– მე შენ მიყვარხარ! - არა გჯერა? - ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, თითქოს გაიცვითა და აღარავინ იჯერებს. ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი. მე კი... მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ... მე შენ მიყვარხარ! ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ ვერც სულიერთან და ვერც უსულოსთან. ისინი მე გამირბიან. თითქოს დაიცალა მთელი სამყარო და დავბორიალობ უსახო სიცარიელეში. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველ ღამე სიზმარში გხედავ, ისეთს როგორიც იყავი. დილა არის. თოვს. ფანჯრიდან გხედავ, რომ ჩემი სახლის წინ დგეხარ და მელოდები. თოვს. ზეცა ნებივრობს შენს კულულებზე, თეთრი ფანტელებით გეალერსება, სახეზე გათოვს. მე შინიდან გიყურებ და კარგა ხანს გარეთ არ გამოვდივარ. ამ წუთში შენ ზეციდან მოფრენილ ანგელოზს გავხარ. დგეხარ ჩემს ფანჯარასთან და მელოდები. სახეზე გათოვს. შენ ზეცაში იყურები და გეჩვენება, რომ მაღლდები, ზემოთ მიფრინავ. ეს მასწავლებელმა გვასწავლა პირველ კლასში. შემოდგომაზე რომ მოვიდა თოვლი, კლასიდან გარეთ გამოგვიყვანა და დაგვაყენა. თოვდა. მასწავლებელმა ცაში აგვახედა. სახეზე თოვლის ფიფქები გვეფინებოდა და უცებ ყველას ნეტარების წამოძახილი აღმოგვხდა - ჩვენ ცაში ავფრინდით! ეს რა თქმა უნდა მოგვეჩვენა. ასე იცის, როცა თოვაში მაღლა იყურები. მაგრამ მაშინ ჩვენ ეს არ ვიცოდით და რატომღაც ყველამ დაბლა დავიხედეთ რომ გვენახა, მასწავლებელიც მოფრინავდა, თუ არა. როგორ გვეწყინა, რომ ისევ მიწაზე ვიდექით. მერე ხშირად ვმაღლდებოდით ხოლმე თოვაში. შენ ჩემს ფანჯარასთან დგეხარ და სახეზე გათოვს, ვიცი რომ ამ წუთში მაღლა მიფრინავ და არ გამოვდივარ სახლიდან, არ მინდა მიწაზე დაგცე. - დაგაგვიანდა - მეუბნება დედაჩემი. თოვს. მე ვერ ვბედავ გარეთ გამოსვლას. ახლა ჩვენ მეექვსე კლასში ვართ და რა თქმა უნდა, ის მასწავლებელი აღარ გვასწავლის. იცი რა მახსოვს? ერთხელ დავალება მოგვცა: წიგნიდან ლამაზად უნდა გადაგვეწერა მოთხრობა. მე მთელი ღამე ვწერდი. დილით რომ გავიღვიძე, ჩემს ბიძაშვილს, ჩვენზე ერთი წლით წინ რომ სწავლობდა იმას, გამურული ტაფა დაედგა ჩემს ნაწერზე. მეტი რა გზა მქონდა, ის გადათხუპნული ნაწერი წამოვიღე. ხელის კანკალით გადავუშალე მასწავლებელს, დარწმუნებულმა, რომ ერთიანს თუ არა, ორიანს ნამდვილად დამიწერდა. თქვენ ყველანი მე მიყურებდით შემკრთალი თვალებით. მასწავლებელმა ხუთიანი დამიწერა. თოვს... შენ უცებ თავს დახრი და ფანჯრისაკენ მოიხედავ. შენ ახლა ისევ მიწაზე ხარ და მე გულადად გამოვდივარ სახლიდან. თოვს. ჩვენ სკოლაში მივდივართ. - მე შენ მიყვარხარ. - დამიჯერე რა. - ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არა გჯერა ჩემი. მე კი... მე კი, რაც დრო გადის უფრო მიყვარხარ. ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ზოგჯერ მეშინია კიდეც, სიმარტოვისა მეშინია. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველღამე სიზმარში გხედავ, ისეთს როგორიც იყავი. შენ არ იცი რატომ გავაცდინე მაშინ სკოლა. თავი რომ მქონდა გატეხილი, იმას გეუბნები. იქნებ არც უნდა გითხრა, მაგრამ იმიტომ ვამბობ, მაშინ რომ მოგატყუე ხიდან ჩამოვვარდი - მეთქი, ტყუილი მინდა დავიბრუნო. მერვე კლასელმა ბიჭებმა მცემეს სკოლის უკან... მაგრამ თურმე აღარაფერი ბრუნდება უკან. მე დროში გავლილ მოვლენებზე გეუბნები. ის რაც იყო, ერთხელ იყო, განსაზღვრულ დროში და განსაზღვრულ სივრცეში. მე მაშინ მოგატყუე. სხვასაც რამდენ რამეს გატყუებდი. გეუბნებოდი რომ ქალაქში ვიყავი და იქ სპილოები და აქლემები ვნახე - მეთქი. ერთხელ ისიც კი მოგატყუე, რომ შენი სახლის უკან დევი ვნახე ღამე - შენ გჯეროდა. რატომ გატყუებდი, არ ვიცი. ალბათ ვაჟკაცად მინდოდა დამენახვებინა ჩემი თავი. ერთხელ სიზმარში გნახე, რომ ბეღურა იყავი და დაფრინავდი. ვიღაცამ ქვა გესროლა და ფრთა მოგტეხა, შენ ჭინჭრებში ჩავარდი. მოვედი, აგიყვანე. კანკალებდი. მე უბეში ჩაგისვი, რომ გამთბარიყავი. თან ვტიროდი, ისე ვტიროდი, გულს ვიგდებინებდი. მეგონა თუ ასე ვიტირებდი, არ მოკვდებოდი... დედაჩემმა შეშინებულმა გამომაღვიძა - ეტყობა ცხადად ვტიროდი. ბავშვობა მაინც სხვანაირი იყო. ალბათ იმიტომ, რომ იქ შენ იყავი. ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. ხოლო სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება. ყველაფერი მიიქცევა და კვლავ მოიქცევა. მე რატომღაც მგონია, რომ ისევ მოხვალ. იცი როგორ გელოდები. როდესმე ისევ წავალთ სკოლაში. პირველი თოვლი, რომ მოვა, მასწავლებელი გარეთ გამოგვიყვანს და ცაში აგვახედებს... სკოლის უკან ისევ მცემენ მერვე კლასელი ბიჭები და ისევ მოგატყუებ, რომ ხიდან ჩამოვვარდი. ისევ ვნახავ დევს შენი სახლის უკან... ისევ წავალ ქალაქში სპილოების სანახავად. ოღონდ დამიჯერე. სადაცა ხარ და როგორცა ხარ, იქ დამიჯერე, რომ - სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება... ოღონდ დამიჯერე, რომ თუ როდისმე კიდევ მოხვალ ამ მიწაზე, უკან გაუხსნელად არ დაგიბრუნებ შენს წერილებს და ამის გამო თავს აღარ მოიკლავ... ოღონდ დამიჯერე, რომ ეს იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ არ მიყვარდი, პირიქით... შენ მიყვარხარ!

გოდერძი ჩოხელი

ნახვა: 295

ტეგები: Qwelly, ბლოგი, სიყვარული, ქველი, წერილი

lia (baia) beriani: მარტი 1, 2013||11:55pm

vici dagezarebat wakitxva magram dzalian kargia da waikitxet))

ცისია: მარტი 1, 2013||11:55pm

"miyvarxar" arasdros ar kargavs pass...

ნინუნა: მარტი 17, 2013||1:17am

"მე შენ მიყვარხარ. - დამიჯერე რა."

ლაშა: მარტი 29, 2013||12:54am

– მე შენ მიყვარხარ! - არა გჯერა? :(

ცისია: მარტი 29, 2013||12:59am

arjera

ცისია: მარტი 29, 2013||1:03am

ise dzalian moomeewoona :(

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters