როცა გარშემო ომია, მთავარი ამბავი თავდაცვა და მშვიდობაა. თავდაცვის თემა დღეს ძალიან აქტუალური იყო, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ქვეყნის შიგნით. საერთაშორისოდ - ვილნიუსში დღეს ნატოს წევრები შეიკრიბნენ და გაფართოებებზე და რუსეთზე, თავდაცვასა და ომიანობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს და დააკომუნიკეს. საქართველოში კი კოდექსის განხილვა იყო მეორე მოსმენით და რიგ გარეშედ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5870 ლარია.
პირობითად კარგი ამბავი ჯანდაცვაში - არჩილ თალაკვაძე - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის მკურნალობის დაფინანსებაზე, დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.
ნატოს სამიტი და ჩვენ - პაატა მანჯგალაძე - მსოფლიო ლიდერები ნატოს სამიტზე არიან, საქართველოს ხელისუფლება კი დაიმალა - ეს სამწუხარო რეალობაა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ლიეტუველ კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა. ანა ბუჩუკური - გახარიას პრემიერობის დროს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ამაყობდა საქართველოთი, ახლა კი ვხედავთ ვითარებას, როცა საქართველო ნახსენები შეიძლება არ იყოს - ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებისთვის ყველას პასუხისმგებლობა დაეკისრება. სალომე სამადაშვილი - ვილნიუსის სამიტზე დადასტურდება, რომ ომის დამთავრების შემდეგ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება - ვხედავთ, რომ საქართველო უკრაინის დღის წესრიგს ჩამოშორდა არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ ნატო-ში გაწევრიანების გზაზეც. ირაკლი კობახიძე - ის, რომ უკრაინა შეიძლება ნატო-ში მაპ-ის გარეშე მიიღონ, ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს - უკრაინა ომშია და ბუნებრივია, მეტ ყურადღებას აქცევენ. თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილს - თქვენი წერილი სავსე იყო მანიპულაციითა და დეზინფორმაციით - ეს აზიანებს ნატო-ში წევრობის შესაძლებლობას, რაც თქვენ შეგნებულად გააკეთეთ. სალომე სამადაშვილი - უმრავლესობის წარმომადგენლები ფიზიკური ანგარიშსწორებით რომ გვემუქრებიან - რუსეთის მოკავშირეებს ნუ გვეძახითო - ხელისუფლებას რუსეთის მოკავშირედ აფასებს უკრაინა, ევროკავშირი და ნატო. ხატია დეკანოიძე - ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციაზე განსაკუთრებული მოლოდინის შექმნა სწორი აღარ არის - ამ ხელისუფლებისთვის არც პასუხის მოთხოვნაა სწორი. გურამ მაჭარაშვილი - საქართველო თავსებადია NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უბრალოდ გადაწყვეტილება როგორი იქნება, ეს არის ალიანსის ხელმძღვანელობაზე. ირაკლი ჩიქოვანი - საქართველო ერთ რამეშია ჩამორჩენილი უკრაინასთან მიმართებაში, ჩამორჩენილია მხოლოდ ომის არარსებობით, დანარჩენი თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა არის ლიდერი. ანა ბუჩუკური საპარლამენტო უმრავლესობას - ნატო-სთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო და ამ 2-3 წელში მოახერხეთ, რომ ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ხსენება არ არის. ბექა დავითულიანი - როდესაც უკრაინის საკითხი გადაწყდება და ომის გეოპოლიტიკური შედეგები შეჯამდება, დარწმუნებული ვარ, აქედან თავის ბენეფიტს საქართველოც მიიღებს. სალომე ზურაბიშვილი - ნატოს სამიტს ვილნიუსში წარმატებულ და პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ - საქართველო ერთგულად განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. თინა ბოკუჩავა - ნატო-ში ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ არ მიიწვიეს, რომ ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ და შესაბამისად, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აჟღერებს და ატარებს, მათ შორის უკრაინის ომს ნატო-ს აბრალებს. არჩილ თალაკვაძე - საგარეო საქმეთა მინისტრი მაღალი დონის წარმომადგენლობაა - თუ გინდათ, რომ მინისტრი დააკნინოთ, როცა პარტიებს ამოფარებული ადამიანები მიგაჩნიათ ჯერ კიდევ პრეზიდენტებად ან მსოფლიო ლიდერებად, ეს ორმაგი სტანდარტია. კახა ოქრიაშვილი - ვიდრე სახელმწიფო „რუსულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილს ექნება მიტაცებული, ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით! ნატო-ს სამიტის კომუნიკე - ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი MAP-ით, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით - ქვეყანამ რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს.
თავდაცვა პარლამენტში - მეორე რაუნდი - პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიხსნა - სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ მეორე მოსმენით განხილვა გაგრძელდება. გრიგოლ გიორგაძე - იმ რეფორმებისთვის, რომლებიც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება, სამართლებრივი საფუძვლების შექმნა აუცილებელია - თავდაცვის კოდექსი სამხედროებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს დაადგენს. ალეკო ელისაშვილი - პირველი მოსმენით მხარი დავუჭირე „თავდაცვის კოდექსს“, მაგრამ მეორე მოსმენით მხარს არ ვუჭერ - ჯარში გაწვევის დღევანდელი სისტემა აბსოლუტურად დისკრედიტირებულია. გრიგოლ გიორგაძე - „თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში მოქმედი ყველა კონფესია ალტერნატიულ შრომით სამსახურს დაექვემდებარება. ჯარს წვევამდელებით არ ვავსებთ, მეორე მხრივ, ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, აქტიური მომზადებული რეზერვი ძალიან მნიშვნელოვანია. თინა ბოკუჩავა - „რუსულმა ოცნებამ“ პროცედურული ომი გამოაცხადა, ნაცვლად იმისა, რომ შინაარსობრივად მომხდარიყო „თავდაცვის კოდექსის“ განხილვა - გაწვევის წესი კორუფციის უდიდეს საფრთხეს აჩენს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე - თუკი აცხადებ, რომ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი ხარ, მაშინ მიბრძანდით ალტერნატიულ შრომით სამსახურში ან სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადეთ! თეონა აქუბარდია - „თავდაცვის კოდექსს“ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს - „ქართული ოცნების“ „ცისფერი მთების“ ამბავია.
ბიტკოინების საქმე - ირაკლი კობახიძე - ბაჩიაშვილის ადვოკატი ცდილობს საქმის პოლიტიზებას, რაც არასწორია, საქმე უკავშირდება სავარაუდოდ დანაშაულს და სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული. თინა ბოკუჩავა ივანიშვილ-ბაჩიაშვილზე - თავად კოლაბორაციონისტებს, ყველგან ამერიკის აგენტები ელანდებათ.
მიმობნეული თითო ამბავი - გიორგი ამილახვარმა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების პირველ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა. გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი საქართველოს სტუმრობს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თობიას ლინდნერი საქართველოს ეწვევა. დავით ნარმანია - ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები დეკემბრამდე არ გადაიხედება. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. კინოცენტრის დაცვა - კულტურის სამინისტროსთან ხვალ აქცია „არა ცენზურას, დამოუკიდებლობა კინოცენტრს!“ იგეგმება.
წვიმები დასავლეთში - ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ასევე იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა.
გაზიარება - საქართველოს და ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს.
საზღვარგარეთულები:
უკრაინა და ნატოს სამიტი - უკრაინული მხარე - რუსულმა არმიამ ხერსონის საცხოვრებელი რაიონები დაბომბა, არიან დაშავებულები. ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის დროს, შეხვედრას გამართავენ. ვილნიუსში დღეს ნატო-ს სამიტი გაიხსნა. რუსებმა კიევს Shahed-ის დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს. უკრაინის გენშტაბი - რუსებმა უკრაინაში 235 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - მოსკოვში მომუშავე სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მოხალისეების გაგზავნას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტრაქტების შეწყვეტით ემუქრებიან. მეთიუ მილერი - რუსული ჯარის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული კატასტროფის შექმნის შემთხვევაში რუსეთს გარდაუვალი პასუხისმგებლობა ელის. გიტანას ნაუსედა - ბუქარესტის სამიტის შემდეგ, 15 წელია ვიმეორებთ ერთსა და იმავე ფრაზას, რომ ერთ დღეს უკრაინა ნატო-ს შეუერთდება, მაგრამ არასდროს გადაგვიდგამს ხელშესახები ნაბიჯი ამ გზაზე - პარადიგმის შეცვლის დროა. იენს სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, ნატო-ს სამიტის კომუნიკე უკრაინის გაწევრიანების შესახებ პოზიტიურ და ძლიერ გზავნილს გააგზავნის. ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ნატოში შვედეთის გაწევრიანების ხელშეწყობის შესახებ თურქეთის გადაწყვეტილებას მიესალმება. მიხაილო პოდოლიაკი - ბაიდენთან შეხვედრაზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარდა, შეიარაღების მიწოდების, ეკონომიკური მხარდაჭერის და რუსეთის მარცხის საკითხები იქნება განხილული. იენს სტოლტენბერგი - თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს როგორც სუვერენული სახელმწიფო, ნატო-ში გაწევრიანების საკითხი საერთოდ არ განიხილება. გიტანას ნაუსედა - ნატო-რუსეთის ფუძემდებელი აქტი, რომლის თანახმადაც ალიანს ერთობლივი სამხედრო ბაზების შექმნა ეკრძალება, მკვდრად უნდა გამოცხადდეს. ვოლოდიმირ ზელენსკი - როცა არ არსებობს კონკრეტული დროის ჩარჩოები უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის, ეს ჰგავს იმას, რომ არ არსებობს მზადყოფნა ჩვენი მოწვევისთვის ანუ უკრაინის წევრობა რუსეთთან ვაჭრობის საგნად რჩება. საფრანგეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ Scalp-ის რაკეტებს გაუგზავნის. ლატვიის პრემიერი - ევროპაში მყარი მშვიდობის მიღწევის ორი გზა არსებობს - მეორე ალიანსში უკრაინის წევრობაა, პირველი კი თავად რუსეთში ცვლილებებს მოითხოვს, მაგრამ ეს არ ხდება. ჯო ბაიდენი - ჩვენ ვხედავთ, რომ აგრესორი არ ჩერდება - მე-5 მუხლს სიტყვასიტყვით აღვიქვამთ, თუ ნატოს ერთი წევრის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყება, ეს ყველა მოკავშირის წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყებად ჩაითვლება. ანჯეი დუდა - ჩემი გზავნილია: უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პირდაპირი და მკაფიო გზა უნდა დავადგინოთ. ვილნიუსში ნატო-ს სამიტი გაიხსნა. ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ჩავიდა. დიმიტრი პესკოვი - ევროპაში თურქეთს არავინ ელოდება და ოფიციალურ ანკარას ცრუ იმედები არ უნდა ჰქონდეს. მარია ზახაროვა - პოლონეთის ხელისუფლების აზრით, უკრაინის დასავლეთი ნაწილი მას ეკუთვნის - ეს ერთ-ერთი ვარიანტი გახლავთ, რატომ არ იღებენ უკრაინას ალიანსში. იენს სტოლტენბერგი - ნატო-ში უკრაინის მოწვევაზე გამოვაცხადებთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები იქნება მიღწეული. იენს სტოლტენბერგი - „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე სრულყოფილი თავდაცვის გეგმები დავამტკიცეთ. ნატო-ს კომუნიკე - უკრაინის მომავალი ნატოშია - უკრაინის გზა გასცდა MAP-ის საჭიროებას, უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე. ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ პარტნიორების მზაობისთვის, გადადგან ახალი ნაბიჯები - უკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ.
რუსული ჯანყი - ოლექსი დანილოვი - „ვაგნერის“ მეთაურის ევგენი პრიგოჟინის „ამბოხს“ მხარი რუსული არმიის 14-მა გენერალმა დაუჭირა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Waitman Papelbon_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2023.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
If on your own advised me a lot of many years in the past that one particular of the Colorado Rockies' maximum worthwhile exchange chips in just 2022 would be a 37-12 months-outdated pitcher that experienced discovered fresh new everyday living with the staff members just after a 7-12 months hiatus, I would include informed your self toward near your mouth and reduce performing insane. Still, daily life is stranger than fiction, and that basically comes about toward be the circumstance…
გამოაქვეყნა Waitman Papelbon_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2023.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Mickey Mantle bunted. Mickey Mantle bunted a whole lot. Mickey Mantle bunted within the All-Star sport and the Globe Sequence. It is made up of absolutely nothing towards do with the transfer and something toward do with manufacturing defenders get the job done. There are considerably less balls within perform than at any time This implies defenders pay much less electricity shifting. This is correct earlier mentioned the training course of a match, a collection, and a time. Investing…
გამოაქვეყნა Waitman Papelbon_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2023.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The present-day offseason will watch Crawfish Containers critique each and every of the 316 avid gamers in direction of appear to be at some place of the Astros method within just 2022. Even though the monthly time doesn conclude for a different 2 months, I was established upon starting up early due to the fact even profiling 2 gamers for every working day, I would nevertheless not include them all performed via the start off of spring doing exercises. I compromised by way of starting…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ნოემბერი 29, 2023.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
We are glad to welcome you back to the channel my title is Skye and today we're going to review pre raid the best slot to play Arcane Mage in Wrath of the Lich King. I want to quickly discuss some of the most important details regarding hit ratings since you are a range caster DPS, you will want to have a total of 17% hit score, also known as 446.
You can take off three percent if you're in an attack with one of the Shadow Priest or a Moonkin with verifier spec, if you're an…
გაგრძელება
© 2023 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია