კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 2
ნაწილი IV

ანონიმურობა

      ფრანკფორტ-ნახმიასი და ნახმიასი (1992) ხაზგასმით გამოყოფენ მონაწილეთა იდენტობის ანონიმურობის საჭიროებას და, მისი დარღვევის შემთხვევაში, მონაწილესთან შეთანხმების აუცილებლობას. ანონიმურობის არსი ისაა, რომ მონაწილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ უნდა ამჟღავნებდეს მის იდენტობას. მედლის მეორე მხარეს წარმოადგენს შემთხვევა, როგორც ზემოთ ვნახეთ, როდესაც პირადი მონაცემები ცალსახად ამჟღავნებენ მათი მომწოდებლის ვინაობას. მაშასადამე, მონაწილე მაშინ არის ანონიმური, როდესაც მკვლევარი ან სხვა პიროვნება ვერ ახდენს მის იდენტიფიცირებას მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ასეთ სიტუაციაში გარანტირებულია მონაწილის პირადულობა, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად პიროვნული ან სენსიტიურია ინფორმაცია. ამგვარად, რესპონდენტისთვის, რომელიც ყოველგვარი საიდენტიფიკაციო ნიშნების _ სახელების, მისამართების, დასაქმების დეტალების ან კოდირების სიმბოლოების გარეშე მოწოდებულ კითხვარს ავსებს, სრული ანონიმურობა უზრუნველყოფილია. მეორე მხრივ, მონაწილეს, რომელიც თანხმდება პირისპირ ინტერვიუზე, ვერანაირად ვერ ექნება ანონიმურობის გარანტია. უკეთეს შემთხვევაში, ინტერვიუერს შეუძლია კონფიდენციალობის პირობის მიცემა. არაიდენტიფიცირებადობა მნიშვნელოვანი საკითხია და, ზოგიერთ შემთხვევაში, დაგროვილ მონაცემებზე ვრცელდება, ასე რომ, კონკრეტული ინდივიდის პასუხები უცნობია.

      ანონიმურობის უზრუნველყოფის ძირითადი საშუალებაა მონაწილეების სახელების ან სხვა პიროვნული საიდენტიფიკაციო ნიშნების გამოუყენებლობა. ანონიმურობის მიღების სხვა საშუალებების ჩამონათვალში, რომელთაც ასახელებენ ფრანკფორტ-ნახმიასი და ნახმიასი (1992) შედის, მაგალითად, ფსევდონიმების გამოყენება, ადამიანების საიდენტიფიკაციო კოდექსების გამოყენება (ინდივიდების შესახებ ინფორმაციის შენახვა ისე, რომ მათ ხელი არ მიუწვდებოდეთ ამ ინფორმაციაზე) და პაროლით დაცული ფაილების შენახვა.

      დასახელებულმა საშუალებებმა სიტუაციათა დიდ ნაწილში შეიძლება დამაკმაყოფილებლად იმუშაოს, მაგრამ, როგორც რაფმა და მისმა კოლეგებმა (Raffe et al, 1989) აჩვენეს, ზოგჯერ პრობლემური ხდება ანონიმურობის უზრუნველყოფა და შენარჩუნება, მაგალითად, როდესაც მონაცემების კომბინირებით შესაძლებელია ინდივიდის ან ინსტიტუტის ზუსტად იდენტიფიცირება ან დამხმარე პერსონალისთვის ხელმისაწვდომია შემომავალი ინფორმაცია. პლამერი (1983), ასევე, მიუთითებს ცხოვრების კვლევებზე, რომლებშიც შეცვლილია სახელები, ადგილები და დამატებულია მოგონილი მოვლენები, რათა კვლევის მონაწილეთა ნაცნობებმა ვერ შეძლონ მათი ამოცნობა. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარმა შეიძლება გრძელი გზა გაიაროს ამ მიმართულებით, რამდენადაც საქმე ცხოვრების შესწავლას ეხება, არ არსებობს სრული ანონიმურობის აბსოლუტური გარანტია. ექსპერიმენტულ კვლევაში ექსპერიმენტატორს "ადამიანის" ქცევა აინტერესებს და არა _ კონკრეტული ინდივიდების ქცევა (Aronson and Carlsmith 1969). შესაბამისად, მკვლევარი სრულიად არ არის დაინტერესებული, რომ კონკრეტული სახელის პიროვნებას რეალური ქცევა შეუსაბამოს და კვლევის მონაცემები კოდირებულ, უსახელო მონაცემების ცხრილებად გარდაქმნას. როგორც ისინი ამბობენ, "პიროვნულობას მოკლებულობა პროცესის უდიდესი ეთიკური უპირატესობაა, ვინაიდან ის პირად ცხოვრებაში შეჭრის ზოგიერთ ნეგატიურ შედეგს აბათილებს" (Aronson and Carlsmith 1969).

კონფიდენციალობა

      პირად ცხოვრებაზე პიროვნების უფლების დაცვის მეორე გზას კონფიდენციალობის დაპირება წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ მკვლევარმა იცის, ვინ მიაწოდა ინფორმაცია ან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით შეუძლია მონაწილის იდენტიფიცირება, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ გაამჟღავნებს ამას საზოგადოებაში და საზიარო საიდუმლოს საზღვრები დაცული იქნება. სწორედ ამ საშუალებით ინარჩუნებენ მკვლევრები მათ ნდობას, ვინც ეხმარებათ კვლევაში. ზოგადად, მასპინძლებთან და/ან კვლევის მონაწილეებთან კონფიდენციალობის შესახებ პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება ხელმისაწვდომობის ეტაპზე მაშინ ხდება, როდესაც მკვლევრები მონაცემების აკრეფას იწყებენ. ამგვარად, ისინი საკმაოდ გასაგებად უხსნიან მონაწილეებს, თუ რას ნიშნავს კონფიდენციალობა და რა შეზღუდვები აქვს მას კონკრეტული კვლევითი პროექტის ფარგლებში. მთლიანობაში, რაც უფრო სენსიტიური, ინტიმური ან მადისკრედიტებელია ინფორმაცია, მით მეტია მკვლევრის ვალდებულება დაიცვას კონფიდენციალობის ზეპირი და წერილობით გარანტიები. ცხადია, დაპირებები უნდა შესრულდეს.

      კიმელი (1988) აღნიშნავს, რომ სენსიტიური თემების კვლევის ზოგიერთი პოტენციური რესპოდენტი უარს იტყვის თანამშრომლობაზე, როდესაც კონფიდენციალობის დაპირება სუსტი, ბუნდოვანი და გაუგებარია, ანდა თვლის, რომ კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს. იგი ასკვნის, რომ სენსიტიური კვლევის სფეროში მოპოვებული მონაცემების სარგებლიანობაზე შეიძლება ძლიერი გავლენა მოახდინოს იმან, რომ მკვლევარი ვერ ახერხებს კონფიდენციალობის სანდო დაპირების მიცემას. როგორც ჩანს, უსაფრთხო, უწყინარი კვლევების შემთხვევაში დაპირებები არ მოქმედებს თანამშრომლობის ხარისხზე, ვინაიდან, როგორც კიმელი თვლის, პოტენციური რესპოდენტების უმრავლესობა მოელის, რომ კონფიდენციალობა დაცული იქნება.

      კონფიდენციალობის დარღვევის გარეშე მონაცემების და ინფორმაციის საჯაროობის მიღწევის მთელი რიგი ტექნიკა შემუშავდა. ფრანკფორტ-ნახმიასი და ნახმიასი (1992) მათ შემდეგ ჩამონათვალში აერთიანებენ:

  • მაიდენტიფიცირებლების წაშლა (მაგალითად, ინდივიდების შესახებ გამოქვეყნებული მონაცემებიდან სახელების, მისამართებისა და იდენტიფიკაციის სხვა ნიშნების წაშლა);
  • ანგარიშში უფრო ზოგადი კატეგორიების გამოყენება (მაგალითად, დაბადების წლის აღნიშვნა და არა _ კონკრეტული თარიღის, პროფესიის დაფიქსირება და არა _ ამ პროფესიაში ვიწრო სპეციალიზაციის, ზოგადი ინფორმაციის გაცემა და არა _ კონკრეტულის);
  • მიკროაგრეგაცია (ანუ მონაცემებზე დაყრდნობით "საშუალო პიროვნების" შექმნა და ამ მონაცემების გაცემა და არა _ კონკრეტული ინდივიდების შესახებ ინფორმაციისა);
  • შეცდომის შეტანა (კონკრეტულ ჩანაწერებში შეგნებულად, მიზანმიმართულად დაშვებული შეცდომები, როდესაც ჯამური, კრებსითი ინფორმაცია უცვლელი რჩება).

      კუპერი და შინდლერი (Cooper and Schindler 2001: 117) თვლიან, რომ კონფიდენციალობის დაცვა შესაძლებელია ხელმოწერილი დოკუმენტის მიღებით, სადაც მოცემული იქნება დებულებები კვლევის გაუმჟღავნებლობის, რესპონდენტების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებთან შეზღუდული წვდომის, ინფორმაციის ნებისმიერი სახით გამოქვეყნებისთვის რესპონდენტის წინასწარი თანხმობის მიღების, მონაცემების გაუცემლობის შესახებ (მაგალითად, მონაცემთა ნაწილები, რომელთა გაერთიანებით შესაძლებელი იქნება ინდივიდის იდენტიფიცირება).

ღალატი

      ტერმინი "ღალატი", როგორც წესი, იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც ნდობის პირობებში ხდება მონაცემების სააშკარაოზე გამოტანა და თან ისე, რომ უხერხულ მგდომარეობაში აყენებს იმ მონაწილეს თუ ცდის პირს, რომელსაც ეხება ეს ინფორმაცია და იწვევს შფოთვას ან, ალბათ, ტანჯვასაც. კონფიდენციალობის საპირისპიროდ, ეს ნდობის უგულებელყოფაა და ხშირად ახლავს თან პიროვნულ თუ პროფესიულ ეგოისტურ მოტივებს. როგორც პლამერი (1983) ამბობს, "სოციოლოგიაში რაღაც ოდნავ არასწორად მიდის, როდესაც სოციოლოგი ხანგრძლივი დროით შედის ჯგუფში და პიროვნების ცხოვრებაში, იკვლევს ყველაზე მეტად დაცულ საიდუმლოებებს და შემდეგ კრიტიკული კუთხით წარმოაჩენს საჯაროდ".

      ღალატისადმი ყველაზე მოწყვლადი კვლევის ერთ-ერთი მეთოდი, ალბათ, პრაქტიკული კვლევაა. როგორც კელი (1989ა) შენიშნავს, ამან შეიძლება რამდენიმე ეთიკური პრობლემა წარმოშვას. ის ამბობს, რომ თუ მასწავლებლებს ყოველდღიურ ურთიერთობებში თანამშრომლებივით ვექცევით, ამ ურთიერთობების ჩაწერა და მათი მტკიცებულებად გამოყენება შეიძლება ნდობის ღალატად შეფასდეს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც მტკიცებულება უარყოფითია. კელის (1989ა) მიაჩნია, რომ ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს პროცესში ჩართულ მასწავლებლებს კომენტარებისთვის გაეგზავნოთ ანგარიშები და მათი რეაქციების აღწერილობა, რათა თავად შეაფასონ თავიანთი დამოკიდებულებების ცვლილებები. თუმცა, ის გვაფრთხილებს, რომ ამ მეთოდმა შეიძლება კარგად იმუშაოს მათთან, ვინც შეიცვალა კვლევისადმი დამოკიდებულება, მაგრამ გაცილებით პრობლემური იქნება, თუ მასწავლებლები კვლავაც გულგრილი ან მტრულად განწყობილი არიან კვლევის მიზნებისადმი. ის კითხულობს: როგორ დაწერს მკვლევარი კრიტიკულ ანგარიშს მასწავლებლების დამოკიდებულებების შესახებ, თუ მათთან მუშაობა კვლავ უნდა გააგრძელოს?

      ანალოგიურად, მორისონი (2006) განიხილავს სკოლის შემთხვევას, რომელსაც არასათანადო მაჩვენებლები აქვს ან სუსტი მმართველი ჰყავს. აქვს თუ არა მომხმარებელს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს, უფლება ან მოვალეობა, რომ იცოდეს ეს ან გარკვეული ზომები მიიღოს, რაც, ჩვეულებისამებრ, სკოლის ნაკლოვანებების საჯაროდ გაცხადებას გულისხმობს, და მიაყენებს თუ არა ეს ზიანს სკოლაში დასაქმებულ ადამიანებს _ დირექტორსა და მასწავლებლებს? ინდივიდებს რომ ზიანი აარიდოს, რა ტიპის "ნდობით აღჭურვა" (Mitchell 1993) მკვლევარი სკოლამ და საზოგადოებამ და როგორ შეიძლება ერთმანეთს შეესაბამოს ეს ორი პოტენციურად საპირისპირო მოთხოვნა _ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და ცალკეული პირების უვნებლობა?. უნდა გამოააშკარაოს თუ არა მკვლევარმა სკოლის ნაკლოვანებები, თუ თითქმის დარწმუნებულია, რომ ამით ზიანს მიაყენებს ინდივიდებს, მაგრამ შეიძლება, ეს საზოგადოების ინტერესებში შედიოდეს, ან, იქნებ, პრიმუმ ნონ ნოცერე-ს ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გააგრძელოს დუმილი? ეს საკითხი ნდობაზეა დამოკიდებული: ჭეშმარიტების ძიება და ნდობის ძიება შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს (Kelly, 1985: 147). ფაქტობრივად, კელი თვითონ წერს: "არ ვფიქრობ, რომ უკვე მივაგენით ამ დილემის დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტას".

      ფინჩი (Finch 1985) ანგარიშის გამოქვეყნების შედეგებთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებს წამოჭრის. მას აწუხებს, რომ მისი კვლევის ანგარიში:

      შეიძლება გულისხმობდეს, რომ უფრო მეტად განვამტკიცებდი ჩვენს კულტურასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ღრმად ფესვგადგმულ დაშვებას, რომ მუშა ქალები (განსაკუთრებით, ქალაქის ღარიბი მაცხოვრებლები) არაადეკვატური დედები არიან და იმდენად არაკომპეტენტურები, რომ არ შეუძლიათ ისეთი პირობების შექმნა, რომელთა უზრუნველყოფასაც ნორმალურ ქალთა უმრავლესობა ახერხებს.
(Finch 1985: 117)

      ფაქტიურად, ფინჩი იყენებს სიტყვას "ღალატი", როდესაც ამბობს, რომ მან, შესაძლოა, უღალატა იმ ქალების ნდობას, რომლებთანაც სამი წლის განმავლობაში მუშაობდა, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი გაცილებით უარეს ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მეტ პიროვნულ დისკომფორტს განიცდიდნენ, ვიდრე თავად ფინჩი (Finch 1985: 188).

მოტყუება

      სოციალურ ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ კვლევებში მოტყუების გამოყენებამ გარკვეული ნეგატიური პოპულარობა მოიპოვა. მოტყუება შეიძლება ნიშნავდეს, რომ არ ვუთხრათ ადამიანებს, თუ რას ვიკვლევთ (ზოგიერთისთვის ეს ჯაშუშობის ტოლფასია), არ ვუთხრათ სიმართლე, ვუთხრათ ტყუილი ან ნაწილობრივ ვუთხრათ სიმართლე. მოტყუებაა ადამიანების ისე გამოყენებაც, რაც მათ დაამცირებს და შეურაცხყოფს (მაგალითად, ისე, როგორც ექსპერიმენტში იყენებენ ვირთხას). სოციალურ ფსიქოლოგიურ კვლევაში ეს ტერმინი გამოიყენება ისეთი ტიპის ექსპერიმენტული სიტუაციების აღსაწერად, სადაც მკვლევარი შეგნებულად ფარავს კვლევის ნამდვილ მიზნებსა და პირობებს, ან რაღაც სხვა ხერხით დადებით ინფორმაციას აწოდებს ცდის პირებს, ან, როდესაც მონაწილეებმა არ იციან, რა ხდება და მათ არათანაზომიერად მტკივნეულ, სტრესულ ანდა უხერხულ სიტუაციებში ათავსებენ. მოტყუება სრული სიმართლის ნაწილობრივ თქმასაც გულისხმობს. ბეილის (Bაილყ 1994: 463) მოჰყავს ამის ნათელი მაგალითი: რესპონდენტებს ფოსტით მიღებული კითხვარის შევსებას სთხოვენ და მათ სჯერათ, რომ საფოსტო ხარჯების ხანგრძლივობასა და ტიპებზე ეკითხებიან, სინამდვილეში კი კვლევა სხვადასხვა ტიპის კითხვარების შედარებას ისახავს მიზნად. ის აღნიშნავს, რომ 457 კვლევის 88 პროცენტში გამოყენებულია მოტყუება.

      ამ მეთოდის დამცველები ფიქრობენ, რომ თუ მოტყუების ექსპერიმენტი ერთადერთი გზაა რაღაც მართლაც მნიშვნელოვანის აღმოსაჩენად, ეს აღმოჩენა მხოლოდ მაშინ ღირს მუშაობის პროცესში ნათქვამ ტყუილად, თუ ცდის პირს ამით ზიანი არ ადგება (იხ. Aronson et al. 1990). მოტყუება შეიძლება გამართლებული იყოს იმის საფუძველზე, რომ კვლევა საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურება და რომ მოტყუება თავიდან გვაცილებს კვლევის პროცესში ნებისმიერი სახის მიკერძოებას. ამასთან, ამით, შესაძლოა, მესამე მხარის (მაგალითად, სპონსორის) კონფიდენციალობის დაცვაც იყოს შესაძლებელი. მკვლევრის პოზიციიდან პრობლემა შემდეგია: "როგორია საჭირო ბალანსი, ერთი მხრივ, მეცნიერების ინტერესებსა და, მეორე მხრივ, მზრუნველობით, გულითად მოპყრობას შორის იმ ადამიანებისადმი, რომლებიც გულუბრყვილოდ იძლევიან მონაცემებს?" სხვა სიტყვებით, პრობლემა ისევ დანაკარგებისა და სარგებლის თანაფარდობაზეა მიბმული.

      მოტყუების პრობლემის გავრცელებულობა უფრო ნათელი ხდება, როდესაც გავიხსენებთ, რომ ის მრავალ საზომ ინსტრუმენტშიც კი არის გათვალისწინებული, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ რესპონდენტმა არ იცოდეს იმ პიროვნული დამოკიდებულების განზომილებების შესახებ, რომელსაც ვიკვლევთ. ბევრი პრობლემაა, რომელთა კვლევა შეუძლებელია მოტყუების გარეშე, თანაც არსებობს გარკვეული საბუთები, რომ ცდის პირთა უმრავლესობა აღშფოთების გარეშე იღებს მოტყუების ფაქტს, როცა იგებენ მის საჭიროებას (მაგალითად, მილგრემის, 1974, ავტორიტეტისადმი დაქვემდებარების ექსპერიმენტი. იხ. თავი 21). და მაინც, მიუხედავად ამისა, აუცილებელია, მუდმივად ვსვამდეთ კითხვას: რამდენად ამართლებს ტყუილის ოდენობას და სახეობას კვლევის მნიშვნელოვნება და ალტერნატიული პროცედურების არარსებობა?

      მოტყუების გამოყენებას განსაკუთრებით მავნე შედეგები მოჰყვება იმ შემთხვევებში, როდესაც ეთიკური მოსაზრებები პრიორიტეტული უნდა იყოს. ამის მაგალითად გამოდგება კემპბელისა და მისი კოლეგების (Campbell et al. 1964) კვლევა, რომელშიც სუნთქვის დროებითი შეკავების გამომწვევი მედიკამენტების გამოყენებით უკიდურესად სტრესული პირობები შეიქმნა (იხ. 2. 7 ჩანართი)


ჩანართი 2. 7.

მოტყუების უკიდურესი შემთხვევა

      ექსპერიმენტში, რომელიც მიზნად ისახავდა ტრავმატულ, მაგრამ უმტკივნეულო სიტუაციაში პირობითი რეაქციის ჩამოყალიბების შესწავლას, კემპბელმა და მისმა კოლეგებმა (1964) ცდის პირებში მედიკამენტის გამოყენებით სუნთქვის დროებითი შეკავება გამოიწვიეს. ცდის პირების ანგარიშებმა დაადასტურა, რომ ეს მათთვის "საშინელი" გამოცდილება იყო. ყველა მათგანმა იფიქრა, რომ კვდებოდა. კვლევაში ალკოჰოლიზმით დაავადებული მამაკაცები მოხალისეებად მონაწილეობდნენ, ვინაიდან მათ უთხრეს, რომ ეს მათ შესაძლო განკურნებას უკავშირდებოდა და წინასწარ არ გააფრთხილეს მედიკამენტის ეფექტის შესახებ, რადგან ეს ინფორმაცია შეამცირებდა გამოცდილების ტრავმულ გავლენას.

წყარო: ადაპტირებულია Kelman 1967


      კელმანმა მოტყუების პრობლემასთან გამკლავების სამი გზა შემოგვთავაზა: პირველი, მნიშვნელოვანია, მეტად გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ეს პრობლემაა. გადამწყვეტია, რომ ყოველთვის ვკითხოთ საკუთარ თავს, რამდენად აუცილებელი და გამართლებულია მოტყუება. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ეს კითხვა შეუსაბამოდ არ ჩავთვალოთ და მოტყუება აუცილებელ პირობად არ მივიღოთ. ამგვარად, აქტიური გაცნობიერება თავისთავად არის გადაწყვეტილების ნაწილი და მოტყუებას დისკუსიის, განხილვის, კვლევისა და არჩევნის საგნად აქცევს.

      პრობლემის მოგვარების მეორე გზა მოტყუების უარყოფითი ეფექტების ნეიტრალიზება და მინიმუმამდე დაყვანაა. მაგალითად, ცდის პირები ისე უნდა შეირჩეს, რომ გამოირიცხონ განსაკუთრებით მოწყვლადი ინდივიდები; ნებისმიერი პოტენციურად საზიანო მანიპულაცია საშუალო ინტენსივობით უნდა განხორციელდეს; მკვლევარი მგრძნობიარე უნდა იყოს ცდის პირთა რეაქციებში საფრთხის სიგნალებისადმი და მზად უნდა იყოს კრიზისის წარმოქმნის შემთხვევაში მასთან გასამკლავებლად; კვლევის დასრულების შემდეგ დრო არა მარტო ცდის პირების გამხნევებას უნდა დაუთმოს, არამედ ყველანაირად დაეხმაროს მათ კვლევისას მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებული გრძნობების გადამუშავებაში. დაცული უნდა იყოს პრინციპი, რომ ცდის პირებმა კვლევა არ დატოვონ იმაზე მეტი შფოთვით ან იმაზე დაბალი თვითპატივისცემით, ვიდრე მის დაწყებამდე ჰქონდათ (ისევ ზიანის მიუყენებლობის საკითხი). სასურველია, ცდის პირებმა გაიმდიდრონ გამოცდილება და წავიდნენ განცდით, რომ რაღაც ისწავლეს.

      მოტყუების მომცველი კვლევის ნეგატიური ეფექტების განეიტრალების უპირველესი გზაა დარწმუნება, რომ უზრუნველყოფილია ადეკვატური უკუკავშირი კვლევის ან მისი ერთ-ერთი სეანსის დასრულების შემდეგ. უკუკავშირი აუცილებელად უნდა მოხდეს და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს სიცრუე ან შეცდომაში შეყვანა _ მკვლევარი უკუკავშირად არ უნდა ასაღებდეს, სინამდვილეში, მორიგ ექსპერიმენტულ მანიპულაციას. კვლევის შემდგომი ინტერვიუ შეიძლება მოიცავდეს (Cooper and Schindler 2001: 116):

  • ნებისმიერი მოტყუებისა და მისი მიზეზების ახსნას;
  • კვლევის მიზნების, ჰიპოთეზების, ამოცანებისა და მეთოდების ახსნას;
  • კვლევის დასრულების შემდეგ შედეგების გაცნობას;
  • კვლევის დასრულების შემდეგ ფსიქოლოგიური ან სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფას.

      თუმცა, აქაც არსებობს საფრთხეები. როგორც არონსონი და კარლსმითი (1969) ამბობენ:

      ცდის პირითან კვლევის შემდგომი ინტერვიუს ჩატარება არ არის მისთვის მხოლოდ სიმართლის თქმა. არავითარი მაგიური სასწაული არ არის სიმართლეში. სინამდვილეში... უხეშად რომ ვთქვათ, სიმართლე შეიძლება უფრო მეტად საზიანო იყოს, ვიდრე საერთოდ არაფრის ახსნა. ამის გაკეთების უამრავი განსხვავებული გზა არსებობს და ზუსტად ამ განსხვავებებს აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ განისაზღვროს, გრძნობს თუ არა ცდის პირი დისკომფორტს, როდესაც ის საექსპერიმენტო ოთახს ტოვებს.
(Aronson and Carlsmith 1969: 31)

      ისინი თვლიან, რომ დებრიფინგის პროცესის ერთ-ერთი არსებითი ასპექტია ის, რომ მკვლევრებმა გულწრფელად უამბონ მონაწილეებს, თუ როგორ ეძიებენ მეცნიერები სიმართლეს და აღიარონ საკუთარი დისკომფორტი იმ ფაქტის გამო, რომ ჭეშმარიტების გამოსავლენად აუცილებელი გახდა მოტყუების გამოყენება. როგორც ისინი ამბობენ, "ცდის პირის დისკომფორტის შესამცირებლად ექსპერიმენტის შემდგომი სიკეთის მოცულობა არ არის ისეთი ეფექტური, როგორც ექსპერიმენტატორის მიერ საკუთარი გულწრფელი დისკომფორტის გამოვლენა მოცემულ სიტუაციაში" (Aronson and Carlsmith 1969: 31-2)

      მოტყუების პრობლემასთან გამკლავების მესამე გზაა თავის დაზღვევა იმით, რომ შექმნილია ახალი პროცედურები და ტექნიკები. ეს ალტერნატიული მეთოდების ძიების პროცესში თავად მკვლევრის კრეატულობის ჩართვის საკითხია. შემოთავაზებულია მოსაზრება, რომ როლების გათამაშებით ან "ისე, თითქოს" ექსპერიმენტებით შეიძლება ჩაანცვლონ ჩვეულებრივი, გავრცელებული ტექნიკები _ დებატი "როლების გათამაშებით მოტყუების ჩანაცვლებაზე" 21-ე თავშია განხილული. ამ მეთოდში, როგორც ვნახავთ, ცდის პირს სთხოვენ, ისე მოიქცეს, თითქოს ის კონკრეტულ სიტუაციაში მყოფი კონკრეტული პიროვნება იყოს. თუმცა, რა ფორმაც არ უნდა ჰქონდეს, ახალ მიდგომებში რადიკალურად განსხვავებული დაშვებები იქნება ამ ტიპის კვლევაში ცდის პირის როლის შესახებ. ეს მიდგომები ჩვენგან ცდის პირის მოტივაციის გამოყენებას მოითხოვენ და არა _ მათთვის გვერდის ავლას. ისინი პოტენციური მონაწილეების გარკვეულობის გაზრდისკენაც კი შეიძლება მოგვიწოდებდნენ, ვიდრე _ მათი გულუბრყვილობის შენარჩუნებისკენ.

      პლამერი (1983) გვატყობინებს, რომ ისეთ ნაკლებად მოსალოდნელ სფეროშიც კი, როგორიც ისტორიაა, ადგილი აქვს შედარებით მცირე ხარისხის მოტყუებას. ასე მაგალითად, კვლევის ზოგად აღწერაში შეიძლება არ იყოს ჩართული ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ფაქტობრივად, თუ ცდის პირს ეცოდინება, რას ეძებთ, შეიძლება შედეგები მნიშვნელოვანწილად მიკერძოებული გახადოს. გარდა ამისა, სხვადასხვა ჯგუფს შეიძლება კვლევა სხვადასხვაგვარად აუხსნან. პლამერს თავისი კვლევიდან მოჰყავს მაგალითი: სექსუალური უმცირესობების კვლევა, რომელიც გამოქვეყნების სხვადასხვა დონეს საჭიროებდა _ ცდის პირებისთვის, კოლეგებისთვის, ზოგადი განხილვისთვის და მეგობრებისთვის. ფაქტიურად, არცერთ ამ ახსნათაგანში არ იყო ტყუილი, ისინი, უბრალოდ, კვლევის სხვადასხვა ასპექტზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

      სოციალურ მეცნიერებებში მოტყუების დილემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ექსპერიმენტულ სოციალურ ფსიქოლოგიაში, სადაც ცდის პირებს არაფერს ეუბნებიან ექსპერიმენტის ნამდვილი ბუნების შესახებ. კიდევ ერთი სფერო, რომელშიც ის გამოიყენება, სოციოლოგიაა, სადაც მკვლევრები მალავენ თავიანთ იდენტობას და გზას იკვალავენ უცხო ჯფუგში _ დებატი "ღია/ფარული" (Mitchell 1993). ფარული, ანუ საიდუმლო მონაწილეობა გულისხმობს კვლევის ისეთ სახესხვაობას, სადაც მკვლევრები დროის ხანგრძლივ პერიოდს კონკრეტულ საკვლევ გარემოში ატარებენ, მალავენ "რომ მკვლევრები არიან და სხვა როლს ეფარებიან.

      ბალმერი (Bulmer 1982) შენიშნავს, რომ არ არსებობს მარტივი და სრულიად შეთანხმებული პასუხები იმ ეთიკურ საკითხებზე, რომელთაც ფარული კვლევა წარმოშობს. ერიკსონი (1967), მაგალითად, თვლის, რომ სოციოლოგები პასუხისმგებელი არიან თავიანთი ცდის პირების წინაშე და საიდუმლო კვლევამ შეიძლება ისეთი ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს, როგორსაც ვერც წინასწარ გაითვალისწინებენ და ვერც კვლევის შემდეგ დააკომპენსირებენ. ამასთან, ისინი თავიანთი კოლეგების წინაშეც აგებენ პასუხს. ამის საპირისპიროდ, დუგლასი (Douglas 1976) ამტკიცებს, რომ ფარული დაკვირვება აუცილებელი, სასარგებლო და ბევრის მომცემია. ბალმერიც (1982) ასკვნის, რომ ფარული კვლევის სასარგებლოდ მოტანილი ყველაზე წონიანი არგუმენტი ისაა, რომ მან კარგი სოციალური მეცნიერება შექმნა, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა და არ იარსებებდა ამ მეთოდის გარეშე. უმადურობა იქნებოდა იმის არაღიარება, _ ამატებს ის, _ რომ საზოგადოების შესახებ ჩვენი ცოდნა ფარულმა მეთოდებმა განავითარა.

      კიმელის (1988) აზრით, ცოტა მკვლევარი თუ ფიქრობს, რომ ყოველგვარი მოტყუების გარეშე შეუძლია მუშაობა, ვინაიდან აშკარად კონსერვატიულმა (ყველა წესის დაცვით) მიდგომამ შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ მნიშვნელოვანი კვლევა თითქმის არ ღირდეს გაწეულ ძალისხმევად. მაგალითად, ზუსტად ასეთია რასობრივი ცრურწმენების კვლევა, რომელიც დანამდვილებით მოახდენს გავლენას მასში მონაწილეთა ქცევაზე. კიმელი თვლის, რომ მოტყუების კვლევები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ყველაზე მკაცრ კრიტიკოსებსაც კი გაუჭირდებოდათ ცალსახად მტკიცება, რომ ნებისმიერი მოტყუება პოტენციურად საზიანოდ მოქმედებს მონაწილეებზე, ან არასწორია.

ტეგები: Qwelly, ეთიკა, კვლევა, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 2044

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Five Explanations TO Key IN Athletics BROADCASTING

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 10:28pm 0 კომენტარი





Sports broadcasting is one profession discipline that men and women who love athletics flock to. Even though there are several other choices within the vast earth of sports, like administration, lots of sports lovers who don’t wish to wind up on the field get pleasure from getting guiding the microphone. Within a discipline that encompasses anything from Are living play-by-plays to article-video game interviews, majoring in athletics broadcasting gives you the possibility to do…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters