კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 2
ნაწილი III
უმეტესწილად, ინდივიდის "პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლება", ჩვეულებრივ, ეწინააღმდეგება საზოგადოების "უფლებას, იცოდეს" (Pring 1984) და ეს შემდეგნაირად არის განსაზღვრული ადამიანების კვლევის შეფასების? ინსტიტუციური კომიტეტის ეთიკურ პრინციპებში:
ის ვრცელდება ყველა ინფორმაციაზე, რომელიც უკავშირდება პიროვნების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, პირად გარემოებებსა და სოციალურ ურთიერთობებს, რომლებიც უკვე არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის. ის ინდივიდსა თუ კოლექტივს ანიჭებს თავისუფლებას, თავად გადაწყვიტონ, როდის, სად, რა ვითარებაში და რა ხარისხით გაამჟღავნონ ან დაფარონ თავიანთი პიროვნული დამოკიდებულებები, მოსაზრებები, ჩვევები, თავისებურებები, ეჭვები და შიშები.
(Social Sciences and Humanities Research Council of Canada 1981)
აქედან გამომდინარე, კვლევის კონტექსტში შეიძლება იოლად დაირღვეს "უფლება პირადულზე" კვლევის მსვლელობისას, ან უარყოფილ იქნას მას შემდეგ, რაც კვლევა დასრულდება. მონაწილე ნებისმიერ შემთხვევაში მოწყვლადია.
დაინერი და კრენდელი პირადულობას სამი სხვადასხვა კუთხით განიხილავენ (1978). ესენია მიწოდებული ინფორმაციის სენსიტიურობა, გარემო, რომელსაც აკვირდებიან და ინფორმაციის გავრცელება. ინფორმაციის სენსიტიურობა ეხება იმას, თუ რამდენად პირადი ან პოტენციური საფრთხის შემცველია მკვლევრისთვის მიწოდებული ინფორმაცია. ზოგიერთი სახის ინფორმაცია მეტად პირადულია, ვიდრე _ სხვა და შეიძლება მეტი საფრთხის შემცველი იყოს. ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის ანგარიშის (1973) მიხედვით, ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, "რელიგიური პრიორიტეტები, სექსუალური პრაქტიკები, შემოსავალი, რასობრივი ცრურწმენები. ისეთი პიროვნული თვისებები, როგორიცაა ინტელექტი, პატიოსნება და გამბედაობა უფრო მეტად სენსიტიურია, ვიდრე სახელი, წოდება და სერიული ნომერი. ამრიგად, რაც მეტად სენსიტიურია ინფორმაცია, მით მეტად დაცული უნდა იყოს მონაწილეთა პირადულობა.
გარემო, რომელსაც აკვირდებიან, შეიძლება იცვლებოდეს ძალიან პირადიდან სრულიად საჯარომდე. სახლი, მაგალითად, ერთ-ერთ პირად გარემოდ ითვლება და ადამიანთა სახლებში მათი თანხმობის გარეშე შეჭრა კანონით არის აკრძალული. ინფორმაციის გავრცელება გულისხმობს პირადი ინფორმაციისა და კვლევის მონაწილის იდენტობის თანხვედრას. ფაქტობრივად, პირადი მონაცემები კანონით განისაზღვრება, როგორც მონაცემები, რომლებიც უნიკალურად განსაზღვრავს მათ მიმწოდებელ პიროვნებას. როდესაც ასეთი ინფორმაცია სახელებთან ერთად საჯარო ხდება, მაგალითად, მედიასაშუალებებით, პირადულობა სერიოზულად ილახება. რაც უფრო მეტია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისთანაც შეიძლება მიაღწიოს ინფორმაციამ, მით მეტად უნდა ვიზრუნოთ პირადულობის დაცვაზე (იხ. Diener and Crandall 1978).
როგორც უფლებათა უმრავლესობის შემთხვევაში ხდება, პირადულობა შეიძლება ნებაყოფლობით დათმოს ადამიანმა. კვლევის მონაწილეებმა შეიძლება არჩიონ პირადულობის უფლებაზე უარის თქმა იმიტომ, რომ მკვლევრისთვის ხელმისაწვდომი გახადონ სენსიტიური თემები ან გარემოებები, ანდა კვლევის ანგარიშში მათი სახელების მოხსენიებაზე განაცხადონ თანხმობა. ეს უკანასკნელი ის შემთხვევაა, როცა საჭიროა ინფორმირებული თანხმობის მიღება.
ზოგადად რომ ვთქვათ, თუ მკვლევარი აპირებს ინდივიდების პირადი ცხოვრების ასპექტებისა თუ ურთიერთობების კვლევას, მან თავისი განზრახვა ნათლად, გასაგები ფორმით უნდა წარუდგინოს და ინფორმირებული თანხმობა უნდა მიიღოს მათგან, ვისაც უნდა დააკვირდეს, ან ვისი პირადი სივრცეც უნდა იკვლიოს. მონაწილეთა დაცვის სხვა მეთოდებია ანონიმურობა და კონფიდენციალობა, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ.
პირადულობა უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, კონფიდენციალობა (ქვემოთ განხილული). უფლება პირადულობაზე ნიშნავს იმას, რომ პიროვნებას უფლება აქვს არ მიიღოს კვლევაში მონაწილეობა, არ უპასუხოს კითხვებს, არ მისცეს ინტერვიუ, არ შეუშვას სხვა საკუთარ სახლში, არ უპასუხოს სატელეფონო ზარებსა თუ ელექტრონულ კორესპონდენციას და განმარტოებულად განახორციელოს პირადული ქცევა დაკვირვების შიშის გარეშე. ეს არის როგორც "-დან", ისე _"-თვის" თავისუფლება. ეს საკითხი ხშირად დგება პირად ცხოვრებაში შეჭრის ჟურნალისტიკაში. ამრიგად, მკვლევრები შეიძლება ვალდებულნი იყვნენ, რომ მონაწილეებს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ მათ აქვთ უარის თქმის უფლება კვლევაში ან მის ნაწილში მონაწილეობაზე, აიღონ კვლევის ჩატარების ნებართვა, შეამცირონ კვლევაში მონაწილეობისთვის საჭირო დრო და დაკვირვებისას საჯარო ქცევით შემოიფარგლონ.
* შინაარსის რედაქტორის შენიშვნა: ტერმინი "privacy" პირად ცხოვრებაში ჩურევლობას ნიშნავს, მაგრამ, სტილისტური მოსაზრებების გამო, მის სინონიმად ვიყენებთ ტერმინს "პირადულობა"
[1] შინაარსის რედაქტორის შენიშვნა: ჟურნალისტიკის ახალი სახეობა გაჩნდა, რომლის ყველაზე ცნობილი მაგალითია "პაპარაცები", როდესაც ჟურნალისტები ზედმეტად იჭრებიან ადამიანის პირად ცხოვრებაში.
ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ეთიკა, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•