1822 - 1908
ანტონ დუმბაძე დიდი სამგალობლო ოჯახის - დუმბაძეების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ამ ოჯახის სახლი მხოლოდ გურიით როდი შემოიფარგლებოდა, მთელ საქართველოში იცნობდნენ მათ როგორც ქართული გალობის უბადლო შემსრულებლებს. საქმე ის გახლავთ, რომ ისინი თანაბრად კარგად ფლობდნენ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო საგალობლებს (ცნობილია, თუ რაოდენ განსხვავდებოდა ეს საგალობლები ერთიმეორისგან თავისებური აღნაგობითა და კონტრაპუნქტით).
ანტონ დუმბაძეს ბან-ბარიტონი ჰქონდა, თუმცა მისი ხმა საგალობლების ყველა, სამივე ხმას სავსებით წვდებოდა. ამ ადამიანს ახასიათებდა სიმღერების უღრმესი წვდომა. ამით აიხსნება მის მიერ გამოზრდილ მოწაფეთა მრავალრიცხოვნება. გურიაში მეცხრამეტე საუკუნის ყველა მომღერალ-მგალობელი მელქისედეკ ნაკაშიძით დაწყებული და ვარლამ სიმონიშვილით დამთავრებული, მისი მოწაფეა. დაუზარელი იყო სიმღერის გადაცემაში. თავად ანტონს თავის მოწაფეთა შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ სიმონ მოლარიშვილი მიაჩნდა, რომელსაც იგი თავისთან აგალობებდა ეპისკოპოსის წირვის დროს ოზურგეთსა თუ ფოთში.
ანტონს სიმღერა-გალობის ეშხი იმდენად ჰქონდა ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ მისი შვილიშვილის, ელენე დუმბაძის, გადმოცემით სიკვდილის წინ სამი საგალობელი წაუმღერებია თურმე.
ანტონი უფროსი თანამედროვის, სამეგრელოში განთქმული მგალობელ-მომღერლის, დიტო ჭალაგანიძის დიდი მეგობარი იყო. ხშირად ერთად უმღერიათ ჭყონდიდლის წირვისას მარტვილში, სადაც ყოველწლობით პეტრეპავლობა განსაკუთრებულად აღინიშნებოდა ხოლმე.
შვიდი ვაჟი ჰყავდა; ყველაზე უფროსი დავითი იყო, რომელიც პირწმინდად მამის კვალს გაჰყვა. ივანე გენერლის ჩინით მსახურობდა სევასტოპოლსა და ოდესაში, გავლენიანი პირი იყო, ოდესაში უმაღლესი ცოდნის მისაღებად ჩასულ ქართველ ახალგაზრდებს დიდ პატრონობას უწევდა. სამსონი ინჟინრად მუშაობდა შორეულ ციმბირში და საბოლოოდ იქვე დარჩა, ხოლო ვასო დუმბაძე სამოქალაქო ომის დროს ამერიკაში გადაიხვეწა. ვასოს ძმისთვის, დავითისთვის, მოუწერია: პოლონეთის საზღვრამდე მე და კომპოზიტორმა დიმიტრი არაყიშვილმა ერთად ვიმგზავრეთო. ვასო ბერლინზე გავლით ამერიკას ესტუმრა და სამუდამოდ იქ დარჩა.
დავით დუმბაძე მამის საქმის გამგრძელებელი, განთქმული მგალობელი იყო; თუ ვინმე ანტონს ახსენებდა, დავითსაც იქვე გაიხსენებდა. ანტონი თავის უფროს ვაჟს სულ პატარაობიდანვე აყალიბებდა. შვილმა სათანადოდ მოიხმარა მამის ამაგი და, მისებრ, თავისი ცოდნა მრავალრიცხოვან მოწაფეებს გადასცა. მამის გარდაცვალების შემდეგ სულ რაღაც ათი წელი იცოცხლა, მაგრამ ეს დროც მეტად ნაყოფიერად გამოიყენა. ბევრი ახალგაზრდა აზიარა ხალხურ სასიმღერო კულტურას.
ტკბილი მოსასმენი იყო დუმბაძეების ოჯახში «შენ ხარ ვენახი», «შენ გიგალობ», დასავლეთ საქართველოს რვავე ხმის სხვადასხვა საგალობლები და ხალხური სიმღერები.
დავითის მეუღლე მაკა ჩინებული მეჩონგურე იყო. მრავალი საჩონგურო სიმღერა ისწავლა მისგან ცნობილმა ვარლამ სიმონიშვილმა, ხოლო კოტე ფოცხვერაშვილმა ბევრი სიმღერა ნოტებზე გადაიღო მაკას მოხდენილი შესრულებით.
ელენე დუმბაძის გადმოცემით, თურმე შემოქმედში, ანტონის ოჯახში, ხშირად იმართებოდა კონცერტები, ეზო ხალხით გაივსებოდა; სრულდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს საგალობლები. ამ მხრივ ეს ოჯახი მთელ გურიაში სანიმუშოდ ითვლებოდა.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, გურია, დუმბაძეები, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•