გიორგობის დღესასწაული ჩვენში ყოველთვის განსაკუთრებულად იზეიმებოდა და აღინიშნებოდა. ასე იყო უწინ და ასე არის დღესაც, ტექნოლოგიების ერაში. ახლა დღესასწაულმა ქართული ინტერნეტი დაიპყრო როგორც მილოცვებით, ასევე პროტესტით იმ ადათურ ტრადიციებთან, რომელიც გიორგობის დღესასწაულს ყოველთვის თან ახლდა.
(წყარო)
ცხვრების ტყავებით და სისხლის ნიაღვრებით აღბეჭდილი უამრავი ფოტო, ზედ ცინიკურად წაწერილი - "ქართული ქრისტიანობა" და პროტესტი დახოცილი ცხოველებისა თუ ფრინველების გამო - ესაა ის მეორე მხარე, მილოცვების პარალელურად რომ ვრცელდება ინტერნეტში. არ ვიცი ეს ძველაღთქმისეული ტრადიცია როდემდე შემოგვრჩება და იმედი მაქვს სულ მალე საბოლოოდ შევიგნებთ, რომ უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი, რომელიც დაიკლა შესაწირავად, ეს იყო იესო ქრისტე და მას შემდეგ ღმრთისადმი შესაწირი მსხვერპლი არის "სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული", რომელსაც ღმერთი არ შეურაცხყოფს და შეიწირავს, მაგრამ იქამდე მინდა იმ ადამიანებს გამოვეხმაურო, რომელიც ამ ტრადიციას სადღაც გვერდიდან, თითქოს ისინი ამ ქვეყნისანი არ იყვნენ, დამცინავად და აგდებულად იხსენიებენ, ტრადიციაში მონაწილეებს ბნელებს უწოდებენ და კომენტირებენ - ცხოველების ასე უმოწყალოდ დახოცვა გაგონილა?
გასაგებია, რომ ბოლო წლებში ყველა უმცირესობის (მეტყველისა თუ უტყვის) დაცვა მოდურია და კაი ტიპური, ასევე თუკი შენს ქვეყანას ლანძღავ, ის ტრადიციებს და სხვა დანარჩენებს დასცინი მოაზროვნე გქვია, მაგრამ არგუმენტები და ფორმა (შორიდან ყვირილი, რომ ეს ქრისტიანობა არ არის, რომ ცხოველებს დაცვა სჭირდებათ და ა.შ.), რომლითაც თქვენ ამ უშნო ტრადიციას ებრძვით, სრულიად გამოუსადეგარი და მეტიც, ხშირ შემთხვევაში უარესი შედეგების მომტანია.
მაშ რა არის საჭირო სიტუაციის გამოსასწორებლად?
პირველ რიგში აუცილებელია თქვენ იყოთ შემზადებული ქრისტიანობის იმ მინიმალური და ძირითადი მოძღვრებებით, და რაც აუცილებელია მზად იყო ქრისტიანული ცხოვრების წესით, რომელიც გამოგადგებათ ამ ადამიანებთან ოპონირებისას. სხვა შემთხვევაში ეს ადამიანები უბრალოდ არ მოგისმენენ.
მეორე, აუცილებელია ეს ოპონირება არ იყოს მტრული ხასიათის და ჯებირებს მიღმა საუბარი თუ შეგონება, როგორც იციან ხოლმე მავანთა ამა სოფლისათა, რომლებიც ამ საუბრებითა და "ჭეშმარიტების ღაღადებით" მხოლოდ იმის მიღწევას ახერხებენ, რომ ბევრი დამლაიქებელი და "მართალიხარ" კომენტატორი ჰყავთ (პრინციპში, მათი იდეაც ხშირ შემთხვევაში სწორედ ესაა - პირადი PR, სხვა შემთხვევაში, მზრუვნელი ადამიანი ასე არ მოიქცევა), ჰოდა თუ ნამდვილად გსურთ შედეგები, დაუახლოვდეთ და დაუმეგობრდეთ ამ ადამიანებს, რომლებიც ყოველწლიურად, გიორგობასა თუ ლომისობაზე, ცხვარ-ხარ-ძროხა-მამალ-ქათამ-ბატკნის ხოცვით ზეიმობს დღესასწაულებს. დაუმეგობრდით იმდენად, რომ თავიანთად ჩაგთვალონ.
მესამე საფეხურია შეახსენოთ სხვა და განსაკუთრებით ისეთი დღესასწაულები, რომლებიც მაინცდამაინც საქეიფო პოპულარულობით არ გამოირჩევიან და ავტომატურად საკლავის დაკვლასთანაც არ ასოცირდებიან, მაგალითად მირქმა, ხარება (უმეტესად მარხვაში უწევს ხარების დღესასწაული), მათი მოსახელე წმინდანის დღე, ეცადეთ განსაკუთრებით ისეთი დღესასწაულები მიულოცოთ, რომელიც ოთხშაბათსა და პარასკევს ემთხვევა.
შემდეგი საფეხურია ეკლესიაში მათი მიყვანა. შაბათ-კვირას მოიკითხეთ და რომ გკითხავთ: "სად ხარ, ამო ვიქეიფოთო", უთხარით - ტაძარში ვარ, ლოცვაზეთქო და ეცადეთ რამენაირად ისიც დაიყოლიოთ და მიიყვანოთ და დააყენოთ თქვენს გვერდით. ოღონდ, "მოდი ნახე მამაო რა სისულელეებს ამბობსო" - ეს არ გამოგადგებათ, რადგან მსხვერპლშემწირავი ადამიანებისთვის, მამაოები ავტორიტეტები არიან, მინიმუმ იქამდე ვიდრე მათ ტრადიციებს არ დაუპირისპირდებიან სასულიერო პირები. პარალელურად ჩაურთეთ ხოლმე ქრისტიანული ეკლესიის ის ძირითადი სწავლებები, რომელთა ცოდნაც აპრიორ აუცილებლობად მივიჩნიეთ ზემოთ.
მომდევნო საფეხური უფრო რთული - მარხვების დაცვა. ეცადეთ მცირე მარხვებით დაიწყონ, მაგალითად, მარიამობის ორკვირიანი მარხვა, პეტრე პავლობისა მარხვა (როცა მოკლე პერიოდისაა), აღდგომის მარხვის ბოლო კვირა, აუხსენით იმ დღეების სიმძიმე.
მეექვსე საფეხურზე, როდესაც ლომისობის დღესასწაულიც მოახლოვდება და თქვენი მეგობარი კვლავ დააპირებს ცხვრის ყიდვას დაკვლისა და შეწირვისთვის, შეგიძლიათ აგრძნობინოთ რომ ეს არ მოგწონთ და როგორც მთელი დამეგობრების პერიოდში ეუბნებოდით, თუ შეწირვაა, სჯობს სადმე სხვაგან დაიკლას, არა ტაძრის და ეკლესიის ტერიტორიაზე, და ხორცი გაჭირვებულებს დაურიგდეთ, ღმერთი ხომ სწორედ მათ მფარველობას გვთხოვს. მომდევნო წელს კი შესაძლოა უკვე ნაყოფიც ჯეროვანი გამოიღოთ, უბრალოდ ტაძარში ასვლით, სანთლის ანთებით და გულიდან ნათქვამი სიტყვებით შემოიფრაგლოთ - "წმინდაო გიორგი, შეგვეწიე, დაგვიცევ და დაგვიფარე ცოდვილნი, დაიცავ ჩემი ოჯახი, ჩემი სამეგობრო და სრულიად საქართველო, ამინ!"
ვიცი, ვრცელია ეს ყოველივე და რთული შესასრულებელი, წასაკითხად რამდენი გამოვიდა და ახლა შესასრულებლად როგორი რთული იქნება წარმომიდგენია. თან ამ ყველაფერს კამერების თვალწინ ვერ გააკეთებთ, ვერც ფეისბუკზე დაპოსტავთ როგორ ცდილობთ ქრისტიანობასთან შეწებებული მანკიერი ტრადიციებიდან თქვენი მეგობრების გამოყვანას, არც ლაიქებს მოაგროვებთ და არც ცნობილი სახე იქნებით, მეტიც, შესაძლოა ვერც ვერავინ მიხვდეს, რომ ამ ადამიანის ასეთი ცვლილება სწორედ თქვენი დამსახურებაა, მაგრამ მერწმუნეთ შედეგები გარანტირებულად დადებითი იქნება! ეს მეთოდი ათასგზის გამოცდილი, შემოწმებული და დამტკიცებულია - ყოველთვის ამართლებდა და მაგალითებიც მრავლად მომეპოვება.
ჰოდა, თუ არ აპირებთ და არ გინდათ ასე მოიქცეთ, მაშინ ენა მაინც ჩაიკმინდეთ და დადუმდით მაგ გაღმა მხარიდან მყივარლნო და იმ ადამიანებს მაინც ნუ უშლით ხელს, ვინც ასე იქცევა და თქვენი გარედან ყვირილით, მხოლოდ იმას აკეთებთ, რომ ამდენ ნაწვალებს წყალში უყრით მსხვერპლშემწირავი ადამიანების გაღიზიანებით, მათი ტრადიციების ლანძღვითა და გინებით.
თუ ცხოველებზე დარდობთ, უამრავი საქონდაქრე, საყასბო (ე.წ. ბოინი) არსებობს საქართველოში, რომელთა დაკლული ცხოველების ხორცით დილას ვიწყებთ და რესტორნებში მუცელს ვიყორავთ, სადაც სისხლის ნიაღვრები მთებზე კი არა, 100-იან მილებში მოედინება. ჰოდა, კეთილი ინებეთ იქ დადექით დ იქ გაიკეთეთ PR!
ტყუილად ორჭოფობთ მეგობრებო, არც წაიკითხავენ ამხელა ტექსტს იმ ტიპის ადამიანები, რომლებზეც საუბრობთ. :D
ისე, ეჭვი მეპარება ეგ ტიპის ადამიანები სელფებს იღებდნენ. :D (სადა სცალიათ, სინზე მოხარშული ცხვრის ხორცი ელოდებათ, ცხელცხელი, ორთქლი რომ ასდის)
კახა მე დროს ჩამოვრჩი, სად მაქვს ეგეთი ტელეფონი :D :D
დროის ჩამორცენა როგორი პრობლემური ამბავია არა? დრო თითქოს ჩვენს მორჩილებაშია, ამ დროს გვასწრებს ((
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.
A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium
While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.
Knowing Existence Insurance policy Principles
Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…
© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია