სასიამოვნო ნიუსის დაწერა მომენატრა, ბოლო დღეები და კვირებია, მხოლოდ ნეგატიური იწერება და ამ მხრივ, არც დღევანდელი მეინსტრიმია გამონაკლისი, ამიტომ დღის მთავარ თემას, ისევე პრობლემურ, მოუგვარებელ და დიდი ხნის მანძილზე ალბათ მოუშუშებელ იარაზე დავიწყებ:
ბორჯომში ისევ ებრძვიან ხანძარს, თურქულ-აზერბაიჯანულ-სომხურ-ბელორუსიული დახმარებაც არ გამოდგა სრულად საკმარისი. გორი განეიტრალებურია, მაგრამ ბორჯომი ჯერ კიდევ რჩება ბროლემად. წვიმა თუ გვიშველის. პრემიერმა პრეზიდენტს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა და შესაბამისად, პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა. დღესვე გაიმართა რიგგარეშე სხდომა პარლამენტში. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ხანძრების ლიკვიდაციის პროცესში სამხედროების ჩართვა არა ბორჯომში ვითარებას, არამედ ატენში არსებულ ხანძრის კერას ეხება. პატრიარქის კურთხევით - ბორჯომის ხეობაში დღეს სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს. ირაკლი კობახიძე - ყველა რესურსია მობილიზებული იმისთვის, რომ ხანძარი ჩაქრეს. ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში უწყების ყველა ობიექტი დაცულია. მთავრობის ადმინისტრაცია - ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული. შს მინისტრი - დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე გუშინ გვქონდა. შს მინისტრი ბორჯომში ხანძრის გაჩენის დივერსიის ვერსიაზე - მე, როგორც პოლიციელი არაფერს გამოვრიცხავ. ნუგეში გამოჩნდა დილით - ბორჯომში, დღის მეორე ნახევარში, ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. ზურაბ ალავიძე - ვერ ვიტყვით, რომ მალე მოვრჩებით და ხანძარს მთლიანად ჩავაქრობთ ერთ ან ორ დღეში, რადგან დიდი ფართობია დაზიანებული. „ენერგო-პრო ჯორჯია“ - სტიქიის შედეგად არსებული ცეცხლის კერები ქსელს საფრთხეს არ უქმნის. გიორგი აბაშიშვილი - ბორჯომის ხეობაში ჯერჯერობით შეიარაღებული ძალების გამოყენების საჭიროება არ დგას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება. დახმარებას უფრო შორიდანაც გვთავაზობენ - ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარებას გერმანია, საბერძნეთი და რუმინეთიც სთავაზობს. ლევან დავითაშვილი დივერსიის შესაძლებლობაზე - ამ ეტაპზე ძალიან ძნელია რამის თქმა, მნიშვნელოვანია, რას დაადგენს გამოძიება. ბორჯომის ხეიბაში ჩავიდა პრეზიდენტიც. პრეზიდენტი - იმედის მომცემია, თუ რამდენი გულწრფელი მეგობარი გვყავს ქართველებს - სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსები. როცა ამას ამბობდა, ჯერ არ იცოდა პრეზიდენტმა, რომ - საქართველოს დახმარების მზადყოფნას ისრაელიც გამოთქვამს. იან კელი - საქართველოს მთავრობისგან ველოდებით ინფორმაციას, კონკრეტულად, რაში სჭირდებათ დახმარება და ჩვენ დავეხმარებით. კობა კობალაძე დივერსიაზე - არაფერს გამოვრიცხავ, რადგან საკმაოდ ინტენსიურ, ორგანიზებულ და წერტილოვან სახეს იღებს ეს ყველაფერი. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი - ბაკურიანში სიმშვიდეა, დაკვამლიანება არ არის. უკვე შუადღისთვის - გიორგი კვირიკაშვილი - ძლიერი კერა რჩება წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე, მთელი ავიაციის რესურსი ახლა სწორედ ამ კერაზეა მობილიზებული. პრემიერი - ჩვენ ერთობლივი ძალებით სტიქიას აუცილებლად დავამარცხებთ. თამარ ჩუგოშვილი - ვფიქრობ, გამოძიება დაიწყება, რადგან ბევრი ეჭვი ჩნდება, წლის დასაწყისიდან ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი ხანძარი ვნახეთ. ადა მარშანია - რუსეთის დახმარებაზე უარის თქმა არ არის ჭკვიანური გადაწყვეტილება და მისი თანაპარციელიც - ირმა ინაშვილი - მე არ ვიტყოდი უარს რუსეთის შემოთავაზებაზე. ირაკლი სესიაშვილი - მართლაც, არათავსებადად მოხდა სხვადასხვა წერტილში ცეცხლის გაჩენა, რომლის საფუძველიც შეიძლება არც არსებობდა. გარემოს დაცვის სამინისტრო - ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, თუმცა რამდენიმე კერა კვლავ რჩება. სალომე სამადაშვილი - შესაძლოა, ჩვენ განვიხილოთ სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან ამ კატასტროფის შედეგები საკმაოდ დიდია.
ბორჯომისგან განსხვავებით, მალე ჩააქრეს ხანძარი ატენში - ვდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ატენის ხეობაში, ნახანძრალ ტერიტორიაზე, ორი დღის განმავლობაში, რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე დარჩება.
დივერსიის იდეა უფრო მყარდება - ბორჯომის ტყეში, სადაც ბენზინის ბიდონი იპოვეს, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ.
პრობლემის მეორე ნაწილია შედეგები, რომელიც ნელ-ნელა უკვე იწყებს წარმოჩენას - წაღვერის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
როგორ ვუშველოთ მიყენებულ ზიანს და ასე - გუშინვე, თიბისი ბანკი და კომპანია „ბორჯომი“ დაგვპირდნენ - 10 ჰექტარს ჩვენ აღვადგენთ ტყესო - მამუკა ხაზარაძე - “თიბისი ჯგუფი” დამწვარ 10 ჰექტარს სრულად აღადგენს. ქველმოქმედების სურვილი ბევრს აქვს - „საქართველოს ბანკი“ ხანძრის პრევენციისთვის 1 მილიონ ლარს გამოყოფს. ”საქართველოს რკინიგზა” ხანძრის შედეგად განადგურებულ ორ ჰექტარ ტყის საფარს აღადგენს. საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩზე ბილეთებიდან შემოსული თანხა, სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს. ეროვნული ბიბლიოთეკა მზად არის ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში მოხალისეობრივი რაზმებით ჩაერთოს. სოციალური კამპანიის „აღადგინე“ წევრები - ბორჯომში ხანძრისგან განადგურებული ნერგები 100%-ით აღდგება. ქართველი მწერლები და გამომცემლები კამპანიას #ბორჯომისთვის უერთდებიან და ბუნების მოყვარულებს მოუწოდებენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ ბორჯომის ტყის აღდგენაში.
სხვა სტიქია, სხვა მხარეში - ძლიერი წვიმის შედეგად ურეკში შვიდი ხე წაიქცა, დაზიანდა ორი მსუბუქი ავტომობილი.
უკვე აღარ მიკვირს - დღეს ხანძარი იყო ვარკეთილშიც - ვარკეთილში ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. თბილისი-რუსთავის გზაზე ხანძარი გაჩნდა. არ გეგონოთ ამით დასრულდა - დედოფლისწყარო-გამარჯვების მონაკვეთზე ხანძარი გაჩნდა. თეთრიწყაროში ხანძრის შედეგად ბალახები და ბუჩქნარი დაიწვა. დუშეთის სოფელ თვალივთან, სადაც გუშინ ხანძარი იყო, ცეცხლის პატარა კერები გაჩნდა.
დაიწყო გამოძიებაც - დამსვენებლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს ამოწმებს. გიორგი მღებრიშვილი - ვერ დავადასტურებ, რომ ყველა დამსვენებელს კითხავენ, მაგრამ ყველასთან მიდის საგამოძიებო მოქმედებები, ვინც ინტერესის ობიექტია.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სულ ხმაურიანია თუ ახმაურებენ ძალით? - ანა დოლიძე - მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას და ვის რა ტიპის ემოციური დამოკიდებულება ექნება პარლამენტის შენობაში ჩემს გამოჩენაზე, მათი საქმეა.
პატიმრობების ამბავიც - სასამართლომ დღეს მუსტაფა ემრე ჩაბუქს კიდევ 3 თვით პატიმრობა გაუგრძელა. პროკურორი მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის პატიმრობის 3 თვით გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს. საია მუსტაფა ემრე ჩაბუქის პატიმრობის გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს. პატიმრობების თემასთან ახლოს - ახალგორის ე.წ. პროკურატურა - თამარ მეარაყიშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები კანონის ფარგლებში განხორციელდა.
კულტურის სიახლეები გამოჩნდა ნიუსებში - „ბერლინ კონცერტჰაუსში“ გიორგი მიქაძის, ლიზი რამიშვილისა და ანსამბლ „ბასიანის“ ტრიოს კონცერტი გაიმართება.
ოპოზიციურ პარტიას შეხვდა იან კელი - ძლიერი და აქტიური ოპოზიცია ნებისმიერი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
”რესპუბლიკური პარტია” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
გეყოთ ისლანდიელობაო - ელჩი - ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ და მათ სამშობლოში დააბრუნებს.
რას არ იპოვის საბაჟოზე - საბაჟო გამშვებ პუნქტებში ”მტკვარსა” და ”ყაზბეგში” იარაღი და ვაზნები აღმოაჩინეს. ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საზღვარგარეთულები:
რაღაც საფრთხე ჩანს - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ევროპაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითხოვს.
მსოფლიო გიგანტები არ ეშვებეან ერთმანეთისთვის ნერვების მოშლას - აშშ-მ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის ვიზის გაცემა შეაჩერა. რუსეთში აშშ-ს საელჩო - აშშ-ს კანონი ხელს არ უშლის რუსეთის მოქალაქეებს ვიზაზე საბუთები სხვა ქვეყანაში შეიტანონ.
ყველა ეჭვმიტანილი დამნაშავე არ არის - მადრიდის სასამართლომ ბარსელონას ტერაქტის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სალაჰ ელქარიბი გაათავისუფლა.
ვენესუელას პრეზიდენტი - ტრამპს არ სურს ჩემთან საუბარი.
ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
რექს ტილერსონი - პაკისტანის ხელისუფლებამ ტერორიზმთან ბრძოლაში თავისი მიდგომა უნდა შეცვალოს. პაკისტანის საგარეო უწყება - მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას ტერორიზმთან ბრძოლაში არ გამოუჩენია უფრო მეტი ძალისხმევა, ვიდრე ეს პაკისტანმა გააკეთა.
ა ძმაო მუქარა - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვისაც ჩვენი ერის გახლეჩვა სურს, სასაფლაოზე მივუჩენთ ადგილს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა yongxing_მ.
თარიღი: იანვარი 12, 2026.
საათი: 10:29am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing Eco-friendly Seamless Activewear Yongxing is a meaningful step for anyone who cares about comfort, performance, and environmental responsibility. Today’s consumers increasingly look for apparel that supports not only their fitness goals but also their values, particularly when it comes to reducing waste and promoting sustainability. This type of activewear brings together comfort and conscious design in a way that aligns with modern lifestyles. Sustainable materials are at the heart…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 12, 2026.
საათი: 10:18am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items blends dynamic combat, immersive cooperative play, and high-stakes extraction mechanics to deliver a sci-fi experience that encourages teamwork and tactical thinking. At its core, the game balances fast-paced action with resource-driven decision-making, challenging players to survive hostile environments filled with ARC machines and rival human groups.
Combat is built around mobility and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია