ძვირი ელექტროენერგია, შეხვედრა შეთანხმების გარეშე, ფესტივალში გაწეწილი ბიუჯეტი და ბარსელონას ტრაგედია

     შედარებით გრილი კვირა, რა თქმა უნდა საშინელი ამბავით უნდა გასულიყო ფინალში - გუშინ ესპანეთი და მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ უყურებდა ტერორიზმის შავ და ბნელ თვალებს ბარსელონაში. ამას გარდა, თბილისში ანონსდებოდა პოზიცია-ოპოზიციის შეხვედრა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა და სხვა ნიუსებიც:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /18 აგვისტო, 2017/

      მსოფლიო ამბები მნიშნელოვნად განსაზღვრა გუშინდელმა ტერაქტმა, რომელსაც ქვემოთ ვრცლად შემოგთავაზებთ. ახლა კი საქართველოს აბებზე დავიწყოთ მოსახლეობისთვის მნიშნელოვანი ცნობით - ენერგეტიკის მინისტრი ელექტროენერგიის ტარიფის მატებას არ გამორიცხავს. სემეკის წევრი - "თელასს" ტარიფის ზრდაზე მოთხოვნა ცალსახად დაფიქსირებული არ აქვს, თუმცა მოსაზრებებს წარმოადგენს, რა ხარჯები უნდა იყოს ანაზღაურებული. მაგრამ მოგვიანებით, სიტყვიერი დაპირისპირების გამო, სემეკის სხდომა შეწყდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ პატრული გამოიძახეს. სხდომაზე ხმაურის მიუხედავად, სემეკ-მა „თელასის“ საკითხს კენჭი უყარა და სატარიფო განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. შალვა ნათელაშვილი - როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ასევე მთავრდება სემეკში მიმდინარე პროცესი დენის ტარიფის გაძვირებით. „ლეიბორისტული პარტიის" წევრები სემეკ-ის სხდომის შეწყვეტის მოთხოვნით სკანდირებდნენ სიტყვებს: "შეწყვიტეთ, შეწყვიტეთ". პატრულის თანამშრომლებმა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებს სემეკ-ის დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. შალვა ნათელაშვილი - დღეს ძალადობაზე ბრძანება იქნა გაცემული, ხალხმა უნდა გამოიღვიძოს, გვეყო ამდენი ძილი. სემეკ-ის თავმჯდომარე - გასაგებია, რომ ტარიფი არის ერთ-ერთი ცხელი თემა პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე. ირინა მილორავა - დღეს უბრალოდ წარმოუდგენელია, გავაკეთოთ რაიმე პროგნოზი ელექტროენერგიის მოსალოდნელ ტარიფთან დაკავშირებით.

      დღეს 18 აგვისტოა - დღე, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრას არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობდა. განცხადებები შეხვედრის დაწყებამდე: ეკა ბესელია - ველოდები, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა საქმიან და სამუშაო პირობებში ჩაივლის და იქნება კომპრომისების ძებნის მზაობა. თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვანია, ”ქართულმა ოცნებამ” გაიგოს, რომ კომპრომისი არის შეთანხმება არა მმართველ გუნდში, არამედ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. ლევან თარხნიშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში მარტო პოლიტიკური პარტიებით შემოფარგვლა, სწორი არ არის. გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ ”ქართულ ოცნებას” იყოს კონსტრუქციული, რეალისტური და ნუ დაიწყებს უაზრო ინიციატივებზე საუბარს. არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მთავარი პირობა არის ის, რომ ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგისთვის მზად ვართ. მიხეილ ბენიძე - ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა უზრუნველყონ დღევანდელი კონსულტაციების გამჭვირვალობა და ეს არ უნდა იყოს დახურულ კარს მიღმა ვაჭრობა. ლევან ალაფიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგისას, პოლიტიკური საკითხების გარდა ყურადღება სხვა მნიშვნელოვან თემებზეც გამახვილდება. არასამთავრობო სექტორი - შეთანხმების მიუღწევლობის პირობებში მივიღებთ ერთი პარტიის მიერ მიღებულ კონსტიტუციას. ეკა გიგაური - დღევანდელი კონსულტაციები, შესაძლოა, არის ბოლო შესაძლებლობა, რომ კონკრეტული ცვლილებები შევიდეს საქართველოს კონსტიტუციაში. ლაშა ტუღუში - თუ მთავარ საკითხზე შეთანხმება არ შედგება, საკონსტიტუციო რეფორმაზე დიალოგის პროცესი იქნება ფარსი. გიორგი ახვლედიანი - "ქართულ ოცნებას" არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ბლოკებისა თუ ბუნებრივი ბარიერის სანაცვლოდ მაჟორიტარულ სისტემას "გავუპრავებთ". რაც შეეხება სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს - არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - მნიშვნელოვანია, ეს დიალოგი გაგრძელდეს და გარკვეულ შედეგამდე მივიდეთ. ოპოზიციას მინდა გთხოვოთ, დააფიქსიროთ საკითხები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც მხარს დაუჭერდით ახალ კონსტიტუციას. ვფიქრობ, ჩვენს შორის შედგება შეთანხმება. ნიკა რურუა - პრეზიდენტის არჩევის წესზე ვაჭრობას არ ვაპირებთ. შალვა შავგულიძე - მხოლოდ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, შედგება თუ არა კონსენსუსი საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო. ლევან თარხნიშვილი - ჩვენი პრინციპული პოზიციაა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არა როდესღაც, არამედ 2020 წელს. ირმა ინაშვილის ინფორმაციით, მმართველი გუნდი დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ ოპოზიციის მოსაზრებებს ისმენს და საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას არ გეგმავს. ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, მმართველ გუნდთან დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. თამარ კორძაია - ოპოზიციური პარტიები ველოდებით პასუხს, არის თუ არა მზად ხელისუფლება დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

      პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აკეთებდა კომენტარებს ამ საკითხზე - ანა დოლიძე - კონსტიტუციური ორგანოებისა და სამოქალაქო სექტორის გამოხშირვა, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესის ჩიხიდან გამოყვანის ინიციატივას ჩრდილს მიაყენებს. გიორგი აბაშიშვილი - იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციასთან დიალოგის პროცესი არ იქნება ისეთივე ფასადური, როგორც საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა იყო.

      ფესტივალები არ გვწყალობენ ან ამ კაცს არ სწყალობენ - „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი გიორგი სიგუა დღეს დაკითხვაზეა დაბარებული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „ჯემ ფესტთან“ დაკავშირებულ საკითხზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებას ავრცელებს. გიორგი სიგუა - ფესტივალი ჩატარდა? - ჩატარდა; 8 სცენა იყო? - იყო; 500-მა არტისტმა დაუკრა? - დაუკრა. მსოფლიო ვარსკვლავები იყვნენ? - იყვნენ - გასაქცევი და დასამალი არაფერი მჭირს. გიორგი სიგუა - მე არ დამიწყია და ვერც დავამთავრებ ამ ქვეყანაში ვერც ნარკოტიკების შემოტანას, ვერც გავრცელებას და ვერც მის მიღება-მოხმარებას. გიორგი სიგუა - 400 000 ევროა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიმართ დავალიანება და 100-150 ათასი საქართველოში არსებული ვალი. გიორგი სიგუა - საგამოძიებო სამსახურმა ჩვენი ოფისიდან ამოიღო ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის კონტრაქტები. გიორგი სიგუა - საგამოძიებო სამსახურს ჩვენს მიმართ არავითარი პრეტენზია არა აქვს. გიორგი სიგუა სხვისი ქონების დაზიანებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. გიორგი სიგუას ადვოკატის განმარტებით, მუხლი, რომლითაც საგამოძიებო სამსახურს საქმე აქვს აღძრული, შესაძლოა კონკრეტულ მევალესაც ეხებოდეს.

      პარტიზანობაზე მეტად, გინებით ცნობილი ნატა ფერაძე არჩევნებამდე ხეების ჭრაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს. და ვინაიდან იგივე ნატა ფერაძე, ელისაშვილის შეთავაზებას თანხმდება და მისი გუნდის წევრი ხდება, ამავე ბლოკში, მერობის კანდიდატებსაც შემოგთავაზებთ. თბილისის მერია - ჭავჭავაძის N82-ში ნებართვა გაიცა 8 ხის მოჭრაზე და 6-ის გადარგვაზე. კახა კალაძე ჭავჭავაძის #82-ში მწვანე ნარგავების მოჭრის ფაქტს „ყოვლად დაუშვებლად“ მიიჩნევს. ზაალ უდუმაშვილი დავით ნარმანიას და კახა კალაძეს მოუწოდებს, მივიდნენ უფასო სასადილოებში და ”პირადად სცადონ 60 თეთრით გამოკვება“. „შენების მოძრაობა“- სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგებას სისტემური მიდგომა სჭირდება და არა დირექტორების გათავისუფლება. ქვემო ქართლის გუბერნატორის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატების შერჩევის პროცესში „კომპეტენციის ფარგლებშია ჩართული“.

      წინა თემასთან ახლოს - ”ახალი საქართველო” არასამთავრობო ორგანიზაციებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრაიმერის ჩატარების ინიციატივას აცნობს.

      შიმშილობენ თბილისში, ისევ შიმშილობენ. ცხადია, ახლა გაჭირვებაზე არ ვწერ - პროტესტის ნიშნად - რკინგზის ერთი თანამშრომელი და პროფკავშირების წარმომადგენლები შიმშილობას აგრძელებენ. ირაკლი აბუსერიძე პროფკავშირების პრესსამსახურის განცხადებას ეხმაურება.

      გახსოვთ ალბათ, ხმაურის ამკრძალავი კანონი რომ მივიღეთ და ავამოქმედეთ. უკვე დაჯარიმებულებიც გვყავს - შსს-მ აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის 35 ფაქტზე რეაგირება მოახდინა.

      სარფში ყველაფერს ვერ გადმოიტან - „სარფში“ საქართველოს მოქალაქეს აირის ვაზნები და მარიხუანა აღმოუჩინეს. თემა იგივეა, ამიტომ აქვე გავაგრძელებ - შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო. საბაჟო გამშვებ პუნქტებში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.

      მოსწავლეების მშობლების გასაგონად - საქართველოს სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება! ახალ სასწავლო წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება. პირველკლასელები საჩუქრად წელს Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ. თბილისის ბაღებში სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება.

      საქ.სტატის ტრადიციულად საინტერესო სტატისტიკები - საქსტატი სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითად შედეგებს აქვეყნებს. სასაკლაოების მიერ 2017 წლის II კვარტლის განმავლობაში 9596,2 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 41,9% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 36,9% - ფრინველის, 19,2% - ღორის, 2,0% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო 0,002% - სხვაზე. მომსახურება გაეწია 21,1 ათას პირს, საიდანაც 20,8% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 818 კაცი შეადგინა. სტატისტიკა სხვა მიმართულებითაც მნიშვნელოვანია - ბოლო 6 თვის მონაცემებით, საქართველოში 3 331 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავდა 4 696 და გარდაიცვალა 275 ადამიანი.

      ნეტავ, 180 დღე უკვე გაგვივიდა? - ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 86 მოქალაქე დააბრუნეს.

საზღვარგარეთულები:

      გუშინდელი მთელი დღის მსოფლიო ნიუსი განსაზღვრა ბარსელონაში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა. ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის საქმეზე პოლიციას ორი ადამიანი ჰყავს დაკავებული. ერთ-ერთი მათგანია 28 წლის დრის უკაბირი. როგორც ბოლო ხანებში ხდება ხოლმე, ამჯერადაც, ბარსელონას ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებით „ცხელი ხაზის“ ნომერი გამოაქვეყნა, მაგრამ იქ შეტყობინებები არ შესულა. ცხადია, მთელი მსოფლიო ერთხმად გმობდა ტერორისტულ აქტს - დონალდ ტრამპი - აშშ გმობს ტერორისტულ აქტს ბარსელონაში! დონალდ ტუსკი - ევროკავშირი მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში. ამ ერთობას არც ქართველი ლიდერები ჩამორჩენილან - გიორგი მარგველაშვილი - შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. გიორგი კვირიკაშვილი - ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს. ირაკლი კობახიძე - ტერორიზმი რჩება თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად. ნინო ბურჯანაძე ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. გიორგი მღებრიშვილი ესპანელ კოლეგას - ჩვენი ფიქრები დაღუპულებთან, მათ ოჯახებსა და ახლობლებთან, ესპანელ ხალხთან არის. ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთეს. ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. გაერო-ს უშიშროების საბჭომ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტი დაგმო. ბარსელონაში მყოფი ქართველების ნაწილმა ღამე საკონსულოს შენობაში გაატარა, რის შემდეგაც სასტუმროებში დიპლომატიური მისიის დახმარებით დაბრუნდნენ. კატალონიის პოლიციამ ბარსელონასა და კამბრილსში მომხდარ ტერაქტებში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა. „როიტერი“ - ტერაქტების ორგანიზატორები ბარსელონასა და კამბრილსში კიდევ ერთ თავდასხმას გეგმავდნენ, რაც გაზის ბალონების აფეთქებას ითვალისწინებდა. ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში მთავარ ეჭვმიტანილად 17 წლის მუსა უკაბირი სახელდება. გერმანიის შს სამინისტროს წარმომადგენელი - ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერაქტის ფონზე გერმანიაში ტერორისტული საფრთხის დონე მაღალი რჩება. ბარსელონაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. უკვე დღეს, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად ბარსელონაში მრავალათასიანი აქცია გაიმართა შეძახილებით „მე არ მეშინია!“

      ყველა ნიუსში, საინტერესო ამბებიც ხდება - ნამდვილად იღბალაა - ქალი, რომელიც გუშინ ბარსელონაში ტერაქტს გადაურჩა, თავის დროს „ლონდონ ბრიჯზე“ და პარიზში მომხდარ ტერაქტებსაც გადაურჩა.

      უილიამ კორტნი - დასავლეთის სუსტმა რეაქციამ საქართველოში რუსეთის შეჭრაზე, კრემლს აფიქრებინა, რომ 2014 წელს უკრაინაში აგრესია ადვილად გაუვიდოდა.

      და ბოლოს დაამატა, ვისა ბიჭოო - მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში შესვლის სრული უფლება მაქვს. მიხეილ სააკაშვილს 10 სექტემბერს უკრაინის საზღვარზე მხარდასაჭერად აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები დახვდებიან.

      აშკარა აგიტაციასთან გვაქვს საქმე - თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიის მოქალაქე თურქებს მოუწოდა, საპარლამენტო არჩევნებზე ხმა არ მისცენ ანგელა მერკელსა და მარტინ შულცს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 158

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

შეგულიანების აქცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2021.
საათი: 11:21pm 0 კომენტარი

      როცა აქციაა, ყველაფერი ჩერდებაო ამბობდნენ პოლიტოლოგები ძველ ეგვიპტეში. დღესაც ასე იყო, ქართული ოცნების აქციის გარსემო და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ირგვლივ მოიყარა მთელმა მედიამ და იმის იქით სად რა ხდებოდა, არავის არაფერი აინტერესებს. დღე ცივი და მოჟამული იყო, მაგრამ მომავალი დღეები იქნება მზიანიო, ამბობენ სინოპტიკოსები და არჩევნების თბილ გარემოში ჩატარებას გვპირდებიან ცესკოსთან ერთად. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1557 ლარია.…

გაგრძელება

როგორ მოვხვდეთ ფანტაზიის ფინალურ ეტაპზე?!

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2021.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A mount is an item that allows players to quickly browse the huge digital world of this type, instead of walking and jogging like an idiot. In its ten-year existence, the stables of rideable creatures and devices in Final Fantasy XIV have expanded to nearly 200 mounts. Unlocking each mount has different requirements, from upgrading to paying actual money.

Players can participate in the game's regular activities to obtain the Final Fantasy XIV mount, in which they can interact with…

გაგრძელება

პროტესტი შიმშილით და შიმშილობის პროტესტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2021.
საათი: 9:30pm 0 კომენტარი

      ქვეყანაში არეულ ამინდებს არეული პოლიტიკური ამბები მოჰყვა. მაგრამ ძირითადი თემა მაინც საარჩევნო სამზადისებია და კოვიდის მომატებული სტატისტიკა. ათასებს ვითვლით ყოველდღიურად იმფიცირებულ ადამიანებში და ნელ-ნელა საუბარი შეზღუდვების აუცილებლობაზე მიდის. წინ არჩევნებია და არჩევნების შემდეგ ვნახოთ რა იქნება. იქამდე, დღის მეორე თემა მოშიმშილე პატიმარი სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. რაც შეეხება ეკონომიკას და ვალუტის კურსს - 1 დოლარის…

გაგრძელება

კარდინალები და იაგუარები

გამოაქვეყნა Weiweismart_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2021.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

The Madden series has had mixed reviews in recent years, with critics acquiescing to the long-standing complaints of hardcore fans and casual players. EA has begun to introduce new features and game modes to Madden to emphasize the Madden nfl 22 coins fact that it's an actual videogame and not just a sport simulation. However, the gameplay on the field is still lacking and the fundamental single-player mode which do not include micro-transactions, such as Madden Ultimate Team go mostly not…

გაგრძელება

Qwelly World

free counters