‎ჩემი უბედურება იცი რა არი?იმედი მაქვს გადაწურული.მივხვდი,რო კარგად აღარ გავხდები.ეგ მაგიჟებს.ვერ ველევი!ვერ შევეგუე,რო ცუდად ვარ და კარგად აღარ ვიქნები. გარეთ არ შემიძლია გავიდე.ჰაერი რო ჩავისუნთქო,ისე მომიჭერს ხოლმე,თითქო მარწუხებს მიჭერენ. ეხლაც,ან ცივი წყალი რო დავლიო,ცუდად ვხდები.ხშირად სიცოცხლის ღონე არ მაქვს. 53 წლის ვარ. მაგაზე მწყდება გული. მამაჩემო 80 წლისაა და მთებში თიბავს.მინდოდა მე...ც ეგრე ვყოფილიყავი... ვყოფილიყავი რა,მეცოცხლა რა,თან გამეხარა,რა იქნებოდა! აღარც ჭრელი ქვის ქვეშ ვიქნებოდი,აღარც დახატული,აღარც ქართულ მიწას ვიგრძნობ.გულ–მუცელში მიტრიალებს,თავში მირტყამს ნერვები.გუშინ გარეთ გავედი და ძალიან ცუდად გავხდი.ძლივს მოვედი სახლში.სხვებს რომ ვუყურებ,ცუდად არიან და დაბეჩავებულები,იმათზე ცალკე მწყდება გული. მეც მინდა ყოჩაღად ვიყო.კი არ მშურს.განა ბოღმა მაქ,მეც მინდა,რო კარგად ვიყო.რო ვეღარა ვარ,მოვრბივარ,რო დავწვე,იქნებ მოვკვდე.არ ვკვდები. ქალაქში დამემართა ესა.ჩემი და მეპატიჟება,მაგრამ...ისიც ვერ გაუძლებს ჩემს ტკივილს. მე კონტაქტი და ურთიერთობა აღარ შემიძლია ხალხთან. ''გველისმჭამელი'' რო იყო,იმანაც ხო იცოდა ჩიტების,ბალახის ენა და მერე დაკარგა...აი,ეგრე ვარ.გრძნობა დავკარგე–სიტყვის თქმის უნარი. გალობენ ჩიტები,ჩემს გულში კი გალობა არ შემოდის,თითქოს ტყვიაა,ვერ ვგებულობ იმ გალობის გემოს..

ნახვა: 106

ტეგები: qwelly

ლაშა: მარტი 9, 2013||12:48am

დროში გენიალური...

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

ტერაქტიც საარჩევნოა, კოვიდიც, ავტობუსებიც და ყველაფერი არჩევნებს უტრიალებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2020.
საათი: 11:28pm 0 კომენტარი

      საარჩევნოდ ტერორისტული ამბავი თუ ასეთ გამოხმაურებებს გამოიწვევდა და ამდენი დღე დარჩებოდა მეინსტრიმში, ბევრი ვერ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. კორონა უკვე 1700 კაცს ითვლის ყოველდღიურად, უფრო ჩაშლილი კოვიდ ამბავი ასეთია - დღეის მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევა - 24562, გამოჯანმრთელებული - 9751, გარდაცვლილი - 183, კარანტინში - 4408. ლარის ამბავი - აშშ დოლარის ფასია 3.2202 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23…

გაგრძელება

ტერორისტი სამეგრელოში და არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2020.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      რთული და დაძაბული იყო ზუგდიდის ტერორისტული აქტი - საქ. ბანკში შევარდნილმა 4 მილიონი ჩაიდო და წავიდა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეს დიდი ხანია ამდენი არცერთ თემაზე არ უხუმრია რაც გუშინდელმა ტერაქტმა გამოიმუშავა. დღის მთავარია ამბავი დღესაც ეს იყო, კორონა უკვე 1500-ზეა ასული და არჩევნებამდე 10-ზე ნაკლებ დღეში, მხოლოდ ურთიერთბრალდებებია დარჩენილი. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 22803, გამოჯანმრთელებული - 9401, გარდაცვლილი -…

გაგრძელება

დაკარგული სახეები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2020.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

      - მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა...

      ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.

      - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები…

გაგრძელება

Qwelly World

free counters