პირადად მე არაფერი მექნებოდა საპრეტენზიო, რომ არსებობდეს საახალწლო ბუჩქი, თუნდაც ტუია სამკუთხედად გაკრეჭილი, ან თუ იქნებოდა ფიჭვი, ან ბარაქის ხე (ეს უკანასკნელი გაცილებით ლამაზია, ვიდრე წიწვები, მითუმეტეს ხელოვნური. ეგეც არ იყოს, ბარაქის ხე ქოთანში ისედაც თავმომწონედ ხარობს), სულაც კაქტუსი, წარმოიდგინეთ კაქტუსის გაოცებული სახე, როცა საახალწლოდ მორთავდნენ და თოვლის ფიფქებს მიაფრქვევდნენ - ხელოვნურს.
ადრე, უკვე დავწერე სადღაც, რომ ყველა სამკუთხედის ფორმა, ნაძვის ხედ იქცა, მაგრამ დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით ორიგინალურები წარმოაჩენენ ხოლმე თავს და მთელს მსოფლიოში გაითქვამენ სახელს. ასე მაგალითად.
სვაროვსკის თვლებით მოჭედილი ნაძვის ხე ყველაზე მაღალი საიუვილერო ნაძვისხეა აგერ უკვე რამდენიმე წელია.
სავაჭრო ცენტრებში გავრცელებულია მსგავსი ფორმის ნაძვის ხეები, მაგალითად ბარსელონა.
საიუვილერო თემატიკასთან ახლოს, ბროლით, ბრილიანტით, როზეტებით მოჭედილი ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ხე:
კრისტიან დიორმა იორიგინალურა და სულ რომ არაფერი, ხე, ვიზუალურად ხე მაინც მორთო საახალწლოდ:
შოკოლადიჭამიების, გინესის რეკორდსმენი შოკოლადის ნაძვის ხე შეიქმნა წლების წინ
ბოლოსკენ, ველოსიპედების ნაძვის ხეც ვნახოთ, ავსტრალიელებმა რომ მოიწონეს თავი
ფოტოზე წარმოდგენილი არცერთი "ნაძვის ხე" არ არის ხე და მითუმეტეს ნაძვის. ვფიქრობ, არაფერი დაშავდება თუ დავდგამთ ატამს, ტყემალს, გარგარს და ბოლო-ბოლო ხეჭეჭურს.
აი, ქართველებმა, მიკერძოებულობა რომ არ გამოგვსვლოდა, საერთოდ არ დვარქვით ხის სახელწოდება ჩვენებურ საახალწლო ხეს და ვუწოდეთ ჩიჩილაკი.
გადავიყვანოთ მსოფლიო ჩიჩილაკზე!
მწვანე უნდა ყოფილიყო თუ სამკუთხედი? რას უწუნებ დიორს ((
სამკუთხედის წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, მისი სიმყარე და სრულყოფილებისკენ (წრეწირისკენ) სწრაფვა მომწონს კიდეც, მაგრამ "არცერთი ფიიგურა არ უხდება ახალ წელს ისე როგორც ეს უკანასკნელი" ამ ფრაზას ვერ დავეთანხმები. სხვა რომელი ფიგურა სცადე საახალწლოდ? ან რომელი დანერგე პრაქტიკაში და არ გაამართლა? მაინცდამაინც დიორის დაკვარჩხულ ხეს რომ მიადექი? (( ტრადიციის ამბავია მაიკო, დრაცისიაში გავასამკუთხედეთ ნაძვი და ამიტომ თვალს ეხამუშება სხვა ხე, თუნდაც კაქტუსი, თორემ მეტი არაფერი :D
ესეც სიახლე: ჩიჩილაკი ბასილი დიდის წვერს განასახიერებს (ინტერვიუდან, ჩიჩილაკის მკეთებელ ერთ-ერთ გურულთან).
რა თქმა უნდა მასე იქნებოდა, დრო ყოველთვის კითხვის ნიშნებს სვამს ტრადიციებთან და როცა ჩვენ ტრადიციის მიმდევრებად ვრჩებით, უნდა გაგვაჩნდეს მყარი არგუმენტები - რატომ ვრჩებით ამათუიმ ტრადიციის მიმდევრად. იგივე, სამკუთხედი ნაძვის ხის )) (თვალს ნაძვი უფრო ეამება, პრინციპში, რატომაც არა, მშვენიერი მყარი არგუმენტია). :D
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.
Assess Your Function Requires
Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.
A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium
While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…
© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია