პროფესიების სისტემატიზაცია

პროფესიების სისტემატიზაცია, ფსიქოლოგია, პროფესიის ფსიქოლოგია, ქველი, qwelly, psychology, professions

     პროფესიებისა და ცალკეული სპეციალობების კლასიფიკაციას, მნიშვნელოვნად აძნელებს როგორც რაოდენობა (40 ათასამდე სპეცილობა და 20 ათასზე მეტი პროფესია), ასევე მათი უწყვეტი დინამიურობაც: პროფესიები იქმნებიან, იცვლებიან და ქრებიან. იმავდროულად რიგი ერგონომიული, ეკონომიკური განვითარების, პროფესიის ფსიქოლიური და სხ. პრობლმების დამუშავება ცხადყოფს პროფესიათა კლასების შესახებ ინფორმაციის აუცილებლობასა და აქტუალობას. ცნობილია, რომ პროფესიათა განსხვავებულობამ განაპირობა სხადასხვა კრიტერიუმების საფუძველზე მათი სისტემატიზირების მცდელობა. არსებობს ე. წ. არაფსიქოლოგიური კლასიფიკაცია, რომლის კრიტერიუმია მაგ. მეურნეობის დაგები, შრომის ობიექტები, საშუალები და ა. შ. (კლასიფიკაცია ასმრეწველო, სატრანსპორტო, მანქანურ, ავტომატიზირებულ და სხვა სახის შრომის ფორმებად. ფსიქოლოგიურ კლასიფიკაციის კრიტერიუმად ტრადიციულად, მომუშავის უნარების პროფესიების სტრუქტურასთან შესაბმისობა იყო აღიარებული. პროფესიათა ფსიქოლოგიურ კლასიიკაცია, აღმოცენდა ფსიქოტექნიკის წიაღში (ჰ. მიუნსტენბერგი, ო. ლიპმანი). მიუხედავად იმისა, რომ პროფესიისა და პიროვნების ურთიერთმიმართების საკვანძო ფსიქოლოგიური საკითხები (შრომის მოტივაციები, პროფესიის მოხოვნები და სხ.) იმ დროს არ იყო დამუშავებული, პროფესიათა კლასიფიკაცია უკვე მაშინ აღმოჩნდა პროფშერჩევა - კონსულტაციის პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაზე ორიენტირებული. განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო კლასიფიკაცია შრომის ეფექტუროგის ფაქტორების მიხედვით (მაგ. ინტელექტის, ნებისყოფი და სხ.)

     პროფესიული შრომა პიროვნებს ქცევაა და როგორც ყოველი ქცევა, გულისხმობს ქცევის სუბიექტის გარკვეულ ობიქტზე მიმართულ აქტივობას. პროფესიის ობიექტური მხასიათებლები და მომუშავე პერსონალი ქმნიან ფუნქციონალურად ურთიერთგანმსაზღვრელ მიმართებებს. პროფესიების კლასიფიკაციის ადრეული ვარიანტები ამ მიმართებების ცალკეულ ფორმებზე და არა სისტემაზე იყო დაფუძვნებული. ასეთი კრიტერიუმია მაგალითად. ჰ. მიუნსტენბერგთან სამუშაოს ანალიზურობა - სინთეზურობა; ო. ლიპმანთან - ინტელექტისა და ფანტაზიის ფაქტორები; როდმენთან და კლაპარედთან - პიროვნების ტიპოლოგიური თავისებურებები და ა. შ. გარდა ამისა, კლასიფიკაციის ადრინდელი, ფსიქოტექნიკის წიაღში შექმნილი ვარიანტები, ეფუძვნებოდა პროფესიისა და მომუშავის ფსიქოლოგიური მახასიათებლების მბიექტურ ანალიზსს, არამედ გამოცდილებისა და ჯანსათი აზრით მოპოვებულ ცოდნას.

     პროფესიათა კლასიფიკაცია პროფორიენტაციული მუშაობის ინფორმაციული კომპონენტია და მის გაცნობით პიროვნება ღებულობს პირველად, მაგრამ მნიშვნელოვანი ცოდნას სამუშაოს ობიექტურ მახასიაებლებისა და მომუშავისათვის აუცილებელ ფსიქოლოგიური წარმონაქმნების შესახებ. პროფესიათა სისტემატიზაციის პროფორიენტაციული, მაშასადამე, ინფირმაციულ ღირებულებას განისაზღვრავს კლასიფიკაციის კრიტერიუმი, რომელიც უნდა ეფუძვნეოდეს როგორც პიროვნების ფსიქოლოგიური სტრუქტურის, ასევე პროფესიის მეცნიერულ შესწავლის (სამუშაოს აღწერა - ანალიზით) მოპოვებულ ძირითად მონაცემებს. მაშასადამე, კლასიფიკაციის კრიტერიუმი უნდა იყოს დიხოტომიური.

     პროფესიის არჩევის და პიროვნების ფსიქოლოგიურ თვისებათა თეორიების ერთიანობას ემყარება ამერიკელი ფსიქოლოგის ჯ. ჰოლანდის მიერ დამუშავებული პროფესიათა კლასიპიკაციის ცნობილი ვარიანტი (1966, 1968). ჰოლანდის მიხედვით ქცევის წარმატება მნიშვნელოვნად განისაზღვრება პიროვნების ფსიქოლოგიური თვისება - მახასიათებლებით, კერძოდ: მიდრეკილებებით, ღირებულებებით, ინტერესებით, განწყობებით და მოტივებით და მათი პროფესიასთან შესატყვისობით. ამიტომ ფსიქოლოგიურ თვისებათა მეცნიერულად დადგენილი ტიპების შესაბამისობა პროფესიის ტიპებთან და კატეგორიებთან, შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ კლასიფიკაციის, არამედ პროფესიულ დიაგნოსტირების კრიტერუმადაც.

     პიროვნების ფსიქოლოგიურ თვისებებსა, უნარებსა და პროფესიას შორის მიმართების პრობლემას მიუხედავად ხანგრძლივი ისტორიისა, არ მიუღია დასაბუთებული გადაწყვეტა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა დასული საუკუნის შუა წლებში, პერსონალისტურ ფსიქოლოგიის, განსაკუთრებით გ. ოლპორტის პიროვნების თეორიის გავლენით, როდესაც პიროვნების ე. წ. ნიშანი ან თვისება გაგებული იქნა არა მხოლოდ ქცევის აღნმძვრელ მოტივად, არამედ მის ეფექტურობის ფაქტორადაც. "... თვისება ქცევას აღძრავს, მაშასადამე, ის დინამიური ძალის მქონე მოტივაციური წარმონაქმნია. როგორც პიროვნების სტრუქტურის ელემენტი, თვისება მუდამ ესწრაფვის გამოვლენას: თუ ადამიანს, მაგალითად ახასიათებს ისეთი პიროვნული თვისება, როგორც კომუნიკაბელობაა, იგი კონტაქტის მუდმივ ძიებაში იმყოფება. საკუთვრივ მოტივთან შედარებით, თვისება უფრო ფართო რეგულაციურ ფუნქციას ასრულებს, აღძვრასთან ერთად ის განსაზღვრავს ქცევის სახეს, მის რაგვარობას. " (ი. იმედაძე, მე - 20 საუკუნის ფსიქოლოგიური მიმდინარეობები" 2004, გვ. 225).

     ჯ. ჰოლანდი, გამომდინარე პროვნების მიდრეკილებების ძირითადი კომპონენტების - ღირეულებულებათა ორიენტაციის და ინტერესების ინდივიდუალური მახასიათებლებიდან, გამოყოფს პროფესიული ორიენტაციის ექვს ტიპს: 1. რეალისტურს (რეალ), 2. ინტელექტუალურს (ინტელ), 3. სოციალურს (სოც), 4. კონვენციონალურს (კონ.) – (საზოგადოებრივ ნორმებსა და ტრადიციებზე ორიენტიეულს), 5. ინიციატივიანს (ინც) და 6. მხატვრულს (მხატ). თითეული ტიპი ჰოლანდს დახასიათბული აქვს შემდეგი პარამეტრებით:

  • ხასიათისა ნიშნებითა და ინტელექტის გარკვეული წყობით;
  • ქცევის გარკვეული სახეობისადმი უნარით;
  • საქმიანობის გარკვეული სახეობისადმი მიდრეკილებით:
  • გატაცებების შინაარსებით;
  • პროფესიული შესაძლებლობებით;

     გარდა ამისა, კლასიფიკაციაში მითითებულია ტიპის პიროვნულ ნიშნებს, უნარების, მიდრეკილებების მიმართებები პროფესიული გარემოსა და უშუალოდ პროფესიებზე. საბოლოოდ, პიროვნების ტიპსა და პროფესიის ტიპს შორის მიმართება, ჰოლანდის მიხედვით ასეთია:

1. პიროვნული ტიპი - რეალისტური

     პოროვნული თავისებურებები და უნარები: აქტივობა, აგრესიულობა, საქმიანობა, პრაქტიკული აზროვნება, რაციონალურობა, კარგი კოორდინირებულობა, სივრცითი წარმოსახვა, ტექნიკური უნარები;

     მიდრეკილება და პრიორიტეტი: კონკრეტული რეზულტატზე, აწმყო მოვლენებსა და საგნებზე, მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე, საქმეზე, რომელიც საჭიროებს ტიზიკურ განვითარებისა და სიმარჯვეს, კომუნიკაციაზე ორიენტაციის უქონლობა;

     პროფესიული გარემო: ტექნიკა, სოფლის მეურნეობა, სამხედრო საქმე, ისეთი კონკრეტული დავალებების გადაწყვეტა, რომელიც საჭიროებს მოძრაობას, მოტორულ უნარებს და ფიზიკურ ძალისხმევას. სოციალური ჩვევების ის მინიმუმი რომელიც დაკავშირებულია შეზღუდული მოცულობის ინფორმაციის მიღება - გადცემასთან;

     პროფესიები: მექანიკოსი, ელექტრიკი, ინჟენერი, ფერმერი, აგრონომი, მებაღე, ავტოშემკეთბელი, მძღოლი და სხ.

2. პიროვნული ტიპი - ინტელექტუალური

     პიროვნული თავისებურებები და უნარები: ანალიზური გონება; დამოუკიდებლობა და ორიგინალურობა მსჯელობაში; ენობრივი და მათემარიკური უნარების ჰარმონიული განვითარება; კრიტიკულ აზროვნება, ცნობისმოყვარეობა, ფანტაზიის უნარ - მიდრეკილება; ინტენსიური შინაგანი ცხოვრება, დაბალი ფიზიკური აქტივობა;

     მიდრეკილება და პრიორიტეტი: იდეებზე; თეორიულ ღირებულებებზე; გონებრვი შრომაზე; აბსტრაქტული აზროვნების საჭიროების ინტელექტუალურ და შემოქმედებით ამოცანების გადაწყვეტა; ქცევებში კავშირ - ურთიერთობებზე ორიენტაციის უქონლობა; ურთიერთობის ინფორმაციული ხასიათი;

     პროფესიული გარემო: მეცნერება; აბსტრაქტული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის საჭიროების ამოცანების გადაწყვეტა; ინტერპერსონალური ურიერთობების უმნიშვნელო როლი, თუმცა აუცილებელია რთული იდეების მიღება და გადაცემა;

     პროფესიები: ფიზიკოსი, ასტრონომი, მოტანიკოსი, პროგრამისტი დ სხ.

3. პიროვნული ტიპი - სოციალური

     პიროვნული თავისებურებები და უნარები: ადამიანებთან ურთიერთობის, ჰუმანურობისა და თანაგრძნობის უნარიანობა; აქტიურობა; გარემოსა დ საზოგადოების შეხედულებაზე დაოკიდებულობა; შეგუებადობა; პრობლემის გადაწყვეტა ემოციებზე და გრძნობებზე დაყრდნობით; ენებისადმი გადამეტებული უნარი;

     მიდრეკილება და პრიორიტეტი: ადამიანები; ურთიერთობები; გარშემომყოფთან კონტაქტის დამყარება; სწავლებისა და აღზრდისადმი მიდრეკილება; ინტელქტუალური პრობლემბისაგან განრიდება;

     პროფესიული გარემო: განათლება; ჯანდაცვა; სოცუზრუნველყოფა;მომსახყრება; სპორტი; სიტუაციები დაპრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია მუდმივი პირადი ურთიერთობისა და დარწმუნების სჭიროების ადამინების ქცევებსა და პრობლემებში გარკვევის უნართან;

     პროფესიები: ექიმი, პედაგოგი, სოციალური მუშაკი და სხ.

4. პიროვნული ტიპი - კონვენციონალური

     პიროვნული თავისებურებები და უნარები: რიცხობრივი ინფორმაციის გადამუშავების უნარები; სტერეოტიტული მიდგომები პრობლემებისადმი; სხვაზე დამოკიდებული; კონსერვატული ხასიათი; დაქვემდებარეულობა; ჩვეულებების მიმდევარი; შემსრულებლობითი; მათემატიკური უნარის სიჭარბე;

     მიდრეკილება და პრიორიტეტი: წესრიგი; საქმიანობის ზუსტი განრიგი; მუშაობა ინსტრუქციით, მიღებული ალგორითმებით; გაურკვეველი სიტუაციების, სოციალური აქტივობის და ფიზკური დაძაბულობის თავარიდება; ხელმძღვანელის პოზიციის გაზიარება.

     პროფესიული გარემო: ეკონომიკა; აღრიცხვა; ბუღალტერია; საქმის წარმოება; სამუშაო, რომელიც მოითხოვს რუტინულ ინფორმაციისა და რიცხობრივ მონაცემების გადამუშავების უნარ - ჩვევებს.

     პროფესიები: ბუღალტერი, ფინანსისტი, ეკონომისტი, კანცელარიის მოსამსახურე და სხ.

5. პიროვნული ტიპი - ინიციატივიანი

     პიროვნული თავისებურებები და უნარები: ენერგიულობა;უმპულსურობა; ენტუზიაზმი; აგრესიულობა; რისკიანობა;ოპტიმიზმი; თვითდაჯერებულობა; ენებისადმი უნარის სიჭარბე; კარგ ორგანიზაციული თვისებები.

     მიდრეკილება და პრიორიტეი: ლიდერობა; აღიარება; ხელმძღვანელობა; ძალაუფლება;პირადი სტატუსი; დიდი ჯაფისა და ბეჯთობის, მოტორული ჩვევვებისა და ყურადღების კონცენტრირების საჭიროების საქმიანობებისაგან თავის არიდება; ეკონომიკითა და პოლიტიკით დაინტერესებულობა.

     პროფესიული გარემო: ბოლომდე გაურკვრვრლი საკითხების გადაწყვეტა; ტიპების წარმომადგენლებთან განსხვავებულ სიტუაციებში ურთიერთობა; საქმიანობა, რომელი საჭიროებს ადამიანების ქცევის მოტივებში გარკვევის უნარს; მჭერმეტყველების უნარი.

     პროფესიები: ბიზნესმენი, მარკეტოლოგი, მენეჯერი, დირექტორი, განყოფილების გამგე, ჟურნალისტი, რეპორტიორი, დიპლომატი, იურისტი, პოლიტიკოსი და სხ.

6. პიროვნული ტიპი - მხატვრული

     პიროვნული თავისებურებები და უნარები: წარმოსახვა და ინტუიცია; ემოციონალურად რთული შეხედულება ცხოვრებაზე; დამოუკიდებლობა; ორიგინალური და მოწნილი აზროვნება;კარგი მოტორული უნარები და აღქმები.

     მიდრეკილება და პრიორიტეტი: ემოციები და გრძნობები; თვითგამოვლინება; სემოქმედებითი საქმიანობა;განრიდება საქმიაობისგნ, რომელიც საჭიროებს ფიზიკურ ძალას და რეგლამენტირებულ სამუშაო დროს; ტრადიციებისა და წესების მიმდევრობა;

     პროფესიული გარემო: სახვითი ხელოვნება; მუსიკა; ლიტერატურა; მხატვრულ გემოვნებასთან და წარმოსახვასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა;

     პროფესიები: მუსიკოსი, მხატვარი, ფოტოგრაფი, მსახიობი, რეჟისორი, გიზაინერი და სხ.

     როგორც სპეციალისტების აღნიშნავენ (ე. ზეერი, ე. პ. ილინი და სხვ.) ვინაიდან ჰოლანდის პროფესიული ტიპები შესაბამის პროფესიულ გარემოზე, პროფესიათა კატეგორიებზე და კლასებზე არიან ორიენტირებულნი, ჩვენ შეგვიძლია, ამ შესაბამისობის საფუძველზე, ვიწინასწარმეტყველოთ პერსონალის შერჩევის ეფექტურობა, მისი პროფესიული ადაპტირებადობა. განსხვავებული პროფესიული ტიპის პროფგარემოსთან ადაპტაცია სქემატურად გამოხატულია ექვსკუთხედის საშუალებით, რომლის კუთხეები მიუთითებს პროფესიისა და გარემოს ტიპზე. ჰოლანდის მიხევით ადამიანისა და პროფესიული გარემოს თავსებადობა გამოიხატება შესაბამის კუთხეების შორის მანძილით: დაშორებულ კუთხეებზე განლაგებული პროფესიული ტიპები ნაკლებად თავსებადია (ე. ი. სუბიექტისათვის ნაკლებად მისაღებია, ადაპტირებადია), ვიდრე ახლომდებარე კუთხეებზე განლაგებული ტიპები. ასე მაგალითად, მხატვრულ ტიპი უფრო თავსებადია სოციალური და ინელექტუალური პროფგარემოსადმი, ვიდრე კონვენციალური. პირონების პროფესიულ ტიპსა და პრიფგარემოს შორის მიმართემა ასე გამოიხატება.

პიროვნების ტიპები
პროფესიული გარემოს ტიპები
რეალ.
ინტელ.
სოც.
კონვ.
ინიც.
მხატვ.
რეალისტური (რეალ)
++
+
-
+
-
-
ინტელექტუალური (ინტელ.)
+
++
-
-
--
+
სოციალური (სოც.)
--
-
++
-
+
+
კონვენციური (კონვ.)
+
-
-
++
+
-
ინიციატივიანი (ინც.)
-
-
+
+
++
-
მხატვრული (მხატვ.)
-
+
+
--
-
++

     

შენიშვნა. პირობითი აღნიშვნები:

     ++ პროფესიულ გარემოსთან ძალიან კარგად ადაპტირებული პიროვნული ტიპი.

     + პროფესიულ გარემოსთან კარგად ადაპტირებული პიროვნული ტიპი.

     - პროფესიულ გარემოსთან არაცაკმარისად ადაპტირებული ტიპი.

     - პროფესიულ გარემოსთან სრულიად არა ადაპტირებული ტიპი.

     "ჯ. ჰოლანდის თეორიის მიხედვით პროფესიული შრომის წარმატება, საუშაოთი კმაყოფილება, პირველ რიგში, დამოკიდებულია პიროვნების ტიპის იმ პროფესიულ გარემოსთან შესატყვისობაზე, რომელიც იქმნება ანალოგიური პოზიციების, პროფესიულად მნიშვნელოვანი თვისებებისა და ქცევის ადამიანების მიერ." (Э. Ф. Зеер, «психология професии. » М - ва, ст.)

* * *

     რუსულ ფსიქოლოგიაში ფართე გავრცელება ჰპოვა სისტემური პოზიციებიდან პროფესიათა კლასიფილაციის ე. ა. კლიმოვის მიერ დამუშავებულმა ვარიანტმა, რომელშიც სისტემის პირველი შემადგენელია შრომის ობიექტი, ხოლო მეორე - შრომის სუბიექტი - ადამიანია. ე. ა. კლიმოვი ანსხვავებს პროფესიათა შემდეგ ხუთ ტიპი:

1. ადამიანი - ბუნება

     შრომის ძირითადი საგანია მცენარეული და ცხოველური ორგანიზმები, მიკროორგანიზმები.

     პროფესიები: აგრონომი, ბოტანიკოსი, ფიზიოლოგი, ზოოინჯენერი, ზოოლოგი, მებაღე, მეფრინველე, მეთევზე, ზეთის გაომხდელი, მეფუკრე, ბოტნეულის გადამუშავების ოპერატორ, ფერმერი, ძეხვის წარმოების ოპერატორი და. ა. შ.

     ამ ტიპის პროფესიათა ჯგუფში გაოიყოფა შემდეგი ქვეჯგუფები:

  • პროფესიები - დაკავშირებული მცენარეებისა და ცხოველების ცხოვრების პირობების შესწავლასთან;
  • პროფესიები - დაკავშირებული მცევარეებისაა და ცხოველების მოვლასთან;
  • პროფესიები - დაკავშირებული მცენარეებისა და ცხოველების დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობასთან;
  • პროფესიები - დაკავშირებული სოფის მრეწველობასთან, კვების მრეწველობასთან;

     ამ ტიპის პროფესიებით მუშაობასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

  • გარკვეული ცოდნა ცოცხალ ორგანიზმებსა და მიკროორგანიზმებს შესახებ;
  • ინიციატიურობა და დამოუკიდებლობა შრომითი ამოცანების გადაწყვეტაში;
  • მზრუნველობა;
  • შორსმჭვრეტელობა;
  • რთულ კლიმატურ პირობებში მუშაობისადმი მზადყოფნა;

     ბიოლოგიურ ობიექტებთან შრომის განსაკუთრებული თავისებრება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი, თავისი ბუნებით ცვალებადნი, რთულიდა არასტანდარტულნი არიან. მცენარეები, ცხოველები, მიკროორგანიზმებიცოცხლობენ, იზრდებიან, ვითარდებია, ავადდებიან დ კვდებიან. ამიტომ ამ ტიპის პროფესიით მომუშავემ ბევრი უნდაიცოდეს არამარტო ცოცხალ ორგანიზმზე, არამედ შეეძლოს მოსალოდნელი ცვლილებების გნჭვრეტა (რომელოც შიძლება შუქცევადიც იყოს) და ადეკვატურირეაგირება.

2. ადამიანი - ტექნიკა

     შრომს ძირითადი საგნები ტექნიკური ობიექტები, მაქანები, მექანიზმები, ენერგიის სახეები.

     პროფესიები: მემანანე, ინჯენერ - მექანიკოსი, ელექტრიკოსი, მიკროსქემების ამწყობი, ტელეკომნიკაციის ცპეციალისტი, პილოტი, ბორტინჯენერი, კონსტრუქციის მემონტაჯე, მებათქაშე, დურგალი, მესაათე, ავტომძღოლი, შემდუღებელი და ა. შ.

     ამ ტიპის პროფესიათა ჯგუში გამოიყოფა შემდეგი ქვეტიპები:

  • პროფესიები - დაკავშირებული გრუნტისა და სამთო წიღისულის მოპოვებასა დადამუშავებაშთან;
  • პროფესიები - დაკავშირებული არალითონური სამრეწველო მასალების, ნაკეთობების, ნახევარფაბრიკატების დამუშაებასთან და გამოყენებასთან;
  • პროფესიები - დაკავშირებული ლითონის წარმოება - დამუშავებასთან, მანქანებისა და ხელსაწყოების მონტაჟთან;
  • პროფესიები - დაკავშირებული ტექნოლოგიური მანქანების, დანადგარების სატრანსპორტო საშუალებების რემონტთან, გაწყობასა და მომსახრებასთან;
  • პროფესიები - დაკავშირებული შენობა - ნაგებობების, კონსტრუქციების მონტაჟთან და რემონტთან;
  • პროფესიები - დაკავშირებული ელექტრო მოწყობილობების, აპარატების აწყობასა და მონტაჟთან;
  • პროფესიები - დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებებთან;
  • პროფესიები - დაკავშირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციების დამუშავებასთან;

     ამ ტიპის მუშაობასთან დკავშირებული მოთხოვნები:

  • ტექნიკური აზროვნება
  • სივრცითი წარმოსახვის კარგი უნარი;
  • ყურადღება;
  • სიზუსტე;

     ამ პროფესიით მომუშავეები აუცილებლად უნდა ფლობდნენ მოტრულ ჩვევებს, სენსომოტორულ კოორდინაციის კომპლექსს. ტექნიკური ობიექტების შეფასებისას მომუშავეს მოეთხოვება სიზუსტე და მოქმედების რეგლამენტურობა დროში და შივრცეში. რამდენადაც, პრაქტიკულად ტექნიკური ობიექტები ყოველთვის იქნება თვითონ ადამიანის მიერ, ტექნიკურ სამყაროსი განსაკუთრებით ფართო გასაქანი აქვს ნოვატორობას, გამომგონლობას და ტექნიკურ შემოქმედებას. ტექნიკის სფეროში საქმისადმი შემოქმედებითი მიდომა ადამიანისაგან მოითხოვს მაღალ საშემსრულებლო დიციპლინას.

3. ადამიანი - ნიშანთა სისტემა

     შრომის ძირითადი საგანია - პირობიტი ნიშნები, ციფრები, კოდები, ბუნებრივი და ხელოვნური ენები.

     პროფესიები: პროგრამისტი, სებ - პროგრამისტი, ინჟენერ - პოგრამისტი, მათემატიკოსი, ქიმიკოსი, სტატისტიკოსი, ბიბლიოთეკარი, ბიბლიოგრაფი, არქივარიუსი, ლინგვისტი, ისტორიკოსი, მთარგმნელი, მბეჭდავი. კორექტორი ფარმაცეპტი, მხაზველი.

     ამ ტიპის პროფესიათა ჯგუში გამოიყოფა შემდეგი ქვეჯგუფები:

  • პროფესიები - დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმებასთან, საქმის წაროებასთან, ტექსტის ანალიზთან, დამუშავებასა და ხელახალ კოდირებასთან;
  • პროფესიები - რომელთა შრომის საგანს წარმოადგენს რიცხვები და რაოდენობრივი თანაფარდობები;
  • პროფესიები - დაკავშირებული ინფორმაციის სისტემური ნიშნებით დამუშავებასა და ობიექტების სისტემურად წარმოსახვასთან;

     მოთხოვნები, რომეიც ძალიან მნვნელოვანია ამ ტიპის პროფესიით მუშაობისას:

  • ნიშნებთან და ციფრებთანმუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილებბისა და დასახული ამოცანების კონტროლი;
  • ყურადღების კონცნტრაციის კარგი უნარი;
  • მოძრაობის სისწრაფე და სიზუსტე
  • მარტოდ შესასრულებლი სამუშაოებისადმი მიდრეკილება (ადამიანებთან ხშირი კონტააქტის გარეშე;

     ამპროფესიით წარმატებული მუშაობსათვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებაბა ერთი შეხედვით "მშრალი "რიცხვების გააზრების უნარს, როცასაჭიროა ყურადთება გაამახვილო და აქცენტირება გააკეთოიმ ინფორმაციაზე, რომელსაც შეიცავსესა თუ ის ნიშანი.

4. ადამიანი - შემოქმედება

     შრომის ძირითადი საგანია - შემოქმედების ხატი (მხატვრული ნიმუში), მისი შექმნის უნარი.

     პროფესიები: ვოკალისტი, კონცერტმეისტერი, დირიჯორი, კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნე, რეჟისორი, კომპოხიტორი, მუსიკოსი, მხატვარი, ქორეოგრაფი, მწერალი, პოეტი, აკრობატი, ილუზიონისტი, არქიტექტორი, დიზაინერი, რესტავრატორი, მოდელიორი, კულინარი და ა. შ.

     ამ ტიპის პროფესიათა ჯგუფში გამოიყოფა შემდეგი ქვეტიპები:

  • პროფესიები - დაკავშირებუი სახვით ხელოვნებასთან;
  • პროფესიები - დაკავშირებული მუსიკალურრ აქმიანობასთან;
  • პროფასიები - დაკავშირებლი ლიტერატურულ მხატვრულ საქმიანობასთა;
  • პროფესიები - დაკავშირებული სმხატვრო და სასცენო საქმიანობასთან;

     მოთხოვნები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტპისპროფესიებით მუშაობისას:

  • განვითარებული მხატრული გემოვნება;
  • შემოქმედებითი უნარი;
  • მხატვრულიეფექტების წდომა;
  • თვალსაჩინო - ხატოვანი წარმოდგენების სიცხადე;
  • აზროვნების მოქნილობა;
  • ხელოვნების ნიმუშების შეფასების უნარი;

5. ადამიანი - ადამიანი

     შრომის ძირითადი საგანი - ადამიანი, ჯგუფი, კოლექტივი.

     პროფესიები: მასწავლებელი, ექიმი, ფსიქოლოგი, მენეჯერი, მეთოდისტი, კონსულტანტი, ადვოკატი, მოსამართლე, პოლიციელი, სოციოლოგი, კულტუროლოგი, ადმინისტრატორი, სარეკლამო აგენტი და გიდი, ჟურნალისტი, ოფიციანტი, ბარმენი, სოციალური მუშაკი, სარეკლმო აგენტი და ა. შ.

     ამ ტიპის პროფესიათა ჯგუფში გამოიყოფა შემდეგი ქვეტიპები:

  • პროფესიები - დაკავშირებული ცამედიცინო მომსახურებასან (ექიმი მედდა, სანიტარი და ა. შ.)
  • პროფესიები - დაკავშირებული სასწავლო - აღმზრდელობით საქმიანობასთან (მასწავლებელი, აღმზრდელი, მწრთვნელი ა. შ.)
  • პროფესიები - დაკავშირებული საყოფაცხოვრებო მომსახურებასთან (გამყიდველი, ოფიციანტლ, ბორტგამცილებელი და ა. შ.)
  • პროფესიები - დაკავშირებული საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაცვასთან (მოსამართლე, პოლიციელი, ადვოკატი და ა. შ.)
  • პროფესიები - დაკავშირებული საინფორმაციო - სამხატვრო მომსახურებასთან და მხატვრული კოლექტივების ხელმღვაელობასთან;

     თვისებები, რომლებიც ძალინ მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროფესიიმუშაობისას:

  • ადამიანებთან ურთიერთობის კარგი განწყობა და დადებითი ემოციები;
  • ადამიანების აზრების, ფანზრხვის, და განწყობის გაგების უნარი;
  • სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის უნარი;
  • ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილება;
  • ადამიანებთან ურთიერთობებში სწრაფად გარკვევის უნარი;

     ამ ტიპის პროფესიის არჩევისას მზად უნდა იყოთ მთელი სამუშაო დროის განმალობაში ადამიანებთან ურთიერთიბისათვის. უნდა შეგეძლოთ ადამიანებთან კონტაქტის დამყარება, გულისხმიერი დამოკდებულება და ა. შ.

     მ. კლომოვის მიერ დამუშავებული პროფესიათა კლესიფიკაცის ფართე გავრცელება უდაოდ განაპიროა სამუშაოთა სისტემურობის კრიტერიუმის საფუძველზე დაჯგუფებამ, რითაც ეს კლასიფიკაცია შესამჩნევად განსხავდება პროფესიათა სისტემატიზაციის დანარჩენ ვარიანებისგან (მაგ, ო. ლიპმანი, ვ. ლოოსი, და სხ.). მიუხედავად ამისა, პროფესიათა ორივე გსნხილული ვარიანტები შეფასებულია როგორც ზოგადი და ურთიერ გადამფარავი დაჯგუფებების შემცველი.

მომზადდა სპეციალურად www.qwelly.com-სთვის და ჯგუფისთვის "ფსიქოლოგია"

მასალების გამოყენებისთვის დააკომენტარეთ ან მიმართეთ პოსტის ავტორს!

ტეგები: Qwelly, პიროვნება, პროფესია, სისტემატიზაცია, ტექნიკა, ფსიქოლოგია, ქველი

ნახვა: 1709

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters