ბოლო დღეებია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტის საზოგადოებრივი განხილვა მიმდინარეობს და ყველა ტიპის ყბა გამოიარა: იურიდიული, პოლიტიკური, ჟურნალისტური, სამეცნიერო, იუმორისტული, სამწერლობო, ბლოგერულიც ა.შ. ამ გამოვლილ ყბათაგან ყველა საუბრობს „რელიგიურ გრძნობებზე“, მაგრამ უმრავლესობა აღიარებს, რომ არც კი ესმით რა არის ეს. და სიმართლე რომ ვთქვა, მეც მათ რიგებს მივეკუთვნები.

      მიუხედავად იმისა, რომ არამცირეხანია რელიგიურ ადამიანად ვთვლი თავს (რელიგიურობის საზომები არსებობს, და ამ საზომის მიხედვით ეკლესიურ ადამიანთა რიგებსაც მივეკუთვნები), მაინც ვერ მივხვდი ჩემს გრძნობებში რომელია რელიგიური და რომელი არა.

      ყველაზე მარტივი ლოგიკით, რელიგიური გრძნობებია ისინი, რომლებიც შენს რელიგიას უკავშირდება; გრძნობები, რომლებიც შენი რელიგიური პრაქტიკის დროს გეუფლება; ან გრძნობები რომლებიც უკავშირდება შენი რელიგიის წარმომადგენლებს იქნება ეს ღმერთი, წმინდანები, თუ სასულიერო პირები.

      დავიწყოთ ასე. ჩვენთვის ცნობილია გრძნობის ორგანოები, შესაბამისად მათგან მიღებული შეგრძნებებიც. სარგებლობენ თუ არა გრძნობის ორგანოები რელიგიური გრძნობების მატარებლობის თვისებით? პასუხებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მგონია, რომ ესენი განსახილველად არ გამოდგება.

      ამათ გარდა, ადამიანებს აქვთ ტკივილის (სულიერი ტკივილის), კრძალვის, პატივისცემის, სიყვარულის, მონატრების გრძნობები. არის თუ არა ესენი რელიგიური გრძნობები? მოდით ვიმსჯელოთ.

Qwelly, blog, ბლოგი, გრძნობების შეურაცხყოფა, კანონპროექტი, რელიგია, რელიგიური გრძნობები, ქველი, ჰაუსი, ჰიპოკრატე, რეფლექსია, განაზრებანი

გრძნობები, რომლებიც შენს რელიგიას უკავშირდება

      ჰიპოკრატე არის ექიმი და მას მოსწონს, უყვარს თავისი საქმიანობა. მისთვის ეს პროფესია საკრალურიც კია, რადგან თავისი ახლობლების სიკვდილისაგან დახსნა მხოლოდ იმიტომ შეძლო, რამდენჯერმე, რომ პროფესიით ექიმია. და ასეთმა ჰიპოკრატემ, შესაძლოა ძალიან განიცადოს და ვერ აპატიოს მეორე ადამიანს ექიმის პროფესიის შეურაცხყოფა. ეს ბუნებრივია. აქვთ ადამიანებს უფლება სხვისი პროფესია შეურაცხყონ? იქნება ეს ექიმი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი თუ სხვა? მეტიც, შესაძლოა კონკრეტულად ჰიპოკრატეს დასცინოს ვინმემ ექიმის პროფესიის გამო. აქვთ ამის უფლება?

     - ... 

გრძნობები, რომლებიც შენი რელიგიური პრაქტიკის დროს გეუფლება

      როდესაც ჰიპოკრატე ოპერაციას ატრებს დიდ დაძაბულობას გრძნობს, ცდილობს მობილიზდეს, მხოლოდ თავის საქმეზე იფიქროს და სხვაზე არაფერზე, მაგრამ როდესაც პაციენტის სიკვდილ-სიცოცხლის საქმე შენს ხელებსა და გონებაზე დამოკიდებული, რთულია ამ დროს კონცენტრირება. არის წამები, როდესაც ჰიპოკრატე სრულიად სცილდება ამ სამყაროს, სრულიად გამოთიშულია მისი გონება ყოველდღიურობიდან და მხოლოდ თავის პროფესიასთან, ერთ მთლიანობად შრწყმული ხედავს მის წინ გადაშლილ სინამდვილეს, გახსნილ ნეკნებსა და ძლივსძლიობით მფეთქვარე გულს. როდესაც ოპერაცია წარმატებით ჩაივლის, ან მისი რომელიმე ნაწილი, ჰიპოკრატე ძალიან ბედნიერია და დიდ სიხარულს გრძნობს, ამ დროს შესაძლოა მედდები ხელშიც კი აიტაცოს და აბზრიალოს საოპერაციო ოთახში. აქვს კი უფლება ვინმეს, მისი დაძაბულობა, ის გამოთიშვის მომენტი ან შემდგომი სიხარული შეურაცხყოს?

     - ... 

გრძნობები, რომლებიც უკავშირდება შენი რელიგიის წარმომადგენლებს. იქნება ეს ღმერთი, წმინდანები, თუ სასულიერო პირები

      ჰიპოკრატეს თავისი ბაბუის, დიდი ჰიპოკრატეს სახელი დაარქვეს, რომელიც თავის მხრივ, მისი ბაბუის ბაბუის სახელი ყოფილა და როგორც ეუბნებიან, სულ პირველი ჰიპოკრატე, ექიმები ვის ფიცსაც დებენ, სწორედ ამ ჩვენი ჰიპოს წინაპარი ყოფილა. ჰიპოკრატეს უყვარს თავისი წინაპრები და მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი ლეგენდას ჰგავს, მას მაინც სჯერა რომ ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუა, ჰერაკლიდეს ვაჟი ჰიპოკრატე იყო. სწამს ამის და სიამაყით ევსება გული. ჰიპოკრატეს ძალიან უყვარს მისი პირველი მასწავლებელი, რომელმაც ათენის სამედიცინო უნივერსიტეტში, პირველმა ასწავლა ჰიპოკრატეს მედიცინის ანბანი. ჰიპოკრატე დღემდე თავისი მასწავლებლების ერთგული რჩება და განსაკუთრებული სიყვარული, კრძალვა და პატივისცემა აქვს მათ მიმართ. საკუთარ კაბინეტში მათი სურათებიც კი აქვს გამოფენილი. აქვს ვინმეს უფლება შეურაცხყოს დიდი ბერძენი ჰიპოკრატე? ან ჩვენი ჰიპოკრატე შეურაცხყოს წინაპრისა და მასწავლებლების მიმართ თავისი გრძნობების გამო? ანდა თავად ეს მასწავლებლები, რომ შეურაცხყონ, რა უნდა იგრძნოს ჰიპოკრატემ? აქვთ ამის უფლება?

     - ... 

      მკითხველო, მიხვდი ალბათ ამ განოგონილი ისტორიების აზრს. ადამიანებს აქვთ გრძნობები და მეტ-ნაკლები მიმართებით განიცდიან მათ. ვიღაცას მარადონა უყვარს და მარადონას შეურაცხყოფისთვის შესაძლოა მოგკლას, ვიღაცას ჩერჩილი და მის შეურაცხყოფას ვერ გაპატიებს, ვინმეს სხვა და სხვა... მათი შეურაცხყოფა დაშვებლია კანონით? მათ გრძნობებზე გადავლას კანონი უშვებს?

     - ... 

      საქმე ისაა, რომ ამგვარი კანონპროექტი მხოლოდ აფუჭებს და ართულებს საქმეს, ირეალური სამყაროს ნაწილს ხდის რელიგიას, გამოგონილს და არა ყოფითს. რელიგიური გრძნობებიც ისეთივე გრძნობებია, როგორც სხვა, განსხვავება მხოლოდ ხარისხშია. ვიდრე ასე გავწევთ შორს და გამოგონილ ამბად ვაქცევთ, მანამდე სულ გაურკვევლობა იქნება ამ საკითხში. თუ ადამიანებს აქვთ უფლება შეურაცხყონ სხვისი გრძნობები ქვეყნის, პოლიტიკის, პროფესიის, საყვარელი მომღერლის, ოჯახის წევრის, ნათესავის თუ სხვათა მიმართ, მაშინ „რელიგიური გრძნობების“ შეურაცხყოფაც უნდა დავუშვათ, ხოლო თუ ვკრძალავთ ზემო ჩამოთვლილ შეურაცხყოფებს, მაშინ „რელიგიურ გრძნობებს“ რატომ ვაცალკევებთ? ცალკე რელიგიურის გამოყოფა იმას ნიშნავს, რომ რელიგია კიდევ უფრო დაშორდება ადამიანებს და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაქრება განცდა, რომ ადამიანის თითოეული ქმედება, ამავდროულად აღირიცხება მის „რელიგიურ დღიურში“. და სიტყვა რელიგიაც - კავშირის აღდგენა - თავის ფუნქციას უფრო დაკარგავს, კავშირი უფრო გაქრება და გაიფანტება.

      ამიტომ არც კი ვიცი, რა უფრო დიდი დანაშაულია სხვისი გრძნობების შეურაცხყოფა თუ ამ გრძნობებს შორის რელიგიურის გამოყოფა და ცალკე გაწევა.

P.S. როგორც არავის არ შეუძლია შეურაცხყოს აწ განსვენებული ბერძენი ჰიპოკრატე, ათასგზის უფრო მეტად არავის შეუძლია შეურაცხყოს ღმერთი, წმინდანები და ა.შ. ეს უკვე თეოლოგიური ნაწილია და ამაზე მოგვიანებით.

ნახვა: 381

ტეგები: Qwelly, ბლოგი, განხილვა, კანონპროექტი, რელიგია, რეფლექსია, ქველი

ლაშა: თებერვალი 5, 2016||12:00am
ეგ ფიცი სულ ამოსაღებია. ტყუილზე საფიცება როგორ შეიძლება, მითუმეტეს ამხელა ბრძენ კაცზე იფიცებიან. :))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გაფიქრებები პროცესებზე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2024.
საათი: 6:52pm 0 კომენტარი

დღიურის მთელი იდეა ხომ იმ მონიშვნების გაკეთებაა, რომელიც გონების გაფიქრებებს შეინახავს? ჰოდა, იყოს აქ. გზადაგზა მივამატებ ხოლმე, განვაახლებ...

შეიძლება საღლიცინოდ სამყოფიც არ არის, მაგრამ იქნებ მართლა არსებობს „გლობალური ომის პარტია?“ აი, როგორც დორნში (უკიდურეს სამხრეთში) არ ეჯერათ თეთრი მოსიარულეების არსებობა და საბოლოოდ, ხომ გამოჩნდნენ?

ეს ზამთარიც…

გაგრძელება

With Sword and Shield in buying TL Lucent is a rewarding

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: მაისი 29, 2024.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

In the expansive world of TL Lucent, the pursuit of wealth and resources is a constant endeavor for adventurers seeking to enhance their characters. One of the most efficient methods of accumulating both Sollant resources and gold is through dedicated farming. In this comprehensive guide, we will explore the art of Sollant and gold farming, focusing on the use of Sword and Shield. This classic combination offers a balanced approach, blending offense and defense to create a formidable farming…

გაგრძელება

Your Manual to Easy On-line Courting

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 28, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Within the electronic age, getting a romantic link has not been simpler, because of the myriad of relationship web sites readily available. However, Lots of individuals are delay by the wearisome signal-up processes and unlimited questionnaires that the majority platforms need. For anyone trying to dive straight in to the courting pool without the headache of creating an account, free dating web sites without having signal-up provide a convenient and fast way to begin…

გაგრძელება

As disappointing because the minimum alternatives

გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: მაისი 28, 2024.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

As disappointing because the minimum alternatives in Madden 24 have been, it is nevertheless come what may higher than what we've now. When we relocate, we've 3 pre-designed alternatives for uniforms, a number of  which might be manifestly in templates of actual groups in the sport. We're now no longer even capable of simply replacing a group's uniforms without relocating.

Logos have been on par with what you would anticipate 15 years in the past: the identical organization…

გაგრძელება

Qwelly World

free counters