სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

      ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

2022, Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე

      „გაუწყებთ თქვენ... საუკუნო სიცოცხლეს,

      რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა“ (1 ინ. 1,2).

      აღსრულდა სამოთხეში ადამისა და ევასთვის მიცემული პირობა უფლისა! სიკვდილი იძლია!

      ქრისტე აღსდგა!

      საკვრელი ბნელეთისა დარღვეულია და მართალთა სულნი - გამოხსნილნი!

      ზეიმობს წიაღი აბრაამისა; ძეს თვისას, ყოველთა მეუფეს, შეჰხარის წინასწარმეტეყველი დავითი, იშვებს ქალწული და ყოველნი ზეციურნი ძალნი!

      შემოდის დღე ძლევამოსილი და დიადი, დღე სიკვდილის დამთრგუნველი და ათასწლეულების წყევლის განმაქარვებელი.

      ეშმაკი მოტყუვდა, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად მიიღო თავის წიაღში კაცობრივი სულის მქონე უფალი,- ყოვლად უცოდველი, სრული სიყვარული, სიკეთე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, რომელმაც ჯოჯოხეთში შთასვლით შემუსრა ბოროტების, ღვარძლისა და სიცრუის სამეფო.

      ქრისტე აღსდგა!

      „სადა არს, სიკვდილო, ნესტარი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?!“ (1 კორინ. 35.55)

      მკვდრეთით აღმდგარი და გამარჯვებული იესო გვიხმობს და ყველას უშურველად გვანიჭებს უდიდეს საბოძვარს, - საუფლო დიდებასთან თანაზიარებას, გვანიჭებს მარადიულ სიცოცხლეს და მასთან მყოფობას.

      ქრისტე მკვდრეთით აღსდგა იმგვარი უხრწნელი სხეულით, ადამს რომ ჰქონდა სამოთხეში და ჩვენც, მეორედ მოსვლის შემდეგ, ამ სულიერი სხეულით შემოსვის შესაძლებლობა მოგვცა.

      ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რადგან ხრწნილება, რაც პირველმშობელთა შეცოდების შედეგად ჩვენი დაცემული ბუნების თვისება გახდა, ვერ დაიმკვიდრებდა უკვდავებას.

      ქრისტესთან ნათლობით დაკავშირებულნი და მისი მცნებისამებრ მცხოვრებნი ყოველნი, ნეტარ უკვდავებასთან თანაზიარნი ხდებიან მასთან ერთობით, რომელიც თავად არის სიცოცხლე და სიცოცხლის მომნიჭებელი. ამიტომაც წერს მოციქული: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე სიცოცხლეს იძენენ ქრისტეში“ (1 კორინ. 15,22);

      „ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია“ (1 ინ. 5,11).

* * *

      ჩვენთვის რომ გადარჩენის ერთადერთი გზა მოეპოვებინა, მაცხოვარმა უდიდესი დამცირება, ცილისწამება და ტანჯვა დაითმინა და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებით გამოგვიხსნა ჯოჯოხეთის ტყვეობისგან.

      მართალია, ქრისტეს აღდგომით ბოროტება შეიმუსრა, მაგრამ განწმენდისა და ცოდვის ბიწისაგან გათავისუფლების პროცესი სულიერი ღვაწლითა და მრავალი განსაცდელის ღირსეულად დათმენით ყველამ პიროვნულადაც უნდა აღვასრულოთ, - უნდა ძალისამებრ ჩვენისა განვაახლოთ შემოქმედის ხატება და მსგავსება ჩვენში (ანუ შინაგანად შევძლოთ აღდგენა იმისა, როგორადაც შეგვქმნა უფალმა), რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ბრძოლას ჩვენს ეგოისტურ აზროვნებასთან და ვნებებთან.

      ეს არის გარდაუვალი ომი საკუთარ თავთან, რაც აუცილებლად მოუწევს ყველას, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს.

      ამ ომში გამარჯვება წარმოუდგენელია ღვთის შემწეობის გარეშე, სიკვდილის დამთრგუნველი უფლის რწმენის გარეშე, რადგან საწუთრო და მისი საცდურნი იოლად არ ანებებენ თავს ადამიანს და მრავალგვარ მახეს უგებენ ცრუ თავისუფლების სახელით. წუთისოფელი და მისი წარმავალი სიკეთენი ჩვენს დაცემულ ბუნებას თავისკენ იზიდავს და ცოდვის მორევში ადვილად აქცევს მრავალთ.

      სულ სხვაა მორწმუნეთა ცხოვრება. ესაა მუდმივი სვლა მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით, რწმენისა და სიმართლის ვიწრო გზით; და ისინი, საკუთარ თავთან ბრძოლაში გამარჯვებულნი, სძლევენ წუთისოფელს ( 1 ინ. 5,4).

      მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ომს თავის თავთან კი არ აწარმოებს, არამედ მოყვასთან და შუღლითა და დაპირისპირებით ცდილობს საკუთარი ეგოისტური მიზნების განხორციელებას.

* * *

      დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, მოაქვს ნგრევა და მატერიალურ-კულტურული ზიანი, თესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილს, რაც, რა თქმა უნდა, სულიერადაც მეტად მძიმე ვითარებას ქმნის.

      ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია და აუცილებელი თანალმობისა და სიკეთის გამოჩენა ომის მსხვერპლთა მიმართ (დაჭრილების, ტყვეების, მშიერ-მწყურვალთა, ბავშვების, ქალების, მოხუცების, სნეულთა და სხვათადმი), რათა დაიძლიოს ბოროტება.

      უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს. ამიტომაც, ყველას გვმართებს განსაკუთრებული ლოცვა და ძალისხმევა მშვიდობისათვის.

      ამჟამად არსებული მდგომარეობა კი ისეთია, როდესაც აღარავინ იცის, ხვალინდელი დღე რას მოიტანს და მოვლენები როგორ განვითარდება; პროცესები შეიძლება მალე დასრულდეს, ან ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან, შეიძლება, ყველანი გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც, ბუნებრივია, საყოველთაო შიშს ბადებს.

      მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა; მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა.

* * *

      ზოგადად, შიში, როგორც გადარჩენის ინსტიქტი, კაცობრიობის მუდმივი თანამგზავრია, ყველაზე ძლიერი კი სიკვდილის შიშია, რაც ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, რადგან სულისა და ხორცის გაყრასთან არის დაკავშირებული და მათი ერთობის დამრღვევია.

      თუმცა ქრისტეს მორწმუნეთ იციან, რომ სხეულის დაფვლა მიწაში და სტიქიონებად დაშლა ჩვენი არსებობის შეწყვეტას არ ნიშნავს, არამედ ეს პროცესი აუცილებელია, რათა სხეული განახლებული სახით აღდგეს.

      ზოგიერთ ადამიანს უჭირს ამის დაჯერება, პავლე მოციქული მოკლედ და ნათლად ამბობს, რომ: „რასაც დავთესავთ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა“ (1 კორინ.15, 36). ასევეა მკვდართა აღდგომაც ... „ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (1 კორინ.15, 44), ხოლო ვისაც ეს აეჭვებს, ის დაეჭვებულია ქრისტეს აღდგომაშიც, „რადგან თუ მკვდარნი არ აღდგებიან, ქრისტეც არ აღმდგარა“ (1 კორინ.15,16)! - მართლმორწმუნისათვის ასეთი აზრი კი უდიდესი მკრეხელობაა და სულიერად დამღუპველი.

      აღდგომილი მაცხოვარი არაერთგზის იხილეს მენელსაცხებლე დედებმა, მოციქულებმა, ხუთასზე მეტმა კაცმა და სხვებმა. იგი ორმოცი დღის მანძილზე არიგებდა და განაბრძნობდა თავის მოწაფეებს, რომელთაც, სულიწმინდის მადლით, მრავალ სასწაულთა აღსრულების უნარი მისცა; შემდეგ კი იესო ქრისტე ყველას თვალწინ ზეცად ამაღლდა და აღგვითქვა: „აჰა, მე თქვენთან ვარ დღენიადაგ, ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა“ (მთ. 28.20), და კიდევ: „ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილავარ და ... მირწმუნეს“ (ინ. 20.29).

* * *

      ქრისტეს სასუფეველი მიუწვდომელი რჩება მათთვის, ვისაც არა აქვს შიში და სიყვარული ღვთისა და, ასევე, სიყვარული მოყვასისა, რაც შედეგია ჩვენი რწმენისა და მოღვაწეობითი ძალისხმევისა.

      „უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისგან გამომხსნელი" (იგ. 14,27). იგი სულიერი სიბრძნის დასაწყისია, რადგან ამ მადლის მქონეთ ეძლევათ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი, უნარი გონივრული ნაბიჯების გადადგმისა და მშვიდობისმყოფლობისა, მოყვასის სიყვარულისა და მისთვის თავდადებისა.

      ღვთის შიში სხვა შიშებისაგანაც ათავისუფლებს ადამიანს და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას უადვილებს, რადგან იგი განსაცდელსა და მწუხარებას მისთვის საჭირო მწარე, თუმცა მაკურნებელ, წამლად მიიჩნევს და ეშინია მხოლოდ იმისა, რომ არ შეექმნას სულიერი სიკვდილის საფრთხე (შდრ. მთ. 10,18).

      ღვთის შიში უფალთან სიახლოვით მტკიცდება, უფრო აღმატებულ სულიერ მდგომარეობაში კი მას სრული სიყვარული ცვლის, როგორც ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი: „სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული განდევნის შიშს, ... ხოლო ვისაც შიში აქვს, არასრულქმნილია სიყვარულში" (1 ინ. 4.18).

      სრულქმნილი სიყვარულის მიღწევისათვის ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

      ყველა საეკლესიო მსახურება გულისხმობს უფლისადმი ვედრებას: „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცევ ჩვენ, ღმერთო, მადლითა შენითა“

      მოციქული გვარიგებს, - ილოცეთ მუდამ (1 თეს. 5,17), რაც ადვილი არ არის, მაგრამ არსებობს მარტივი ლოცვა, რომელიც დიდად შეეწევა ადამიანს, თუკი რწმენით აღასრულებს მას.

      ეს არის „უფალო, შეგვიწყალენ“.

      თქვენი ყოველდღიური ლოცვების გარდა, იმეორეთ იგი გულში ყველგან და ყოველთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.

      ეს ორი სიტყვა ღრმა აზრის შემცველია; მისი საშუალებით ჩვენ ვაღიარებთ, რომ ღმერთს ვართ მინდობილნი და მას შევთხოვთ მფარველობას, რომ ცოდვილნი ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს მისი მოწყალებისა, ვაღიარებთ იმასაც, რომ მის გარეშე ვერც სულიერ სიბრძნეს შევიძენთ და ვერც ბოროტს დავამარცხებთ.

      ასე რომ, გამუდმებით ილოცეთ - „უფალო, შეგვიწყალენ“ და მარად გახსოვდეთ, რომ „თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმინდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან...

      ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა“ (1 კორინ. 6, 19-20); იღვაწეთ, რომ, წუთისოფელში თქვენი დროებითი მყოფობა ზესთასოფელში დაუსრულებელი მყოფობის წინაპირობად იქცეს, იცხოვრეთ მარადიული სიცოცხლისათვის, იცხოვრეთ ქრისტესთვის!

      ქრისტე აღსდგა!

      მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და განგამტკიცოთ რწმენასა და სიყვარულში.

      იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!

      სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

      ილია II

      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

      აღდგომა ქრისტესი,

      თბილისი, 2022.

ნახვა: 171

ტეგები: 2022, Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო_ეპისტოლე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters