ელჩობის ანსამბლეა, სუსი დახურულ კარს მიღმა და მოწამლული მეუფე

      ცხელი დღეები ცოტა გაგრილდება ხანმოკლე წვიმებით, ასეთია უახლოესი დღეების პროგნოზი. იქამდე კი სტუმარი გვყავს სომხეთიდან - ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია. მას ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. თუმცა სტუმარ-მასპინძლობამდე იყო სუსის დახურული ანგარიში და მისი შეფასებები დეპუტატების მიერ, ასევე ფრანკოფონიის ანსამბლეა, რომელსაც არაწევრმა საქართველომ უმასპინძლა, იყო მშვილდაძის თემა და ბოლო დღეების აქტუალური - მეუფე შიოს მოწამვლის ამბავი, რომელზეც გამოძიება დაიწყო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6055 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 7 ივლისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივლისი

      ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა - შალვა პაპუაშვილი - ჩემი მშობლების თაობამ შეძლო საბჭოთა ანექსიიდან თავის დაღწევა - ჩვენი თაობის ვალია დამოუკიდებლობის განმტკიცება და მშვიდობის უზრუნველყოფა, რათა მომავალ თაობებს ჰქონდეთ ახალი სიმაღლეების დაპყრობის შესაძლებლობა. მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოება, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთიანია საქართველოს, უკრაინის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაში. ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრის მნიშვნელობას, ფრანკოფონიის სამყაროსთან ჩვენი კავშირების განმტკიცება ამ სულისკვეთების გამოხატულებაა. ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება და კაპრიზია, როდესაც სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა - საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე. საქართველოში არასდროს მოხდება ის, რომ ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების მანდატს მისცემს. ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას - ჩვენი ვალდებულებაა, ეს ეტაპი მოთმინებით, გონიერებით გადავლახოთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და ჩვენს ქვეყანას საშუალება მივცეთ განვითარდეს. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ შევასრულოთ რეკომენდაციები - იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ სტატუსს და საქართველო ევროპულ ოჯახში გაერთიანდება. საქართველოს პრეზიდენტი პლეიადით - ფრანკოფონიისა და კულტურებს შორის დიალოგის ორდენით დაჯილდოვდა.

      სუსის დახურული ანგარიში - პარლამენტის სამი კომიტეტის სხდომა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ დეპუტატებს ყოველწლიური ანგარიში გააცნო, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. თეონა აქუბარდია - სუს -ის ანგარიშში ნათქვამია, რომ „მეორე ფრონტის“ თემას რუსეთი იყენებს ანექსიის გაძლიერებისთვის ოკუპირებულ რეგიონებში - ეს აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ დეზინფორმაცია „მეორე ფრონტზე“ ეხმარება კრემლს ანექსიის დაჩქარებაში. სუს-ის უფროსის მოადგილე - 2022 წელს ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობებს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან. ალეკო ელისაშვილი - სუს-ის ანგარიში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ დოკუმენტს ჰგავს - გეგონება, „ქართული ოცნების“ ოფისში დაწერეს. ვასო ურუშაძე - სუს-ის ანგარიშიც ადასტურებს იმ მძიმე რეალობას, რომელიც საქართველოში ანტიკორუფციულ პოლიტიკას ეხება. სუს-ის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული სამხედრო ბაზებიდან უკრაინის მიმართულებით მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი გადაიყვანეს. ხატია დეკანოიძე - სუს-ის ანგარიშში ნახსენებია, რომ „ჰიბრიდული ომის“ პირობებში ვიღაცას სურდა გარკვეულ პროცესებში საქართველოს ჩართვა - მნიშვნელოვანია დაკონკრეტება, რადგან „ქართული ოცნება“ საუბრობს „გლობალური ომის პარტიაზე“. ალექსი ბატიაშვილი - უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მათ მიმართ ძალის გამოყენებისთვის ემზადებოდა. სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს აქტიურად განაგრძობს. თინა ბოკუჩავა - კითხვებზე პასუხები ვერ მივიღე, სუს-ის უფროსის მოადგილემ გვითხრა, დანარჩენზე პუტინს ჰკითხეთო - გამორჩეულად ტრაგიკომიკური სხდომა იყო. სუს-ის უფროსის მოადგილის განცხადებით, დესტრუქციული ძალების შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშში დაფიქსირებულ ჩანაწერში ოპოზიცია და პოლიტიკური ჯგუფები არ იგულისხმება. არმაზ ახვლედიანი - სუსი, გადაქცეულია პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად - გამოსავალია, რომ არჩევნებში საზოგადოებამ არა უბრალოდ დაასრულოს „ქართული ოცნება“, არამედ ისეთი კოალიციური მმართველობა შექმნას, სადაც ასეთი ანომალიები ვეღარ განმეორდება. მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციამ სუს-ის ანგარიშის წარდგენისას ნახა, რომ სამსახური გამართულია - ოპოზიცია ამ სხდომიდან კმაყოფილი ვერ გავიდოდა, რადგან მათთვის ხელსაყრელი ვერაფერი ნახეს. ალექსი ბატიაშვილი - ჯაშუშები რა თქმა უნდა, გამოვლენილია - რაოდენობას ვერ გეტყვით, ვერც ქვეყნებს ჩამოგითვლით, თუმცა გამოვლენა ხშირად ხდება, დაკავება არ მომხდარა.

      მშვილდაძის საქმე - შალვა პაპუაშვილი გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების სამსახურები მიშა მშვილდაძეზე ძალადობასა და დანაშაულებრივ საქმეებში იყოს ჩართული. პაატა მანჯგალაძე - არათუ არ დასჯის „ქართული ოცნება“ მოძალადეებს, პრემიებს გამოუწერენ ქვასროლია ადამიანებს - ქვას ვინც ისვრის, რომ დასჭირდეს, ტყვიასაც ისვრის. ირაკლი ქადაგიშვილი - ძალადობა ვნებს ხელისუფლების იმიჯს, რომელიც პასუხისმგებელია სიმშვიდესა და სტაბილურობაზე - როგორ შეიძლება ჩვენ ვახალისებდეთ ძალადობას და ამით ოპოზიციას სპეკულაციის საბაბი მივცეთ? ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს?! „ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურისგან იმ პირების წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს, ვინც 7-8 მარტის აქციებისას, ასევე, კახეთსა და კასპში მომხდარი ინციდენტებისას მათი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე იძალადეს.

      უკრაინის საქციელი - სოზარ სუბარი - საქართველოს ომში ჩართვა მთავარი ამოცანაა და ამ ამოცანისთვის იყენებენ სააკაშვილისაც - ამ ამოცანისთვის მოდის ბრალდებებიც საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს საქართველო გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. ირაკლი ქადაგიშვილი - ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, ეს არის ელჩის გაძევება - ჩვენი და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობა დღეს მინიმალურ დონეზეა. მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება - უკრაინასთან ურთიერთობას ძირს უთხრის ოლიგარქის მე-5 კოლონა, ძალიან მალე ამ ყველაფერს საკადრისი პასუხი გაეცემა.

      სტატუსის ამბავი - შალვა პაპუაშვილი - მთავარია მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და თუ უნდა, ოპოზიციამ დაიბრალოს.

      მოწამლული მეუფე - ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე - საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, თუმცა თავი შევიკავეთ, რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი - უცხოეთიდანაც ველოდებით კვლევის შედეგებს. შალვა პაპუაშვილი - თუ მეუფე შიოს მოწამვლა დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე ფაქტი იქნება - მასზე პერსონალურ შეტევებს ვხედავდით და როგორც ჩანს, ახლა ვიღაცას უნდოდა საქმეზე გადასულიყო. მეუფე გრიგოლი მეუფე შიოზე - არ ვიცი, ვინ იყო დაინტერესებული, მაგრამ ვიცი, ზოგადად ვის აწყობს არეულობა საქართველოში და ქართულ ეკლესიაში - ეს არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. შსს-მ მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - საპატრიარქოს თანამშრომლის (დამლაგებელი ქალის) გარდაცვალების დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია. საპატრიარქოს თანამშრომელი ავადმყოფობდა

      პრაიდ-ფესტი - „თბილისი პრაიდი“ - 8 ივლისს „პრაიდ ფესტივალის“ ფარგლებში არავითარი ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი დახურულ ტერიტორიაზე გაიმართება - გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „პრაიდ ფესტივალზე“ - შეიძლება არსებობდეს ძალადობის საფრთხე, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ. საპატრიარქო და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესია „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - ჩვენ ერთმანეთთან ძალადობით არ ვწყვეტთ საკითხებს, არც არავის არასდროს მოვუწოდებთ ძალადობისკენ და გვაქვს გულწრფელი სურვილი, ძალადობით, ცბიერებითა და მოტყუებით არავინ მოგვახვიოს თავს ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია.

      გიორგი კაპანაძე - როდესაც ივანიშვილი გეუბნებოდათ, რომ საქართველოში ფულს არ შოულობს, გატყუებდათ! - მისმა კლანმა, იაფი დენისა და თქვენი მოტყუების ხარჯზე, ბიტკოინებით ასეულობით მილიონი დოლარი იშოვა.

      გარემოს სიყვარული - მარკო კაინერი - იშვიათად მინახავს მოკლე დროში გარემოს დაცვის სხვადასხვა მიმართულებით ისეთი პროგრესი, როგორიც საქართველომ აჩვენა.

      პრეზიდენტი - საქართველოს მოსახლეობა თავის მომავალს მხოლოდ ევროპასთან ერთად და ევროპაში ხედავს და მას არასოდეს გადაუხვევია ამ ეგზისტენციური არჩევანიდან. პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე ინფორმაციას ითხოვს. ჩვენთვის, ვინც ევროპისკენ ვიყურებით და ველით ევროპას, ის ხელახლა შექმნილი დიდი იმედია, რადგან ეს ევროპა განსხვავებულია, ერთიანია და სწორად ხედავს რუსეთის რეალურ სახეს. საქართველოსთვის ეკონომიკური მდგრადობა რუსების შემოდინებასთანაა დაკავშირებული, რომლებმაც შემოიტანეს ვალუტა და შექმნეს ახალი ბაზარი, ეს საკმაოდ სახიფათოა - რუსეთი ცდილობს, ომი, რომელსაც უკრაინაში აგებს, ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს

      მეზობელი - ალექსი ბატიაშვილი - დღეს დილით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. პაატა მანჯგალაძე - სინქრონიზებულად მოქმედებენ ოკუპანტები, საოკუპაციო რეჟიმი და „ქართული ოცნების“ ლიდერები - სწორად აქვს ანალიზი გაკეთებული სუს-ის ანალიტიკოსს.

      ტურისტული სეზონი - შალვა ალავერდაშვილი - ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან შარშან აქტიურად ჯავშნიდნენ სასტუმროებს ბათუმში, წელს რამდენიმე ჯგუფი ჩამოვიდა და როცა ნახეს, აქ ძალიან ბევრი რუსია, საკმაოდ ბევრი ჯავშანი გაუქმდა.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის გენშტაბი - უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით კლეშჩეევკას რაიონში მაგრდებიან. რაფაელ გროსი - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროგრესს ვაღწევთ. უკრაინის აღმოსავლეთ სარდლობა - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან წინ ერთ კილომეტრზე მეტით წაიწიეს. გაერო - უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 9 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ანალენა ბერბოკი - გერმანია უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნას არ ეთანხმება. მიხაილო პოდოლიაკი - იარაღი, მეტი იარაღი და მეტი იარაღი, მათ შორის კასეტური საბრძოლო მასალები. ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. იენს სტოლტენბერგი - ნატო-უკრაინის ახალი საბჭო უკრაინას ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოებს - მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დაარსებით ჩვენ ვქმნით ორგანოს, სადაც ერთად გავაკეთებთ საქმეებს.

      ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ევროკავშირში საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოების გაზრდის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

      პლაგიატი - Twitter-ი ახალი აპლიკაციის, Threads-ის გამო Meta-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 49

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters