ხანძრის შედეგები და გამოძიება, ახალი ხანძრები, ანტიბულინგური სტრატეგია, კოჰაბიტაცია არ შემდგარი მერობა და რკინიგზელები

      ცეცხლი სრულად არ ჩამქრალა, მაგრამ ნიუსები კი დღეს საგრძნობლად შემცირდა. ალბათ, ამის ბრალი იყო, რუსთავი 2, ხანძრის ადგილიდან ჩართვისას გაპარული ლაფსუსი „ჩაქრა ამის ....“ საინფორმაციოებს სჭირდებათ ნიუსები. ზოგჯერ ისინი თავად ქმნიან, დგამენ ახალ ამბებს, მაგრამ ჩვენ ეს ამ გზაზე არ ვდგავართ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /24 აგვისტო, 2017/

      ტრადიციულად, დავიწყოთ დილიდან, რომელიც გუშინდელ სიხარულს უკავშირდებოდა - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთის ეროვნული ნაკრები საბერძნეთშივე დაამარცხა ანგარიშით 72:71.

      ვითარება ხანძრის კერიდან - ბორჯომის გამგებელი - ამ ეტაპზე ხანძრის ყველაზე რთული კერა არდაგანშია. სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი - ბორჯომის ტყეში მინიმუმ 15 ჰექტრამდე ტერიტორიაა დამწვარი, ცოტა მოგვიანებით სხვა რიცხვი თქვეს - სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ვარაუდობს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის მასივი 50-60 ჰექტარს შეადგენს. გიორგი კვირიკაშვილი - ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მართალია დახმარება არ დაგვჭირდა © კვირიკა, მაგრამ იგივე გიორგი კვირიკაშვილი - იმ პირობებში, როცა ჩვენ გაგვაჩნია რთული ურთიერთობა რუსეთთან, დახმარების მზადყოფნის წინადადება მისასალმებელია. ბორჯომის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალის სახით 1500-მდე ადამიანია ჩართული. სადღაც დღის 12 საათზე, ბორჯომის ტყეში, სასაფლაოების მიმდებარედ, ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.

      ცეცხლი ინავლება და აქტიურდება ორი მიმართულება - დახმარებები და გამოძიება - ორივეს ამ ბლოკში წარმოვადგენ. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500 000 ლარს გამოყოფს. "ფარმადეპო" - ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სწრაფად მოხდება ეკოლოგიური ზიანის აღდგენა. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში ჩაერთვება. სოკარი - ერთად გადავარჩინოთ ბორჯომის ტყე. საქართველოს ბანკების ასოციაცია - საბანკო სექტორი მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში. გია ვოლსკი - ხანძრების სერია დაიწყო საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ე.წ. ანტისახანძრო ხნულების გავლების შემდეგ. დავით ქაცარავა - ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები ვიპოვეთ, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა. შსს ბორჯომის ხეობაში ნაპოვნ ბოთლზე - დაწყებული გამოძიების ფარგლებში აუცილებლად ყველა დეტალი იქნება გათვალისწინებული. დავით ქაცარავა შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს. ბორჯომის ტყეში ორი ახალი კასრი ნახეს, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი წყლითაა სავსე - ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

      ხანძრის შედეგებიდანაც რამდენიმე თემა - დავით სერგეენკო - ბორჯომის ხეობაში ატმოსფერული ჰაერი ნორმის ფარგლებშია, აქედან გამომდინარე, ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონეებისთვის რეკომენდაციები მოხსნილია.

      ახალი დღე - ახალი ცეცხლი - მახათის მთის მიმდებარედ, 1 ჰექტარ ტერიტორიაზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო შტაბი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია, შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა. დუშეთის რაიონის სოფელ ზემო თვალივში ხანძარი ლიკვიდირებულია, ვერტმფრენმა მუშაობა დაასრულა. ცეცხლი ოკუპირებულ ტერიტორიაზეც - სუს-ი - ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები მიმდინარეობს, ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს. მთელს საქართველოში, ამ დროის მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 100 ჰექტარზე მეტი ფართობია დამწვარი - ზურაბ ალავიძე.

      სტიქიამ იმძლავრა ზღვისპირეთშიც და ურეკისა და შეკვეთილისთვის მიყენებული ზარალი 155 000 ათას ლარს შეადგენს. შსს-ს მაშველებმა ბოლო 12 საათის განმავლობაში შტორმის დროს 31 ადამიანი გადაარჩინეს.

      გუშინ, გაჩიანში მამაკაცი სასტიკაც ცემეს, რომ იტყვიან - სიკვდილზე დადესო. გაჩიანში მამაკაცის წამებისა და გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა. გაჩიანის მოსახლეობა მამაკაცის სასტიკად ცემასა და ძალადობაში მონაწილე ყველა პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ოჯახი სამართალდამცავებს ყველა დამნაშავის დაკავებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იმუქრება, რომ მათ თავად გაუსწორდება. ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ძმა - მითხრეს, რომ ჩემ ძმას რიგ-რიგობით 15 კაცი სცემდა და აწამებდა, 200-მდე კი ახლოს იდგა და ამას ტელეფონებით იღებდა.

      მუხთარლის საქმე არ დასრულებულა - აფგან მუხთარლის მეუღლე - გუშინ დამირეკეს და მითხრეს პროკურატურაში მივიდე და გადავცე მათ ფოტო-ვიდეო მასალა. აფგან მუხთარლის ადვოკატი - პირებს, რომლებიც მუსტაფაევას უთვალთვალებენ, აფგან მუხთარლის საქმესთან პირდაპირი კავშირი აქვთ. აფგან მუხთარლის მეუღლე - პროკურატურაში მითხრეს ის, რასაც ყოველთვის მეუბნებიან, თუმცა შედეგი არ არის, 3 თვე გავიდა და დღემდე არაფერი ვიცით. მუხთარლის ადვოკატი - არსებობს რეალური საფრთხე, რომ ლეილა მუსტაფაევას რაიმე დაემუქროს და ამაზე პასუხს ქართული სახელმწიფო აგებს.

      უბედური შემთხვევა - გურიაში ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა - დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი.

      ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს. ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განმარტებით, უწყებამ გარემოვაჭრეები აპრილიდან დღემდე რამდენჯერმე გააფრთხილა.

      ისნის ხანძარი ჩაქრა, მაგრამ გამოძიება არა - ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობის მოვაჭრეები ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორიის შესწავლის პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვენ. ისნის ბაზრობის მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ისნის ბაზრობის ადმინისტრაციის იურისტი დაზარალებული მოვაჭრეების განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს.

      სად დადიან ოღონდაცა? - 2017 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში 328 ელექტრომობილი და 9 870 ჰიბრიდული ტიპის ავტომობილია იმპორტირებული.

      ანტიბულინგური სტრატეგია - ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში ბულინგის წინააღმდეგ სამინისტროს სტრატეგია, ძირითადად, ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება.

      რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას, ოლგა დემინას მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

      ხალხის მცველი - ომბუდსმენი რუსთავის მერიის მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების დაფინანსებაზე უარის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

      მერობის კანდიდატებშიც რაღაც კოჰაბიტაციაა? - ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ცესკო მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის 10 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვებას სთხოვს. ცესკო ალეკო ელისაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ”ნაციონალური მოძრაობა” მზადყოფნას გამოთქვამს, ალეკო ელისაშვილის დასახმარებლად უმოკლეს ვადაში შეაგროვოს 10 000 ხელმოწერა. ალექსანდრე ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებაზე უარს ამბობს. „საქართველოს რკინიგზა“ - სამწუხაროდ, ირაკლი პეტრიაშვილი აგრძელებს პროვოკაციების მოწყობას "საქართველოს რკინიგზასთან“.

      ხმაურიანი რკინიგზა - საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. რკინიგზის დეპარტამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო. რკინიგზელთა ახალი პროკვაშირების პრეზიდენტის ინფორმაციით, რკინიგზის დეპარტამენტთან აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წინ მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.

საზღვარგარეთულები:

      ჩვენგან განსხვავებით, რადარებიდან არ ქრება აშშ - აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინაში ჩავიდა.

      ბოდიშის მოხდა სახელმწიფოსაც არ ეთაკილებოდესო - ჩრდილოური ანდაზაა - დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ევროკავშირის ასამდე მოქალაქეს, დეპორტაციის შესახებ შეცდომით გაგზავნილი შეტყობინების გამო მოუბოდიშა.

      ტერაქტის განხორციელების საფრთხის გამო როტერდამში კონცერტი გაუქმდა.

      მდინარე ამაზონში გემის ჩაძირვის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

      ბარსელონა არ კმარაო? - „ისლამური სახელმწიფო“ ინტერნეტში ვიდეოს ავრცელებს და ესპანეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება. ევროპარლამენტის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისთვის გამოძიების ფედერალური ბიუროს მსგავსი უწყება უნდა შექმნას.

      „მისთვის იდგნენ წვიმაში?“- კვლევის თანახმად, ემანუელ მაკრონის მუშაობით გამოკითხული ფრანგების მხოლოდ 14%-ია კმაყოფილი.

      ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ დამაჯერებელი - პეტრო პოროშენკო - უკრაინა მზად არის მკაცრი სამხედრო პასუხი გასცეს აგრესორს, თუ ის შეტევაზე გადმოსვლას შეეცდება. ლიტვის თავდაცვის მინისტრი - აშშ-მ და ნატო-ს სხვა წევრებმა უკრაინას შეიარაღების მიწოდებაში დახმარება უნდა გაუწიონ. საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა უკრაინაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.

      შვეიცარიაში მეწყერის ჩამოწოლის გამო, რვა ადამიანი დაკარგულად ითვლება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 197

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters