აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს დიდი ისტორია აქვს. აწყური პირველ საუკუნეშივე იქცა რელიგიურ ცენტრად - აქ ანდრია პირველწოდებულმა სასწაულები მოახდინა, რის შემდეგაც მოინათლა მხარის მოსახლეობა; მათ ანდრიამ განუმწესა მღვდლები. მალევე იქნა აგებული ეკლესია. აწყურში ვახტანგ გორგასლის დროსაც აშენებულა ტაძარი. აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის დღევანდელი ნაშთები აგებული უნდა იყოს უნდა იყოს მე-10-11 საუკუნეებში, მისი განახლებული ფენა კი მე-13-14 საუკუნეში. ეს ტაძარი მრავალგზის დანგრეულა, როგორც მტრების შემოსევების, ისე მე-13 საუკუნის მიწისძვრების დროს. როგორც ცნობილია, აქ დიდი ხნის განმავლობაში იყო დაბრძანებული აწყურის სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი.

      აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს გვიან შუა საუკუნეებშიც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - აქ მდებარეობდა სამცხე-საათაბაგოს ეპარქიების სულიერი მწყემსის - მაწყვრელი მიტროპოლიტის კათედრა. მაწყვერელი მიტროპოლიტების ნაწილი მე-15-16 საუკუნეებში სამცხის ათაბაგების გავლენით ცდილობდა, გამოჰყოფოდა დედა-ეკლესიას და მცხეთის საკათალიკოსოსგან დამოუკიდებელი საეკლესიო მმართველობა შეექმნა. ხოლო მე-16-17 საუკუნეებში სამცხე-საათაბაგო დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ, რომელმაც ყოველივე ქართულს ბრძოლა გამოუცხადა, განსაკუთრებით კი მართლმადიდებლობას. ამ დროიდან მოყოლებული, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებით გაამაჰმადიანეს, სასტიკად დაანგრიეს და მოსრეს ეკლესია-მონასტრები და ციხე-ქალაქები. ამგვარი მოვლენების დროს საბოლოოდ დაინგრა აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომლის ქვები ტაძრის ტერიტორიაზე იყო დიდხანს მიმოფანტული. მე-19 საუკუნის ავტორები სინანულით აღნიშნავდნენ, რომ ტაძრის ნატიფი ხელოვნებით შესრულებულ ჩუქურთმიან ქვებს მაჰმადიანი მოსახლეობა სახლების მშენებლობისათვის იყენებდა... ტაძრის რამდენიმე ჩუქურთმიანი ქვა ინახება ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში, ზოგიერთი კი მუზეუმის შესასვლელს ამშვენებდა ახალი ციხის მშენებლობამდე (2012 წლამდე).

      დღეს აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მხოლოდ ნანგრევებსა-ღა წარმოადგენს - იკვეთება მისი კედლების ნაშთები, კედლებიდან დუღაბია შემორჩენილი, დარჩენილია პერანგის რამდენიმე ქვა და დახვეწილი ჩუქურთმაც... რამდენიმე წლის წინ დაიწყეს მისი რესტავრაცია, რაც მალევე შეწყდა.

      ქვემოთ გთავაზობთ 2009 წელს გადაღებულ რამდენიმე ფოტოს, რომელიც მაუწყებელია ოდესღაც აყვავებული მესხეთის ტრაგიკული ისტორიისა, მისი სულიერი და კულტურული კერების იავარქმნისა...

აწყურის ღმრთისმშობლის ტაძარი ციხიდან

აწყურის ღმრთისმშობლის ტაძარი ციხიდან, awyuris gmrtismshoblis saxelobis eklesia, blogi, giorgi maisuradzis blogi, qwelly, awyuri, gmrtismshobeli, xati, eklesia, awyuris cixe, castle, virgin icon, church, temple, აწყურის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, ნანგრევები, აწყური, ციხე, აწყურის ციხე, აწყურის ღმრთისმშობელი, ღმრთისმშობლის ხატი, ციხესიმაგრე, ტაძარი, ტაძრის ნანგრევები, გიორგი მაისურაძის ბლოგი, ქველი

ტაძრის ინტერიერი

ტაძრის ინტერიერი, awyuris gmrtismshoblis saxelobis eklesia, blogi, giorgi maisuradzis blogi, qwelly, awyuri, gmrtismshobeli, xati, eklesia, awyuris cixe, castle, virgin icon, church, temple, აწყურის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, ნანგრევები, აწყური, ციხე, აწყურის ციხე, აწყურის ღმრთისმშობელი, ღმრთისმშობლის ხატი, ციხესიმაგრე, ტაძარი, ტაძრის ნანგრევები, გიორგი მაისურაძის ბლოგი, ქველი

ტაძრის დასავლეთი მხარე

ტაძრის დასავლეთი მხარე, awyuris gmrtismshoblis saxelobis eklesia, blogi, giorgi maisuradzis blogi, qwelly, awyuri, gmrtismshobeli, xati, eklesia, awyuris cixe, castle, virgin icon, church, temple, აწყურის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, ნანგრევები, აწყური, ციხე, აწყურის ციხე, აწყურის ღმრთისმშობელი, ღმრთისმშობლის ხატი, ციხესიმაგრე, ტაძარი, ტაძრის ნანგრევები, გიორგი მაისურაძის ბლოგი, ქველი

ტაძარი დასავლეთიდან

ტაძარი დასავლეთიდან, awyuris gmrtismshoblis saxelobis eklesia, blogi, giorgi maisuradzis blogi, qwelly, awyuri, gmrtismshobeli, xati, eklesia, awyuris cixe, castle, virgin icon, church, temple, აწყურის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, ნანგრევები, აწყური, ციხე, აწყურის ციხე, აწყურის ღმრთისმშობელი, ღმრთისმშობლის ხატი, ციხესიმაგრე, ტაძარი, ტაძრის ნანგრევები, გიორგი მაისურაძის ბლოგი, ქველი

სამხრეთი ფასადი

სამხრეთი ფასადი, awyuris gmrtismshoblis saxelobis eklesia, blogi, giorgi maisuradzis blogi, qwelly, awyuri, gmrtismshobeli, xati, eklesia, awyuris cixe, castle, virgin icon, church, temple, აწყურის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, ნანგრევები, აწყური, ციხე, აწყურის ციხე, აწყურის ღმრთისმშობელი, ღმრთისმშობლის ხატი, ციხესიმაგრე, ტაძარი, ტაძრის ნანგრევები, გიორგი მაისურაძის ბლოგი, ქველი

აწყურის ციხის ნანგრევი ტაძრის ნაშთებიდან

აწყურის ციხის ნანგრევი ტაძრის ნაშთებიდან, awyuris gmrtismshoblis saxelobis eklesia, blogi, giorgi maisuradzis blogi, qwelly, awyuri, gmrtismshobeli, xati, eklesia, awyuris cixe, castle, virgin icon, church, temple, აწყურის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, ნანგრევები, აწყური, ციხე, აწყურის ციხე, აწყურის ღმრთისმშობელი, ღმრთისმშობლის ხატი, ციხესიმაგრე, ტაძარი, ტაძრის ნანგრევები, გიორგი მაისურაძის ბლოგი, ქველი

ნახვა: 2254

ტეგები: Georgia, Qwelly, blog, ასპინძა, აწყური, ჯავახეთი

ლაშა: მაისი 16, 2015||2:41pm

შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზია აწყურის ციხე.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Modern Warfare 4 Optic Rail Placement Covered by U4GM

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am 0 კომენტარი

In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…

გაგრძელება

U4GM Monopoly GO Racers Event Service: What Players Should Know

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters