ამბასადორიალი, უკრაინის პრეზიდენტი, მეუფის სიმართლე, სიმწვანე, შემოწირულობა და ანონსები

      გარემო პირობები როგორც არ უნდა დაემსგავსოს საჰარას, ნიუსები ამბები მაინც არ ჩერდებიან და ჩვენც აუცილებლად გვიწევს გადმოვცეთ ის ამბები, რომლებიც ამ დროისთვის, დღევანდელ დღეს დაგროვდა ქველინიუსში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /18 ივლისი, 2017/

      ამბასადორიალი 2017 უკვე გაიხსნა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დაწყებამდეც კეთდებდა განცხადებები, მაგ. - დავით ბაქრაძე - საქართველოს დიპლომატიის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მობილიზებულია ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად. ასევე, ზურაბ აბაშიძე - ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც პრობლემები აქვს რუსეთთან და მარტივად აგვარებს. ამბასადორიალზე გამომსვლელთა შორის: გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს - თქვენ უპირისპირდებით ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალას - რუსულ დიპლომატიას და ამ დაპირისპირებაში ხართ გამარჯვებულები. მიხეილ ჯანელიძე - რეგიონის მასშტაბით მოუგვარებელი კონფლიქტები ტოვებს საფრთხეს, გავლენის სფეროების აღდგენა-გაფართოების მიზნით, კვლავ ძალისმიერი მეთოდები იქნას გამოყენებული. პრეზიდენტი - საქართველო არის რეგიონში პრობლემების არა შექმნის, არამედ მოგვარების, თანამშრომლობის სულისკვეთებით გამსჭვალული ქვეყანა. გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს შეუძლია იამაყოს, რომ ჰყავს მაღალპროფესიონალი დიპლომატიური კორპუსი. გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო განუხრელად ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას. ირაკლი კობახიძე - საგარეო პოლიტიკური წარმატების საფუძველი არა უცხოეთის დედაქალაქებში, არამედ საქართველოში იქმნება. გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იზიარებს ნატო-ს ღირებულებებს და მზად არის, წევრობის ვალდებულებები იკისროს. გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენს მიერ დასავლეთისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების მიზეზი ხდება. მიხეილ ჯანელიძე - ჩვენი საგარეო პოლიტიკა არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ არის მიმართული. ირაკლი კობახიძე - როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, ქვეყნის ფუძემდებლური დოკუმენტის შეცვლა წინააღმდეგობის გარეშე არ მიმდინარეობს. მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის მისაღწევად ამბიციური დღის წესრიგი გვაქვს. მიხეილ ჯანელიძე - ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა არასდროს ისეთი ინტენსიური არ ყოფილა, როგორც ბოლო პერიოდშია. იხეილ ჯანელიძე - ჩვენი აქტიური დიპლომატიური ძალისხმევით რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო წნეხის ქვეშ არის. მიხეილ ჯანელიძე - მნიშვნელოვანი იყო იმ შეფასებების მოსმენა, რომლებიც გაჟღერდა პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. მიხეილ ჯანელიძე - ნაბიჯებს, რომლებსაც დღეს ქართული დიპლომატია და საქართველოს მთავრობა დგამს, სჭირდება მხარდაჭერა და არა დესტრუქცია. გია ვოლსკი - როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ეს მთავარი გამოწვევაა, ოღონდ გია ვოლსკიმ მხოლოდ ჟურნალისტებს უთხრა ეს, ის არ ყოფილა სიტყვით გამომსვლელთა შორის. გიგი გიგიაძე - დიპლომატიურ კორპუსს დიდი როლი აკისრია პარტნიორების ინფორმირებისა და მათი მხარდაჭერის მობილიზების კუთხით.

      ამბასადორიალის შემდეგ, ერთ-ერთი მსხვლი თემაა უკრაინის პრეზიდენტის, პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში. ამიტომ ამ მნიშვნელოვან თემას ერთ ბლოკში მოვაქცევ. უკვე დაანონსდა, რომ თბილისში საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. მიხეილ სააკაშვილი იუმორისტული პოსტით შეხვდა ამ ფაქტს - იმედი მაქვს, პეტრო პოროშენკომ კიევიდან თან პირსახოცი და საპონი წაიღო, შემდგომში გართულებებს თავი რომ აარიდოს. გიორგი აბაშიშვილი - საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის დღის წესრიგში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების საკითხი არ დგას. იან კელი - უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შეუძლია ერთმანეთისგან ბევრის სწავლა. ავლაბრის სასახლეში პეტრო პოროშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. პავლო კლიმკინი - საქართველოში ყოფნისას გრძნობ, რომ მეგობრებთან ხარ. გიორგი მარგველაშვილი პოროშენკოს - თქვენ დღეს ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ იმას, რაც ქართველებმა ვნახეთ 90-იანებში, 2008-ში. პეტრო პოროშენკო - საქართველოს მიწაზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. პეტრო პოროშენკო - უკრაინელები თავს ხრიან ქართველი მოძმე ბიჭების პატივსაცემად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უკრაინის სუვერენიტეტს იცავდნენ. პეტრო პოროშენკო - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მოთხოვნაზე. პეტრო პოროშენკო - მე და საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოვაწერეთ ისტორიულ დოკუმენტს - დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. პეტრო პოროშენკო - საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე წნეხი უნდა გაგრძელდეს. პეტრო პოროშენკომ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. პეტრო პოროშენკო - უკრაინასა და საქართველოს საერთო პრობლემა - ოკუპირებული ტერიტორიები აქვთ. გიორგი მარგველაშვილი - უკვე დიდი ხანია ქართველები და უკრაინელები ერთ სიბრტყეში და ერთი მიზნისთვის მოძრაობენ. გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიქნებით კიდევ უფრო აქტიურები ერთობლივ მესიჯებში. გიორგი კვირიკაშვილმა და პეტრო პოროშენკომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს. პეტრო პოროშენკო - შემოდგომაზე ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობის დელეგაციას პრემიერის ხელმძღვანელობით. გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს და უკრაინის რეგიონების ოკუპაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო. გიორგი კვირიკაშვილი - უკრაინა რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში. პეტრო პოროშენკო - ამაყი ვარ, რომ მე და გიორგი კვირიკაშვილი მეგობრები ვართ. გიორგი კვირიკაშვილი - მზად ვართ უკრაინულ ბიზნესწრეებს შევთავაზოთ საქართველოში არსებული მაქსიმალურად კომფორტული პირობები.

      გავიხსენოთ დაკავებული დირექტორის ამბავიც. როგორც იცით, ლანცეტის დირექტორი დააკავეს, და დღეს მან რიგით მესამე წერილი გამოაქვეყნა.

      ე, ბიჯო, შეჯერდნენ თუ შეთანხმდნენ - ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციასთან შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.

      გაგიკვირდებათ და ჩვენ უკვე ხელოვნური ინტელექტის ნოვატორებიც ვართ - BIG MIND – მსოფლიო ბაზრისთვის საქართველოში შექმნილი ხელოვნური ინტელექტი (R).

      სავალალო სტატისტიკა - თბილისში გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი, ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. მ-ზე ნაკლებია, 1980-იანებში ეს რიცხვი 13 კვ.მ-ს შეადგენდა.

      მივიღოთ რჩევებიც ამერიკიდან - ტომას მელია - სისტემების რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო კარგ მდგომარეობაშია. ტომას მელია - ბიზნეს თანამეგობრობაში არსებობს შეხედულება, რომ საქართველოში ინვესტიციები სათანადოდ არ არის დაცული.

      შემოწირველებს არ უჩივიან პოლიტიკოები - 2017 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო - ჯამში 131 179 ლარის ოდენობით.

      ციანიდის საქმეზე დაკითხვები გრძელდება - ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე დიმიტრი და პატრიარქის დისშვილი ქეთევან შიოლაშვილი დაიკითხნენ. პროკურატურა ასევე ხაბაზის დაკითხვას გეგმავს. მიხეილ რამიშვილი - მოწმეებთან ბევრი შეკითხვა გვაქვს. მეუფე დიმიტრი - ვისაუბრე მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. მიხეილ რამიშვილი - მეუფე დიმიტრის დაკითხვით გამოირიცხა ვერსია, რომ გიორგი მამალაძისთვის შორენა თეთრუაშვილი კარიერული წინსვლის ხელისშემშლელი იყო. ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილი სასამართლოში დაკითხვაზე უარს ამბობს. პროკურორი - მეუფე დიმიტრიმ დაადასტურა, რომ ქონებრივ მაქინაციებთან დაკავშირებით გიორგი მამალაძის განცხადებები სიმართლე არ აღმოჩნდა. პროკურორი - რა მოლოდინიც გვქონდა, რომ დავამტკიცებდით გიორგი მამალაძის ბრალეულობას, მართლდება. გიორგი ფანცულაია - მოწმეების დაკითხვით დაცვის მხარის პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა.

      მერიის არჩევნები - კახა კალაძე - ჩვენ გვინდა არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში, რომელიც იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე. კახა კალაძე - ჩემი მთავარი კონკურენტი დღეს ის პრობლემებია, რაც ჩვენი ქალაქის მოსახლეობას აწუხებს. ალეკო ელისაშვილი - თუ ინსტიტუციონალური ცვლილებები არ მოხდა, თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების გეგმა დარჩება ოცნებების დოკუმენტად.

      უნისონი ევროპაში - ვახტანგ მახარობლიშვილი - ევროპა ერთხმად საუბრობს, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის მოწინავე ქვეყანაა. ლადო ჭანტურია - გერმანია ხაზს უსვამს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და აგრესიას.

      ვოლსკის აზრი ჰკითხე პოროშენკოს განცხადებაზე - გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თემა საკმაოდ დელიკატურია და არ შეიძლება ორმა მხარემ ხელი ერთმანეთისკენ გაიშვიროს. გია ვოლსკის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის საკითხზე მმართველ გუნდში კონსულტაცია ხვალ გაიმართება.

ანონსები:

      საკმაოდ კარი ჟანრია ანონსების, კარგ რამეებს გვეუბნებიან ხოლმე. მაგალითად: მტკვარზე შესაძლოა, წყლის ტრანსპორტმა იმოძრაოს.

      ანონსები სულ კარგია ხოლმე - ხვალ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის - ტაო-კლარჯეთის მონაცემთა ბაზისა და კატალოგის წარდგენა გაიმართება.

      ნუუ, მეტწილად - მარშები შემოვიდა მოდაში - ხვალ აღმაშენებლის გამზირზე ”ქალთა სოლიდარობის მარში” გაიმართება.

      ჯერ კიდევ მერი, ნარმანიაც აანონსებს - დავით ნარმანია - ელიავას ბაზრობის ტერიტორიის სამომავლო განვითარებაზე დეტალური განხილვა მოხდება.

საზღვარგარეთულები:

      თურქული ანონსით, თურქეთში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გახანგრძლივდა.

      აფეთქებები - სინაის ნახევარკუნძულზე მომხდარ 2 აფეთქებას 5 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

      მაიკლ პენსი - აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა მხოლოდ დროის საკითხია.

      ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანს არ სჭირდება აშშ გადარჩენისთვის და ლეგიტიმურობისთვის.

      ესპანეთის პოლიციამ ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი დააკავა.

      „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელმა უკრაინის სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტა და მის ნაცვლად მალოროსიის შექმნა გამოაცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა დონბასში აფხაზეთის სცენარის გამეორებას არ დაუშვებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 200

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივლისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters