ანდრია ბენაშვილი • Andria Benashvili

ანდრია ბენაშვილი, andria benashvili, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, კახეთი, კახელი, guria

1852 - 1908

      დაიბადა კახეთში, სოფ. ზემო მაჩხაანში. 1873 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სადაც მუსიკალურ განათლებასაც ეზიარა; პირველ ხანებში აღმოსავლეთ საქართველოში მოღვაწეობდა; აქ, მარტყოფის სასწავლებელში ასწავლიდა სიმღერას. შემდეგ იგი გადაიყვანეს ქუთაისში, სადაც ქალთა საეპარქიო სასწავლებელში და ქართულ გიმნაზიაში ასწავლიდა სიმღერა-გალობას, ქართულსა და გეოგრაფიას.

      ქართველ მუსიკოს-მოღვაწეთა შორის მას საპატიო ადგილი აქვს მიკუთვნებული. დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური სიმღერისა და სასულიერო გალობის აღდგენისა და გავრცელების ფრიად საჭირო საქმეს. მეტად მძიმე პერიოდში (1880-1908) უხდებოდა მოღვაწეობა; იმ დროს ჩვენში ხომ ყოველი ეროვნული საქმე იდევნებოდა. პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა, იგი ლოტბარობასაც ეწეოდა. ქუთაისის ტაძრის გუნდის ლოტბარი იყო 1882-1896 წლებში. ფაქიზი გემოვნებით გამოირჩეოდა მისი საგუნდო მოღვაწეობა. სასულიერო წოდების დიდი წარმომადგენელი ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) ძალიან კმაყოფილი იყო მისი მოღვაწეობით, რაც ძლიერ ეამაყებოდა ანდრია ბენაშვილს.

      ყოველ ხელსაყრელ პირობას სათანადოდ იყენებდა, რათა როგორმე ნოტებზე გადაეტანა ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები. ამ დაუღალავმა მუშაკმა პირველად საქართველოში ქართლ-კახური სამხმოვანი გალობა ოთხხმად გადაამუშავა და თავისივე ლოტბარობით შეასრულა ქუთაისის ტაძარში, რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა მორწმუნეთა შორის და თან დიდი მოწონებაც დაიმსახურა. შემდეგში ამ საგალობლებს თბილისშიაც ასრულებდნენ; იოსებ მინდორაშვილმა გამოიყენა ისინი ქაშუეთის ეკლესიის გუნდში ლოტბარობის დროს.

      განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ანდრია ბენაშვილის მიერ 1896 წელს გამოცემული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების კრებული «ქართული ხმები», რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს თავისი მხატვრული ღირებულება; იგი დღესაც მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ქართული მუსიკის მკვლევართ. კრებულში მრავალი ისეთი სასიმღერო ნიმუშია შეტანილი, რომელთაც დღეს არავინ ასრულებს, მათ მხოლოდ ამ კრებულის საშუალებით ვეცნობით. აქედან ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდი დამსახურება მიუძღვის მას მშობლიური მუსიკალური კულტურის წინაშე. დღენიადაგ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. მრავალი მუსიკოსი და ლოტბარი აღზარდა. წარსული საუკუნის მიწურულს მარტვილში გამართული მგალობელთა გადამამზადებელი კურსების მასწავლებელი იყო დიმიტრი ჭალგანიძესთან, ფილიმონ ქორიძესთან, ანტონ დუმბაძესთან და სხვებთან ერთად. იგი დასავლელ მგალობლებს აღმოსავლეთ საქართველოს სამ და ოთხხმოვან საგალობლებს ასწავლიდა, რის შედეგადაც მრავალ ეკლესიაში შემოიღეს ეს საგალობლები. გადამამზადებელი კურსები მაშინ გაიარეს ძუკუ ლოლუამ, აქვსენტი მეგრელიძემ და სხვებმა.

      გარდაიცვალა 1908 წელს. დაკრძალეს ბაგრატის ტაძრის ეზოში, შემდეგ კი, მელიტონ ბალანჩივაძესთან ერთად, ქუთაისის პანთეონში გადაასვენეს.

"ფონდი ქართული გალობა"

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, კახეთი, ფოლკლორი

ნახვა: 717

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters