გაზი გაძვირდება, მკვლევარები ჩამოვლენ, ოპიზიცია-პოზიციას შეხვდება და ქართველობა იაღლუმებს ბათუმშიც

      ცხელმა უქმეებმა გადაიარა და დაიწყო ცხელი საქმიანი კვირა, ორშაბათი. აწი კარგი, ნამდვილი ზაფხული იქნებაო გვპირდებიან სინოპტიკოსები. თუმცა, ზღვა და დასვენება ჯერ შორსაა, ამიტომ ტრადიციულად ახალი ამბებით დავიწყოთ, მათ შორის გასული უქმეების.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /17 ივლისი, 2017/

      შაბათ-კვირას ძირითადად აღმაშენებლის ხეივანზე გამართულ ქართულ მარშს, მის შედეგებს ან პოზიციებს და ამ პოზიციების გამო ურთიერთლანძღვასა და მუქარებს განიხილავდნენ. მეორე საკითხი კვლავ მარშის ოკუპაციასთან და რუსეთმოყვარეობასთან კავშირები იყო. ”ქართველთა მარშში” მონაწილეთა ქმედებებზე „ევროპული საქართველო“ სამოქალაქო სექტორთან და პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.

      დავიწყოთ შედარებით კარგი ამბავით - საქართველოს დღეს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეწვევა.

      დამირელის კოლეჯის უფროსობის ამბავი ალბათ გახსოვთ - ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი - საქართველოს ხელისუფლებამ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქულ მხარეს არ უნდა გადასცეს. რებეკა ჰარმსი - მუსტაფა ემრე ჩაბუქმა პოლიტიკური თავშესაფარი უნდა მიიღოს. ევროპარლამენტარი ასევე ეხმიანება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს - რებეკა ჰარმსი - აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველომ დამოუკიდებელი გამოძიება უნდა აწარმოოს და ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს. აფგანის საქმეზევე - აფგან მუხთარლის მეუღლემ პოლიციას ახალი მტკიცებულებები გადასცა.

      როგორც იქნა გამოთქვეს მზაობა შესახვედრად და კონსტიტუციაზე სამსჯელად, ახლა დრო ვერ გაურკვევიათ - ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დრო და თარიღი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. გიორგი ახვლედიანი - პრეზიდენტმა თვითმმართველობის შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს. ნიკა რურუა - საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი უნდა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან, თავიდან - ეს ელემენტარულია. სერგო რატიანი - ვეტოა დასადები, რადგან უკან გადადგმული ნაბიჯები შეფერხდეს.

      სახელოვანი სპორტსმენების ამბები გრძელდება - ზაზა ნადირაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. არანაკლები წარმატებები გვაქვს მკლავჭიდში, ჰოდა ამ ბიჭებმაც ისურვეს რაღაც - მკლავჭიდელები მკლავჭიდის ისტორიული ფედერაციის აღდგენას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

      ამ ტერიტორიების და ოკუპაციების კავლდაკვალ აფხაზეთიც მოაგონდათ - ვახტანგ ყოლბაია - სოხუმი კვლავ იზოლაციაში ამყოფებს საკუთარ მოსახლეობას.

      ნუ ითამაშებთ სელაპებით - სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს არ შეეხონ.

      გავაგრძელოთ მეზობლობა და მეგობრობა - თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში გამართული შეხვედრები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს.

      იუმორისტ-პოლიტიკოსი და ძარღვდაბერილი ნამდვილი ქუთაისელი გოგი წულაია - ქუთაისში, თეთრ ხიდზე ადამიანების გადაადგილება უკვე საშიშია.

      საზმაუ ახალ სეზონსაც იწყებს - სულხან სალაძე - პრინციპულად მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით საზოგადოებას დროულად ჰქონდეს ინფორმაცია.

      ნუ გადაყრი ერთიანად, დაახარისხე - თბილისის მასშტაბით რიგით მეორე ნარჩენების სეპარაციის კუთხე გაიხსნა.

ანონსები:

      კვლევებით ხომ დაგვტანჯერს და ახლა შეფასებები კიდევ - NDI-ის დელეგაცია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესს შეაფასებს. და აბა ვინ დაუდგება გვერდში - ცხადია, ქვეყნის ბედით გულდათუთქული ენჯეოები! - არასამთავრობო სექტორი NDI-ს დელეგაციას საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

      კიდევ ერთი ამბავი ანონსების ჟანრში - “მანის” მარკის 143-ვე ავტობუსი 20 ივლისიდან სხვადასხვა ხაზზე იმოძრავებს.

      აქ ხომ მოაწყეს დიდად სანაქებო რამ და ახლა ბათუმში - თბილისის შემდეგ „ქართველთა მარშის“ ბათუმში გამართვა იგეგმება.

      აუჰ, ამან ანონსსაც გადააჭარბა - მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა, შესაძლოა, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალოს - საუბარია კონკრეტულ მონაკვეთზე, დაახლოებით ზაარბრიუკენის მოედნიდან მარჯანიშვილამდე პერიმეტრზე.

      გაზი ძვირდება ერო - ირინა მილორავა - გაზის ტრანსპორტირების ტარიფს, რომელიც საშუალოდ 0,5 თეთრით გაიზარდა, სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა ექნება. „გაზის ტრანსპორტირების კომპანია" - ტარიფის ცვლილება რომ არ მომხადარიყო, ჩვენი კომპანია ვერ შეძლებდა თავისი საოპერატორო ფუნქციების განხორციელებას.

      მარში მოატრიალეთ ბათუმიდან - საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ეწვევა.

      დაჩექინდი საქართველოში-ს ფარგლებში BLACK SEA ARENA-ზე რამდენიმე კონცერტი გაიმართება. მათ შორის, ქეთი მელუა იმღერებს კვირის ბოლოს.

საზღვარგარეთულები:

      კიდევ კარგი ჯერ ვენესუელა არ ვართ - კარაკასში რეფერენდუმზე მისულ ამომრჩევლებს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. ვენესუელას პარლამენტის სპიკერი - სახალხო რეფერენდუმის შედეგები, რომელიც ოპოზიციამ ჩაატარა, ადასტურებს, რომ მოსახლეობას პრეზიდენტ მადუროს გადადგომა სურს.

      უკრაინამ დაიწყო პოლიტიკა - ჩვენი თავი ჩვენ გვეყუდნესო - უკრაინის პრემიერი - ქვეყანაში რეფორმები უკრაინელებმა უნდა გაატარონ, ადრე კიევი ამ პროცესში ზედმეტად რთავდა უცხოელებს.

      ამასწინად რომ მოკლეს, გაცოცხლდა თურმე - ერაყის შსს-ს დაზვერვის დირექტორი - „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალია და სირიაში იმალება.

      დიპლომატიური საკუთრება - რუსეთის და აშშ-ს საგარეო უწყების წარმომადგენლები რუსეთის დიპლომატიური საკუთრების ჩამორთმევის საკითხს განიხილავენ.

      და იქნებ არც მიდის იქით, რა გინდათ კაცო - ჟან-კლოდ იუნკერი - სიკვდილით დასჯის აღდგენა თურქეთს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე კარს მიუხურავს. თურქეთში აფეთქების შედეგად 17 სამხედრო დაშავდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 227

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივლისი, ნიუსები

Giorgi: ივლისი 17, 2017||11:51pm
ორშაბათი სამუშაო დღეების საწყისია, ამიტომ შუადღის შემდეგ, კიდევ რამდენიმე #qwellynews შემოემატა:

მაგალითად ის, რომ ბორდერიზაცია პრობლემაა და ამას მსოფლიო აღიარებს - იან კელი - მქონდა შესაძლებლობა, მენახა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი - შოკირებული დავრჩი იმით, რა ახლოს არის ეს ადგილი ავტომაგისტრალთან. ისევ ეს ბატონი, იან კელი - საქართველო არის პრიორიტეტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

რაღაც, სწავლა-დარიგებითი გამოსვლა გამოუვიდა ექს ვიცე პრემიერს - კახა კალაძე - მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში.

დაადოს ვეტო, მერე და რაა რო? - ზაზა გაბუნია - თუკი პრეზიდენტი აყვება ოპოზიციურ პარტიებს და გამოიყენებს ვეტოს, ის იქნება დაძლეული. "დეზერტირების ბაზრის" ტერიტორიაზე არსებულ საწყობებში ხანძარია. ნინო გოგუაძე - ”ქართული ოცნების” გარდა მთელი პოლიტიკური სპექტრი ვთხოვთ პრეზიდენტს ორ კანონს ვეტო დაადოს.

კიდევ ერთი ბაზრობა, უფრო სწორად, ბაზრობის საწყობი მოყვა ხანძრის ქვეშ - "დეზერტირების ბაზრის" ტერიტორიაზე არსებულ საწყობებში ხანძარი გაჩნდა. უსაფრთხოების გამო ე.წ. დეზერტირების ბაზრის საწყობების ტერიტორია გადაიკეტა და ცოტა ხანში უკვე გავრცელდა ინფორმაცია ხანძრის ჩაქრობის შესახებ. მოვაჭრეების ნაწილის ინფორმაციით, ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი შესაძლოა, მაცივრის გაუმართაობას გამოეწვია.

სახალხო დამცველიც შეაშფოთა მემარშეების ფეისბუკ განცხადებებმა თათია დოლიძის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, თათიამ სარჩელი შეიტანა და გამოძება დაიწყო. დღესვე დაკითხეს ეს გოგონა, მთელი 5 საათის განმავლობაში.

ამ თემამ ბანი მოითხოვა - თამარ ჩუგოშვილი - საჯარო სივრცეში აქტიური ქალის მიმართ სიძულვილის ხარისხი და გამოხატვის ფორმები ყველა წითელ ხაზს სცდება.

ერთი ამბავი „ბიგ ბრო“-სა და „ბაბაიას“ ურთიერთობებიდანაც - დიმიტრი პესკოვი - კრემლი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი პოლიტიკურ სიბრძნეს გამოიჩენს რუსეთის დიპლომატიური საკუთრების დაბრუნების საკითხში.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters