სასწავლო წლის ბოლო გამოცდებივით, ანგარიშების და პასუხების კვირეული გვაქვს. პრემიერის დაწყებული, ჯერ კობახიძემ გააგრძელა, ახლა კი სუსმა და რა თქმა უნდა, სუსის ანგარიში საკმაოდ ხმაურიანი და ვრცელი კომენტარების მიზეზი გახდა - ცხადია, ნაკლებშინაარსიანი. აქტუალური იყო შეხლა-შემოხლა საგარეჯოში, სადაც ნაციონალები კიდევ ერთხელ გაიალხნენ, ასევე მეუფე შიოს სისხლის ცუდი ანალიზები და ფონდის ხელმძღვანელის კრიპტოსიმდიდრე. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6055 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 6 ივლისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივლისი

      მოწამლული მეუფე - ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა. სამების ტაძრის იღუმენი გაბრიელი - შიდაწრიდან გავიგე, რომ მეუფე შიო, სავარაუდოდ, დარიშხანით არის მოწამლული, ანალიზები დაახლოებით 1 თვის წინ გაუკეთდა - ახლა თავს კარგად გრძნობს. ფოთის და ხობის მიტროპოლიტი - ნუ ავყვებით ჭორებს და ზღაპრებს, ძალიან გთხოვთ! - შინაგანი სულიერი სიმშვიდე შევინარჩუნოთ. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე - დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ მაქვს, თუმცა გამორიცხულიც არ არის - საჭიროა შესაბამისმა უწყებებმა ძიება განახორციელონ.

      კულტურის თემა - იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდიდან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა ბანერი გადმოფინეს წარწერით - „არა ცენზურას! დამოუკიდებლობა კინოცენტრს!“.

      სუსის ანგარიში - სუს-ის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, 61 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის მიცემის, აღების, უძრავი ქონების უკანონო დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 170 პირი მიეცა. ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ცალკეული სახელმწიფოს ასობით მოქალაქეს - გამოვლინდნენ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყანაში პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ. გასულ წელს არსებით გამოწვევას წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა - ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის პროცესებში ჩარევის მცდელობები. 2022 წელს, საქართველოში მყოფმა რადიკალურად განწყობილმა უცხო ქვეყნის ათობით მოქალაქემ ქვეყანა დატოვა - ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება კვლავ ქმნიდა ტერორისტულ რისკებს, თუმცა საქართველოში არც ერთი ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა. უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთის ანექსიურმა პოლიტიკამ კიდევ უფრო კომპლექსური სახე მიიღო, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების საკითხის გარშემო მიმდინარე პროცესებში. 2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 69, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 9 შემთხვევა დაფიქსირდა. 2022 წელს, სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება 153 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა. 2022 წელს გამოძიება დაიწყო 3 საქმეზე, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე - განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით გატარდა პრევენციული ზომები.

      ანგარიშის კომენტარები - იაგო ხვიჩია - მოგონილი მითია, რომ არშემდგარ ტერორისტულ აქტზე ვისაუბროთ ნაცვლად მნიშვნელოვანი საკითხებისა - მთავარი თემა ქუჩაში გახშირებული ძალადობის შემთხვევები. პაატა მანჯგალაძე - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ჰყავს - საქართველოს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური ჰყავს. გიორგი კახიანის განცხადებით, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხზე ინფორმაცია, შესაძლოა, დახურული სხდომის ფორმატში მოისმინონ. რომან გოცირიძე - თურმე სუს-მა თავიდან აიცილა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აქტივობა, თუმცა „გვარს არ დავასახელებ და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეო“, ასე არ ამბობენ, რომ რუსეთია - ასევე, უნდა იყოს ნათქვამი, რომელი თანამდებობის პირის მოკვლას აპირებდნენ. დავით კირკიტაძე - სუს-ი არ წარმოადგენს უსაფრთხოების სამსახურს, ის წარმოადგენს ერთი კაცის უსაფრთხოებისთვის შექმნილ სამსახურს, რომელიც „ქართული ოცნების“ პროპაგანდას აგრძელებს. ლანა გალდავა - სახელმწიფო სპეცწოდებები, რომელსაც სამხედრო დაზვერვაში, გენერალურ ინსპექციაში და სამხედრო პოლიციაში ტოვებენ, ეს არის სუს-ი თავდაცვის უწყებაში და ნატო-ს სტანდარტი არაა.

      კრიპტომდიდარი ბიძინას ფონდელი - მოსამართლის ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება. პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა. ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 3 მილიონი ლარის გირაოს გამოყენებას ითხოვს. გიორგი ბაჩიაშვილი - 2-3 კვირაა სამართალდამცველების მანქანები დამდევენ მუდმივად - არ ვიცი, ეს რამდენად კანონიერია, მითვალთვალებენ. გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის გირაო შეეფარდა. გიორგი ბაჩიაშვილი - აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ და ბოლომდე დავიცავ ჩემ სიმართლეს.

      „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ფოთის საკრებულო 2022 წელს მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა - უმეტეს შემთხვევაში ფორმალურად აკონტროლებდა მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს.

      ტყაპა-ტყუპი საგარეჯოში - ხატია დეკანოიძე საგარეჯოში მომხდარ დაპირისპირებაზე - ესაა რუსული მეთოდები - ზუსტად ასე, „ტიტუშკებით“ უსწორდებოდა იანუკოვიჩი თავის ოპონენტებს და პროდასავლურად განწყობილ ადამიანებს. გიგა ბოკერია საგარეჯოში მომხდარ ინციდენტზე - როცა ხელისუფლების ორგანიზებით ხდება მსგავსი ქმედებები ასე ღიად და უტიფრად, ეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ პირდაპირი გზაა. ლევან ხაბეიშვილი - დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ვაპირებთ ამ ქვასროლია „პუტინისტებს“ კუდით ქვა ვასროლინოთ - თუ უნდა ჩავსულიყავი 150 სოფელში, ახლა ჩავალ 240-ში, არაფრის გვეშინია! მიხეილ სარჯველაძე - ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვისაუბროთ პროვოცირებაზე - პროვოცირებაა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ისე წარმოაჩინოს, თითქოს საზოგადოებისთვის ბევრ საკითხზე ბოდიში არ აქვს მოსახდელი.

      მშვილდაძის ცემა - მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაწყებულ საქმეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს.

      სასწაულებრივი კენჭისყრა - სანდრო რაქვიაშვილი - ორშაბათს პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავ, ამოიღონ კამერების ჩანაწერები, რათა დავადგინოთ ის ხალხი, ვინც ვეტოს დაძლევას ხმა მისცა, შენობაში თუ იყვნენ - ცხადია, საჭირო რაოდენობის ხალხი კენჭისყრაზე არ იყო.

      ეკონომიკური ნიუსები - ირაკლი ნადარეიშვილი - კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული რეფორმაა.

      მიშა უკრაინელი - მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის საპატიმრო უფლებები ამ დემარშთან არაფერ კავშირშია, არის რაღაც სხვა, რისი დამალვაც უწევთ თანამდებობის პირებს უკრაინაში. უკრაინაში საქართველოს ელჩმა კიევი დატოვა.

      აფხაზი - ასლან ბჟანია ე.წ. პრიგოჟინის აჯანყების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციას საქართველოში სურდა შექმნილი ვითარებით ესარგებლა და აფხაზეთის რეგიონში საკონსტიტუციო წესრიგი დაემყარებინა.

      კეზერა და ქოლცენტრები - გერმანიის წარმომადგენელი ევროჯასტში - „ქოლ-ცენტრების“ საქმეში დავით კეზერაშვილის როლთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

საზღვარგარეთულები:

      ლვოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი 34-მდე გაიზარდა. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ამ ამაზრზენი ქმედებების ჩამდენთათვის ანგარიშვალდებულების დღე დადგება. იენს სტოლტენბერგი - ბელარუსში „ვაგნერელების“ მხოლოდ მცირე რაოდენობა ჩავიდა. უკრაინის გენშტაბი - უკრაინის დამცველები მიღწეულ საზღვრებზე ფეხს იკიდებენ. ზურაბ ბატიაშვილი - ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად გააფრთხილებს დასავლეთი რუსულ მხარეს, რომ ზაპოროჟიეს სადგურის აფეთქება „წითელი ხაზია“ და მას მოჰყვება პუტინის პირადი დასჯა - საქართველოს სჭირდება, რომ ყველაზე ცუდი ვარიანტისთვის მოემზადოს. ალექსანდრე ლუკაშენკოს ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში აღარ იმყოფება და სანკტ-პეტერბურგში დაბრუნდა. პოლონეთის საგარეო მინისტრი - თუ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაარტყამს, პოლონეთს ადეკვატური რეაქცია ექნება. ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ჩავიდა. უკრაინის საგარეო უწყება თეთრი სახლის განცხადებაზე - უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ომის პირობებში ამდენ რეფორმას ახორციელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი - კონტრშეტევა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მაგრამ ამის უფრო სწრაფად გაკეთება გვსურს. მაიკ პენსი - თუ უკრაინა ომს წააგებს, აშშ-ს შესაძლოა რუსეთთან საბრძოლველად თავისი ჯარისკაცების გაგზავნა მოუწიოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 32

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters