მოწმე ქორეპისკოპოსი და მდივან-რეფერანტის ჩვენება, განცხადებების ომი რუსეთთან, ქართული მარში და სხვა სიახლეები

      ივლისის მეორე საქმიანი კვირაც მიილია და ამ პარასკევის ქველინიუსებსაც წარმოგიდგენთ. მთავარი ის არის, რომ ზაფხული ზაფხულს ემსგავსება და სიცხე მატულობს საქართველოში. რაც შეეხება სხვა ნიუსებს:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /14 ივლისი, 2017/

      მთავარი ამბავი, კვლავ ჩვენი ქვეყნის საზღვრების უხეშ დარღვევას უკავშირდება და რუსული უკუპაციის მცოცავ გაგრძელებას. მაგრამ როგორც წესი, მარტო არ ვართ ხოლმე დათვთან ბრძოლაში, ცხადია სიტყვიერ დახმრებას ვგულისხმობ, თორემ ისე ვინ? როდის? იენს სტოლტენბერგი - შეშფოთებული ვართ, რადგან ვხედავთ, რომ რამდენჯერმე გადმოსწიეს ე.წ.საზღვარი. ანა გომესი - ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას. ლევან იზორია - ჩვენს უსაფრთხოებას ვხედავთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაში. ლიუკ კოფი - მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით, ამერიკული პოლიტიკის წარმმართველებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვება მართებთ. ქეთევან ციხელაშვილი - განგრძობადი ოკუპაცია, ბანერების აღმართვა არის გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ რუსეთს მოუწოდა, საქართველოს რეგიონების ოკუპაცია შეწყვიტოს. ემზარ კვიციანი - „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი ან უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს. საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი აქციის მონაწილეები მსვლელობით ბერშუეთისკენ გადავიდნენ. ემზარ კვიციანი - თითქოს პარალიჩი აქვს ხელისუფლებას, ვერ მიდის სალაპარაკოდ რუსეთთან.

      არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ უფრო მნიშვნელოვანი არა, დარჩენილ საქართველოს როგორ, რა კანონით ვმართავთ, ამიტომ კონსტიტუციაშიც გვეხმარებიან უცხოელები - ანა გომესი - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევა პროცესს ლეგიტიმურსა და წარმატებულს გახდის. ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი - აუცილებელია, რომ შეთანხმების მისაღწევად მაქსიმალურად ბევრი გაკეთდეს. დავით უსუფაშვილი - ჯანი ბუკიკიოსთან მქონდა სატელეფონო საუბარი, იგი საკონსტიტუციო პროცესებით შეშფოთებული და იმედგაცრუებულია. კობა ნარჩემაშვილი - ოპოზიციის ტაქტიკიდან გამომდინარე, კონსენსუსის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. მამუკა კაციტაძე - 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება - ჩვენ ვართ მზად შევხვდეთ ხელისუფლებას, ორიენტირებული ვართ კონსენსუსზე. ზაზა ბიბილაშვილი - მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ოპოზიციური პარტიების პოზიციები არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ შეცვლილა. დავით მათიკაშვილი - დიალოგის კარი რეალურად არ არის დახურული, არის გარკვეული სეგმენტი, სადაც შეიძლება კონსენსუსის მიღწევა. შალვა შავგულიძე - თუ ხელისუფლებას სურს კონსენსუსის მიღწევა, იმ მოცემულობას უნდა დაუბრუნდეს, რითაც საარჩევნო სისტემის შეცვლაზე წარიმართა მუშაობა. მამუკა მდინარაძე - ოპოზიციასთან შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კონსულტაცია შედგება.

      ენერგეტიკაშიც ბოლომდე ჩვენს იმედზე არ უნდა ვიყოთო, ამიტომ გვირჩევენ - მაროშ შევჩოვიჩი - საქართველოსთვის მთავარია ენერგომომწოდებლებს შორის ბალანსი ჰქონდეს.

      მუხთარლის საქმეზე, აზერბაიჯანის ელჩი - ელინ სულეიმანოვი - ერთი კონკრეტული პირის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმისგან არასაჭირო სკანდალის შექმნა აშკარა მცდელობაა, ძირი გამოეთხაროს ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობას.

      დავუბრუნდეთ დაპატიმრებების თემას, ჯერ საქართველოში - ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. ასევე, დღეს ციანიდის საქმეზე დაიკითხა შორენა თეთრუაშვილი და მეუფე იაკობი (იაკობაშვილი). შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის გველის შხამი არასდროს უთხოვია და მის შესაძენად 500 დოლარი არ მიუცია. შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძისთვის არასდროს უთხოვია ციანიდი არც ოქრომჭედლისთვის და არც სხვა მიზნით. ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძე უკვეთავდა სხვადასხვა ცილისმწამებლურ სტატიებს, რომლებიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სასულიერო პირების დისკრედიტაციას - აცხადებს პროკურორი. ხოლო ადვოკატი, გიორგი ფანცულაია - შორენა თეთრუაშვილმა თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი მოკვლის საბაბი არ ჰქონდა.

      მეორე დაკავება კი მერიის თანამშრომელს ეხება - გულიკო ზუმბაძე ოთარ აბესაძის დაკავებაზე - მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თბილისის მერი გახვეულია ამგვარ საქმიანობაში, მაგრამ მერს სჭირდება უფრო მეტი პრინციპულობა. ოთარ აბესაძე მის მიმართ წაყენებული ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება. პროკურორი - საქმეში არის სატელეფონო საუბრის და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც აბესაძის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს. პროკურორის განცხადებით, ჩანაწერებში ოთარ აბესაძე მერიის სხვა თანამშრომლების სახელებსაც ასახელებს. ირმა ჭკადუა - ოთარ აბესაძის დაკავება გააპიარეს, ხმაურიანი განცხადებები აკეთეს და შემდეგ გაირკვა, რომ ის არ ყოფილა ისეთი რანგის მოხელე, როგორიც ეგონათ. ოთარ აბესაძე - ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას და ოჯახს, სინანულის გრძნობით ვსაუბრობ ამ ყველაფერზე. ოთარ აბესაძე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ოთარ აბესაძე - არ წარმოვადგენ საშიშროებას და საფრთხეს, რომ საქმეს, ადამიანებს, მსვლელობას, პროცესს რაიმეთი ხელი შევუშალო. ოთარ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის ინფორმაციით, ოთარ აბესაძე ქრთამის სახით აღებული თანხით მოპედის ყიდვას აპირებდა. პროკურორის ინფორმაციით, ოთარ აბესაძე მერიის კონკრეტულ თანამდებობის პირებს ახსენებს, მათი ნაწილი დაკითხულია, ნაწილი - დაიკითხება.

      ამერიკაში დაკავებული სპორტსმენის საქმე დაბრუნდა მედიაში - ავთანდილ ხურციძის ადვოკატი სპორტსმენის დაცვაზე უარს ამბობს.

      რკინიგზაში რაღაც კეთდება - ბათუმი-ურეკი-ბათუმს შორის ახალი მატარებელი დაინიშნა.

      გზავნილებშიც გვაქვს სახარბიელო სტატისტიკა - 2017 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 17.1%-ით გაიზარდა.

      ევროპაში რომ გვინდა, ახალი არაა - თამარ ხულორდავა - ასოცირების შეთანხმების განხორციელებით ჩვენ უზრუნველვყოფთ უკეთეს მომავალს ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. თენგიზ ფხალაძე - მთელი ძალისხმევა მიმართულია, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგები გვქონდეს იმ კუთხით, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული გზა.

      არჩევნები ძვირია, ძვირი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარია გამოყოფილი. ანა მიქელაძე - საარჩევნო ადმინისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად ემზადება.

      აღმაშენებელზე დღეს საღამოს ძალიან პატრიოტები ქართულ მარშს გამართავენ - „არაფობიას“ - „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები რადიკალურ ჯგუფებს წარმოადგენენ, მოვუწოდებთ შსს-ს, მიიღოს სათანადო ზომები მსვლელობისას. შსს - თბილისში დაგეგმილი „ქართული მარშის“ დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული. ემზარ კვიციანი - „ქართველთა მარში“ არის ყველასთვის, ვისაც თავი ქართველად მიაჩნია. დავით მათიკაშვილი - მარში არ არის ამ ყველაფრის დარეგულირებისა და პრობლემის მოგვარების წყარო.

      შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

საზღვარგარეთულები:

      ყოფილ პრეზიდენტებს არც პერუში წყალობენ, ოღონდ იქ აკავებენ კიდეც - პერუს ყოფილი პრეზიდენტი ოლიანტა უმალა, მეუღლესთან ერთად დააკავეს.

      ტრამპის მასპინძლობის ამბავი - დონალდ ტრამპი - რუსეთის პრეზიდენტს თეთრ სახლში საჭირო დროს მოვიწვევ. დონალდ ტრამპი - კარგი გარიგებები დამიდია, ბევრი ფული გამიკეთებია და არ მესმის, რატომ უნდა მოვუხსნა სანქციები რუსეთს თუ სანაცვლოდ არაფერს მივიღებ. დონალდ ტრამპი - აშშ-სა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეიფელზეც ივახშმეს ტრამპებმა და მაკრონებმა, წუხელ. ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებიდან წასვლას არ ითხოვს.

      ბინალი ილდირიმი - თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ახალი მცდელობა შეუძლებელია, თუმცა გიულენის ორგანიზასთან ბრძოლა არ დასრულებულა.

      ეს მემგონი იუმორისტია - ანატოლი ბიბილოვი - რუსეთი თავისი სულისკვეთებით ყოველთვის იყო და არის მშვიდობისმყოფელი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 248

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივლისი, ნიუსები

ლაშა: ივლისი 14, 2017||4:16pm

ადვოკატმა განაცხდა, მე ვკითხე ქალბატონ შორენას, მიირთმევს ის ტკბილეულს ან შაქარს. პასუხი: მე ჩვეულებრივად მივირთმევ ტკბილს და შაქარს, როგორც ნებისმიერი ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანი. #qwellynews

Giorgi: ივლისი 14, 2017||4:24pm

ამდენმა საპროტესტო აქციამ თუ პერფორმანსმა, ვიდეო მიმართვებმა თუ ქილიმა შედეგი გამოიღო და საკონსტიტუციო სასამართლომ, სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე ნორმა გააუქმა, რომელიც პლანის მოყვანა-მოხმარებას კრძალავდა. კონკრეტულად: 

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა 63,73 გრამი , 150,72 გრამი და 265,49 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფის უკანონოდ, პირადი მოხმარების მიზნით, დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის.

George: ივლისი 14, 2017||8:52pm

პლანის კულტივაცია - ახალი ეროვნული იდეა !  ვაი- #qwellynews

Giorgi: ივლისი 14, 2017||11:41pm

პარასკევის მიწურულს კიდევ რამდენიმე #qwellynews და დავასრულოთ ეს კვირაც:

ოკუპაციის თემა მთელი დღე ტრიალებდა მედიაში. საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, როცა საზღვართან ჩავიდნენ პროტესტანტები. თემაზე ამერიკის ელჩიც გამოეხმაურა სოფელ ყარაფილაში: იან კელი - 21-ე საუკუნეში როდესაც ხდება მსგავსი რამ საქართველოს მეზობლის მხრიდან, მიუღებელია აშშ-სთვის. იანოშ ჰერმანი - ე.წ. ბორდერიზაცია ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას. ვიქტორ დოლიძე - რუსეთი ყოველდღიურად დესტრუქციულ-პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს, ამის პარალელურად კი, საქართველოში ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები იმყოფებიან. ნინო გოგუაძე - ჩვენი ქვეყნის ორი მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია და ეს არის ჩვენი გამოწვევა. ზაზა ბიბილაშვილი - აფხაზეთი და შიდა ქართლი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ვიღაცები ლაპარაკობენ, რომ ჩვენთვის პრობლემა ყოფილა ირანელი ტურისტი, თურქი ბიზნესმენი ან რესტორნის ერაყელი მეპატრონე.

ციანიდის საქმეზე მეუფე თეოდორეც დაიკითხა. მეუფე იაკობის განცხადებით, კითხვები ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემაც დაუსვა. მიხეილ რამიშვილი - დაცვის მხარემ მეუფე იაკობს ძალიან ბევრი კითხვა დაუსვა, თუმცა კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო. დღესვე დაიკითხნენ მამა მიქაელ ბოტკოველი და მამა დავით ჭინჭარაული. ბოტკოველის თქმით, მან პროკურატურის შეკითხვებს გამოძიების ეტაპზეც უპასუხა - „გამოძიების აუცილებლობიდან გამომდინარე მათ ჰქონდათ შეკითხვები, რაზეც ჩემი აზრით, გავეცი არგუმენტირებული პასუხები, შედეგზე იმსჯელებს სასამართლო“. პროკურორი - ადვოკატმა განაცხადა ტყუილი, თითქოს შორენა თეთრუაშვილი უზომოდ ბევრ ტკბილს ჭამს და ეს დაადასტურა სასამართლო პროცესზე. ზვიად გუბელაძე - სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ დეკანოზი მამალაძე სამებაში ხანძრის შემდგომი სარესტავრაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხის მითვისებას ცდილობდა. მიხეილ რამიშვილი - ჩემდა გასაკვირად, პროცესზე ქალბატონმა შორენამ რელიგიური ფიცი არ თქვა, არამედ სამოქალაქო ფიცი დადო. გიორგი ფანცულაია - მამა მიქაელ ბოტკოველის მიერ შედგენილ ბრძანებებზე, ხელწერილებზე და წერილებზე შორენა თეთრუაშვილის ხელმოწერები აღმოჩნდა. - მოკლედ, ამ საქმიდან, ვერაფერს გაიგებს კაცი.

კონსტიტუციაზე შესახვედრად ორივე მხარე მზად არის, მაგრამ მაინც მხოლოდ ლაპარაკობენ - ირაკლი სესიაშვილი - გარედან ყვირილი „შევხვდეთ, შევხვდეთ”, იმ პოლიტიკური თამაშის ნაწილად მეჩვენება, თითქოს ”ქართული ოცნება” ოპოზიციას არ ხვდება. ირაკლი კობახიძე - ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები აუცილებლად შედგება.

თურქეთის ელჩი - არც მუსტაფა ემრე ჩაბუქს და არც სხვა ნებისმიერ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს და არ უნდა ჰქონდეს თურქეთში სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი.

მარშელებს ეუბნებოდნენ, თქვენ რუსეთის მტრობას ვერ ხედავთო, მათ კიდევ - ”ქართველთა მარშის” ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ უახლოეს ხანში საოკუპაციო ხაზთან მასობრივ მსვლელობას გამართავენ.

პუტინი გამოვიდა მზის შუქზე - ვლადიმერ პუტინი - ომს არავისთან ვაპირებთ, მაგრამ ჩვენს ინტერესებს დავიცავთ. ვლადიმერ პუტინი - უკრაინაში კრიზისი გაგრძელდება, ვიდრე უკრაინელების მოთმინება არ ამოიწურება.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Final Fantasy

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

As Final Fantasy XIV surges in popularity during the summer months, millions of players who booked the expansion will try to log in to an already crowded server. The game developer warned of the impending overcrowding in a letter to the community. Although the current server has been optimized for a large number of new players and returning players, the lack of available hardware means that new worlds cannot be opened to accommodate a large number of players.

What the company has done…

გაგრძელება

სასამართლო, პარლამენტი და განათლების სისტემური მომავალი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 1, 2021.
საათი: 11:40pm 1 კომენტარი

      ეს ზამთარიც მოვიდა და არც ისე ცივი პირველი დღე გვქონდა. ნიუსებში მთავარი იყო კოვიდ საქართველო, განათლების მინისტრი პარლამენტში და მისი ვრცელი გამოსვლა თავისი კომენტარებით, ცხადია აქტუალურია მიშა, სასამართლო ბედი და პარლამენტის დაკომპლექტების კანონებიც. დოლარის ღირებულება - 3.1279 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 1 დეკემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, დეკემბერი

     …

გაგრძელება

ასოცირებული შეხვედრები და ბარიერები მომავალი არჩევნებისთვის

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ხვალ ბევრი ჯარიმა დაიწერება ალბათ, რადგან მწვანე პასპორტები იწყებს ამოქმედებას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს - შემოდგომაც მიიწურა და ხვალიდან ზამთრის სიცივეებს შევეგებებით. ქვეყნის შიგნით მიშა კვლავ აქტუალურია, ქვეყნის გარეთ კი პრემიერი ღარიბაშვილი და მისი „ასოცირებული“ შეხვედრები. ასევე 2024-ის არჩევნების ბარიერები და სხვა. დოლარის ღირებულება - 3.1179 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები…

გაგრძელება

სამი გზა - კლასიკა გამარჯვებისკენ

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Final Fantasy XIV players have many things to do in the game, such as completing a wonderful storyline, participating in PvP and so on. At the same time, they also have a decent quality of life, and this requires players to have some FFXIV Gil to embark on a journey in this fantastic land. FFXIV Gil is the currency in Final Fantasy XIV. Just like the British Pound or Japanese Yen, FFXIV Gil is the basis for all legal transactions in Final Fantasy XIV.

FFXIV Gil has too many functions,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters