გასულ კვირას, ერთი მეუბნება, რა ნეგატიური კაცი ხარ, ყველაფერზე ნეგატიურად წერ და არაფერი არ მოგწონსო. მერე, გადავხედე ჩემს ბლოგს და კი - მართლა ბევრი ნეგატივია შიგნით, მაგრამ განა მე მინდა?! აკი უკვე დავწერე ერთგან - მაინცდამაინც ჩემი არჩევანი არ ყოფილა ზუსტად ეს ქვეყანა და ზუსტად ეს დრო, მაგრამ ასე მომიწია დაბადება და რა ვუყოთ თუ ბევრი ნეგატივია და ნაკლები პოზიტივი?! პატრიარქი კი ამბობს, ეცადეთ სულ პოზიტივი უთხრათ ერთმანეთსო, კურთხევას გაძლევთო, მაგრამ თქვენო უწმინდესობავ, ეგ კურთხევა რომ შევასრულოთ, ქვეყანაში შემაძრწუნებელი მდუმარება ჩამოწვება (პრინციპში, არც გვაქვს პრაქტიკა სხვისი სიხარულით გახარების).

      დღეს, შაბათის მშვენიერი დილა გათენდა, ამინდი უშესანიშნავესი - ცხელი მზე არსად ჩანს, მოღრუბლულია მაგრამ არ წვიმს. რას ინატრებს ამაზე უკეთესს კომპიუტერთან და სახლში მომუშავე ადამიანი? ალბათ ვერაფერს.

      პირველივე ნეგატივი - წყალი არ მოდის. კარგი, ეს ნეგატივი გადავაგორე იმით, რომ მომაგონდა გუშინ ღამის 2 საათზე ჯერ კიდევ მუშაობდნენ და ცდილობდნენ ამ პრობლემის მოგვარებას, მერე მე დავიძინე და ისიც არ ვიცი, მუშებს საერთოდ ეძინათ თუ არა, ამიტომ ამ ნეგატივის პოზიტივი აშკარაა.

      შემდეგ თვალი მოვკარი ჩართულ ტელევიზორს. ტელევიზორი თან ჩართული და თან ქართულ არხებზე, ეს იგივეა ჯოჯოხეთში რომ მოხვდე და ისე გტანჯონ, როგორც კუბრიკის ცნობილ ფილმში ერთ საზარელ დამნაშავეს ტანჯავდნენ საყვარელი ბეთხოვენის მოსმენით. თუმცა, ნაწარმოებისგან განსხვავებით თანამედროვე შედეგი, რადიკალურად საპირისპიროა - განსაკუთრებული სურვილი გეუფლება ყველა ერთიანად მიახრჩო, თავის ასათიან-ჟორჟოლიან-ჯაჯანიძიან-(თუ კიდევ მიემატა ვინმე ამ ტრიადას იმიანადაც)-ინდურ-თურქულ-სერიალიანად. მახსოვს, ჩემი მხარდაჭერა რუსთავი ორის მიმართ. დიახ, იმ ამბების დროს, როდესაც რუსთავი 2-ის ვითომ "დახურვა" ემუქრებოდა მე მხარს ვუჭერდი ამ ტელეკომპანიას და პრინციპში დღესაც მხარს ვუჭერ, იმიტომ რომ ეს ერი უკეთესს არ იმსახურებს. ქვეყანა და ხალხი, რომლის ნომერ პირველ რეიტინგულ ტელევიზიად დარჩება რუსთავი 2, რეიტინგში ყველაზე დაწინაურებულია გადაცემები:

• "პროფილი", რომელიც პირადად ჩემში ყოველ თვალისმოკვრაზე ან ვიდეორგოლის ნახვისას გულისრევის შეგრძნებას იწვევს, თან უკლებლივ ყველა სტუმარი, რომელიც ამ გადაცემაში მიდის (გარდა მსახიობებისა-მომღერლებისა და შოუ ბიზნესის წარმომადგენლებისა) კარგავს ჩემს პატივისცემას, განსაკუთრებით თუ ისინი სასულიერო პირები ან პოლიტიკოსები არიან და ასეთები მრავლად დაგროვდნენ;

• "ნანუკას შოუ", რომელსაც კაცმა არ იცის საერთოდ რა დანიშნულება აქვს;

• "ნიჭიერი", რომლის ჟიური (და პრინციპში, ყველა იმ გადაცემის ჟიური, სადაც ჟიური არსებობს) ჰგავს სცენას ფილმიდან ყველაზე სწრაფები მსოფლიოში, ოღონდ უარესი ისაა, რომ აქ ჟიურის წევრებს ყველაფრი უფლება აქვთ, მასხრად აგდების, დაცივის, ქილიკის, ყვირილის, შექების და ა.შ.

• "კურიერი" რომელიც ტყუილების და დეზინფორმაციის ნამდვილი საგანძურია და განსაკუთრებულად მონდომებული ყველაფრის გადამუქების (სტანდარტულ ოპოზიციურ ტელევიზიას მაგონებს, ერთ დროს იმედი რომ იყო). ერთი დეტალი უნდა გავიხსენო, შარშან, ინგა გრიგოლიამ რუსთავი 2-ის დასაცავად მათსავე ეთერში გაიხსენა კურიერის ჟურნალისტების მხარდაჭერა 2007 წლის იმედის დარბევის დროს: "ეს ადამიანები შევიდნენ მაშინდელ ხელმძღვანელობასთან, რომ ან კოლექტიურად დატოვებდნენ არხს, ან ეს ყველაფერს ეთერში გავიდოდა. ... იმ დროს, როდესაც იმედში სპეცრაზმი შედიოდა, ეს ადამიანები, რუსთავი 2-ის თანამშრომლები, ამბობდნენ რომ პროტესტის ნიშნად საერთოდ წავიდოდნენ, თუ ამას მაყურებელი არ იხილავდა ეთერში." "კურიერს" - ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო გადაცემას და მის კოლექტივს უწევს ულტიმატუმის ენით საუბარი ხელმძღვანელობასთან ქვეყნაში დღის, კვირის, თვის, წლის ყველაზე მნიშნელოვანი მოვლენის (ტელეკომპანია იმედის დარბევა) გაშუქებაზე ნებართვის მისაღებად? ხუმრობთ ხალხო? აი, ასეთი "თავისუფალი" და "დამოუკიდებელი" ტელევიზიაა დღეს ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული და როგორ გგონიათ ვინ აძლევს მათ ამ რეიტინგს? ხალხი მეგობრებო, ხალხი, მთელი საქართველო. ჰოდა, ღირსია ეს ქვეყანა უარესის. იმ კასპელის არ იყოს, სად გადავრთო, ყველგან თქვენ ხართო, რომც გადართო ჩემო ძმაო და უყურო "რიონი II"-ს, იქაც ისეთ ჟურნალისტებს ნახავ, რომლებსაც კარიერულ პიკში წარმოუდგენიათ რუსთავი ორზე, იმედზე, ან სხვა მსგავსზე მოღვაწეობა. მოკლედ, ძალიან დიდი ადგილი დავუთმე ტელევიზიების ამბავს, მაგრამ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი და საზარელი ჭირი ამ ქვეყანაში - საინფორმაციო ჭირი.

P.S. ისე, რომ იცოდეთ, ეს ჩემი ლანძღვა-გინებაც მეყველებს მათ რეიტინგულობაზე და მათთვის ესეც ბედნიერებაა, ნეგატიურად დაახასიათებ თუ პოზიტიურად, ერთნაირად მომგებიანია, ამიტომ დადუმება და იგნორი საუკეთესო საშუალებაა ასეთებთან საბრძოლველად!

      ახლა ნეგატივის სხვა ამბებს გადავხედოთ და გეტყვით, რომ სპორტის იმ სახეობაში, რომელშიც ოდესღაც თასების თასი ავიღეთ, გუშინ სანაკრებო დონეზე კიდევ ერთხელ დავმარცხდით ამხანაგურად. პოზიტივი ამ ამბიდან არ გამოვა, მაგრამ გეტყვით უფრო საინტერესოს, რომ მკლავჭიდელებმა (ესეთებიც გვყავს) 24 ოქრო, 14 ვერცხლი და 15 ბრინჯაო ჩამოიტანეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატიდან. დასკვნები თქვენ გააკეთეთ. მე უკვე დავიღალე იმის ყვირილით, რომ გუნდური სპორტი თუკი იქ არ არის გუნდურად საჩხუბარი (რაგბი) ჩვენთან არ ამართლებს, რადგან პრინციპში არ ვიცით რა არის გუნდი!

      ერთიც და დღეს ამით დავასრულოთ ნეგატივისგან დაცლას. რობის კონცერტმა იმაზე მეტი გამოხმაურება გამოიწვია, ვიდრე რამაზოტის. "ქართველები დააფასეთ ხალხო, ამათ რომ უხდით მილიონებს და კიდევ აქეთ შეურაცხყოფას გვაყენებენ" (ვინც არ იცის ვეტყვი, რომ რობიმ კონცერტის ბოლოს, მაყურებელს ზურგი მიაქცია, თავისი ტყავის კაბა აიწია და ქვედა საცვლით წარსდგა დინამოზე (რაც სხვა ქვეყანაშიც გაუკეთებია)). ქართველების დაფასებაში ვეთანხმები ხალხს, მაგრამ პრობელმააა სულ ერთი და იგივე - რომელი ქართველის? კულტურის სამინისტროვ, იქნება ხალხზე იფიქრო ცოტა და ისე შეარჩიო მომღერალი, რომ არ შევრცხვეთ მსოფლიოს მასშტაბით?! ეს დალოცვილი რობი უილიამსი რომ ჩამოგყავს, რომელსაც ათიოდე მსოფლიო ტურნე აქვს ჩატარებული, მომღერალი რომელსაც ყველა ქვეყანაში ფეხქვეშ ეგებიან, ხელებს უკოცნიან, მისი ბიოგრაფიული დეტალები ზეპირად იციან და ზოგიერთნი საერთოდ მისი ცხოვრებით ცხოვრობენ და შვილებს რობის მის საპატივცემულოდ არქმევენ, კაცი, რომელსაც ჰყავს ცოლი, მაგრამ კიდევ მილიონობით გოგოს ცოლად შერთვა შეუძლია, ჩამოგყავს საქართველოში? კარგი რა. ქვეყანაში, რომლის აეროპორტში 2 ჟურნალისტი ხვდება მარტო და ისინი თან ჟურნალისტობენ, თან ფანობენ. მიგყავს მსმენელთა, რომელმაც თავისი მაღალი მუსიკალური კულტურის და წარსულის მიუხედავად, თითქმის ვერ მოახერხა რომელიმე სიმღერას აჰყოლოდა მელოდიურად, აღარაფერს ვამბობ ტექსტების ცოდნაზე, ეს პრინციპში გამორიცხულიც კია. აი, თუ "შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენს" იმღერებდა რობი, კი ბატონო, იგუგუნებდა დინამო არენა. იქნებ ახლა მაინც მიხვდე, რომ ჩვენი ერი აღარაა მელომანი ერი, ყოველშემთხვევაში ამგვარი კონცერტების რიგიანი ჩატარებისთვის ჯერ კიდევ გვჭირდება 10 წელი, რომ ეს (ჩემი) თაობა გადაშენდეს და მოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებიც უფრო ადაპტირებულნი იქნებიან მსგავსი კონცერტებისადმი (იუთუბიზე აქვთ ნანახი და იციან როგორ უნდა მოიქცნენ). ჩვენ მაინც უფრო სკამზე ჯდომას და ასე მოსმენას ვართ მიჩვეულნი. შეეშვით ამ პოპ-მუსიკის სოლო მომღერლებს და მიაწექით Tbilisi Open Air-ის შარშანდელი playlist-ის მსგავსს - ამბობდნენ კარგი იყოო.

      ვიცი პოლიტიკაც დამრჩა, მაგრამ აბა პოლიტიკაზე რა ვთქვა, სადაც ორი მეგობარი ცდილობს მტრების სახელით ერთმანეთს ებრძოლოს - სოფელი "ნაცქოცეთი".

      ახლა, წაიკითხავს ამ პოსტს ჩემი მეგობარი და ნეგატივის მაგივრად მეტყვის - რა ბოღმა ხარო.

რჩევა: დავიწყოთ დაბადების დღეებზე, ქორწილებზე, ნათლობებზე და ასეთებზე წერა, მეტი პოზიტივი იქნება.

ნახვა: 372

ტეგები: Qwelly, ამინდი, ბლოგი, დღიური, კომუნალური, კულტურა, მომსახურება, ნეგატივი, სპორტი, ტელევიზია, მეტი...ქველი

BrOliKa: ივნისი 4, 2016||10:14pm
ჩვენსკენ ამინდიც ცუდი იყო :D
ლაშა: ივნისი 5, 2016||3:42pm
თუ არ ვცდები სეტყვაც არ დაგკლებიათ ხომ ? მაგრამ სეტყვა პოზიტიური მოვლენაა )))
თეა: ივნისი 9, 2016||10:46am

თუ ქვეყანაში  მდუმარება ჩამოწვება...მდუმარებაში დიდი სიბრძნეა ბატონო ლაშა...ეს პოზიტივისთვის

ლაშა: ივნისი 9, 2016||10:52am

თეა ოქროს მოპოვებისთვის დაგვსჯიან შემდეგ )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters