კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 2
ნაწილი II

      ამ კონტექსტში დაძაბულობის მეორე წყაროა ის, რასაც კონკურირებადი აბსოლუტური და რელატიური პოზიციები ქმნიან. აბსოლუტური პოზიცია ამტკიცებს, რომ მკვლევრის მუშაობას მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრინციპების ერთობლიობა უნდა წარმართავდეს და ამ პრინციპებით უნდა განისაზღვრებოდეს, რა უნდა გაკეთდეს და რა - არა (იხ. 2. 6 ჩანართი). მაგალითად, სტენფორდის ციხის ექსპერიმენტში (იხ. თავი 21), რომელშიც მკვლევრები სიმულირებულ ციხეში პიროვნებათა შორის ურთიერთობის დინამიკას სწავლობდნენ, მთლიანად აბსოლუტური პოზიცია რომ დაეკავებინათ, კვლევა ან საერთოდ არ უნდა ჩაეტარებინათ, ან ვადაზე გაცილებით ადრე უნდა დაემთავრებინათ. ზიმბარდო (1984) აღნიშნავს, რომ აბსოლუტური ეთიკური პოზიცია, რომელშიც გაუმართლებელია ადამიანის ნებისმიერი ტანჯვის გამოწვევა, ბოლოს მოუღებდა ფსიქოლოგიური და სამედიცინო კვლევების დიდ ნაწილს, საზოგადოებისთვის პოტენციური სარგებელი რომც მოეტანა.


ჩანართი 2.6.

      აბსოლუტური ეთიკური პრინციპები სოციალურ კვლევაში ეთიკა მოიცავს ქცევის ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ კოდებს, დაფუძნებულს ექსპლიციტური ან იმპლიციტური პრინციპების ერთობლიობაზე და შეიძლება იყოს აბსტრაქტული და უპიროვნო, ან - კონკრეტული და პიროვნული. ეთიკა შეიძლება იყოს "აბსოლუტური" და "რელატიური". როდესაც ქცევას აბსოლუტური ეთიკური სტანდარტები მართავს, ხორციელდება მაღალი რანგის მორალური პრინციპი, რომელიც არ იცვლება მოცემული სიტუაციის მიხედვით. ასეთი ეთიკა არ იძლევა იმის უფლებას, რომ მიზანმა გაამართლოს საშუალება, ან ნებისმიერი სარგებლის მომტანი და პოზიტიური შედეგებით გამართლდეს მისი პრინციპების მოქმედების შეწყვეტა, შეცვლა ან დასუსტება, ანუ არ არსებობს არავითარი განსაკუთრებული ან შემამსუბუქებელი გარემოებები, რომელიც გაამართლებდა ეთიკური სტანდარტიდან გადახვევას ან მის მოდიფიკაციას.

წყარო: ადაპტირებულია ზიმბარდო 1984


      ამ აბსოლუტური პრინციპის მიხედვით, სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი არაეთიკურად უნდა განვიხილოთ, ვინაიდან კვლევის მონაწილეები მნიშვნელოვნად დაიტანჯნენ.

      აბსოლუტისტური პრინციპების მიხედვით, პრინციპების მოვალეობის ეთიკა (Edwards and Mauthner 2002: 20) - დეონტოლოგიური მოდელი - კვლევას მართავს უნივერსალური პრინციპები, როგორიცაა (მათ შორის) სამართლიანობა, პატიოსნება და პატივისცემა; "შედეგების უტილიტარული ეთიკა" (გვ. 20) ეთიკურ კვლევას მისი შედეგების ტერმინებით განიხილავს, მაგალითად, მომატებული ცოდნა, ბევრი ადამიანისთვის მოტანილი სარგებელი.

      ის, ვინც რელატივისტურ პოზიციაზე დგას, დაამტკიცებს, რომ შეუძლებელია აბსოლუტური სახელმძღვანელო პრინციპების არსებობა და ეთიკური მოსაზრებები მომდინარეობს მოცემულ დროში მოცემული კონკრეტული კვლევის ბუნებიდან: სიტუაცია განსაზღვრავს ქცევას. ეს ხაზს უსვამს "სიტუაციური ეთიკის" მნიშვნელობას (Simons and Usher 2000), სადაც ძალზე სპეციფიკურ სიტუაციაში ზოგადი პრინციპები შეიძლება ნაკლებად გამოსადეგი იყოს.

      თუმცა, არსებობს ზოგიერთი კონტექსტი, სადაც არც აბსოლუტისტური და არც რელატივისტური პოზიცია არ არის ნათლად გამოხატული. ცხოვრებისეული ისტორიების შესწავლისთვის ინფორმირებული თანხმობის პრინციპის პრაქტიკული გამოყენების შესახებ პლამერი (Plummer 1983) წერს:

ორივე მხარეს აქვს თავისი სისუსტე. თუ, მაგალითად, როგორც, ჩვეულებრივ, აბსოლუტისტები ამტკიცებენ, უნდა გვქონდეს ინფორმირებული თანხმობა, შედარებით პრივილეგირებული ჯგუფები ნაკლებად გამოკვლეული იქნება (რადგან ისინი იტყვიან "არას"), ხოლო არაპრივილეგირებული ჯგუფები - ზედმეტად გამოკვლეული (მათ არაფერი აქვთ დასაკარგი და იმედიანად იტყვიან "კის"). თუ ინდივიდის სინდისით ვხელმძღვანელობთ, როგორც რელატივისტები ამტკიცებენ, მაშინ კარი ყოველთვის ღიაა არაკეთილსინდისიერი, ზოგჯერ ამორალური მკვლევრისთვის.
(Plummer 1983)

      ავტორი ფიქრობს, რომ პრობლემიდან გამოსავალია პროფესიული გაერთიანებების მიერ შექმნილი ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც მკვლევარს პიროვნული ეთიკური არჩევნისთვის უტოვებს სივრცეს. ამ საკითხებს წინამდებარე თავში მოგვიანებით განვიხილავთ.

გამოცდილების ხმა

      როგორი ეთიკური პოზიციაც არ უნდა დაიკავოს და რაც არ უნდა გაითვალისწინოს მკვლევარმა მუშაობისას, ყოველთვის იარსებებს უცნობი, გაუთვალისწინებელი პრობლემები და ჩასაფრებული საფრთხეები (Kimme 1988). ბაუმრიდი (1964), მაგალითად, გვაფრთხილებს, რომ მკვლევარმა შეიძლება ვერ გააცნობიეროს, რომ დავალებულია კვლევის მონაწილეებისგან მათ მიერ გაწეული სამსახურის გამო; ამის მიზეზი, ალბათ, ისაა, - ფიქრობს იგი, - რომ მიუკერძოებლობა, რომლითაც მკვლევრები უდგებიან თავიანთ სამუშაოს, ხელს უშლის კვლევის მონაწილეების ინდივიდებად აღქმას. ასეთი დაუდევრობა შეიძლება თავიდან ავიცილოთ, თუ ექსპერიმენტატორები მზად არიან, კვლევის დასრულების შემდეგ, რამდენიმე წუთი დაუთმონ მონაწილეებს, რათა მადლობა უთხრან თანადგომისთვის, უპასუხონ მათ კითხვებს, დაარწმუნონ, რომ კარგად გაართვეს თავი დასმულ ამოცანებს და, ზოგადად, ცოტა ხანს ესაუბრონ მათ. თუ კვლევაში მონაწილეობენ ინდივიდები, რომლებსაც აქვთ იზოლაციის და თვითპატივისცემის დაკარგვის ნეგატიური გამოცდილება, მკვლევრები უნდა დარწმუნდნენ, რომ ისინი უფრო მეტად შეურაცხყოფილნი, დაუცველნი და გაუცხოებულნი არ დარჩებიან, ვიდრე კვლევის დაწყებამდე იყვნენ. თუ მონაწილის თვალსაზრისით, პროცედურები, რომლებიც ღირსების დაკარგვას, თვითპატივისცემისთვის ზიანის მიყენებას ან ავტორიტეტებისადმი ნდობაზე ზემოქმედებას მოიაზრებს, ზიანის მომტანია ხანგრძლივ პერსპექტივაში და თუ მკვლევარი აპირებს ამ მეთოდების გამოყენებას, მან ზედმიწევნით, დეტალურად უნდა დაგეგმოს მონაწილის კომპენსირების საშუალებები.

      როდესაც კვლევა განსაკუთრებით სენსიტიურ სფეროებს ეხება, მონაწილეები სრულად უნდა იყვნენ ინფორმირებული იმ სერიოზული საფრთხეების შესახებ, რომლებსაც შესაძლოა კვლევისშემდგომი ეფექტი მოიცავდეს. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მილგრემის (1963) ავტორიტეტისადმი დაქვემდებარების ექსპერიმენტის (იხ. თავი 21) ზოგიერთი მონაწილე მაინც წავიდა დაქვეითებული თვითშეფასებით, ამის შემდეგ მათ უნდა ეცხოვრათ მზადყოფნით, დამორჩილებოდნენ დესტრუქციულ ავტორიტეტს და უკიდურესი ტკივილი მიეყენებინათ თანამოძმისთვის (Kelman 1967). აქედან გამომდინარეობს, რომ მკვლევრები უნდა ავლენდნენ თანაგრძნობას, პატივისცემას, მადლიერებას, საღ აზრს და არ იყვნენ ზედმეტად ექსპანსიურები. მონაწილეებს ნამდვილად აქვთ უფლება ელოდნენ, რომ მკვლევრები, რომლებთანაც ურთიერთობენ, გარკვეულწილად ზრუნავენ მათ კეთილდღეობაზე.

      გარდა ამისა, მკვლევარმა უნდა გაითვალისწინოს მონაწილის მგრძნობიარობა, როდესაც კვლევის დაწერაზე(გაფორმებაზე) მიდგება საქმე. მიუღებელია, რომ მკვლევარმა მხოლოდ მწირი ყურადღება დაუთმოს მონაწილეთა გრძნობებს ანგარიშის შედგენის ეტაპზე. ამასთან დაკავშირებული და არც ისე უმნიშვნელო საკითხია ფორმალური აღიარება, ვინ გაუწია მკვლევარს დახმარება კვლევის პროცესში, თუ ასეთი რამ საერთოდ მოხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ რა ფორმაც არ უნდა მიიღოს წერილობითმა ნაშრომმა, იქნება ეს ანგარიში, სტატია, დისერტაციის ნაწილი თუ სხვა და რა კატეგორიის მკითხველისთვისაც არ უნდა იყოს ის განკუთვნილი, მისი ავტორები ვალდებული არიან, მადლიერება გამოხატონ ყველას მიმართ, ვინც დახმარება გაუწიათ და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადონ იმ პირებს, ვისაც მეტადრე დიდი წვლილი მიუძღვის კვლევაში. ამის გაკეთება შეიძლება წინასიტყვაობაში, შესავალსა ან სქოლიოში. ეს ყველაფერი ყოველდღიური, ბუნებრივი ეთიკის საკითხებია.

      ეთიკური პრობლემები განათლების სფეროს კვლევაში ხშირად შეიძლება დაუფიქრებლობიდან, წინდაუხედაობიდან მომდინარეობდეს, ან - მცდარი აღქმიდან, რომ ყველაფერი ასეც უნდა იყოს. და ისევ, მკვლევრები, რომელთაც კვლევა დაუფინანსეს, შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მათ არ სჭირდებათ ეთიკურ საკითხებზე ზრუნვა და მიაჩნდეთ, რომ მათმა დამფინანსებლებმა უნდა იფიქრონ ამაზე. ანალოგიურად, კვლევითი ჯგუფის თითოეული წევრი შეიძლება მცდარად, მაგრამ თავისთავად არსებულად თვლიდეს, რომ მის კოლეგებს ნაფიქრი აქვთ სიტუაციისთვის შესაბამის ეთიკურ საკითხებზე და, შესაბამისად, სათანადო ზომები ავტომატურად იქნება მიღებული. სტუდენტს, რომლის კვლევა კურსის მოთხოვნების ნაწილია და რომელიც მთლიანად თვითინტერესით არის მოტივირებული, ანდა აკადემიურ მკვლევარს, რომელიც პროფესიულ წინსვლას გეგმავს, შეიძლება მხედველობიდან გამორჩეს "უნდა" და "არ უნდა" ქცევები.

      ამას უკავშირდება საკითხი იმის შესახებ, რომ არაეთიკურია, თუ მკვლევარი არ არის კომპეტენტური იმ სფეროში, რომელსაც იკვლევს. კომპეტენტურობა შეიძლება საჭიროებდეს ტრენინგს (Ticehurst and Veal 2000: 55). ფაქტობრივად, კვლევის ეთიკური ნაწილი უნდა აჩვენებდეს სიზუსტეს კვლევის საქემის, ქცევაში, ანალიზსა და ანგარიშში (Morrison 1996ბ).

      ხშირად განიხილება კიდევ ერთი ეთიკური დილემა, რომელიც ექსპერიმენტში გვხვდება. გორარდი (Gorard 2001: 146) აჯამებს საკითხს და ამბობს, რომ სქემა დისკრიმინაციულია, რადგან საკონტროლო ჯგუფს უარს ეუბნებიან პოტენციურად უკეთეს მოპყრობაზე (მაგალითად, სასწავლო პროგრამაზე, სწავლების სტილზე). ცხადია, ამაზე პასუხი ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით, რომელი პირობაა უკეთესი და, ფაქტობრივად, სწორედ ეს არის ექსპერიმენტის არსიც.

ეთიკური დილემები

      რობსონი (1993: 33) სოციალურ კვლევაში ათ საეჭვო პრაქტიკას ასახელებს:

  • კვლევაში ადამიანების ჩართვა მათი საქმის კურსში ჩაყენების ან მათგან თანხმობის მიღების გარეშე;
  • მონაწილეობის მიღების იძულება;
  • კვლევის რეალური ბუნების შესახებ ინფორმაციის დაფარვა;
  • მონაწილეების სხვაგვარად მოტყუება;
  • თვითდეტერმინაციის (მაგალითად, კვლევებში, რომლებიც მიზნად ისახავს ინდივიდუალურ ცვლილებს) უფლებების დარღვევა;
  • მონაწილეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტრესულ სიტუაციაში ჩაყენება;
  • მათ პირად სამყაროში შეჭრა;
  • ზოგიერთი მონაწილისთვის სარგებლის დაფარვა (მაგალითად, შედარების ჯგუფებში);
  • არასათანადო მოპყრობა - უზრდელად ან პატივისცემის გარეშე.

      საინტერესოა, რომ რობსონი (1993) ამას "საეჭვო" პრაქტიკებს უწოდებს და არა - ასაკრძალ ქცევებს და მიუთითებს, რომ ეს არ არის თეთრი და შავი, სწორი და მცდარი ვითარებები. ისინი ქმნიან ეთიკური დილემების პრობლემას.

      ამ თავის დასაწყისში დანახარჯებისა და სარგებლის თანფარდობაზე ვისაუბრეთ. ფრანკფორტ-ნახმიასი და ნახმიასი (1992) ამას აღწერენ, როგორც კონფლიქტს ორ უფლებას შორის: ცოდნის მოპოვების მიზნით კვლევის ჩატარების უფლებასა და მონაწილის თვითდეტერმინაციის, პირადი საიდუმლოს და ღირსების უფლებას შორის. ეს ქმნის სოციალური მეცნიერის ფუნდამენტურ დილემას, რომლისთვისაც არ არსებობს აბსოლუტურად სწორი და არასწორი პასუხები. რომელ დებულებას მიენიჭება უპირატესობა, ან რამდენად დაბალანსდებიან ისინი, დიდწილად დამოკიდებული იქნება ცალკეული მკვლევრის გამოცდილებასა და პიროვნულ ღირებულებებზე. ახლა განვიხილავთ სხვა დილემებს, რომლებიც შეიძლება მკვლევრის წინაშე მას შემდეგ დადგეს, რაც იგი ფუნდამენტურ დილემას მოაგვარებს და კვლევის გაგრძელებას გადაწყვეტს.

ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ეთიკა, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 732

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters