პარტნიორობა აღმოსავლეთში, კლანი სასამართლოში, თბილისის განახლებები, იარაღის ტატუირება და გაურკვევლობა ხურვალეთში

      გაზაფხულის მეორე კვირაც მიილია და ამინდი ისეთივე მატყუარაა, როგორც მარტს შეეფერება. ქვეყნის მთავარ ამბებს კი საერთაშორისო პრობლემები და ურთიერთობები განაპირობებდნენ - ეკონომიკური ამბები და ურთიერთბები აღმოსავლეთთან, ასევე პატრიარქის გზავნილი პრეზიდენტის პირით, სასამართლოს ამბები და დღის ბოლოსკენ ხურვალეთში არეულობაც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15 მარტი, 2019/

      საქართველო ნატოსკენ, თავდაცვა და უშიშროება - ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე პროგრესი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია. ვლადიმერ ჩაჩიბაია - ნატო-საქართველოს სწავლებაზე აბსოლუტური პასუხისმგებლობა ჩვენს სამხედრო მოსამსახურებს აკისრია.

      აუდიტის დასკვნები - სახელმწიფო აუდიტი - მოიჯარის მიერ ტექნიკური უნივერსიტეტის ფართის არამართლზომიერი გამოყენების გამო, უნივერსიტეტმა 71 800 ლარის შემოსავალი ვერ მიიღო.

      ოკუპაციის მათრახი - აღდგენილი კავშირი - 63-დღიანი პარალიზების შემდეგ, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით მოძრაობა ორმხრივად აღდგა.

      პარტნიორობა - JETRO-ის პრეზიდენტი იასუში აკაჰოში - საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რომ იყოს ჩვენი საიმედო პარტნიორი - განვაგრძობთ ძალისხმევას, რომ იაპონურ ბიზნესს საქართველოში ინვესტირების სურვილი გავუღვივოთ. მამუკა ბახტაძე - NEXI-სთან გაფორმებული შეთანხმება საქართველოში იაპონურ ინვესტიციებს წაახალისებს. საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე შეთანხმება გაფორმდა. გიორგი ქობულია - NEXI-სთან შეთანხმება იაპონურ ბაზარზე ქართულ კომპანიებს გააქტიურებს. NEXI-ის პრეზიდენტი - მჯერა, რომ არაერთი იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას. მამუკა ბახტაძემ ტოკიოში იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებს „ქართული დღისადმი“ გამართულ მიღებაზე უმასპინძლა.

      ილია მეორის სურვილი გარეგინ მეორეს - სალომე ზურაბიშვილი გარეგინ მეორეს - უნდა გადმოგცეთ საქართველოს პატრიარქის სურვილი, რომ აფხაზეთში არსებული სომხური ეკლესიები დაექვემდებაროს საქართველოს ეპარქიას ან თქვენ. სალომე ზურაბიშვილი - ოკუპაციის ხაზზე დაძაბული მდგომარეობაა, გახშირდა გატაცებები, რაც ზოგჯერ ტრაგიკულად მთავრდება, როგორც რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.

      სასამართლო და მოსამართლე - რატი იონათამიშვილი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე - უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტს სრული მხარდაჭერა ექნება. ვახუშტი მენაბდე - ვიდრე სასამართლო სისტემიდან „კლანი“ არ წავა, სისტემა ვერ გაჯანსაღდება. არასამთავრობოები პარლამენტში მივიდნენ მაისურებით, წარწერით - „კლანი უნდა წავიდეს“. ოთარ კახიძე - „ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი“ გარიგებაშია ხელისუფლებასთან, კერძოდ, მის არაფორმალურ მმართველ ივანიშვილთან. ოთარ კახიძე - სასამართლოს დამოუკიდებლობა არ ნიშნავს სასამართლოს სრულ იზოლაციას, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი იყოს დარღვეული სასამართლოს სასარგებლოდ. ეკა ბესელია ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დასწრებას და მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის წარდგენას არ აპირებს. ეკა ბესელია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კეთილი ინებოს, სხდომა სამუშაო დღეს დანიშნოს და ვენეციის კომისიას დაელოდოს. ზოგიერთ მოსამართლეს დაავიწყდა მოსამართლეთა ეთიკა და უტაქტო, უცენზურო და არაეთიკური განცხადებებით შემოდის პოლიტიკურ პროცესში. ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე მომზადებული კანონპროექტი გააცნეს. ეკა ბესელია - თუ უმრავლესობამ გადაწყვიტა, ჩვენი კანონპროექტი თავიდან მოიშოროს და კონცენტრირება მოხდეს კობახიძის კანონპროექტზე, ეს არასერიოზული განზრახვაა. აკაკი ბობოხიძე მოსამართლეებზე - უკვე საერთაშორისო პოლიტიკაშიც გადაიჭრნენ ბიჭები - საერთოდ იდიოტიზმთან გვაქვს საქმე! ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიაზე - იმის უნარი უნდა ჰქონდეს, რომ წარადგინოს კანონპროექტი და დაასაბუთოს თავისი პოზიცია, თუ ეზარება, ეს მისი პრობლემაა. ეკა ბესელია - ანრი ოხანაშვილის მიერ წარმოდგენილი პროექტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ლევან გოგიჩაიშვილი ანრი ოხანაშვილს - ნუ იბრიქები, თორემ გაბრექვას დაგანახებ.

      თბილისური განახლებები - თბილისის განვითარების ფონდი მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის, ასევე, 9 მარტისა და დედაენის ბაღების რეაბილიტაციას იწყებს. კახა კალაძე - ისტორიული დღეა, თბილისს ექნება ახალი გენგეგმა - ქალაქის განვითარების კონსტიტუცია. კახა კალაძე - ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილს არანაირი სტატუსი არ ეცვლება. ბექა დავითულიანი - დღეს თბილისის საკრებულო ქალაქისთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს. გიორგი ტყემალაძე - ახალი გენგეგმით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქალაქის სწორ განვითარებაში. ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ ვაპირებდით ექსპერტების და არა კახა კალაძის პირადი დეველოპერების მიერ შექმნილი გენგეგმის მხარდაჭერას. თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის პროექტს მხარი დაუჭირეს. ანრი ოხანაშვილი მოსამართლეების შესახებ - ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს გამჭვირვალობას, უპრეცედენტო საზოგადოებრივ კონტროლს. თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც გენგეგმა უნდა დაამტკიცონ, ხმაურით მიმდინარეობდა. ბექა დავითულიანი - ახალი გენერალური გეგმა არის რეალისტური, რომლის მიღებასაც დედაქალაქისთვის საკმაოდ დიდი პოზიტივის მოტანა შეუძლია. რევაზ სოხაძე - ოპოზიციის მიზანი მხოლოდ ხმაურიანი განცხადებების გაკეთებაა და არა სამუშაო პროცესში მონაწილეობა. გიორგი ბირბიჩაძე - დღეს ისტორიული დღეა, ჩვენ მივიღებთ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. რიმა ბერაძე - გენგეგმა მომავლის დოკუმენტია, რომლის უსაფუძვლო კრიტიკის გამო ოპოზიციას შერცხვება. ირაკლი ნადირაძე - ბოტანიკურ ბაღში, ლამის, ჩიტები არ ჭიკჭიკებენ ბიძინა ივანიშვილის გარეშე. გიორგი ტყემალაძე - გენგეგმა არა კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ქალაქის დოკუმენტია. ლევან ჟორჟოლიანი - გენგეგმა ერთგვარი კონსტიტუციაა, რომლის ქოლგის ქვეშაც უნდა ხორციელდებოდეს ქალაქის განვითარება. მაია ბითაძე - თბილისს 4.5 მილიონი კვადრატული მეტრი რეკრეაციული ზონა შეემატა. კახა კალაძე - გენგეგმით ვერ გამოვასწორებთ იმ შედეგებს, რაც წლების განმავლობაში მივიღეთ, თუმცა სამომავლოდ არ დავუშვებთ შეცდომებს და ქალაქი სწორად განვითარდება.

      ნიუსები აფხაზეთის მხარეს - ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ პირველ ოტობაიადან გატაცებული ლევან ძაძუა გაათავისუფლეს. ექსპერტი - ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი გაკვეთილი იყო, პირველადი ექსპერტიზა ალბათ, სოხუმში ჩაუტარდა. ვიქტორ დოლიძემ ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს ფარგლებში ისაუბრა. როის უილსონი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე - ჩვენ გვესმის, რომ ეს ხდება, რათა ძირი გამოუთხარონ საქართველოს. ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი - სოციალურ ქსელში მე დავწერე, მიშველეთ, რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ ხურვალეთში-მეთქი. დიდი ბრიტანეთის საელჩო ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე - მხოლოდ რუსეთს შეუძლია ამაზე განმარტების გაკეთება.

      წარწერები იარაღზე - Daily Mail ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც სხვადასხვა ადამიანთან ერთად, ქართულ ენაზე, დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელებიც აწერია. ახალ ზელანდიაში მეჩეთებში თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ელჩი ახალ ზელანდიაში ტერაქტის შემდეგ ამოღებულ იარაღზე ქართული წარწერის შესახებ - ამ სურათების ავთენტურობის დამადასტურებელი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ირაკლი სესიაშვილი ახალ ზელანდიაში ტერაქტზე - მოვუწოდებდი მთავრობას, სუს-ის წარმომადგენელიც ჩართოს ამ გამოძიებაში.

      მოკლე ციკლის განათლება - განათლების სამინისტრო - საქართველოში მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იწყება. პრემიერის პრესსამსახური - JICA-ის პრეზიდენტი განათლების რეფორმის კუთხით საქართველოს პრემიერის ყოვლისმომცველ ხედვას პოზიტიურად და საინტერესოდ აფასებს.

      ხურვალეთის ხმაური - სოფელ ხურვალეთის განაპირას, შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ. სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი - ხურვალეთში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ათობით რუსული სამხედრო მანქანა და ჯარისკაცია მობილიზებული. სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არ ადასტურებს და ყველას მოუწოდებს, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. თამარ ხულორდავა ხურვალეთზე - განგაშის საფუძველი არ არსებობს. გორის მერი - ყველა ინფორმაცია დაუზუსტებელია და გამორიცხული არ არის პროვოკაციულ ხასიათს ატარებდეს. ირაკლი სესიაშვილი - პანიკის ხელოვნურად დათესვა გაუმართლებელია, სამართალდამცავი ორგანოები სიტუაციას აკონტროლებენ. ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები საოკუპაციო ხაზს მიღმა. გიორგი ხოჯევანიშვილი - ყველას მოვუწოდებ, არ აჰყვეს პროვოკაციას, ხურვალეთში სიმშვიდეა. მაია ცქიტიშვილი - ყველას მოვუწოდებ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გავავრცელოთ, რომელმაც შესაძლოა, სახიფათო მოვლენების განვითარება გამოიწვიოს. დავით ქაცარავა - თუ ხურვალეთში ოკუპანტები არ არიან, პირველი ლუდა სალია მოიხდის ბოდიშს და მერე მე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ხურვალეთში ბორდერიზაციის კუთხით ახალი ქმედებები არ შეიმჩნევა. ხურვალეთის მცხოვრებლების განცხადებით, სოფელში შეიარაღებული პირები არ გადასულან, ისინი ხელისუფლებისგან ინფორმაციის გამავრცელებლების მიმართ შესაბამის რეაგირებას მოითხოვენ. სუს-ის წარმომადგენელი - ხურვალეთთან ინციდენტი არ დაფიქსირებულა, ისევე, როგორც არ დაფიქსირებულა ბორდერიზაციის ახალი კერები. ხურვალეთის შესასვლელთან შეკრებილებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა. დავით ქაცარავას ინფორმაციით, პოლიცია „ძალა ერთობაშია“-ს აქტივისტებს ხურვალეთში ხვალ შეუშვებს.

      უხაზარაძო ანაკლიის პორტი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი - ანაკლიის პორტს თუ ვიხილავთ მამუკა ხაზარაძის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ მრავალი წლით გადავადდება მშენებლობის დაწყება. ანა დოლიძე - რაც უფრო დიდხანს და ჩუმად გაგრძელდება გამოძიება, მით უფრო მეტი საფრთხე დაემუქრება ანაკლიის პორტის პროექტს. მაია ცქიტიშვილი - ჩვენ ვცდილობთ, რომ გამოვნახოთ კომპრომისი დამფინანსებლებს, ანაკლიის კონსორციუმსა და სახელმწიფოს შორის.

საზღვარგარეთულები:

      გადავადებული ბრექსითი - დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის გადავადებას მხარი დაუჭირა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 34

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

სწავლის დასაწყისი და განათლების ეროვნულობა, პატრიოტიზმი „ანტირუსული“ ძახილით

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      სექტემბერის მთელი ხიბლი სწორედ დღევანდელ დღეს გადმოიღვარა - სწავლა დაიწყო და ათეთრებული, აბავშვებული, ამხიარულებული და გაოცებული ქალაქი მშვენიერი სანახავი იყო. დღის ამბავიც სწორედ, განათლების და…

გაგრძელება

ველური ბუნების ფოტოისტორია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 15, 2019.
საათი: 11:32pm 2 კომენტარი

      უკვე 5 წელია, რაც ბუნების ისტორიის მუზეუმი, ლონდონში, ყოველწლიურად მართავს „წლის ველური ბუნების ფოტოგრაფიის“ კონკურსს. კონკურსისთვის, მთელი მსოფლიოდან იგზავნება ფოტოები - 100 ქვეყნის, 50 000…

გაგრძელება

Qwelly World

free counters