ინფორმაცია

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია / Psychology

ჯგუფი შემდგარი და მომავალი ფსიქოლოგებისთვის. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგები ფროიდი, იუნგი, ადლერი, როჯერსი

და სხვები.

საიტი: http://www.qwelly.com
ადგილი: მეცნიერება
წევრები: 542
უკანასკნელი აქტიურობა: ივლ. 28

ფორუმი

რას აკეთებენ ლიდერები სინამდვილეში

ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივლ. 28. 1 გამოხმაურება

ჯონ პ. კოტერი - რას აკეთებენ ლიდერები სინამდვილეშილიდერობა განსხვავდება მენეჯმენტისგან, მაგრამ იმიტომ არა, ადამიანთა უმრავლესობა რომ ფიქრობს. ლიდერობაში არაფერია მისტიკური. მას არაფერი აქვს საერთო “ქარიზმასთან” ან სხვა ეგზოტიკურ პიროვნულ ნიშნებთან. ეს არ არის რჩეული ადამიანების ხვედრი, ლიდერობა არც სჯობს მენეჯმენტს და არც ანაცვლებს მას.მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ლიდერობა და მენეჯმენტი მოქმედების ორ სხვადასხვა და ურთიერთშემავსებელ სისტემას წარმოადგენს. ორივეს თავისი ფუნქცია და დამახასიათებელი აქტივობათა სისტემა აქვს და რთულს და ცვალებად ბიზნესგარემოში წარმატების მისაღწევად ორივე აუცილებელია.ამერიკული კორპორაციების უმრავლესობას უფრო მართავენ ვიდრე უძღვებიან. მათ თავისივე რესურსის განვითარება სჭირდებათ ლიდერობის გასავარჯიშებლად. წარმატებული კორპორაციები არ ელოდებიან, რომ ლიდერები თვითონ მიაკითხავენ მათ. ისინი აქტიურად ეძებენ პოტენციურ ლიდერში და გამოცდილებას სთავაზობენ, რომელიც მათი პოტენციალის განვითარებას დაეხმარება. მართლაც, გულდასმით შერჩევის, გამოზრდისა და წახალისების…გაგრძელება

ტეგები: მენეჯმენტი, Qwelly, მართვა, თეორია, ლიდერები

ფსიქოანალიზისა და განწყობის თეორიის შედარებითი ანალიზი

ავტორი ლაშა, აპრილი 4. 0 გამოხმაურება

      საკითხი განწყობის და ფსიქოანალიზის თეორიათა ურთიერთმიმართების შესახებ პრინციპულია პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ორივე არაცნობიერის კონცეფციას წარმოადგენს, ფსიქოლოგია კი სულაც არ არის განებივრებული არაცნობიერზე თეორიული შეხედულებებით. უზნაძისათვის არაცნობიერის პრობლემა იმთავითვე ფუნდამენტური იყო. ამიტომ გასაგებია, რომ ფროიდის თეორიას მან თავიდანვე მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება. ეს ინტერესი ქართული ფსიქოლოგიისათვის ბოლომდე დარჩა დამახასიათებელი. ფსიქოანალიზის პირველ მოხსენიებას უზნაძის 1925 წლის მონოგრაფიაში «ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძველები» ვხვდებით. აქ იგი განხილულია არაცნობიერი ფსიქიკურის იმჟამად არსებული დასაბუთებების კონტექსტში. ფსიქოანალიზის მიერ მოპოვებული ფაქტები მოიხსენიება იმ ფაქტებს შორის, რომლებიც ცნობიერებიდან განდევნილ მოვლენებს შეეხება. ვინაიდან ამ პერიოდში უზნაძე არ სცნობდა არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობას, იგი, ცხადია, ამ ფენომენების ფსიქიკურობასაც უარყოფს. აქ ჯერ კიდევ არ არის მოცემული ფსიქოანალიზის საგანგებო შეფასება; იგი უნდა მოვიაზროთ უზნაძის იმ ზოგად…გაგრძელება

ტეგები: ფსიქოანალიზი, განწყობა, ანალიზი, Qwelly, ფსიქოლოგია

განვითარების პრინციპი და არაცნობიერის პრობლემა

ავტორი ლაშა, მარტი 30. 0 გამოხმაურება

განვითარების პრინციპი და არაცნობიერის პრობლემა ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინის, დ. უზნაძისა და ზ. ფროიდის ნაშრომებში      ცნობიერების გაშლილი თეორია გულისხმობს შეხედულებათა სისტემას არაცნობიერ ფსიქიკურზე. ამ თვალსაზრისით ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინისა და დ. უზნაძის თეორიები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ის, რაც მათ მართლაც აერთიანებს, არის რწმენა ასეთი რეალობის არსებობის შესახებ. მაგრამ როგორია ამ რეალობის ბუნება, როგორია მისი სტრუქტურული და ფუნქციური მახასიათებლები – აი, რა უნდა აჩვენოს არაცნობიერის კონცეფციამ.      ვიგოტსკის თეორია, ჩვენი აზრით, არ შეიცავს რეფლექსირებულ შეხედულებათა სისტემას არაცნობიერი ფსიქურის შესახებ. იგი შეიცავს რამდენიმე ზოგადი ხასიათის დებულებას, რომლებზეც უეჭველად მოაწერდნენ ხელს უზნაძე და რუბინშტეინიც. მაგალითად: «სანამ დავიწყებთ ქვეცნობიერი ფსიქიკური მოვლენების აღწერას და კლასიფიკაციას ... საჭიროა ვიცოდეთ, რითი ვოპერირებთ ამ დროს – რაიმე ფიზიოლოგიურით თუ ფსიქიკურით, აუცილებელია დავამტკიცოთ, რომ არაცნობიერი საზოგადოდ ფსიქიკურ რეალობას მიეკუთვნება.…გაგრძელება

ტეგები: რუბინშტეინი, განვითარება, ვიგოტსკი, ფროიდი, ფსიქოლოგია

არის თუ არა არაცნობიერის ცნება ზედმეტი ცნება

ავტორი ლაშა, მარტი 27. 0 გამოხმაურება

      არაცნობიერის ცნება ზედმეტი ცნებაა – ასეთი ფრაზის ხილვა თითქოს ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელია მკვლევართან, რომელმაც, უზნაძის მსგავსად, სახელი არაცნობიერი სფეროს შესწავლით გაითქვა. არა და სწორედ უზნაძის ძირითადი, შემაჯამებელი ნაშრომის ერთ-ერთი მონაკვეთი ამ ფრაზითაა დასათაურებული. აქ ავტორი გვეუბნება, რომ «არაცნობიერის ცნება უკუგდებულ უნდა იქნას და მის ნაცვლად პოზიტიური შინაარსის მქონე ცნება, სახელდობრ, განწყობის ცნება იქნეს შემოღებული» [10; 46]. ეს დებულება გამოხატავს ავტორის პრინციპულ პოზიციას, პოზიციას, რომელიც მისი შემოქმედების ბოლო ეტაპზე გამოიკვეთა[34]. საქმე იმაშია, რომ სიცოცხლის მიწურულს (ყოველ შემთხვევაში, 1947 წლიდან მაინც) უზნაძემ ძირეული ცვლილება შეიტანა თავის თეორიულ სისტემაში. მან დაუშვა არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობა, ხოლო განწყობა ისეთ ფსიქიკურ მოვლენად აღიარა, რომელიც წინ უსწრებს ყოველგვარ ფსიქიკურს, განსაზღვრავს მის წარმოქმნასა და მიმდინარეობას, თვითონ კი ყოველთვის რჩება ცნობიერების მიღმა, ანუ არაცნობიერია. მანამდე უზნაძე თვლიდა, რომ არაცნობიერი ფსიქიკური მოვლენა…გაგრძელება

ტეგები: იმედაძე, Qwelly, ფსიქოლოგია, ცნობიერი, არაცნობიერი

ობიექტივაცია, განწყობა და ქცევა

ავტორი ლაშა, მარტი 25. 0 გამოხმაურება

      დიმიტრი უზნაძემ ნებელობის საკუთარი კონცეფციის პირველი ვარიანტი «ზოგად ფსიქოლოგიაში» წარმოადგინა 1940 წელს. ეს შეხედულება უზნაძის ფსიქოლოგიური შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილია. ამავე დროს, იგი არ არის თავისუფალი ხარვეზებისა და წინააღმდეგობებისაგან. ორმოციანი წლების განმავლობაში უზნაძე განუწყვეტლივ მუშაობდა ამ კონცეფციის დასახვეწად, რაზეც მეტყველებს მისი «შენიშვნების რვეული» [7]. აქ არაერთი ჩანაწერია, რომელიც ქცევისა და ნებელობის საკითხებს ეხება. ბოლო, განმაზოგადებელ ნაშრომებში უზნაძე შეეცადა ნებელობის ფუნქცია თავისი ობიექტივაციის კონცეფციის ჭრილში განეხილა [5][6].      თუ ამ კონცეფციას ცნობიერების კი არა, ქცევის კატეგორიის კუთხით შევხედავთ, მასში არსებითად სამი სახეობის ქცევას აღმოვაჩენთ. პირველი, განწყობის პლანში მიმდინარე აქტივობა, ფაქტობრივად, იმპულსური ქცევაა. საკუთრივ ობიექტივაციის პლანში კი ორი სახის ქცევას ვხვდებით. უშუალოდ ობიექტივაციის აქტს თეორიული ქცევა მოჰყვება. მისი საშუალებით პიროვნება არკვევს იმპულსური ქცევის შეფერხების მიზეზებს.…გაგრძელება

ტეგები: იმედაძენ, Qwelly, ქცევა, ფსიქოლოგია, განწყობა

ვარიაციები განწყობის სტრუქტურის დინამიკური მოდელის თემაზე

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, მარტი 23. 1 გამოხმაურება

      ქცევის აღწერითი და ახსნითი მოდელები ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა იყოს. ეს დაუწერელი კანონია ქცევის ყოველი გამართული თეორიისთვის. ხარვეზები ამ საქმეში ბევრი გაუგებრობის, წინააღმდეგობის თუ, საზოგადოდ, თეორიის არასწორი მიმართულებით განვითარების წყარო შეიძლება გახდეს. გარკვეულწილად ასე მოხდა განწყობის თეორიაში. დ. უზნაძე ამოდიოდა არა მხოლოდ ე. წ. «განწყობის სტრუქტურის სტატიკური მოდელიდან», როგორც მას შ. ჩხარტიშვილმა უწოდა, არამედ აგრეთვე, «ქცევის დისკრეტული მოდელიდანაც». პირველი ქცევის დეტერმინაციას, მისი მექანიზმის ფუნქციონირებას ეხება და ამდენად თეორიის ახსნით ნაწილს განეკუთვნება. მეორე ეხება ემპირიულად მიმდინარე დაკვირვებად აქტივობის პროცესს. ანალიზს ექვემდებარება ამ აქტივობის «გრძნობადი ქსოვილი» მასში რაიმე აზრისა და მნიშვნელობის მქონე მონაკვეთებისა თუ ნაწილების გამოყოფის მიზნით.      უზნაძე აქტივობას დიდ მორალურ ერთეულებად ყოფს და მათ ქცევას უწოდებს. ეს სავსებით მართებული მიდგომაა, თუ იგი ე. წ. «მოლეკულარულ» თვალსაზრისთან იქნება დაპირისპირებული. განწყობა მოაზრებულია ამ დიდი…გაგრძელება

ტეგები: ვარიაცია, ფსიქოლოგია, განწყობა, თეორია, Qwelly

ნებისყოფის თეორიის აქტუალური პრობლემების შესახებ

ავტორი ლაშა, მარტი 19. 0 გამოხმაურება

პოლემიკური წერილი      «ფსიქოლოგიის» XXII ტომში, რომელიც პროფესორ შალვა ჩხარტიშვილისადმი არის მიძღვნილი, დაბეჭდილია დიმიტრი ნადირაშვილის წერილი: «ნებელობის ფენომენი განწყობის თეორიის პოზიციებიდან». ამ კრებულში მისი განთავსება სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან შ. ჩხარტიშვილი ნებისყოფის თვალსაჩინო და აღიარებული მკვლევარი იყო. დ. ნადირაშვილი დასაწყისში ერთი წინადადებით ადასტურებს ამას, თუმცა შემდგომში აღარსად ახსენებს შ. ჩხარტიშვილს. ამიტომ მკითხველისთვის გაურკვეველი რჩება მისი დამოკიდებულება მისი შეხედულების მიმართ. ამას კი პრინციპული მნიშვნელობა აქვს. საქმე ისაა, რომ დ. ნადირაშვილი, რომელიც ბოლო ხანს დაინტერესდა ნებისყოფის მოვლენის კვლევით [9], თავის წერილში ნებისყოფის თეორიის საკვანძო პრობლემების განხილვას პირდება მკითხველს და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში ისინი სათანადო დონეზე არ არიან დამუშავებული. ამ ზოგად შეფასებაში შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც ავტორს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ფსიქოლოგიაში ამ პრობლემატიკის დამუშავების საერთო დაბალი დონის ფონზე, დ.…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, თეორია, ფსიქოლოგია, ნებისყოფა, იმედაძე

დამატებითი მოსაზრებები შიშების შესახებ

ავტორი ლაშა, იანვარი 20. 0 გამოხმაურება

დამატებითი მოსაზრებები ერთგულების შიშის შესახებ      ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შიზოიდურ, «გახლეჩილ» ადამიანში მის ემოციურ შთაბეჭდილებებს, ინსტინქტებსა და რეაქციებს შორის ურთიერთკავშირი, გარკვეულწილად, დარღვეულია. პირველ რიგში, ემოციების სფეროდან მისი ვიტალური იმპულსების იზოლაცია და მათი გახლეჩა ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შიზოიდური ადამიანი ვერ ახერხებს განსხვავებული განცდებისა და პიროვნული შრეების ინტეგრაციას ერთ მთლიან ემოციად. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს მოწიფულობის ის განსხვავებული ხარისხი, რომელიც არსებობს შიზოიდის გონებასა და გრძნობას, რაციონალურობასა და ემოციურობას შორის; ემოციური პროცესები და გონებრივი გამოცდილება თითქოს მოწყვეტილია ერთმანეთისაგან და მათი შერწყმა ერთიან განცდად არ ხდება. შიზოიდური პიროვნება სამყაროში ორიენტაციას ადრეული ასაკიდან გონებისა და გრძნობის ორგანოებით აღქმის საშუალებით ახდენდა, მაგრამ მან ვერ შეძლო, ვერ ისწავლა საკუთარი ემოციების მართვა; ამიტომ მისთვის უცნობია გრძნობებისა და განცდების ყოველგვარი სხვა გამოვლინება, რადგან იგი მხოლოდ…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, შიში, ფსიქოლოგია, რიმანი

კომენტარების დაფა

Kakha: თებერვალი 3, 2015||4:06pm

ნუთუ ერთი ფროიდი მაინც ვერ გავზარდეთ? :D

ლაშა: მარტი 29, 2015||10:02pm

მობეზრების ბრალია კახა, მთელს ქვეყანაში პროფესიული გადაწვა სუფევს.

Kakha: მარტი 29, 2015||10:12pm

ფსიქოლოგია გადაწვის გადალახვაში სპეციალისტია :D

Kakha: მარტი 31, 2015||8:42pm

 პროფესიული გადაწვა ჯერ წინ არის :DD

Kakha: აპრილი 1, 2015||9:07am

ფსიქოლოგები შემოგვაკლდნენ ( პროფესიულ გადაწვას ვინ ჩივის :D 

Kakha: აპრილი 19, 2015||3:31pm

დიდია ფსიქოლოგიის ღვაწლი შარკოს წინაშე :D

Ana: აპრილი 20, 2015||10:15am

ფსიქოლოგიაში ძალიან საინტერესო პოსტებია ))

Kakha: აპრილი 20, 2015||8:56pm

როგორი მშვენიერია მოწესრიგებული ფსიქოლოგია! - ახალი კატეგორია მეცნიერებაში :D

Magda: აპრილი 20, 2015||9:24pm
მოგესალმებით! იქნებ დამეხმაროთ კეტელის კითხვარის მოძიებაში!!
Kakha: აპრილი 21, 2015||3:29pm

ფსიქოლოგიაში მასალები დალაგებულია თემატურად, მაგდა )

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ ფსიქოლოგია_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (542)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მაყურებლების ანტი მაყურებლები - უჩვეულო კინოჩვენება, წყალტუბო და ანაკლია, მაღაროელების ახალი გაფიცვები და მოსამართლეთა კომპეტენცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2019.
საათი: 8:39pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის…

გაგრძელება

მარგალიტები სიდამპლეში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2019.
საათი: 10:41pm 0 კომენტარი

      გუშინ მიკროსკოპული სამყაროს მშვენიერებაზე ვისაუბრეთ, ახლა კი სოკოს და ობმოდებულ ხილს შევეხოთ, რომელიც იმაზე მდიდრულად გამოიყუერბა, ვიდრე უბრალოდ დამპალი ხილი. დღევანდელი სკულპტურების ავტორი ქეთლინ…

გაგრძელება

მიკროსამყაროს სკულპტურა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 9, 2019.
საათი: 11:20pm 0 კომენტარი

      ბუნება მრავალმხრივ მომხიბლელი და საინტერესო მოცემულობაა, რომელიც ჩვენს გარშემო, ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს. თუმცა, ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალით, შეუძლებელია იმ უფრო დიდი სამყაროს ხილვა,…

გაგრძელება

საშვიდნოემბრო გახსენება, განათლება უმინისტროდ და ნატო უჩვენოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 7, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ერთ-ერთ ტრადიციად ქცეული დღე - 7 ნოემბრის გახსენება და იმედში შეჭრის დღემდე დაუსრულებელი სასამართლოები - ცხადია ერთ-ერთი თემა დღეს ეს იყო. მთავარი თემა განათლებას და უმინისტროდ დარჩენილ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters