გამარჯობა! მე არავინ ვარ. ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთი ვარ. ზოგიც სატანას მეძახის, ზოგს ანგელოზი ვგონივარ, ლამაზი თეთრი ფრთებით. მაგრამ სინამდვილეში არც არავინ ვარ, უბრალოდ არ ვარსებობ. მე უბრალოდ შენ ვარ. აი შენ კი ვერ ხვდები, რომ შენ მე ხარ. ჩვენ განუყოფელნი ვართ...

      ძალიან სასაცილოები ხართ ადამიანები. სიბნელეში ცხოვრობთ და სულ სინათლის ნაპერწკალს ეძებთ. გიყვართ მზე, მაგრამ უფრო მეტად მთვარე, რომელიც მზის სხივს ირეკლავს. შეხედეთ რა ლამაზია როდესაც ღამე მთვარის შუქს მთის დათოვლილი მწვერვალი აირეკლავს. მაგრამ უფრო მშვენიერია, როდესაც ღამე, ამ მთის მწვერვალს მდინარეში დაინახავ. შენ ზიხარ მდინარის პირას, ბალახზე და ფიქრობ, როგორ აკოცო გოგონას, რომეიც შენ გვერდზე ზის და ერთი სული აქვს როდის მოეხვევი. აი შე სულელო! როგორც იქნა გაბედე და აკოცე. მან თვალები დახუჭა. შენ! სულსწრაფმა, კოპლებიანი კაბა გახადე და შეხედე მის მკერდს. მკერდს რომელიც მდინარიდან გამოსროლილ სხივით, ძალიან მკრთალად და ნაზადაა განათებული. შენ მხოლოდ ამ მკერდზე ფიქრობ და არ გაინტერესებს საიდან ეცემა სხივი. რათქმაუნდა ამ დროს დარწმუნებული ხარ, ეს მკერდი უფრო თბილია, უფრო კაშკაშა, ნათელი და მშვენიერი ვიდრე თვით მზე.

      არა! მკერდზე საუბარს არ ვაპირებ, არც მდინარეზე, არც მთის თოვლიან მწვერვალზე, არც მთვარეზე და არც მზეზე. უბრალოდ სხივზე მინდოდა მეთქვა რამე. თქვენ სუსტები და ფერმკრთალები ხართ, სწორედ ამიტომ გიზიდავთ, ნაზი ათასჯერ არეკლილი სინათლის სხივები. რადგან თქვენც სუსტები და ათასჯერ არეკლილები ხართ. თქვენ შექმენით ღმერთი: სიკეთის, სიყვარულისა და სამართლიანობის სიმბოლოდ და შემდეგ ამ ღმერთის სახელით დაიწყეთ ერთმანეთის ხოცვა. გეშინიათ შიმშილის, ტკივილისა და გაქრობის. ამის გამო მზად ხართ ნებისმიერი სინათლე ჩააქროთ, რომ რაღაც წამებით უფრო დიდხანს იბჟუტუნოთ. მაგრამ ეს ყველაფერი ილუზიაა, თქვენ ჩამქრალი ნაკვერჩხლები ხართ და ილუზიას იქმნით, რომ ანათებთ. სინამდვილეში არც კი ბჟუტურებთ...

      ავიღებ ფერად მინას. წითელს და მწვანეს. შენ გაჩვენებ წითელი მინიდან არეკლილ სხივს, რომელიც რათქმაუნდა წითელი იქნება. შენ მეგობარს მწვანე მინიდან არეკლილს, როლემიც შესაბამისად იქნება მწვანე. შენ დაიწყებ მტკიცებას, რომ სხივი წითელია. შენი მეგობარი რათქმაუნდა არ დაგეთანხმება და შეეცდება დაამტკიცოს, რომ სხივი მწვანეა. თქვენ ერთმანეთს ვერაფერს დაუმტკიცებთ და ბოლოს ალბათ ერთმანეთის დახოცვას გადაწყვეტთ.

      რათქმაუნდა ორივე მართლები ხართ. სხივი მართლაც წითელია, ამავდროულად მწვანეც. სინამდვილეში არც წითელია და არც მწვანე. სამყარო მრავალფეროვანია, ფერადი. სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს გიჭირთ ერთმანეთთან მეგობრობა, რადგან სამყაროს განსხვავებულ ფერში ხედავთ. სინამდვილეში მე არც მწვანე ვარ და არც წითელი. არც ბოროტი ვარ და არც კეთილი. უბრალოდ მე შენ ვარ. შენ პოტენციაში ნაპერწკალი ხარ, მაგრამ ახლა საშინლად ცივად, შავად და უმოქმედოდ გამოიყურები. შეიძლება ერთ დღესაც აინთო და სხივად გადაიქცე. მაგრამ ამისთვის ჯერ უნდა გაიაზრო რა არის სინათლე. სინათლე არაა ქალის მკერდი, არც მდინარეში დანახული მთის მწვერვალები და არც მთვარე. ყველაფრის საწყისი შეიძლება მზე იყოს.

      მაგრამ მე მზე არ ვარ. მე უბრალოდ სხივი ვარ. აი ის სხივიც ვარ, ზოგჯერ გონებაში რომ გაგიელვებს და რაღაც საინტერესოს გაგაკეტებინებს. ის სხივი ვარ, თვალებს რომ გაახელ და ოთახში ნივთებს დაგანახებს. ის სხივიც ვარ, თვალებს რომ დახუჭავ და ოცნებაში ყველაფერს შენ გემოზე ალაგებს. მე შენში ვარ და შენ ჩემში ხარ. ერთმანეთის გარეშე ვერ ვიარსებებთ.

      ჩემი სახელით ბევრი ქადაგებდა, ქადაგებს და იქადაგებს. ისინი ძალიან მამხიარულებენ, ზოგჯერ სევდას მგვრიან, რამდენიმე მათგანმა გამაოცა კიდეც. მაგრამ ყველაფერი ძალიან მარტივადაა. თქვენ გაქვთ „ეგო“, რაც ყველანაირ სინათლეს განიზიდავს და ნაპერწკლად ქცევაში ხელს გიშლით. „ეგო“ რომ არ გქონდეთ ძალიან მოსაწყენი იქნებოდა თქვენი ყურება. ყველა ერთმანეთზე იზრუნებდით, გეყვარებოდათ ერთმანეთი და მოკლედ ყველაფერი ერტფეროვანი იქნებოდა. ახლა დაგემშვიდობებით და მარტივ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან საიდუმლოს გეტყვით: გაიღიმეთ, იზრუნეთ ერთმანეთზე, ხშირად ჩაეხუტეთ და გპირდებით, ერთხელაც აუცილებლად აინთებით...

ნახვა: 379

ტეგები: aravin, gmerti, god, qwelly, qwellyblog, roma, satana, ადამიანები, არავინ, ბლოგი, მეტი...რომას ბლოგი, სატანა, ღმერთი

ლიკა: ივლისი 8, 2015||1:55am

ვახ, მისთერ ნოუბადი ქველზე :))))

ლაშა: ივლისი 8, 2015||1:05pm

ბოლო შეგონებამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. )) დავიწყოთ იმით, რომ წითელი და მწვანე შუშებით (უმჯობესია ლურჯი), ჯამში ორივეს ერთად 3D გამოსახულება უნდა დაენახა, სხივი 3D-ში, ეს ტექნიკურად. )) 

ახლა რაც შეეხება ზოგიერთ მოსაზრებას რომელშიც რა თქმა უნდა ვერ დაგეთანხმები ჩემი წინააღმდეგობიდან გამომდინარე ეკუმენიზმისადმი. შენ წერ "სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს გიჭირთ ერთმანეთთან მეგობრობა, რადგან სამყაროს განსხვავებულ ფერში ხედავთ." ტექსტში საკამათო არაფერი, მაგრამ ვინაიდან პირადი ნაცნობობა მაკავშირებს შენთან, ვფიქრობ, მხოლოდ მეგობრობას არ იგულისხმებდი. მე ვმეგობრობ მოძმე კათოლიკეებთან, ისლამის რამდენიმე მიმდევართანაც მიმეგობრია. ვფიქრობ, აქ განსხვავებული აღმსარებლობის შეუწყნარეობლად გულისხმობ, რაც რა თქმა უნდა სრულიად სწორად მიმაჩნია - არ ვცემდე პატივს არც ისლამის მოძღვრებას, არც კათოლიციზმს, არც სხვა რომელიმეს, რადგან ისინი არ არიან მაცხონებლები, ღმერთთან კავშირის აღმდგენნი (რელიგიის დეფინიციით), მაგრამ ვმეგობრობდე მათ მიმდევრებთან, რადგან ნებისმიერი პიროვნება თავისი არჩევანის თავისუფლებით პატივისცემის ღირსია. 

ნუ "მე შენ ვარ და შენ მე ხარ და მე შენში ვარ" გასაგებია რომ ღმერთის იდეაზე წერ და იმდენად ხატოვანია რომ კამათი არც ღირს, უბრალოდ "like" ))) 

ბოლო შეგონება რატომ არ მომეწონა და სწორედ ამიტომ, ბოლო შეგონებით "ანთების" წინაპირობად რაც დასახე, სწორედ ის ჩამქრალი სხივები ვიქნები, რომლებიც ამ სამყაროში მრავლად დადიან, კაიტიპობის, საყვარლობის, გემრიელობის, ყველასთან ღიმილის და ჩახუტების იმიჯით, შინაგან დაცლილ და ჩაბნელებულ საკნებს რომ წარმოადგენენ. ასეთებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით და გამიკვირდა შეგონებად ისევ ეს ჩახუტება რომ გამოარჩიე. უკეთეს ფინალს ველოდი. :P 

წერა არ შეწყვიტო თანამგზავრო მეგობარო. (დიდმა ბიძიებმა რომ იციან ხოლმე ისე შეგაგონე) )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Can I Get Paperwork Apostilled In the united kingdom

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:30am 0 კომენტარი





Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because…

გაგრძელება

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters