თქვენ მცხეთელი ხართ? ძალიან მიყვარს მცხეთა, ძალიან ლამაზი ადგილია. როგორ მიხარია ხოლმე სვეტიცხოველში ჩამოსვლა. რაღაც განსაკუთრებულ სიმშვიდეს ვგრძნობ როცა მცხეთაში მოვდივარ. მე სამთავროში დავდივარ ხოლმე, დედებთან ისეთი კარგია. მცხეთაში საქეიფოდ ჩამოსვლა არის ყველაზე მაგარი მოგონებები ჩვენი სამეგობროსი. - ეს ტექსტები იმის მეათედია ან მეასედია რაც მომისმენია და რაც თქმულა ჩემს გარშემო მცხეთის შესახებ. ეს უბრალო ხალხისგან, მაგრამ რაც ისტორიამ დაწერა და რაზეც პოლიტიკური მოღვაწეები თუ სასულიერო პირები თავიანთ მიმართვა-ქადაგებებში საუბრობენ, კიდევ ცალკე ქება-დიდებას სძენს მცხეთას.
მართლაც, როგორადაც არ უნდა ვიყო გაბრაზებული ამ ქალაქობაარმქონე ქალაქზე, ის თავის უდიდეს მნიშნელობას არასოდეს დაკარგავს მისი წარსულის გამო.
მეოთხე საუკუნეში მთელი ერი გაქრისტიანდა მცხეთაში და ქრისტიანობამ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ სულიერი, არამედ სოციალურ-პოლიტიკურ-კულტურული ცხოვრება რამდენიმე საფეხურით მაღლა ასწია, ამაზე ერთი ბლოგპოსტის ფარგლებში საუბარი არასერიოზული იქნება და არც მაინცდამაინც საინტერესო, რადგან მთელს მსოფლიოში ასე მოხდა და საქართველოც არ იყო ამ მხრივ გამონაკლისი. როდესაც, 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ამბავს უყვები ტურისტებს და იქვე ამატებ, რომ ეს აქ, ამ პატარა ქალაქში მოხდა, ბუნებრივად უჩნდებათ კითხვა სად?
აი, აქ:
მართალია ცოტა ბალახი ამოვიდა, ძროხის ნაწოლს და სადგომს ჰგავს აქაურობა, მაგრამ ესაა ადგილი, რომლიდანაც საქართველოს გაქრისტიანება დაიწყო.
რა თქმა უნდა, მხოლოდ სიმბოლურად აღნიშნავს იმ ადგილს და არაა ზუსტი, იმიტომ რომ არათუ მდინარის 17 საუკუნის წინანდელ კალაპოტს, არამედ რამდენიმე ათწლეულის წინანდელ კალაპოტსაც კი ვერ განსაზღვრავდით. მაგრამ დაახლოებით 10 წლის წინ, ამ ადგილას გაკეთდა ქართველთა გაქრისტიანების სიმბოლური ნიში. არ გამომიძიებია ვისი იდეა იყო, შეთანხმებული იყო თუ არა საპატრიარქოსთან, რაიმე ისტორიულ წყაროს ეყრდნობოდნენ თუ არა. თუ მტკვრისა და არაგვის შესართავთან მოხდა ნათლობა, ასე შორს რატომ აიწია ამ ადგილმა არაგვის ხეობისკენ? და ა.შ. ნებისმიერი ეს დეტალი, დამატებითი ამბავია და არამგონია იყოს ძირითადი და იმაზე მნიშნელოვანი, ვიდრე ადგილის სიმბოლური დატვირთვა, მითუმეტეს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში აქ ხდებოდა მასშტაბური ნათლობა, ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, მირონის წყალში განბანვას, წყლის კურთხევას და ა.შ.
ჩვენი "წმინდა ქალაქის" და მშვიდობის ქალაქის ტოპონიმური მსგავსება ახალი ამბავი არაა და ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მტკვარზე მეტად, სწორედ არაგვს ეკუთვნის იორდანეს სახელი. ადგილები თავისთავად სიწმინდეს არ ატარებენ, უფალი განწმენდს ყოველივეს. უფალმა გამწნინდა იორდანე და ნათლობამ, მირონმა განწმინდა არაგვიც. ახლა, მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, იერუსალიმის იორდანე ასე გამოიყურება? ან გგონიათ, ის ადგილები, სადაც მდინარეში ჩასასვლელია მოწყობილი, ძროხების სადგომად არის ქცეული? აღარაფერს ვამბობ მისასლვლეზე. რომ არა მცხეთელობა, კაციშვილი ვერ მიაგნებდა აქაურობას და სურვილიც არავის ექნებოდა, კანალიზაციის და ნაგავსაყრელის გვერდით გაევლო კილომეტრამდე მანძილი დანგრეულ სამანქანო გზაზე. და თუ გაივლიდა, ხომ რას ამბობთ, ღირსშესანიშნაობა დახვდებოდა.
წლებია ვერ გამირკვევია, როგორ შეიძლება ვაშენებდეთ მახათაზე უდიდეს სამონასტრო კომპლექსს, მაშინ როდესაც დანგრეული და განადგურებულია აწყურის ტაძარი (იხ. ფოტოკოლაჟი). ადგილი, სადაც პირველად ეკურთხა ეპისკოპოსი, სადაც თავად მაცხოვრის პირველმა მოცუქულმა დაადგინა ეკლესია. არ მესმის როგორ შეიძლება, ყოველი მეორე მღვდელი აშენებდეს ტაძარს, მაშინ როდესაც გელათში წყალი ჩამოდიოდა, უბისას კარი არ ჰქონდა, ატენში ფრესკები ფუჭდებოდა ა.შ. არ მესმის როგორ შეიძლება, ძროხების სადგომად იქცეს გაქრისტიანების სიმბოლური ადგილი, მაშინ როდესაც მის გარშემო, ქალაქი შენდება და სხვებსაც ვაჯერებთ და ჩვენც გვჯერა, რომ წმინდა ქალაქი გვაქვს.
მაგრამ პრინციპში რა მინდა ახლა მეც? როგორი ქრისტინებიც ვართ, ისე ვექცევით ქრისტეს და ყველაფერს, რაც მას უკავშირდება. კი მოვინათლეთ, მაგრამ ქრისტესთან კავშირი მაინც არ გვაქვს!
P.S. პოლიტიკურო პარტიებო, იქნებ, პოლიტ.პიარისთვის მაინც გამოიყენოთ ეს თემა. გვითხარით, რომ მოაწესრიგებთ ამ ამბავს, რომ აქ მისასვლელიც კარგი იქნება და უფრო მაგარ რამეს ააშენებთ. მართალია არ გააკეთებთ, მაგრამ ჭაში მაინც ჩასვით ვინმე ქონდრის კაცი, ყრუ-მუნჯი და დააჭერინეთ ბაწარი.
ბოლოს მაინც იმედიანად დავასრულოთ: სვეტიცხოვლის გუნდი - რაოდენთა ქრისტეს მიერ იორდანეზე
გამომდინარე იქიდან, რომ არც ისე მარტივი მისასვლელია და არც ისე ახლოსაა, ცოტა გაჭირდება შიშველი ხელებით, თუმცა შეუძლებელი არ არის.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because…
გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Surviving the Crucible of Raid Bosses
The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.
Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.
Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.
Despite facing significant adversary firepower, the Snow's…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.
But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.
But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…
© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია