წინა კვირაში, 18-19-20 ივნისს სტუმრად ვეწვიე ქუთაისს და ნანახით და განცდილით აღფრთოვანებულმა გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები. თუკი აქამდე არ მოგინახულებიათ ეს ულამაზესი ქალაქი, აუცილებლად ეწვიეთ.
ჩემთვის ეს მოგზაურობა პირველი იყო, მრავალმოგზაურობა გამოვლილმა პირველად ჩავაკითხე ქუთაისს
ადგილების მონახულება საიდან უნდა დაგვეწყო თუ არა გელათიდან. დღემდე იგრძნობა ის მადლი, რომელიც აქ მოღვაწე მამებს მიუღიათ უფლისგან მიმადლებით.
ანდერძისამებრ, შესასვლელში წმინდა დავით აღმაშენებლის საფლავი შეგეგებებათ. თავმდაბლობის უდიდესი გამოხატულება.
შემდეგ იყო მოწამეთა. ქუთაისიდან აღმოსავლეთით 6 კილომეტს თუ გაივლით, დაგხვდებათ სოფელი მოწამეთა. აქ, ბაგრატ მეფეს XI საუკუნეში აუშენებია დავით და კონსტანტინეს (მხეიძეები) სახელზე ეკლესია და შემდეგ მონასტერიც. XIX საუკუნის პირველ ნახევერში განუახლებიათ და დღემდე ძალიან ლამაზი და შესანიშნავი სახილველია.
ბაგრატი. პოლიტიკური კომენტარი რომ არ გამომივიდეს, მის სახურავზე და ახალ რეკონსტრუქციაზე არაფერს დავწერ, უბრალოდ უნდა გითხრათ რომ შესანიშნავი ადგილია. დიდებული ტაძარი დიდებულთა შორის.
ესაა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი და როგორც დედა ღმრთისმშობელი თავის წილხვედრ ივერიას, ასე გადაჰყურებს ბაგრატიც მთელს ქუთაისს
ქუთაისის ცენტრში მდგარმა ოპერის თეატრმა ჩემი გაოცება იმდენად გამოიწვია რომ აღარ შემეძლო - ყოველო მხიდან ვუღებდი ფოტოებს არქიტექტური ამ ქართულ შედევრს. ესაა ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრი და საკონცერტო დარბაზი.
შემდეგ იყო პრომეთეს მღვიმე. რჩევა ყველას, გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე და მოინახულეთ პრომეთეს მღვიმე. რაც არ უნდა კარგი ფოტოგრაფი იყოს, იმ ემოციას ვერ გადმოსცემს რაც შეიძლება თქვენი თვალით ამ გარემოში იხილოთ და განიცადოთ. საოცარი ადგილია.
შესასვლელში გეგებებათ პრომეთეს მღვიმის დარაჯი
შემდეგ კი საოცრებები იწყება.
ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დავესწარი სპექტაკლს "ზაფხულის ღამის სიზმარი". უნდა ვთქვა რომ გაოცებული დავრჩი მსახიობების ოსტატობით.
ბოლოსკენ კი რამდენიმე სამახსოვრო ფოტოს გაჩვენებთ.
საყვარელი იპოლიტე ხვიჩია.
ალბათ ყველას გეცნოთ ონავარი ბიჭი ფილმიდან "არაჩვეულებრივი გამოფენა"
ესეც "სვეცკი" ქუთეისელი ძაღლუკა
და ბოლოს, ემოციებით და ტკბილი მოგონებებით სავსე პოსტის ავტორი მაიკო.
მეც მინდა ქუთაისში და პრომეთეს მღვიმეში :((
ქუთაისის მოწამეთაში,მამა გიორგის სიცოცხლეში,ეკლესიის მრევლი ვიყავით წასულები,თან მისი დაბადებისდღე იყო.:)))ეს დღე არასდროს დამავიწყდება:)ძალიან თბილად და კეთილად შეგვხვდა მამა გიორგი.:))
და ეს ყველაფერი უჩმოოდ :(( მაგარი ხარ მაიკოო ♥
წავიდეთ ყველა ერთად, დიდი სიამოვნებით ვნახავ კიდევ ქუთაის და განვიცდი ისევ დიდ ბედნიერებას
დასხედით, წავედით :)
ar wamiyvana ara lashiko da inana kidec :P
me viyavi skolidan eqskursiaze qutaishi da imdenad momewona rom iqidan wamosvla agar mindoda... zalian lamazia qutaisi
ქუთაისობას მივულოცავ ქუთათურებს.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 6:19am
0 კომენტარი
0 მოწონება
Posted in Guides
MMOEXP is reader-supported. Aback you buy through links on FC 24 Coins our site, we may acquire an associate commission. Prices accountable to change. Apprentice more
Contents actualization FC 24 Adjoin Blaze and Ice all cards Aggregation 2 Aggregation 1 FC 24 Adjoin absolution date FC Adjoin alpha time FC 24 Adjoin Blaze and Ice
The aboriginal promo of the New Year has been arise in FUT 24, with EA…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:26am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.
Assess Your Function Requires
Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.
A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium
While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია