1836-1917
"სიმღერა-გალობის პაპა", მასწავლებელთა მასწავლებელი დიტო ჭალაგანიძე უნდა მივაკუთვნოთ განგებისაგან ზეგარდმო ნიჭით დაჯილდოებულთა რიგებს. სასწავლებელში არ უსწავლია, ან სად იყო იმ დროს სკოლა. მცირე ცოდნით მაინც გზა გაიკაფა და მთელი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე სიმღერა-გალობას ასწალიდა ახალ თაობას.
ადრე, ვიდრე სასულიერო სასწავლებელი მარტვილში არსებობდა იგი ამ თავის მშობლიურ სოფელში ასწავლიდა სიმღერა-გალობას. სასულიერო სასწავლებლის მოწაფეებს იონა მეუნარგიას, თედო ჟორდანიას, თედო სახოკიას, მიხა ცხაკაიას და სხვებს იგი გულმოდგინედ ამეცადინებდა. შემდეგში კი ამაყობდა იმით, რომ ასეთი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა მასწავლებელი იყო. შემდეგ, როცა სასწავლებელი ახალსენაკში გადაიტანეს, იქ განაგრძო მასწავლებლობა.
დიტოს წინაპრები გურულები ყოფილან. მგალობელი ვინმე ჭალაგანიძე დროებით მოუწვევია ჭყონდიდელს მარტვილის მონატერში საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელად XVIII საუკუნის პირველ ნახევარში; ის იყო დიტოს ბაბუას მამა; მას ცოლად ადგილობრივი მღვდლის გაწერელიას ქალი შეურთავს და სამუდამოდ იქ დასახლებულა. ასე თაობიდან თაობაზე დაგადიოდა სიმღერა-გალობის ტრადიცია ჭალაგანიძეთა ოჯახში.
დიტო მგალობელ ჭალაგანიძეთა მეოთხე თაობაა, მაგრამ უაღრესად თავისებური, უნიკალური; მუსიკალურ განათლებაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ხოლო როცა ფილიმონ ქორიძე, ან ანდრია ბენაშვილი დაუკრავდნენ ფისგარმონიაზე, ან ვლადიმერ გეგეჭკორი ვიოლინოზე, ეს დიტოსთვის ჩინური ანბანი იყო. მაგრამ დიტომ მაინც იცოდა თავისებური ნოტები. არავისგან არ უსწავლია, არავის მისთვის არ გადაუცია, თავისით ნევმურ საშუალებას მიმართა და სხვადასხვა «ხმებზე» დაყოფილი საგალობლები სათანადოდ ჩამოსწერა, «ჩამოანოტა». ფილიმონ ქორიძე და ანდრია ბენაშვილი გააკვირვა თავისი აღმოჩენებით.
როცა ჭყონდიდელი მარტვილის მონასტერში სწირავდა, აუცილებლად დიტო უნდა მოეხმო და ეთხოვა გალობის შესრულება. ისიც თავის მხრივ დაუძახებდა თაიმურაზ გეგეჭკორსა და თავის ვაჟს ანდრია ჭალაგანიძეს. ეს ტრიო შეადგენდა მარტვილის მშვენებას. თეიმურაზის პირველი ხმა ანდრიას მეორე ხმა და დიტოს ბანი ააგუგუნებდა მონასტრის რეზონანსიან კედლებს.
პეტრე-პავლობა იცოდნენ მარტვილელებმა. გადაგვარებულმა ეპისკოფოზმა, შავრაზმელ-რუსოფილმა დიმიტრი აბაშიძემ ერთ პეტრე-პავლობაზე წირვის დროს მოინდომა მთელი სიტყვიერი მასალა (დავითნი) სიმღერით შესრულებულიყო. ამისათვის გურიიდან (შემოქმედიდან) ანტონ დუმბაძე დაიბარეს და დიტომ, ანტონმა და თეიმურაზ გეგეჭკორმა ხმებად დაყოფილი დავითნიდან წასაკითხები სიმღერით შეასრულეს. რა თქმა უნდა აქ დიტო იყო წამყვანი. მან დაიწყო რვა სხვადასხვა ხმებად წასაკითხები. ეს იმ დროს უჩვეულო მოვლენა იყო.
დიტოს მრავალი მოწაფე ჰყავდა, მათ შორის უნდა გამოვყოთ რაჟდენ ხუნდაძე, რომელმაც დიტოს გარდაცვალებამდე შვიდი წლით ადრე მრავალი მისთვის სრულიად უცნობი საგალობლები ჩაიწერა. ანტონ დუმბაძეც მისი მოწაფე იყო. დიდსა თუ პატარას, მდიდარსა და ღარიბს, ქალსა თუ კაცს, ყველას ერთნაირად უყვარდა მოკრძალებული დიდი ხელოვანი დიტო ჭალაგანიძე.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, სამეგრელო, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა katharineee_მ.
თარიღი: მარტი 19, 2026.
საათი: 7:18am
0 კომენტარი
0 მოწონება
LEGO Batman: Legacy of the Dark Knight offers players a thrilling journey through the origins of one of the most iconic superheroes in pop culture. Developed by TT Games and published by Warner Bros. Games, this action-adventure title combines…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•