არისტოტელე - სულის შესახებ

წიგნი III

არისტოტელე, სულზე, სულის შესახებ, სულის თეორია, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

თავი 1

      რომ შეგრძნებები ხუთია: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო და შეხება და რომ ამ ხუთის გარდა, სხვა შეგრძნება არ არსებობს, ამაში შეიძლება დარწმუნება შემდეგით: თუ ყველაფერი, სადაც კი არის შეგრძნება და რასაც ახლაც შევიგრძნობთ, არის ან შეხებადი, ან შეხებადის თვისება, რადგან ის ჩვენთვის შეხების საშუალებით ხდება შეგრძნებადი. ამიტომ აუცილებელია, რომ თუ ჩვენ რაიმე შეგრძნება გვაკლია, მაშინ გვაკლია აგრეთვე რომელიმე შეგრძნების ორგანო. რასაც ჩვენ შეხებით შევიგრძნობთ, ეს ხდება შეხების გრძნობის ორგანოთი, რომელიც გაგვაჩნია. ხოლო რაც აღიქმება შუალედით და არა უშუალოდ, მათ ჩვენ აღვიქვამთ მარტივი ელემენტებით, მე ვგულისხმობ ჰაერსა და წყალს. იქმნება ისეთი მდგომარეობა, რომ ერთი ელემენტის დახმარებით აღიქმებიან გვარით განსხვავებული მოვლენები. ამიტომ აუცილებელია, რომ ვისაც ასეთი შეგრძნების ორგანო აქვს, აღიქვამდეს ორივეს. მაგალითად, თუ შეგრძნების ორგანო შედგება ჰაერისაგან, ჰაერისაგანვე შედგება ბგერაცა და ფერიც. ანდა თუ ბევრი ელემენტი შედის ერთი და იმავე საგნის შემადგენლობაში, მაგალითად, ფერს ჰქმნის როგორც წყალი, ისე ჰაერი და ორივე კი გამჭვირვალეა, მაშინ ორგანო თუ მხოლოდ ერთ მათგანს შეიცავს, მაინც შეიგრძნობს იმასაც, რაც ორივე ელემენტისგან არის შედგენილი. მაგრამ როდესაც გრძნობის ორგანო შედგენილია ორი მარტივი ელემენტისაგან, ჰაერისა და წყლისაგან ხოლო შესაგრძნობი ერთი ელემენტისაგან, მაგალითად, თვალის გუგა არის შემდგარი წყლისაგან, ყური ჰაერისაგან, შეხების ორგანო შეიგრძნობს მათ ორთავეს. ცეცხლი კი არ შედის არც ერთის შემადგენლობაში, ან ყველასთვის საერთოა, რადგან სითბოს გარეშე არ შეიძლება რაიმეს შეგრძნება. მიწა ან არაფერშია შერეული, ანდა თავისებურად შედის შეხების ორგანოს შემადგენლობაში. აქედან გამომდინარეობს, რომ არც ერთი გრძნობის ორგანო არ არსებობს წყლისა და ჰაერის გარეშე. ეს ორგანოები ახლაც აქვთ ზოგიერთ შეგრძნების მქონე ცხოველებს, რომლებმაც მიაღწიეს ზრდა-დასრულებას და არც დამახინჯებულნი არიან. როგორც ჩანს, თხუნელასაც აქვს თვალები ტყავის ქვეშ. ასე რომ, თუ არა გვაქვს რომელიმე სხვა სხეული და რაიმე ისეთი გრძნობა, რომელიც არ ეკუთვნოდეს ამ სხეულს, მაშინ აქედან გამომდინარობს, რომ არ უნდა ვიყოთ მოკლებულნი არც ერთ ამ გრძნობას.

      ისეთი საერთო თვისებების აღსაქმელად, როგორიცაა მოძრაობა, უძრაობა, ფორმა, სიდიდე, რიცხვი, ერთიანობა ცალკე გრძნობის ორგანო არ არსებობს. ყველა ამათ ჩვენ აღვიქვამთ შემთხვევითი მოძრაობის საშუალებით, მაგალითად, სიდიდეს ისევე, როგორც ფორმას, აღვიქვამთ მოძრაობით, სიდიდეც ხომ, რაღაც ფორმაა. სიმშვიდეს აღვიქვამთ უძრაობით, რიცხვს კონტინუუმის უარყოფით და თავისებურებებით. თითოეული გრძნობის ორგანო აღიქვამს რაიმე ერთი სახეობის საგანს. ამრიგად, ცხადია, რომ არ შეიძლება არსებობდეს ცალკე გრძნობის ორგანო რომელიმე ამ თვისებისათვის, მაგალითად, მოძრაობისათვის. ეს იგივე იქნებოდა, რომ თვალით ტკბილი შეგვეგრძნო. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გვაქვს ორივე შესაგრძნობი ორგანო. ამიტომაა, რომ მაშინაც კი, როდესაც ისინი ერთად გვხვდებიან, მათ ერთად შევიცნობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საერთოდ არ აღქვამდით, ანდა აღიქვამდით შემთხვევით, როგორც მაგალითად, კლეონის ვაჟს ჩვენ შევიგრძნობთ არა როგორც კლეონის ვაჟს, არამედ იმას, რომ ის თეთრია, რაც კლეონის ვაჟს შემთხვევით ახასიათებს.

      საერთო თვისებებისათვის ჩვენ გვაქვს საერთო შეგრძნება და თანაც არა შემთხვევით, მაგრამ ისინი არ განეკუთვნებიან ერთ რომელიმე გრძნობის ორგანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათ ან საერთოდ არ შევიგრძნობდით, ანდა ისე, როგორც ვთქვით, როცა ვხედავთ კლეონის ვაჟს. ხოლო ერთი გრძნობის ორგანო მეორე გრძნობის ორგანოს საგანს აღიქვამს როგორც შემთხვევითს და არა როგორც თავისთავადს. როდესაც ხდება ერთი საგნის ორი თვისების აღქმა, მაგალითად, ნაღველის სიმწარისა და სიყვარულისა, ამ შემთხვევაში არაა საჭირო სხვა გრძნობის ორგანო იმის გასარჩევად, რომ ეს ორი თვისება ეკუთვნის ერთსა და იმავე საგანს. აქედან გამომდინარეობს შეცდომა, რომ როდესაც ხედავენ ყვითელ ფერს, ჰგონიათ, რომ ეს არის ნაღველი.

      შეიძლება ვინმეს ეკითხა, რომ რატომ გვაქვს ჩვენ მრავალი შეგრძნების ორგანო და არა მხოლოდ ერთი? იქნებ იმიტომ, რომ თანამდევი და საერთო თვისებები, როგორიცაა მოძრაობა, სიდიდე და რიცხვი ნაკლებ ყოფილიყო შეუმჩნეველი? მაგრამ რომ ყოფილიყო მხოლოდ მხედველობა და თანაც მხოლოდ თეთრის აღქმისა, მაშინ ისინი უფრო მეტად იქნებოდნენ შეუმჩნეველი და ვიფიქრებდით, რომ ყველა ისინი ერთი და იგივე არიან იმის გამო, რომ ფერი და სიდიდე ერთმანეთის გვერდით არსებობენ. ამჟამად კი, როდესაც საერთო თვისებებს აღიქვამენ სხვადასხვა ორგანოთი, ცხადი ხდება, რომ თითოეული მათგანი განსხვავებულია მეორისაგან.

თავი 2

      რადგან ჩვენ შევიგრძნობთ იმიტომ, რომ ვხედავთ და ვისმენთ, აუცილებელია რომ შეგრძნებას ვაწარმოებდეთ ან მხედველობით ან სხვა რომელიმე გრძნობის ორგანოთი. მაშინ ერთი და იგივე გრძნობის ორგანო შეიგრძნობდა, როგორც თვით მხედველობას, ისე მის საგანს, ფერს. ასე რომ, ან ერთი გრძნობის ორგანო შეიგრძნობდა ორ საგანს, ანდა შეიგრძნობდა მხოლოდ თავის თავს. გარდა ამისა, თუ იქნებოდა რაღაც სხვა ორგანო, რომელიც მხედველობას შეიგრძნობდა, მაშინ იქნებოდა ან მათი უსასრულო რაოდენობა ანდა მხედველობა შეიგრძნობდა თავის თავს. ასე რომ, უფრო პირველი დაშვება უნდა მივიღოთ. მაგრამ ამას თან სდევს ასეთი სიძნელე: რადგან მხედველობით შეგრძნება ნიშნავს დანახვას, დასანახი კი არის ფერი, ან ის, რასაც ფერი აქვს, და თუ მხედველობა რამეს ხედავს, მისთვის პირველად დასანახი იქნებოდა ფერი. მაგრამ ცხადია, რომ მხედველობა ერთ რამეს არ შეიგრძნობს და მაშინაც კი, როდესაც ვიყურებით, მხედველობთ მაინც ვარჩევთ სიბნელესაც და სინათლესაც, თუმცა არა ერთნაირად. გარდა ამისა, ის, რაც ხედავს, თვითონაც როგორღაც შეფერილია, რადგან თითოეული გრძნობის ორგანო აღიქვამს თითოეულ საგანს მატერიის გარეშე და შესაგრძნობი საგნის ჩამოშორების შემთხვევაში, მასში მაინც რჩება შეგრძნებები და წარმოდგენები.

      ერთი და იგივეა შესაგრძნობი საგნისა და შეგრძნების რეალობა. მაგრამ მათ არსი ერთი და იგივე არა აქვთ. მე ვგულისხმობ ბგერასა და სმენას რეალობაში. შესაძლებელია, რომ რასაც სმენა აქვს, არ ისმენდეს და რასაც ბგერა აქვს, ყოველთვის არ ჟღერდეს. როდესაც ისმენს ის, რასაც აქვს სმენის უნარი და ჟღერს ის, რასაც ჟღერის უნარი აქვს, მაშინ ხდება სმენისა და ბგერის განხორციელება. და ამიტომ შეიძლება გვეთქვა, რომ ერთია სმენა, მეორე კი ჟღერა. თუ მოძრაობა და მოქმედება და მათი შეგრძნებაც არსებობს იმაში, რაც ზემოქმედებას განიცდის, აუცილებელია, რომ ბგერაცა და სმენაც განხორციელებული სახით არსებობდნენ იმაში, სადაც ისინი არსებობენ შესაძლებლობის სახით. რადგან როგორც მოქმედების, ისე მოძრაობის განხორციელება ხდება იმ საგანში, ზემოქმედებას რომ განიცდის. მაშასადამე, არაა აუცილებელი, რომ მამოძრავებელი თვითონაც მოძრაობდეს. იმის უნარის განხორციელება, რაც ბგერაა შესაძლებლობაში, არის ან ბგერა, ან ჟღერადობა რეალობაში. ხოლო განხორციელება სმენის უნარისა, არის სმენა. როგორც სმენას, ისე ბგერას აქვს ორი მნიშვნელობა. იგივე შეიძლება ითქვას სხვა შეგრძნებებზე და მათ შესაგრძნობ საგნებზე. რადგან როგორც მოქმედება, ისე განცდა არსებობს იმაში, რასაც შეგრძნების უნარი აქვს. ამიტომ შეგრძნების და შეგრძნების საგნის რეალიზაცია ხდება შეგრძნების ორგანოში. ზოგიერთ შემთხვევაში სახელი აქვს ორივე მხარეს, მაგალითად, ჟღერა და სმენა, ზოგჯერ კი ერთ-ერთ მხარეს სახელი არა აქვს. მაგალითად, ხედვას უწოდებენ ხედვის განხორციელებას. მაგრამ ფერის დანახვას კი სახელი არა აქვს, რადგან ერთი და იგივეა, როგორც შესაგრძნობის, ისე შეგრძნების უნარის განხორციელება, მაგრამ მათი არსი კი განსხვავებულია. ამიტომ აუცილებელია, რომ ერთდროულად ხდებოდეს სმენისა და ბგერის, გემოვნებისა და გემოს მქონეს და სხვათა, როგორც მოსპობა, ისე შენარჩუნება. მაგრამ შესაძლებლობის თვალსაზრისით კი ეს არ არის აუცილებელი.

      წინამორბედი ბუნებისმეტყველნი არ მსჯელობდნენ სწორად, როცა ამბობდნენ, რომ არც თეთრი და არც შავი არ არსებობს მხედველობის გარეშე და არც გემო გემოვნების ორგანოს გარეშე. მაგრამ ისინი, ერთის მხრივ, მართალი იყვნენ, მეორეს მხრივ კი არა, რადგან შეგრძნებასა და შესაგრძნობზე შეიძლება ვილაპარაკოთ ორი აზრით, შესაძლებლობისა და მისი განხორციელების აზრით. მათი ნათქვამი ერთ მხარეს უდგება, მეორეს კი არა, რადგან ისინი მარტივად მსჯელობდნენ იმაზე, რაც მარტივი არაა.

      თუ ბგერა არის ერთგვარი სიმფონია, ხოლო ბგერა და სმენა ზოგჯერ ერთი და იგივე, ზოგჯერ კი არა და თუ სიმფონია არის ერთგვარი წესრიგი, მაშინ აუცილებელია, რომ სმენაც რაღაც წესრიგი იყოს. ამიტომ თითოეულ მათგანს სპობს გადაჭარბება, მაგალითად, დაბალი და მაღალი ბგერის გადაჭარბება სპობს სმენას. ასევე გემოვნებაშიც გემოს გადაჭარბება სპობს გემოს შეგრძნებას. ასევე ფერებიც სპობენ მხედველობას, თუ ისინი არიან ან ძალიან ნათელი, ან ძალიან ბნელი. სუნის შეგრძნებას სპობს ძლიერი სუნი, ძალიან ტკბილი და ძალიან მწარე - გემოს შეგრძნებას, რადგან შეგრძნება არის ერთგვარი წესრიგი. ამიტომაც სასიამოვნოა, როცა სუფთა და აუღრეველი ელემენტები წარმოშობენ წესრიგს, როგორიცაა მწარე და ტკბილი ან მლაშე. აი, მაშინ წარმოიშობა სასიამოვნო გემო. საერთოდ კი, ნარევი უფრო მეტად არის სიმფონია, ვიდრე მაღალი და დაბალი ბგერების შეგრძნება. შეგრძნება კი არის ერთგვარი ჰარმონია.

      შეხებაში თბილისა და ცივის გადაჭარბება სპობს და ანადგურებს შეგრძნებას.

      ყოველი შეგრძნება წარმოადგენს შესაბამისი შესაგრძნობი საგნის შეგრძნებას. იგი მდებარეობს შესაგრძნობ ორგანოში, როგორც ასეთში და ადგენს შესაგრრძნობი საგნის განსხვავებულ თვისებებს, მაგალითად, მხედველობა გამოარჩევს თეთრს და შავს, გემოვნება ტკბილსა და მწარეს. ასევე სხვა შემთხვევებში. ამიტომ ისმის კითხვა: რითი შევიგრძნობთ, რომ ისინი განსხვავებული არიან? აუცილებლად შეგრძნებით, რადგან ისინი შეგრძნებადნი არიან. ამით ცხადი ხდება, რომ სხეული არაა უკანასკნელი შეგრძნების ორგანო, რადგან საჭირო იყო, რომ მას შეხებით გაერჩია ერთმანეთისაგან თვისებები. არც ცალე გრძნობის ორგანოა საჭირო, რომ განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ტკბილი და თეთრი, არამედ ორივე თვისება ცხადი უნდა იყოს რომელიმე ერთი გრძნობის ორგანოსათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომ ისინი განსხვავებული არიან, ცხადი გახდებოდა მაშინ, თუ ერთს მე შევიგრძნობდი, მეორეს კი შენ. საჭიროა, რომ ერთი და იგივე გრძნობის ორგანო არჩევდეს, რომ ისინი განსხვავებული არიან. მაშასადამე, ამას ამბობს ერთი და იგივე გრძნობის ორგანო და ის, როგორც ამბობს, ისევე აზროვნებს და შეიგრძნობს. ცხადია, რომ ერთმანეთისაგან დაშორებულ გრძნობის ორგანოებს არ შეუძლიათ განასხვავოს ის, რაც ერთმანეთისაგან დაშორებულია. რომ ეს შეუძლებელია განსხვავებული დროის მონაკვეთშიც, ცხადია შემდეგიდან: როდესაც ერთი მხარე ამბობს, რომ კეთილი და ბოროტი არის სხვადასხვა, რომ ერთი არაა მეორე, აქ გამოთქმა „ როდესაც “ არაა შემთხვევით ნახმარი. მე ვგულისხმობ იმას, რომ თუ ახლა ვამბობ რომ ისინი განსხვავებული არიან, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი განსხვავებული არიან საერთოდ. ასე რომ, განუყოფელი აღიქვამს განუყოფელს განუყოფელ დროში. მაგრამ შეუძლებელია, რომ ის, რაც თვითონ არის განუყოფელი, აწარმოებდეს საწინააღმდეგო ხასიათის მოძრაობებს ასევე განუყოფელ დროში.

      თუ საგანი ტკბილია, ის ამოძრავებს როგორც შეგრძნებას, ისე აზროვნებას ერთი მიმართულებით, მწარე კი საწინააღმდეგო მიმართულებით, თეთრი კიდევ სხვაგვარად. შეგრძნების ორგანო რიცხობრივად განუყოფელი და გამოუცალკევებელია, არსებობის თვალსაზრისით კი გამოყოფილი და გამოცალკევებული. მაშასადამე, ის როგორც განცალკევებული, შეიგრძნობს ასეთსავე განცალკევებულ საგნებს, სხვა შემთხვევაში კი განუყოფელთ, რადგან იგი თავისი არსით დაყოფილია, ხოლო ადგილისა და რიცხვის მიხედვით კი განუყოფელია. იქნებ ეს ასე არაა? შესაძლებლობაში ერთი და იგივე არის დაყოფილიც და დაუყოფელიც. სინამდვილეში კი ეს ასე არაა. განხორციელებისას ის დაყოფილია და არ შეიძლება, რომ ის ერთდროულად იყოს თეთრიცა და შავიც. ასე რომ, მას არ შეუძლია მიიღოს მათი საწინააღმდეგო ფორმები. თუ ასეთია აზრი და გრძნობა აქ ისეთივე მდგომარეობა ყოფილა, როგორც წერტილში, როგორც მას უწოდებს ზოგი. იქნება ის ერთი თუ ორი, ის იქნება, როგორც განუყოფელი, ისე გაყოფილი. რადგან შემგრძნები არის დაუყოფელი, ამიტომ ასეთივეა შესაგრძნობიც. მაგრამ თუ ის დაყოფილია, მაშინ ის ერთსა და იმავეს იყენებს ორჯერ. ერთის მხრივ იყენებს წერტილს, როგორც ორს და ის დაყოფილია, მეორეს მხრივ, მას აღვიქვამთ როგორც ერთს და თანაც ერთსა და იმავე დროში.

      ამრიგად, ჩვენ განვსაზღვრეთ ის საწყისი, რომლის საფუძველზე ჩვენ ვამბობთ, რომ ცოცხალი არსება არის შეგრძნების უნარის მქონე.

თავი 3

      სულს ძირითადად ორი თვისება განსაზღვრავს: გადაადგილება და აზროვნება, განსჯა, შეგრძნება. ვფიქრობთ, რომ აზროვნება და განსჯა წარმოადგენენ ერთგვარ შეგრძნებას, რადგან ამ ორივე უნარით სული არსებულში რაღაცას არკვევს და შეიცნობს. წინამორბედნიც ამბობენ, რომ განსჯა და შეგრძნება ერთი და იგივეაო. მაგალითად, ემპედოკლე ამბობდა „ არსებულის საფუძველზე უვითარდებათ ადამიანებს სიბრძნე “ .სხვაგან კი ამტკიცებდა, რომ „ მათ აქედან ყოველთვის ექნებათ ახალი ცდნა “ . ამასვე უნდა ნიშნავდეს ჰომეროსის სიტყვები: „ ასეთია გონება “ . ყველა ისინი აზროვნებას, როგორც შეგრძნეას, სხეულებრივად თვლიდნენ. და ამტკიცებდნენ, რომ შეგრძნებაცა და განსჯაც მსგავსის მსგავსით წარმოებს, როგორც ჩვენ დავადგინეთ მსჯელობის დასაწყისში. საჭირო იყო, რომ მათ ემსჯელათ აგრეთვე შეცდომების შესახებ, რადგან ცოცხალ არსებებს უფრო მეტად შეცდომა ახასიათებთ და სულიც დიდ დროს ანდომებს მას. ამრიგად, აუცილებელია, რომ როგორც ზოგნი ამბობენ, ყველა მოვლენა ჭეშმარიტი იყოს. ანდა შეხება არამსგავსთან არის შეცდომა. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება დებულებას იმის შესახებ, რომ მსგავსს მსგავსით შევიცნობთ. ვფიქრობთ, რომ შეცდომა და ჭეშმარიტება წინააღმდეგობას ეხება. ამრიგად, ცხადია, რომ შეგრძნება და განსჯა ერთი და იგივე არაა. ერთი ამათგანი ახასიათებს ყველა ცოცხალ არსებას, მეორე კი - ცოტას. ასევე აზროვნებაც, რომელიც შეიძლება იყოს სწორიც და არასწორიც. სწორია განსჯა, ცოდნა და ჭეშმარიტი თვალსაზრისი. არასწორია ამის საწინააღმდეგო და არც ისაა იგივე, რაც შეგრძნება, რადგან ცალკეული საგნების შეგრძნება ყოველთვის ჭეშმარიტია და ის აქვს ყველა ცოცხალ არსებას. განსჯა კი შეიძლება იყოს მცდარიც და არ ახასიათებთ იმ არსებებს, რომელთაც არა აქვთ აზროვნების უნარი.

      წარმოდგენა კი სხვაა, ვიდრე შეგრძნება და განსჯა და ის არ არსებობს შეგრძნების გარეშე, ხოლო შეხედულება არ არსებობს წარმოდგენის გარეშე. მაგრამ, რომ წარმოდგენა არაა არც აზროვნება და არც შეხედულება, ეს ცხადია. წარმოდგენა ჩვენს სურვილზეა დამოკიდებული, რადგან როცა გვსურს, შეგვიძლია ვინმე ჩვენს ჩვალწინ დავაყენოთ, როგორც ისინი, რომლებიც მემორიალურ საქმიანობას ეწევიან და სახეებსა ქმნიან. ხოლო შეხედულების შექმნა ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ის შეიძლება იყოს, როგორც მცდარი, ისე ჭეშმარიტი. ამას გარდა, როდესაც ვგულისხმობთ რაიმე საშიშს ან სახიფათოს, მაშინვე განვიცდით მას. ასევე იმას, რაც საიმედოა. წარმოდგენის დროს ისეთივე მდგომარეობა გვაქვს, როგორც რაიმე საშიში ან საიმედო სურათის დათვალიერებისას. თვითონ განსჯაშიც არსებობს განსხვავებანი: ცოდნა, შეხედულება, გონიერება და ამათი საწინააღმდეგო მოვლენები. ამ სხვაობის შესახებ ჩვენ ცალკე გვექნება მსჯელობა.

      აზროვნება განსხვავდება შეგრძნებისაგან და ის არის, ერთის მხრივ, წარმოდგენა, მეორეს მხრივ, შეხედულება. წარმოდგენა მისი პირდაპირი მნიშვნელობით არის ის, რომლის მეოხებით ჩვენ წარმოვიდგენთ რაიმე გამოსახულებას, თუ არ ვილაპარაკებთ მეტაფორულად. მაშ, იგი ყოფილა ერთგვარი უნარი ან თვისება, რომლის საშუალებით ჩვენ ვარკვევთ მოვლენებს, ვამბობთ ან ჭეშმარიტებას, ან ვცდებით. ასეთი არის შეგრძნება, შეხედულება, ცოდნა და გონება. რომ წარმოდგენა არაა შეგრძნება, ეს შემდეგით გახდება ცხადი: შერძნება არის ან უნარი ან მისი განხორციელება, როგორიცაა მხედველობის უნარი და ხედვა. წარმოდგენა კი წარმოიშობა მაშინ, როდესაც არაა არც ერთი მათგანი, მაგალითად, ძილის დროს. შემდეგ, შეგრძნება ყოველთვის არსებობს, წარმოდგენა კი არა ისინი რომ განხორციელებისას იგივეობრივნი ყოფილიყვნენ, მაშინ ყოველ მხეცს ექნებოდა წარმოდგენა, მაგრამ ის ყველას არა აქვს, მაგალითად, ჭიანჭველას, ფუტკარსა და ჭიაყელას. შემდეგ, შეგრძნებები ყოველთვის ჭეშმარიტია, წარმოდგენების უმრავლესობა კი მცდარია. მაგალითად, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს თითქოს ადამიანია, როცა ზუსტად შევიგრძნობთ, არამედ ვამბობთ უფრო მეტად მაშინ, როცა გარკვევით არ ვიცი, სწორია ეს შეხედულება თუ არა. და როგორც ადრეცა ვთქვით, წარმოდგენები ძილში მყოფსაც ევლინებან, მაგრამ ისინი ყოველთვის არ განეკუთვნებიან ისეთი ჭეშმარიტი მოვლენების რიცხვს, როგორიცაა ცოდნა და გონება, რადგან არსებობენ მცდარი წარმოდგენებიც.

      გვრჩება განსახილველი საკითხი იმის შესახებ, რომ წარმოდგენა იქნებ შეხედულებაა, რადგან შეხედულება შეიძლება იყოს ჭეშმარიტიცა და მცდარიც. მაგრამ შეხედულებას მოსდევს რწმენა. რადგან შეუძლებელია, რომ ვისაც შეხედულება აქვს, არ სწამდე ის. მხეცებში არავის არა აქვს რწმენა, წარმოდგენა კი ბევრს აქვს. ყოველ შეხედულებას მოსდევს რწმენა, რწმენას ნდობა, ნდობას, კი აზრი. მხეცებს ზოგიერთს აქვს წარმოდგენა, გონება კი არა. ამრიგად, ცხადი გახდა, რომ წარმოდგენა არ არის შეხედულება, რომელიც შეგრძნებას მოსდევს, არც შეხედულება, რომელიც შეგრძნებით ხორციელდება, არც შეხედულებისა და შეგრძნების დაკავშირება. აქედან გამომდინარეობს, რომ შეხედულება, თუ ის არსებობს, არ ეხება სხვა რამეს, იმის გარდა, რასაც შეგრძნებაც ეხება, მე ვგულისხმობ იმას, რომ წარმდგენა არის შეერთება თეთრის შესახებ შეხედულებისა და მისივე შეგრძნებისა. მაშასადამე, ის არაა არც დაკავშირება სიკეთის შესახებ შეხედულებისა თეთრის შეგრძნებასთან. მაშასადამე, წარმოდგენა არ არის შემთხვევითი შეხედულება იმ საგანზე, რასაც ადამიანი შეიგრძნობს. შეცდომა შეიძლება ჰქონდეს კაცს ჭეშმარიტ შეხედულებათა გვერდით. მაგალითად, მზე შეიძლება მოეჩვენოს ერთი ტერფი სიდიდის მქონედ, თუმცა დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ის დედამიწაზე უფრო დიდია. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანმა თავისი ჭეშმარიტი თვალსაზრისი, რომელიც ადრე ჰქონდა, დაკარგა, ხოლო საგანი იგივე დარჩა ისე, რომ იგი არც გადაურწმუნებიათ და არც რამე დაუმალავთ მისთვის. მაგრამ თუ მას ისევ აქვს იგი, ამიტომ მისთვის ერთი და იგივე იქნება ჭეშმარიტებაცა და სიცრუეც. მაგრამ მისთვის ეს შეხედულება მცდარად იქცა, რადგან მისთვის შეუმჩნეველი დარჩა საგნის შეცვლა. ამრიგად, წარმოდგენა არც ერთი ამათგანია და არც ამათგან არის შედგენილი.

      რომელიმე მოძრავ საგანს შეუძლია მეორე საგნის ამოძრავება. წარმდგენა კი არის რაღაც მოძრაობა და ის შეგრძნების გარეშე არ წარმოიშობა, არამედ არსებობს შეგრძნებად არსებებში, რომელთაც შეგრძნების გამოწვევის უნარი აქვთ. ხოლო მოძრაობა წარმოიშობა შეგრძნების განხორციელების შედეგად და ის აუცილებლად შეგრძნებას გავს. ამიტომ წარმოდგენა იქნება იგივე მოძრაობა, რომელიც არ არსებობს შეგრძნების გარეშე და არც იმათში, რომელთაც შეგრძნების უნარი არა აქვთ. წარმოდგენის მქონე ბევრ რამეს აკეთებს და განიცდის და წარმოდგენა არის ჭეშმარიტიცა და მცდარიც. ეს კი ხდება შემდეგი გარემოების გამო: ჭეშმარიტია იმ საგნების შეგრძნება, რომელნიც ამ გრძნობის ორგანოსთვის არიან განკუთვნილი. მაგრამ თუ ის შეიგრძნობს იმას, რაც შემთხვევით ახასიათებს შესაგრძნობ საგანს, აი, მაშინ წარმოიშობა შეცდომა. თუ ეს საგანი თეთრია, მაშინ შეცდომას ადგილი არა აქვს. მაგრამ როცა გასარკვევია, ეს საგანი თეთრია თუ არა, აი, მაშინ წარმოიშობა შეცდომა. და მესამე, შეცდომა ჩნდება მაშინ როცა შეგრძნებები ეხებიან იმ ზოგად თვისებებს, რომლებიც თან სდევენ იმ შემთხვევითს, ძირითადს რომ ახასიათებს. მე ვგულისხმობ მოძრაობასა და სიდიდეს, რომლებიც თან სდევენ შეგრძნებადს. ყველაზე მეტად ამათ შესახებ შეიძლება მოხდეს შეცდომა შეგრძნებებში. მოძრაობა კი არის შეგრძნების განხორციელება, ან დასახელებული სამი შეგრძნებისა. პირველ შემთხვევაში მოძრაობა ჭეშმარიტი იქნება, ორ დანარჩენ შემთხვევაში კი, იქნება თუ არა შეგრძნება, მივიღებთ შეცდომას. განსაკუთრებით კი მაშინ მივიღებთ შეცდომას, როცა შესაგრძნობი საგანი შორსაა. თუ ზემოთქმული წარმოდგენის გარდა, სხვას არას გულისხმობს და მჯელობაც სწორედ მას ეხებოდა, მაშინ წარმოდგენა არის მოძრაობა, წარმოშობილი შეგრძნების განხორციელების შედეგად. რადგან მხედველობა, პირველ ყოვლისა, არის შეგრძნება და სახელი მიღებული აქვს სინათლიდან, მაშასადამე, ხედვა არ არსებობს სინათლის გარეშე. რადგან წარმოდგენები ინარჩუნებენ არსებობას და ჰგვანან შეგრძნებას, ამიტომ ბევრი ცოცხალი არსება მოქმედებს წარმოდგენების საშუალებით, ზოგი იმიტომ, რომ აზროვნება არა აქვს, მაგალითად, მხეცები, ზოგი იმიტომ, რომ გონება დაბნელებული აქვს ან ვნებების, ან ავადმყოფობის, ან ძილის გამო როგორც ადამიანებს.

      აი, ის, რაც მინდოდა მეთქვა წარმოდგენის არსისა და მისი არსებობის მიზეზების შესახებ.

თავი 4

      რაც შეეხება სულის იმ ნაწილს, რომლითაც სული შეიცნობს და განსჯის, იგი ცალკე უნდა არსებობდეს, თუ სიდიდით არა, ვნებით მაინც. გასარკვევია, თუ რა განსხვავებული თვისებები აქვს მას და როგორ აზროვნებს. თუ აზროვნება ისეთივეა, როგორც შეგრძნება, მაშინ მასზე ზემოქმედებას უნდა ახდენდეს გასააზრებელი საგანი ან სხვა რაიმე ამგვარი, ის უნდა იყოს უგრძნობი, მაგრამ მიიღებდეს საგნის ფორმას და შესაძლებლობაში ჰგავდეს მას, მაგრამ მასთან იგივეობრივი არ უნდა იყოს. მას ისეთივე მსგავსება უნდა ჰქონდეს გააზრებად საგნებთან, როგორიც შეგრძნებას შესაგრძნობ საგნებთან. რადგან ის ყველაფერს აზროვნებს, ამიტომ აუცილებელია, რომ ის შეურეველი იყოს და როგორც ანაქსაგორა ამბობს: „ რომ მბრძანებლობდე ყოველივეს, ნიშნავს ყოველივეს შეცინობდე “ . სხვა, რაც მის გვერდით აღმოჩნდება, უშლის მას ხელს და გზას უღობავს. ამრიგად, ის თავისი ბუნებით სხვა არაფერია, თუ არა უნარის მქონე. სულის ნაწილი, ე.წ. გონება ( მე ვგულისმობ გონებაში იმას, რითაც სული აწარმოებს განსჯასა და ათვისებას), სანამ არ აზროვნებს, რეალურად არაა არც ერთი არსებულ საგანთაგანი. ამიტომ არ იქნებოდა გონივრული, რომ ის სხეულში შერეულად ჩაგვეთვალა. მაშინ ის იქნებოდა რაიმე თვისება, თბილი ან ცივი, ან რომელიმე ორგანო, მაგალითად, შეგრძნების ორგანო. ამჟამად კი მას არაფერი ასეთი არა აქვს. სწორი არიან ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ სული არის იდეების ადგილსამყოფელიო, მაგრამ არა მთელი სულია ასეთი, არამედ მოაზროვნე სული, თანაც არა რეალურად არსებული, არამედ არსებული შესაძლებლობაში.

      რომ უგრძნობლობა შეგრძნებისა და აზროვნების უნარში ერთმანეთს არ გავს, ცხადი ხდება შეგრძნების ორგანოებისა და შეგრძნების მაგალითიდან. შეგრძნება ვერ განხორციელდება, თუ შესაგრძნობი საგანი ძალიან ძლიერია, მაგალითად, ბგერის სიძლიერის გამო, ასევე ძლიერი ფერებისა და სუნის გამო ადგილი არ ექნება ხედვასა და ყნოსვას. გონება კი, რომელიც გაიზიარებს ძალიან ძლიერ საგას, არა ნაკლებ გაიზიარებს იმას, რაც სუსტია. პირიქით, მეტადაც კი, რადგან შეგრძნების უნარი არ არებობს სხეულის გარეშე, გონება კი დაშორებულია მას. გონება იქცევა ცალკეულ საგნებად რეალობაში, როგორც ამას ამბობენ მცოდნეზე მაშინ, როდესაც გონებას ძალუძს მოქმედება თავისთავად. მანამდე კი ის როგორღაც არსებობს შესაძლებლობაში. მაგრამ არა ისე, როგორც ამას ადგილი აქვს სწავლამდე და ცოდნის შეძენამდე და აი, სწორედ მაშინ შეუძლია მას აზროვნება თავისთავად.

      სხვადასხვაა სიდიდე და მისი არსი, წყალი და წყლის არსი ასევე მრავალ სხვა შემთხვევაში, მაგრამ არა ყველაფერში. რადგან ზოგგან ის ერთი და იგივეა. ამიტომ სხეულის არსსა და სხეულს სული განსჯის როგორც სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფს. რადგან სხეული არ არსებობს მატერიის გარეშე ისევე, როგორც პაჭუა ცხვირი, არსებობს როგორც რაიმე რაიმეში. გონება შეგრძნების ორგანოთი არკვევს თბილსა და ცივს, რომელთა არსს სხეული წარმოადგენს სხეულს კი განიხილავს, როგორც შეგრძნებისაგან დაშორებას, ან როგორც ტეხილ ხაზს, რომელიც სწორდება. აბსტრაქტულ მოვლენებში კი სწორი ხაზი შეესაბამება მოღუნულ ცხვირს, რადგან ის უწყვეტობასთან არის დაკავშირებული. თუ არსი და არსებობა სხვადასხვაა, მაშინ სწორი ხაზი და მისი არსი სულ სხვადასხვა იქნება და ისინი გახდებიან ორი. მაშასადამე, სული განიხილავს მათ როგორც სხვადასხვა გვარს ან როგორც სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფთ. საერთოდ კი, როგორც საგნები შორდებიან მატერიას, ასევე გონება.

      ვინმეს შეიძლება ეკითხა, რომ თუ გონება მარტივია, უგრძნობი და არაფერთან დაკავშირებული, როგორც ანაქსაგორა ამბობს, როგორ უნდა ეაზროვნა მას? მაგრამ თუ აზროვნება არის რაღაც განცდა, მაშინ უნდა არსებობდეს რაღაც, რაც ორივესთვის არის საერთო, რაც ერთის მხრივ, არის მოქმედება, მეორეს მხრივ კი განცდა. შემდეგ, აზროვნებს თუ არა აზროვნება თავის თავს, თუ სხვა საგნებსაც აქვთ გონება, თუ მისი შეცნობა შეუძლებელია? ანდა თუ ის რაღაც ერთგვაროვანია თავისი სახით, მაშინ მას უნდა ჰქონდეს სხვა რაიმე მინარევი, რაც მას ისევე გააზრებადად გახდიდა, როგორც ყოველივე სხვას. ზემოთ ნათქვამი იყო, რომ განცდა ხდება რაღაც საერთო თვისებების გამო. გონება შესაძლებლობაში შეიცავს აზროვნების საგანს, სინამდვილეში კი არა, სანამ ის აზროვნებას არ დაიწყებდეს. შესაძლებლობაში კი გონება იმავე მდგომარეობაშია, როგორც დაფა, რომელზეც სინამდვილეში არაფერია დაწერილი, ასევე, როგორც ამას ადგილი აქვს სულის შემთხვევაში, რომელიც არის აზროვნების საგანი, როგორც საგნები. მატერიის გარეშე აზროვნება და აზროვნების საგანი არის ერთი და იგივე ისევე, როგორც ჭვრეტითი ხასიათის ცოდნა და შესატყვისი საგანი არის ერთი და იგივე. რატომ არ აზროვნებს გონება ყოველთვის? აი, ესაა საკვლევი. იმ საგნებში, რომლებსაც მატერია აქვთ, აზროვნების საგანი მოცემულია შესაძლებლობაში. ამიტომ მათ გონება არა აქვთ, რადგან ასეთ საგნებში გონება მატერიის გარეშე არის მხოლოდ შესაძლებლობა. თვით აზროვნებას კი შეიძლება ჰქონდეს შემეცნების საგანი.

თავი 5

      მთელს ბუნებაში ყოველ გვარს აქვს მატერია რომელიც წარმოაგენს მათ შესაძლებლობას. მეორეს მხრივ, არსებობს მიზეზი და შემოქმედი, რომელიც ყველაფერს ჰქმნის, როგორც ხელოვნება აწარმოებს შემოქმედებას მატერიიდან. ასეთივე განსხვავება უნდა არსებობდეს სულშიც. და მართლაც, არსებობს გონება, რომელიც გარდაიქმნება ყოველივე ამად და მეორეს მხრივ არსებობს თვისება, რაც ყოველივეს ჰქნის, როგორც სინათლე, რომელიც როგორღაც გარდაქმნის შესაძლებლობაში მყოფ ფერებს რეალურ ფერებად. გონება, რომელიც არსებობს განცალკევებულად და არის უგრძნობი და შეურეველი თავისი არსებით, წარმოადგენს მოქმედებას. მაგრამ შემოქმედი ყოველთვის უფრო პატივსაცემია, ვიდრე ის, რაც განიცდის და საწყისი უფრო მეტად დასაფასებელია, ვიდრე მატერია. ხოლო ცოდნა განხორციელებული, არის იგივე საგანი. დროის თვალსაზრისით ცოდნა შესაძლებლობაში წინ უსწრებს ცალკეულ საგანს. საერთოდ კი, არც დროში უსწრებს. გონება არ შეიძლება, რომ ხან აზროვნებდეს და ხან კი არა. გონება როგორც ასეთი, არის განცალკევებული და მხოლოდ ეს გონება არის უკვდავი და მარადიული, მაგრამ ჩვენ არ გვახსოვს, რომ ის ვნებას არ განიცდის. ხოლო გონება, რომელიც ვნებას ექვემდებარება, არის მოკვდავი და ის მოქმედი გონების გარეშე არაფერს არ მოიაზრებს.

თავი 6

      აზროვნება, როცა ეხება დაუნაწილებელ მოვლენებს, არ სცდება. მაგრამ იქ, სადაც არსებობს შეცდომაცა და ჭეშმარიტებაც, იქ ადგილი აქვს აზრთა დაკავშირებას ერთ მთელად და როგორც ემპედოკლე ამბობს, „ წამოიზრდება მრავალი უკისრო თავი, რომელნიც შემდეგ მეგობრობით გაერთიანდებიან “ . ასევე ერთიანდებიან ერთმანეთს დაცილებული ცნებები, მაგალითად, დიაგონალისა და უთანაზომოსი. როდესაც აზრი ეხება განვლილსა და მყობადს, იგი მათთან ერთად მოიაზრებს დროსაც და ჩართავს მათში. შეცდომა კი ყოველთვის სინთეზში წარმოიშობა. რადგან როდესაც ვინმე ამბობს, რომ თეთრი არაა თეთრი, ის აკავშირებს „ თეთრს “ და „ არათეთრს “ . მაგრამ კაცმა შეიძლება თქვას, რომ ყველაფერი ერთმანეთისაგან დაცილებულია. შეცდომა ან ჭეშმარიტება არაა მხოლოდ ის, რომ კლეონი თეთრია, არამედ ისიც, რომ იყო ან იქნება ასეთი. ყოველივეს გამაერთიანებელი კი არის გონება. განუყოფელი კი ორი მნიშვნელობით იხმარება: როგორც შესაძლებელი და როგორც ნამდვილი. გონებას არაფერი არ უშლის ხელს, რომ მოიაზროს განუყოფელი მაშინ, როცა ის მოიაზრებს სიგრძეს, რომელიც სინამდვილეში დაუყოფელია და თანაც არსებობს დაუყოფელ დროში. დრო სიგრძის მსგავსად არის დაყოფილი და დაუყოფელიც. კაცს არ შეუძლია თქვას, თუ რას შეიცნობს გონება დროის ორივე ნახევარში, რადგან თუ დაყოფა არ განხორციელდა, არც ნახევრები იარსებებენ რეალურად, არამედ შესაძლებლობაში. მაგრამ თუ გონება ორივე ნახევარს გაიაზრებს ცალ-ცალკე, მაშინ მათთან ერთად ასევე გაიაზრებს დროსაც და მაშინ სიგრძეც თითქოს ორისაგან იქნება შედგენილი. და თუ სიგრძესაც მიიჩნევს ორი ნაწილისაგან შედგენლად, მაშინ ასევე განიხილავს დროსაც. ის, რაც დაუყოფელია არა რაოდენობით, არამედ სახით, მას გონება მოიაზრებს დაუყოფელ დროში და თანაც სულის დაუყოფელი ნაწილით. გონება მათ მოიაზრებს როგორც დაყოფილთ შემთხვევით და არა იმიტომ, რომ ისინი სინამდვილეშიც დაყოფილნი არიან. რადგან მათშიც არსებობს რაღაც, რაც დაუყოფელია, მაგრამ არა გამოცალკევებული, რაც აერთიანებს როგორც დროს, ისე სიგრძეს. ასეა ყველგან, რაც კი უწყვეტია დროსა და სივრცეში.

      როგორც წერტილი, ისე დაყოფილი და დაუყოფელი, ვლინდება როგორც რაღაც ნაკლი. იგივე ითქმის სხვა შემთხვევებზე, მაგალითად, როცა შეიცნობა ბოროტება და შავი. შემეცნება ხორციელდება როგორღაც წინააღმდეგობის საშუალებით. შემმეცნებელი შესაძლებლობაში უნდა შეიცავდეს ამ წინააღმდეგობას. მაგრამ როდესაც მას არაფერი არ უპირისპირდება, მაშინ ის შეიცნობს თავის თავს, არსებობს გამოცალკევებულად და სინამდვილეში.

      ყოველივეს შესახებ არსებობს მტკიცება და უარყოფა და თითოეული მათგანი შეიძლება იყოს ჭეშმარიტიცა და მცდარიც. მაგრამ ყოველი ცოდნა ასეთი არაა, არამედ ჭეშმარიტია ის ცოდნა, რომელიც ასხვავებს საგნის არსს მისი არსებობისგან და არა ის ცოდნა, რომელიც არკვევს საგნის რაიმე მიმართებას. მაგალითად, კონკრეტული საგნის დანახვა ჭეშმარიტია, მაგრამ ადამიანი თეთრია თუ არა, ყოველთვის ჭეშმარიტი არაა. ასეთია მდგომარეობა იქ, სადაც მოვლენა არსებობს მატერიის გარეშე.

თავი 7

      რეალური ცოდნა ემთხვევა საგანს, ხოლო ცოდნა შესაძლებლობაში წინ უსწრებს საგანს. საერთოდ კი, ის არ უსწრებს მას არც დროში. ყოველივე არსებობს იქიდან, რაც განხორციელდა. როგორც ჩანს, შეგრძნებადი მოვლენები შესაძლებლობაში არსებული შეგრძნების უნარს რეალობად აქცევენ. ეს უნარი არც ზემოქმედებას განიცდის, არც ცვალებადობას. მაშასადამე, ის არის სხვა სახის მოძრაობა. მოძრაობა არის დაუსრულებელი მოქმედება. მარტივი მოქმედება კი სულ სხვა რამეა. იგი არის დაუსრულებელი მოქმედება. შეგრძნება ჰგავს მხოლოდ მეტყველებასა და აზროვნებას. როდესაც არსებობს რაიმე სასიამოვნო ან უსიამოვნო, შეგრძნება მიღების ან უარყოფის ნიშნად მიისწრაფის მისკენ, ან გაურბის მას. სიამოვნება და ტანჯვა კი არის შეგრძნებადი უნარის შუალედური მოქმედება, მიმართული სიკეთის ან ბოროტებისაკენ. მისწრაფება და თავშეკავება იგივეობრივნი არიან განხორციელების დროს. არც მისწრაფებისა და თავშეკავების უნარია ერთმანეთისგან ან შეგრძნების ორგანოსგან განსხვავებული. მაგრამ არსებობის თვალსაზრისით კი ისინი სხვადასხვა არიან. სულის განსჯით ნაწილს კი გააჩნია წარმოდგენები, როგორც შეგრძნებადი მოვლენები. როდესაც ხდება სიკეთის და ბოროტების მტკიცება ან უარყოფა, იგი გაურბის ან მიისწრაფის მათკენ. მაშასადამე, სული არასოდეს არ აზროვნებს წარმოდგენების გარეშე. ისევე, როგორც ჰაერი თვალის გუგაზე ახდენს გარკვეულ ზემოქმედებას, რომელიც მისგან განსხვავდება, ასევეა სმენაც. ამრიგად, კიდური წევრი არის შუალედიც და ერთიც, მაგრამ არსებობის თვალსაზრისით ის მრავალფეროვანია.

      ადრე იყო ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორ ასხვავებს სული ტკბილსა და თბილს. ამის შესახებ ახლაც შეიძლება ითქვას, რომ მათ აქვთ რაღაც ერთი და იგივე საზღვარი, რომელიც ერთია რიცხვობრივადაც და ანალოგიითაც და მათ ერთმანეთთან ისეთივე მიმართება აქვთ როგორიც შეგრძნებად საგნებს. რა განსხვავებაა შეკითხვებს შორის: როგორ ასხვავებს გონება გვარით არაიგივეობრივ ან წინააღმდეგობრივ მოვლენებს, როგორიცაა თეთრი და შავი? რა მიმართებაშიც არის „ა“ თეთრი ფერი „გ“ შავთან, ასეთსავე მიმართებაში არიან „გ“ და „დ“ ერთმანეთთანდ და პირიქით. თუ „გ“ და „ა“ გაერთიანდნენ, მათ შორის ისეთივე მიმართება იქნება, როგორიც „დ“-სა და „ბ“-ს შორის. მაგრამ მათ არსი იგივეობრივი არ ექნებათ. იგივე მსჯელობა შეიძლება ვაწარმოოთ, თუ „ა“ იქნება ტკბილი, ხოლო „ბ“ თეთრი.

      გონება მოიაზრებს შესაცნობი საგნების ფორმებს წარმოდგენებში და მათი საშუალებითვე დაადგენს, თუ რისკენ უნდა მიისწრაფოდეს და რას გაურბოდეს. და ამ წარმოდგენების მქონე, ის მოდის მოძრაობაში შეგრძნებების გარეშეც კი. მაგალითად, როცა ადამიანი ხედავს ჩირაღდანს, როგორც ცეცხლს, რომელიც მოძრაობს, საერთო გრძნობით დაასკვნის, რომ მტერი იქვე იმყოფება. ზოგჯერ კი სულში არსებული წარმოდგენებითა და აზრებით თითქოს ხედავსო, ისე განსჯის და თათბირობს მომავალზე აწმყოს გათვალისწინებით. და როდესაც ეუბნებიან, რომ იქ არის სასიამოვნო და მტანჯველი რამე, იგი იქითკენ გარბის ან თავს იკავებს და საერთოდ, აკეთებს ერთ ამათგანს. მოქმედების გარეშე ჭეშმარიტება და სიცრუე განეკუთვნებიან იმავე გვარს, რასაც სიკეთე და ბოროტება. მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ ჭეშმარიტებასა და სიცრუეს აქვთ აბსოლუტური მნიშვნელობა, სიკეთესა და ბოროტებას კი რომელიმე კონკრეტული შემთხვევისათვის. აბსტრაქტულს გონება მოიაზრებს, როგორც პაჭუა ცხვირს არა როგორც ასეთს, არამედ როგორც რეალურად არსებულ ჩაღრმავებას სხეულის გარეშე. ასე გაიაზრებს მათემატიკა მათემატიკურ მოვლენებს როგორც ასეთს და თანაც იმას, რაც ცალკე არ არსებობს, გამოაცალკევებს. საერთოდ კი, განხორციელებული გონება არის იგივე, რაც გააზრებადი საგნები. შეიძლება თუ არა სხეულისაგან დაშორებულად იმის გააზრება, რაც არაა მისგან დაშორებული? ამას ქვემოთ განვიხილავთ.

თავი 8

      ვაჯამებთ რა სხეულის შესახებ ზემოთ თქმულს, ვიმეორებთ, რომ სული არის როგორღაც ყოველივე არსებული. ყოველი არსებული კი არის ან შეგრძნებადი, ან გააზრებადი. გონება როგორღაც არის შეცნობადი საგნები, შეგრძნება - შეგრძნებადი საგნები. თუ როგორ ხდება ეს, აი, ესაა საკვლევი. ცოდნა და შეგრძნება განიყოფიან თავისი საგნით. ამათგან ნაწილი არსებობს შესაძლებლობაში, ნაწილი სინამდვილეში. როგორც ნამდვილი სულის შეგრძნებადი და შემმეცნებელი ნაწილი წარმოადგენს ამ საგნებს შესაძლებლობაში, ნაწილობრივ შესაგრძნობს, ნაწილობრივ შესაცნობს. აუცილებელია, რომ ეს უნარები იყოს ან თვითონ საგნები, ან მათი ფორმები. მაგრამ პირველი შეუძლებელია, რადგან სულში ქვა ხომ არ იარსებებს, არამედ მისი ფორმა. სული იგივეა, რაც ხელი. ხელი იარაღთა იარაღია, გონება კი ფორმათა ფორმაა. შეგრძნება შეგრძნებადი საგნების ფორმაა. რადგან საგნები სიდიდის გარეშე არ არსებობენ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ შეგრძნებადი საგნები სიდიდეს დაცილებულნი, მოცემულნი არიან შეგრძნებად ფორმაში. ასეა როგორც აბსტრაქტულ ცნებებში, ისე საგნების თვისებებსა და განცდებში. ამიტომ ვისაც შეგრძნება არა აქვს, ის ვერც ვერაფერს შეისწავლის და ვერც გაიგებს. და როცა კაცი აზროვნებს, აუცილებელია, რომ წარმოდგენებსაც მოიაზრებდეს. წარმოდგენები ხომ შერძნებადნი არიან, ოღონდ მატერიის გარეშე. მაგრამ წარმოდგენა სულ სხვაა, ვიდრე მტკიცება და უარყოფა. ჭეშმარიტება და სიცრუე წარმოადგენს აზრების დაკავშირებას, მაგრამ რით შეიძლება პირველადი ცნებების განსხვავება წარმოდგენებისაგან, თუ ცნებები წარმოდგენები არ არიან, მაგრამ წარმოდგენების გარეშე მათ არსებობა არ შეუძლიათ?

თავი 9

      ცოცხალი არსებების სულს განსაზღვრავს ორი უნარი, არჩევანის უნარი, რომელიც განეკუთვნება განსჯასა და შეგრძნებას და გადაადგილების უნარი. აი, ყველაფერი ის, რაც გვინდოდა გვეთქვა გონებისა და განსჯის შესახებ. ახლა გავარკვიოთ, რომ მამოძრავებელი ნაწილი არის სულის ერთი რომელიმე ნაწილთაგანი, რომელიც სიდიდით ან ცნებით ცალკე არსებობს, თუ მთელი სული? თუ ის სულის რაღაც ნაწილია, რომელი ნაწილია ის, რაღაც განსხვავებული ჩვეულებრვი ნაწილისაგან და იმისაგან, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, თუ ის რომელიმე ამათგანია? აქ წამოიჭრება ასეთი კითხვა: რა აზრით უნდა ვილაპრაკოთ სულის ნაწილებზე და როგორია მათი რიცხვი? ისინი, ერთის მხრივ, როგორღაც განუსაზღვრელი მოჩანან და არა იმდენი, რამდენსაც ასახელებდნენ ისინი, რომლებიც ასხვავებდნენ მოაზროვნე, ვნებით და ლტოლვით ნაწილებს. სხვები კიდევ ასახელებდნენ სულის გონიერ და არაგონიერ ნაწილს. იმ განსხვავების მიხედვით, რომლითაც მათ გამოყვეს სულის ნაწილები, აღმოჩნდებიან კიდევ სხვა ნაწილები, რომელნიც დიდად განსხვავდებიან დასახელებულთაგან და რომლებზეც ახლახანს ვილაპარაკეთ. ასეთია კვებითი ნაწილი, რომელიც აქვთ მცენარეებს და ყველა ცხოველს, აგრეთვე შეგრძნებადი ნაწილი, რომლის მოთავსება გონიერ ან არაგონიერ ნაწილში ადვილი არაა, აგრეთვე წარმოდგენითი ნაწილი, რომელიც ყველა ნაწილისაგან განსხვავებულია. თუ ამ ნაწილებს ერთმანეთისგან გამოცალკევებულად მივიჩნევთ, ძნელად გადასაწყვეტია კითხვა იმის შესახებ, თუ რომელ ნაწილებთან არის ის იგივეობრივი და რომელთაგან განსხვავებული? ამათ გარდა, არსებობს სწრაფვითი ნაწილი, რომელიც როგორც ცნებით, ისე უნარით ყველა ნაწილისაგან განსხვავებული მოჩანს და უაზრობა იქნებოდა, რომ ის სხვებისაგან მოგვეწყვიტა. სულის გონიერ ნაწილში არსებობს ნებისყოფა, ხოლო არაგონიერში - სურვილი და ვნება. თუ სული სამი ნაწილისაგან შედგება, სწრაფვა იქნება ყოველ ნაწილში. აი, ამის შესახებ გვექნება ჩვენ ახლა მსჯელობა.

      რა იწვევს ცხოველების გადაადგილებას, ზრდისა და მოსპობის თვისებას, რაც ყველას ახასიათებს? ვფიქრობთ, რომ წარმოქმნისა და კვების მოძრაობა იწვევს ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის, ძილისა და სიფხიზლის მოძრაობებს. მათ ჩვენ ქვემოთ გავარკვევთ. აქაც მრავალი დაბრკოლება არსებობს. გადაადგლების შესახებ გასარკვევია კითხვა, თუ რა იწვევს ცხოველთა სიარულს? ცხადია, რომ ამას არ იწვევს კვების უნარი. გადაადგილება ყოველთვის რაიმე მიზნით ხდება და დაკავშირებულია წარმოდგენასა და სწრაფვასთან, რადგან არაფერი არ მოძრაობს ისე, რაიმესკენ რომ არ მიისწრაფოდეს, ან რაიმეს არ გაურბოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა იძულებით იქნებოდა გამოწვეული. შემდეგ, თუ მცენარეებიც მოძრაობენ, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ ამ მოძრაობის ორგანო. ამ მოძრაობას არ იწვევს არც შეგრძნება, რადგან მრავალ ცხოველს აქვს შეგრძნება, მაგრამ უძრავნი არიან და ერთ ადგილზე იმყოფებიან, რადგან ბუნება უაზროდ არაფერს არ აკეთებს და არც სპობს იმას, რაც აუცილებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადგილი აქვს ხეიბრობას და არა სრულფასოვნებას. მაგრამ რომ ცხოველებიც აღწევენ სრულ განვითარებას და მოწიფულ ასაკს, ამტკიცებს ის, რომ მათაც შეუძლიათ გამრავლება, მოწიფულობის ასაკის მიღწევაც და სიკვდილიც. ასე რომ, მათ უნდა ჰქონდეთ სიარულისთვის საჭირო ორგანოები, მაგრამ სულის არც მოაზროვნე ნაწილი და არც ე.წ. გონება არ არიან მამოძრავებელი. სულის ჭვრეტითი ნაწილი არ განჭვრეტს არაფერს ისეთს, რაც პრაქტიკულ საქმიანობას ეხება, არც არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა არის უარსაყოფი და რა არის მისაღები. მაშინ, როდესაც მოძრაობას იწვევს ის, რასაც უნდა გავურბოდეთ, ან რისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ, არც მაშინ ურჩევს გაქცევას ან სწრაფვას, როდესაც რაიმე ამდაგვარს განჭვრეტს. თუმცა ის ხშირად განსჯის რაიმე საშინელს ან სასიამოვნოს, მაგრამ არც მაშინ მოუწოდებს გაქცევისაკენ, ხოლო როცა რამე სასიამოვნოა, გულს ამოძრავებს სულის რაღაც სხვა ნაწილი. კაცი არ იწყებს მოქმედებას არც მაშინ, როცა გონება რიმეს უკარნახებს, ხოლო განსჯა ურჩევს გაიქცეს ან შეეგებოს რაიმეს. რადგან კაცი მოქმედებს თავისი სურვილის მიხედვით, როგორც თავშეუკავებელი და საერთოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ მედიცინის მცოდნე ვერ კურნავს, მაგამ კურნავს ვინმე სხვა, რომელსაც შეუძლია ცოდნის მოხმარება და არა ის, ვისაც მხოლოდ ცოდნა გააჩნია. მაგრამ არც მისწრაფება იწვევს მოძრაობას, რადგან თავშეკავებულ ადამიანებს სურთ და მიისწრაფიან, მაგრამ ვერ ახორციელებენ იმას, რისკენაც მიისწრაფიან, არამედ ემორჩილებიან გონების კარნახს.

თავი 10

      როგორც ჩანს, მოძრაობას იწვევს ორი რამ: სწრაფვა და გონება, აგრეთვე წარმოდგენა, თუ მას როგორღაც აზროვნებად ჩავთვლიდით. ბევრნი ცოდნის გარდა, მისდევენ წარმოდგენებს და სხვა ცოცხალ არსებებსაც არა აქვთ არც აზროვნება, არც განსჯა, სამაგიეროდ აქვთ წარმოდგენები. როგორც გონება, ისე სწრაფვა იწვევს გადაადგილებას. გონება, რომელიც მოიაზრებს მოქმდების მიზანს და პრაქტიკულადაც მოქმედებს, თავისი მიზნით განსხვავდება თეორიული გონებისაგან. ყოველ მისწრაფებას კი გარკვეული მიზანი აქვს. რა მიზნისკენაც არის მიმართული მისწრაფება, ესაა პრაქტიკული გონების მოქმედების საწყისი. მისი საბოლოო წერტილი არის მოქმედების დასაწყისი. ამრიგად, როგორც ჩანს, სწორია მოსაზრება, რომ მოძრაობას ორი რამ იწვევს: მისწრაფება და პრაქტიკული გონება. მისწრაფების საგანი იწვევს მოძრაობას და ამის გამო ამოძრავებს განსჯასაც, რადგან მისი საწყისი არის მისწრაფების საგანი, და როცა წარმოდგენაც იწვევს მოძრაობას, იგი არ ამოძრავებს მისწრაფების გარეშე. ამრიგად, მამოძრავებელი ერთია, ესაა მისწრაფების საგანი, მაგრამ თუ მამოძრავებელი ორია, გონება და სწრაფვა, ისინი ამოძრავებენ რაღაც საერთო ფორმით. გონება კი, როგორც ახლა გამოვლინდა, არ ამოძრავებს მისწრაფების გარეშე. სურვილიც სწრაფვაა და როდესაც მოძრაობა წარმოებს განსჯის საფუძველზე, ის ხდება აგრევე სურვილის საფუძველზე. მისწრაფება კი ამოძრავებს გონებას საწინააღმდეგო მიმართულებითაც, რადგან სურვილი - ეს ერთგვარი მისწრაფებაა. გონება ყოველთვის სწორია, სწრაფვა და წარმოდგენა კი ხან სწორნი არიან, ხან არა. ამრიგად, მოძრაობას ყოველთვის მისწრაფების საგანი იწვევს, რომელიც ხან სიკეთეა, ხან მოჩვენებითი სიკეთე, მაგრამ არა ყოველგვარი სიკეთე, არამედ პრაქტიკული, ხოლო რაც პრაქტიკას განეკუთვნება, ის შეიძლება არსებობდეს ასეც და სხვანაირადაც.

      რომ მოძრაობას იწვევს სულის ე.წ. სწრაფვითი ნაწილი, ეს ცხადია, ისინი, რომლებიც სულის ნაწილებს ჰყოფენ და ერთმანეთს აშორებენ უნარის მიხედვით, იღებენ სულის მრავალ ნაწილს, როგორიცაა კვებითი, შეგრძნებადი, მოაზროვნე, ვნებითი და სწრაფვითი. ესენი ერთმანეთისგან უფრო მეტად განსხვავდებიან, ვიდრე სურვილისა და ვნების ნაწილები. მისწრაფებები ერთმანეთს უპრისპირდებიან მაშინ, როდესაც აზრი და სურვილი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ამას ადგილი აქვს იმ არსებებში, რომლებსაც აქვთ დროის შეგრძნება. გონება, ითვალისწინებს რა მომავალს, ეწევა ერთი მიმართულებით, სურვილი კი სიამოვნების ზეგავლენით ეწევა მეორე მიმართულებით, რის გამოც სიამოვნება ეჩვენებათ აბსოლუტურ სიამოვნებად და სიკეთედ, რადგან მომავალს ვერ ხედავენ. მამოძრავებელი ერთია თავისი სახით, ესაა სწრაფვა. მისწრაფების საგანი კი არის ყველაზე პირველი. ის ამოძრავებს ისე, რომ თვითონ არ მოძრაობს, რადგან მას არ მოიაზრებენ, არ წარმოიდგენენ. მაგრამ რიცხობრივად კი მამოძრავებელი ბევრია. მოძრაობას აქვს სამი წევრი: პირველია მამოძრავებელი, მეორე ის, რითაც წარმოებს მოძრაობა, მესამე მოძრავი. მამოძრავებელს აქვს ორი მნიშვნელობა: ერთია უძრავი, მეორე მამოძრავებელი და მოძრავი. უძრავი მამოძრავებელი - ეს არის პრაქტიკული სიკეთე. მამოძრავებელი და მოძრავი კი არის მისწრაფება. მოძრავს ამოძრავებს მისწრაფება და მისწრაფება არის თავისებური მოძრაობა, ანუ მოქმედება, რასაც ამოძრავებენ, ის ცოცხალი არსებაა. ხოლო ის ორგანო, რომლითაც ამოძრავებს მისწრაფება, არის სხეულებრივი. ამიტომ სულისა და სხეულის საქმის განხილვისას, საჭიროა სხეულის გათვალისწინება. ახლა კი ზოგადად რომ ვთქვათ, მამოძრავებელი ორგანო ამავე დროს არის საწყისიცა და დასასრულიც, როგორც საერთო შეხვედრის წერტილი. ამიტომაც ამოღრმავებული და ჩაღრმავებული, რომელთაგან ერთი დასაწყისია, მეორე ბოლო, ერთი უძრავია, მეორე კი მოძრავი, ერთმანეთისაგან ცნებით განსხვავდებან, მაგრამ სიდიდით განუყოფელნი არიან, რადგან ყოველივე მოძრაობს ან დაწოლით, ან გაწევით, როგორც წრეში რაიმე უნდა იყოს გაჩერებული და აქედან უნდა იწყებოდეს მოძრაობა. საერთოდ კი, როგორც ითქვა, ცოცხალ არსებას, აქვს რა მისწრაფების თვისება, თავის თავის მამოძრავებელიც არის. მაგრამ მისწრაფება არ არსებობს წარმოდგენის გარეშე. ყოველი წარმოდგენა კი დაკავშირებულია ან აზროვნებასთან, ან შეგრძნებასთან. შეგრძნება აქვთ აგრეთვე სხვა ცოცხალ არსებებსაც.

თავი 11

      გარკვევას მოითხოვს აგრეთვე საკითხი იმის შესახებ, თუ რა არის მამოძრავებელი არასრულყოფილ ცხოველებში, რომლებსაც მხოლოდ შეხების შეგრძნება აქვთ? შეიძლება თუ არა, რომ მათ ჰქონდეთ აგრეთვე წარმოდგენა და სურვილები? როგორც ჩანს, მათ აქვთ სიამოვნებისა და ტანჯვის განცდა და თუ ეს აქვთ, მაშინ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ აგრეთვე სურვილი, მაგრამ როგორი წარმოდგენა ექნებათ მათ? იქნებ ისეთივე გაურკვეველი, როგორც მოძრაობა? და თუ მათ წარმოდგენა აქვთ, ისიც გაურკვეველი ექნებათ. შეგრძნებასთან დაკავშირებული წარმოდგენები აქვთ სხვა ცხოველებსაც, მაგრამ განსჯასთან დაკავშირებული კი აქვთ მოაზროვნე არსებებს. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა: ესა თუ ის? ეს არის აზროვნების საქმე და მაშასადამე, აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს აგრეთვე ერთი საზომი, რათა უფრო მნიშვნელოვანს მისდიოს და მრავალი წარმოდგენიდან შექმნას ერთი. მიზეზი ვარაუდისა, რომ მათ არა აქვთ შეხედულება, არა აქვთ დასკვნიდან მიღებული წარმოდგენა, არის ის რომ, მათ სწრაფვა გააზრებული არა აქვთ. ზოგჯერ მისწრაფება სძლევს ხოლმე ნებისყოფას და ამოძრავებს მას. ზოგჯერ პირიქით, ნებისყოფა ამოძრავებს მისწრაფებას, როგორც ბურთი ბურთს, ასევე მისწრაფება მისწრაფებას, როცა კაცი თავშეუკავებელი ხდება. ბუნებრივად კი ყოველთვის ამოძრავებს ის, რაც უფრო ძლიერია. ამრიგად, არსებობს მოძრაობის სამი სახე. შემეცნებადი ნაწილი არ მოძრაობს, არამედ უძრავი რჩება. მეორეა ზოგადი თვალსაზრისი და განსჯა. განსჯა ეხება ცალცკეულ მოვლენებს. აზროვნება ამბობს, რომ ამა და ამ კაცმა უნდა გააკეთოს ესა და ეს საქმე, განსჯა კი ამბობს, რომ ესა და ეს ასეთია და რომ ეს მე ვარ. ამრიგად, მოძრაობას იწვევს განსჯა, მაგრამ არა ზოგადი, არც ორივე, რადგან ზოგადი უფრო მეტად უძრავ მდგომარეობაშია, მეორე კი არა.

თავი 12

      მკვებავი სული უნდა ჰქონდეს ყველას, რათა იცოცხლოს და სული ჰქონდეს დაბადებიდან სიკვდილამდე. აუცილებელია, რომ ყოველივეს, რაც კი დაბადებულია, ჰქონდეს ზრდის, მომწიფებისა და გაქრობის უნარი, რაც კვების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია, რომ კვების უნარი ჰქონდეს ყველა იმას, რაც კი იზრდება და კვდება. მაგრამ შეგრძნება კი აუცილებელი არაა ყველა ცოცხალი არებისათვის. შეხების შეგრძნების უნარი არა აქვთ იმათ, რომლებსაც აქვთ მარტივი სხეული. მაგრამ ამ უნარის გარეშე არ არსებობს, არც ერთი ცოცხალი არსება. არც იმათ აქვთ ეს უნარი, რომლებიც ვერ მიიღებენ ფორმებს მატერიის გარეშე. ცხოველებს კი შეგრძნების უნარი აუცილებლად უნდა ჰქონდეთ, რადგან ამის გარეშე არ არსებობს არც ერთი ცოცხალი არსება. ბუნება კი ტყუილ-უბრალოდ არაფერს არ ჰქნის. ბუნებრივად ყოველივე არსებობს რაიმე მიზნისთვის, ან ამ მიზნის რაიმე ნიშნისათვის. თუ სხეულს, რომელიც გადაადგილდება, რწმენა არა აქვს, დაიღუპება ისე, რომ ვერ მიაღწევს იმ მიზანს, რომელიც მას ბუნებით აქვს განკუთვნილი. როგორ იკვებება ის? უძრავი არსებები იკვებებიან იმით, რისგანაც არიან წარმოშობილი. მაგრამ შეუძლებელია, რომ ის, რაც წარმოშობილია და რომელსაც აქვს სხეულიც, სულიც და განსჯის უნარიც და არც უძრავია, შეგრძნება არ ჰქონდეს. ეს შეუძლებელია იმათთვისაც, რომლებიც არ არიან წარმოშობილი. მაგრამ რატომ არ უნდა ჰქონდეთ მათ შეგრძნების უნარი? ეს უნარი ვისთვის უფრო უმჯობესია, სულისთვის თუ სხეულისთვის? მაგრამ ამას არც ერთისთვის არა აქვს ნიშვნელობა, რადგან ამ შემთხვევაში გონება უკეთ არ იაზროვნებდა, ხოლო სხეული აზროვნებაზე უკეთესი ვერ გახდება. ამრიგად, არც ერთ მოძრავ სხეულს სული არ შეიძლება ჰქონდეს შეგრძნების უნარის გარეშე.

      სხეული, რომელსაც შეგრძნების უნარი აქვს, აუცილებლად ან მარტივი იქნება, ან ნარევი. მაგრამ მარტივი ის არ შეიძლება იყოს, რადგან მაშინ მას შეხების შეგრძნება არ ექნებოდა. შეხების შეგრძნება კი აუცილებელია, რაც ცხადი გახდება შემდეგიდან. თუ ცოცხალი არსება არის სულის მქონე სხეული, სხეულს კი შეხების უნარი ყველგან აქვს. მაგრამ შეგრძნებადი აღიქმება შეხებით, ამიტომ აუცილებელია, რომ ცოცხალ არსებას ჰქონდეს შეხებადი სხეული, თუ ცოცხალ არსებას სურს სიცოცხლის შენარჩუნება. დანარჩენი შეგრძნებები კი, როგორიცაა ყნოსვა, მხედველობა, სმენა სხვა მოვლენებით შეიგრძნობიან. ცოცხალ არსებას, რომელსაც შეხების უნარი კი აქვს, მაგრამ შეგრძნება არა აქვს, ვერ შესძლებს ზოგ რამეს თავი აარიდოს, ზოგი რამ კი მიიღოს. ამ შემთხვევაში ის ვერც იარსებებს. გემოვნებაც ერთგვარი შეხებაა. იგი ეხება საკვებს, რადგან საკვები არის შეხებადი სხეული. ბგერა, სუნი და ფერი არ კვებავენ, არც ზრდასა და სიკვდილს იწვევენ. ასე რომ, გემოვნება აუცილებლად არის თავისებური შეხება, რადგან ის არის შეხებადის და მკვრივის შეგრძნება. ისინი ცოცხალი არსებისთვის აუცილებელი არიან და, ცხადია, რომ შეხების შეგრძნების გარეშე ცოცალი არსება არ არსებობს. დანარჩენი შეგრძნებები არსებობენ კეთილდღეობისთვის და ყველა ცოცხალ არსებას არა აქვს, არამედ აქვს ზოგიერთს. მაგალითად, ისინი აუცილებელია მოძრავი ცხოველებისათვის. თუ მათ სურთ სიცოცხლის შენარჩუნება, უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ უშუალო შეხების შეგრძნება, არამედ დაშორებულის შეგრძნების უნარიც. ეს კი შესაძლებელია მაშინ, თუ არსებობს შუალედი შემგრძნები, რომელიც განიცდის შეგრძნებადი საგნის ზემოქმედებას და მისგანვე იწყებს მოძრაობას. შუალედი კი ამასვე გადასცემს ცოცხალ არსებას. ისევე, როგორც მამოძრავებელი იწვევს ადგილზე მოძრაობას, სანამ რაიმე ცვლილება არ მოხდება. ის, რომელიც უბიძგებს, აიძულებს, რომ ამან სხვას უბიძგოს და ეს მოძრაობა ხდება შუალედ ფენებში. პირველი მამოძრავებელი უბიძგებს ისე, რომ თვითონ არ განიცდის ბიძგს, რადგან მოძრაობის უკანასკნელი წევრი ბიძგებს კი იღებს, მაგრამ თვითონ არ უბიძგებს. შუალედი კი ორვეს აწარმოებს. შუალედი წევრები ბევრია. ასევე ხდება ცვალებადობის დროს იმ განსხვავებით, რომ საგანი იცვლება ისე, რომ ადგილზე რჩება. მაგალითად, თუ სანთელში რამეს ჩავუშვებთ, სანთელი იმოძრავებს მანამ, სანამ საგანი მასში ბოლომდე არ ჩაეშვვება. არც ქვა მოძრაობს, წყალი კი შორს გადაიღვრება. ყველაზე მეტად კი მოძრაობს, მოქმედებს და განიცდის ჰაერი, როცა ის არსებობს და ერთიანობას ინარჩუნებს. ასევე სხივის გარდატეხის დროს უკეთესია, თუ ვივარაუდებთ, რომ სხივი კი არა, ჰაერი განიცდის ფორმებისა და ფერების ზემოქმედებას, მანამ, სანამ ის ინარჩუნებს მთლიანობას. ჰაერი კი ერთიანია გლუვ ზედაპირზე და არ იწვევს თვალის ამოძრავებას ისე, როგორც აღნაბეჭდი ცვილზე აღწევდეს მის მეორე კიდემდე.

თავი 13

      ცხადია, რომ ცხოველის სხეული არაა მარტივი შედგენილობისა. მე ვგულისხმობ იმას, რომ იგი არაა შემდგარი მხოლოდ ჰაერისა და წყლისაგან. ცოცხალ არსებას შეხების გარეშე არ შეიძლება ჰქონდეს სხვა შეგრძნება, როგორც ვთქვით. ყველა ცოცხალ არსებას აქვს შეხების უნარის მქონე სხეული. ყველა ელემენტი, მიწის გარდა, შეიძლება ქცეულიყო შეგრძნების ორგანოდ. ისინი როგორც სხვების, ისე შუალედი სფეროს დახმარებით აწარმოებენ აღქმას და ასე წარმოშობენ შეგრძნებას. მათში შეხება ნიშნავს აღქმას და სახელიც აქედან არის წარმოებული. სხვა გრძნობის ორგანოებიც შეიგრძნობენ შეხების მეშვეობით, მაგრამ სხვისი დახმარებით. შეხების ორგანო აწარმოებს შეგრძნებას, მაგრამ თავისთავად, სხვისი დახმარების გარეშე. ამრიგად, ცოცხალი არსება არ შეიძლება იყოს შედგენილი არც მიწისაგან და არც სხვა რომელიმე ელემენტისაგან. ყველა შეგრძნებადი საგნისათვის შუალედი არის შეხება და ამ ორგანოს შეუძლია აღიქვას არა მხოლოდ მიწის თავისებურებანი, არამედ სითბოსი და სიცივისაც და ყოველი სხვა აღქმადი თვისებისა. ამიტომ ჩვენ ვერ შევიგრძნობთ ვერც თმებით, ვერც ძვლებით და ვერც სხვა ამგვარი ნაწილებით, რადგან ისინი მიწისაგან არიან წარმოშობილი. ამიტომ არც მცენარეებს აქვთ რაიმე შეგრძნება, რადგან მიწისაგან არიან შედგენილი. შეხების გარეშე არ არსებობს არც სხვა შეგრძნება. ეს შეგრძნების ორგანო კი არ არის შედგენილი არც მიწისაგან და არც სხვა რომელიმე ელემენტისგან.

      აქედან ცხადია, რომ მხოლოდ ამ შეგრძნებას მოკლებული ცხოველები აუცილებლად იხოცებიან. არაცოცხალ არსებებს არა აქვთ გრძნობის ეს ორგანო. არაა აუცილებელი, რომ ცხოველებს ამ ორგანოს გარდა, სხვა ორგანოები ჰქონდეთ. ამიტომაც სხვა შეგრძნებადი მოვლენების სიჭარბე არ სპობს ცოცხალ არსებას, მაგალითად, ფერების, სუნისა და ხმაურისა, არამედ ისპობა მხოლოდ შეგრძნების ორგანო და თუ ისპობა ცოცხალი არსება, ეს ხდება შემთხვევით. მაგალითად, თუ ხმაურს თან სდევს დარტყმა ან ბიძგი, ანდა თუ დასანახ და შესაყნოს საგნებს თან სდევს მოძრაობა, რაც შეხებით გამოიწვევს მის დაღუპვას. გემოს შეგრძნება ამავე დროს საგნის შეხებას წარმოადგენს. მაგრამ სიჭარბე მოვლენებისა, როგორიცაა თბილი, ცივი და მაგარი სპობენ ცოცხალ არსებას. ყოველი შეგრძნებადი მოვლენის სიჭარბე სპობს სათანადო გრძნობის ორგანოს, მაგალითად, შეხებადი - შეხების ორგანოს, რომელიც განაპირობებს ცოცხალი არსების არსებობას, რადგან როგორც დამტკიცდა, შეხების შეგრძნების გარეშე შეუძლებელია ცოცხალი არსების არსებობა. ასე რომ, შეხებადი საგნების სიჭარბე სპობს არა მხოლოდ შეხების ორგანოს, არამედ ცოცხალ არსებასაც, რადგან მხოლოდ მისი ქონება არის აუცილებელი, როგორცა ვთქვით. სხვა შეგრძნებები აქვს ცოცხალ არსებას არა არსებობისათვის, არამედ კეთილდღეობისათვის. მაგალითად, მხედველობა იმისათვის, რომ დაინახოს ის, რაც არის ან ჰაერში, ან წყალში, ან საერთოდ, გამჭვირვალე სივრცეში, გემოვნება აქვს იმისათვის რათა შეიგრძნოს საკვებში სასიამოვნო და უსიამოვნო გემო, სურდეს და მიისწრაფოდეს მისკენ. სმენა აქვს იმისათვის, რომ მას რაიმე ეცნობოს, ხოლო ენა იმისათვის, რომ სხვას აცნობოს რამე.

დასასრული

« წიგნი მეორე

ტეგები: Qwelly, ანტიკური, არისტოტელე, სული, ფილოსოფია

ნახვა: 300

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters