ხანძარი ქრებაო, მაგრამ ამაოდ. გარდა 500-მდე სახანძროსი, საქმეში მოხალისეებიც ჩაერთნენ - საგანგებო შტაბი მიმართავს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თვითნებური გადაწყვეტილებებისაგან და ნუ შეუქმნიან დამატებით პრობლემას მეხანძრეებს და მაშველებს. მთელი მთავრობა ჩავიდა ბორჯომში. გიორგი კვირიკაშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა, ამისთვის შესაბამისი ძალები გაგვაჩნია. საგანგებო შტაბის სხდომაზე პრემიერმა შესაბამისი უწყებებისაგან ხანძრის სალიკვიდაციოდ ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სოფელ დაბის მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ არის და ასევე, არანაირ საჭიროებას არ წაროადგენს, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად მოხალისეების მობილიზება. ტყე იწვის, თუმცა პრემიერი ამბობს - პანიკის საფუძველი არ არსებობს. ნუგეშად სინოპტიკოსებიც დაემატნენ - სინოპტიკოსების პროგნოზით, ბორჯომში დღეს ქარის სიჩქარე შემცირდება. ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული სამუშაოები ტყის ხანძრების წინააღმდეგ – ირაკლი მაჭარაშვილი. დახმარება თურქეთიდანაც მოდის - 2 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი. ასევე, დღეს - პრემიერი: რუსულმა მხარემ დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ არ გახდა საჭირო. ბორჯომში, არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე დამატებით სამ კილომეტრიანი გზა გაიჭრა. მინდია ჯანელიძე - მობილიზებულია დამატებითი რესურსები, თუ საჭირო გახდება მათი გამოყენება, გამოვიყენებთ. მინდია ჯანელიძე - ხელისუფლების რეაგირება დაგვიანებული არ ყოფილა. მინდა ვთხოვო მოხალისეებს, დამოუკიდებელი ღონისძიებები არ განახორციელონ, თავიანთი დახმარება შესთავაზონ შტაბს. გიორგი მარგველაშვილი - დღეს ჩვენ გაერთიანებულები ვართ, რომ ეს უბედურება ავიცილოთ. კიდევ ერთი იუმორისტი გამოჩნდა ჰორიზონტზე - ვახტანგ გომელაური - მეზობელი ქვეყნებიდან და სტრატეგიული პარტნიორებიდან მაქსიმალურად გვეხმარებიან, კანადიდან რომ ვითხოვოთ დახმარება, ვიდრე ჩამოვლენ, შეიძლება დაიწვას ნახევარი საქართველო. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თხოვნით ქართულმა მხარემ მეზობელი სახელმწიფოების გარდა ევროკავშირსაც მიმართა. ვახტანგ გომელაური - მსგავს სტიქიურ უბედურებებთან გამკლავების პრობლემა ყველა ქვეყანაში დგას. ენერგეტიკის სამინისტრო - ხანძრის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტი ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზებაში მონაწილეობს. ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და რეანომობილია მობილიზებული. ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათეულობით მძიმე ტექნიკა ჩაერთო. „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ - დაბა ბაკურიანს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ტყე იწვის მიწის ქვემოდან - ნინო ჩხობაძე - ტყის ხანძარს თავისი სპეციფიკა აქვს, ის მიწისქვეშა ხანძრითაც ხასიათდება, მისი ჩაქრობა მარტივი არ არის. საქართველოს დასახმარებლად ეკიპაჟებს სომხეთიც უგზავნის. ბორჯომში გახსნილ საგანგებო შტაბთან სოფელ დაბას მცხოვრებლების ნაწილი მივიდა, რომელთა ინფორმაციითაც, ხანძარი „დასახლებულ პუნქტთან ახლოს ჩამოვიდა“. გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. სოფელ დაბასთან, დასახლებულ ტერიტორიაზე ხანძრის შესაკავებლად 5 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. მთლიანობაში - ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკა ებრძვის ხანძარს. ველოდებით ევროკავშირის დახამრებასაც.

      ავანაზღაუროთ აუნაზღაურებელი - ნოდარ ხადური - გვსურს შემოგთავაზოთ ინიციატივა - თუნდაც ერთი ხის დარგვის და მოვლის ვალდებულება ავიღოთ. საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო თვითმმართველობა“ სოციალურ პროექტს „დარგე ერთი მცენარე მაინც დღესვე“ იწყებს.

      ვიდრე ქველინიუსი არ იწერებოდა, სხვა რა ხდებოდა ამ დღეები და დღეს - თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თიანეთის გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყრას აპირებს.

      საბოლოოდ, პრეზიდენტმა დაადგინა - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. ორი თვეღაა იქამდე და გააქტიურება არ აკლიათ კანდიდატებს, ამიტომ ეს თემა, დღის წესრიგს არ ტოვებს, მითუმეტეს, რომ უკვე ოფიციალურად საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებზე წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა იკრძალება. ძალაში შევიდა აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებასთან დაკავშირებით მოქმედებს. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან საარჩევნო რეგულაციების ქვეშ მედიასაშუალებებიც ექცევა. თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა არალეგალური იმიგრაციის საკითხზეც იმუშავებს. იუმორით სახელგანთქმული აქტივისტი პოლიტიკაში ერთვება - ქუთაისში ბურჯანაძისა და კუკავას გუნდის მერობის კანდიდატი გოგი წულაია იქნება.

      ეკონომიკა და მისი მომიჯნავე თემები, ერთ მცირე ბლოკში - ახალი ეკონომიკური მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთის განსუს პროვინციას შორის გაფორმდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 0.1%-იანი ზრდა გვაქვს. საქსტატი: 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტი 28,9 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკა, ყოველთვის საინტერესო კი არ არის - შენობა-ნაგებობებში საშუალო წლიური თბოდანაკარგები კედლებიდან 48%-ს,ხოლო იატაკიდან 13%-ს შეადგენს. თხილის ბიზნესი: მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია.

      რაღაც უცნაური ამბავიც - „სპუტნიკი“ - თბილისის 166-ე საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე რუსული ენის გასაუმჯობესებლად ყირიმში, „არტეკის“ საბავშვო ცენტრში გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილი - ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმი ქართველ ბავშვებს ოკუპირებულ ყირიმში აგზავნის რუსული პროპაგანდის გასახარად. განათლების სამინისტრო - სამწუხაროა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან ერთმა მასწავლებელმა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც მოსწავლეები ყირიმში მოხვდნენ. თბილისის 166-ე საჯარო სკოლა - „სპუტნიკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ალექსანდრე ჯეჯელავა მოსწავლეების ყირიმში გამგზავრებაზე - დაისჯება ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება ასეთ წინდაუხედავ გადაწყვეტილებაში. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ყირიმში ქართველი მოსწავლეების გამგზავრების საკითხი განათლების სამინისტროსთან შეთანხმებული არ იყო.

      ვახსენე და ბარემ - სააკაშვილის ადვოკატის თქმით, ფარული ჩანაწერის ნამდვილობას საერთაშორისო ექსპერტები შეამოწმებენ.

      რკინიგზელები არ ნებდებიან კუჭს - „საქართველოს რკინიგზის“ წინ შიმშილობის აქციაში უკვე 20 ადამიანი მონაწილეობს.

      მეგრელებმა გადაწტვიტეს რეკორდი დაამყარონ - ჩხოროწყუში გიგანტური ზომის ელარჯის მომზადება იგეგმება.

      წავიკითხოთ ვეფხისტყაოსანიო, პირველი არხი ყოველ სარეკლამო ტიხარში ამბობს, მაგრამ პრეზიდენტმა, გადაწყვიტა კონსტიტუცია წაგვაკითხოს - გიორგი აბაშიშვილთან ერთად ცხინვალიდან დევნილმა ახალგაზრდებმა კონსტიტუციის ვიდეო-ჩანაწერი გააკეთეს. პრეზიდენტი - თუ არ შეიცვლება სულისკვეთება, რომ „ჩვენ გვაქვს პულტები“ და „ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ“, ვერ მივიღებთ კონსტიტუციას.

      დევნილებმა სახლები დაიმტკიცეს - რიმა ბერაძის შუამდგომლობის საფუძველზე, დევნილებს და სოციალურად დაუცველებს საცხოვრებელი სახლები დაუკანონდათ.

      საქმიანი ხალხი - „ახალი საქართველო“ ინიციატივით გამოდის, მოსკოვის გამზირს სახელი გადაერქვას და მას საქართველოს გამზირი ეწოდოს.

      სააკაშვილში ხომ არ ვაპირებთ გაცვლას? - უკრაინის მოქალაქის, ირინა სავიცკაიას წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, მისი უკრაინაში ექსტრადიცია არ დაუშვას.

საზღვარგარეთულები:

      ტრამპი სხვების შეცდომებზეც სწავლობს - დონალდ ტრამპი - ავღანეთში ვერ გავიმეორებთ იგივე შეცდომას, რაც ჩვენმა ლიდერებმა ერაყში დაუშვეს. ჟან-კლოდ იუნკერი - ევროკავშირს არ შეუძლია თავდაცვის კუთხით აშშ-ს იმედი ჰქონდეს. აშშ მზად არის მხარი დაუჭიროს ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებას წინასწარი პირობების გარეშე. ვერ გავიგე, აბა დღეებს რატომ ითვლის - გვირილაა ?! - აშშ-ს თავდაცვის მდივანი - „ისლამური სახელმწიფოს“ დღეები დათვლილია, თუმცა მის განადგურებაზე საუბარი ნაადრევია.

      კახურად უპასუხეს ამერიკას - „თალიბანის“ წარმომადგენელი - ომის გაგრძელების ნაცვლად, ამერიკელებს ურჩევნიათ ავღანეთიდან თავიანთი ჯარისკაცების გაყვანაზე იფიქრონ.

      ხანძარია რუსეთშიც - ქალაქ როსტოვში ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი შენობა დაიწვა.

      მიხეილ სააკაშვილი - ყურადღებას არ მივაქცევდი ოლეგ ლიაშკოს ისტერიულ განცხადებას, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ მოქალაქეობა მისი მიმართვის შემდეგ ჩამომართვეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 201

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები

ლაშა: აგვისტო 22, 2017||6:27pm

გიორგი, უკვე მომზადდა ეგ ელარჯი - სიგრძე 14.8 მეტრი, სიგანე 35 სანტიმეტრი, ხოლო საერთო ფართი 5.18 კვ/მ. #qwellynews

ლაშა: აგვისტო 22, 2017||7:59pm

ხანძარია ჟინვალშიც. 1 ჰექტარი უკვე დაიწვაო. ამჯერადაც ტყე. #qwellynews

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters