1. კომპლექსში შემავალი ნაგებობები

ღვთისმშობლის ტაძარი, გალავანი, კოშკები, სამრეკლო.

2.ადგილმდებარეობა

მეტეხის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 10 კმ–ში მდებარე სოფელ მეტეხის ცენტრში.

3.რუკა

4.ისტორიული მიმოხილვა

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი თარიღდება XIII საუკუნით. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აღდგენილია მეტეხის ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები, ორნამენტიანი სამკაულები. უკანასკნელად სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ 1968 წელს. ტაძარი გადახურეს კრამიტით, გაწმინდეს და კეთილმოაწყვეს ტერიტორია.

5. არქიტექტურული აღწერა:

kaspis metexi

gegma

ა) მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (15X20 მ), ნაგებია კარგად დამუშავებული ბაზალტის კვადრებით. ფასადებში ჩართულია მწვანე ფერის ქვებიც. შესასვლელი ორი აქვს – სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე შიგნიდანDთაღოვანია, გარედან – ოთხკუთხა. გუმბათი აღმართულია აფსიდის კედლებსა და დასავლეთის წყვილ ბურჯზე. ნახევარწრიული აფსიდი იატაკის საერთო დონიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდს ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს, ღერძზე კი, ღრმა ნიშის სახით, საწინამძღვრო ტახტია მოწყობილი. აფსიდში სამი სარკმელია. ტაძრის აღმოსავლეთ მკლავებშორისი მონაკვეთები გაყოფილია ორ სართულად. პირველ სართულზე, საკურთხევლის ორივე მხარეს, სამკვეთლო და სადიაკვნეა. აფსიდთან მხოლოდ სამკვეთლო არის უშუალოდ დაკავშირებული. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თავზე სამალავი საკნებია. ყველა სათავსს ნახევარწრიული აფსიდი და ვიწრო სარკმელი აქვს. ტაძრის განივი მკლავები ტოლია, ხოლო გრძივი მკლავები გათანაბრებულია საკურთხეველზე ღრმა Bბემის დამატებით. გუმბათქვეშა თაღები ნახევარწრიულია და ორი საფეხურისგან შედგება. ისინი ამავე დროს გუმბათის ყელისა და მკლავების კამარების საყრდენს წარმოადგენს. თაღებზე უშუალოდ დევს წრიული თარო, რომელიც გუმბათის ფუძეზეა შემოყოლებული.

დასავლეთ ფასადის ორნამენტი
დასავლეთ ფასადოს ორმანეტი
კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათის ყელი ზევით ძლიერ შევიწროებულია. მასში 12 სარკმელია. ტაძრის მკლავები გადახურულია ნახევარწრიული კამარებით. კამარებში ორ-ორი სარკმელია. დასავლეთ მკლავის გრძივი კედლები არასწორი მოყვანილობის დაბალ თაღებზეა ამოყვანილი. თაღების ერთ მხარეს გუმბათქვეშა ბურჯს ეყრდნობა, ხოლო მეორე მხარეს – ორნაწილიან პილასტრებს. 

 

გრზივი განაკვეთი
სამხრეთი ფასადი

ტაძრის გარე მასების კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს თორმეტწახნაგა გუმბათი. მას გლუვი რთულპროფილიანი ლავგარდანი (თარო, ლილვი, წრეთარგი) აქვს. დეკორატიული მორთულობა დაზიანებულია. ფასადებზე საპერანგე ქვებიც და ორნამენტული ელემენტებიც ბევრგან შეცვლილია, გადაწყობილია ან საერთოდ აღარ არსებობს. მეტეხის ტაძრის მორთულობის შემკვრელი იყო დეკორატიული თაღედი, რომლის მცირე ნაწილია შემორჩენილი. ასეთი თაღედი გასდევდა ძირითადი მკლავების გვერდით კედლებსაც. შემორჩენილია ქვედა ლილვები. ოთხივე ფასადზე ერთი და იგივე დეკორატიული მოტივი მეორდება: დიდი ჯვარი და სარკმლის მოჩარჩოება, უამრავი მედალიონი. ისინი უმთავრესად კედლების ცენტრალურ არეებზეა თავმოყრილი (გვიანდელი ჭრა მარტივი, მშრალი და ნაკლებად პლასტიკურია). აღმოსავლეთ ფასადის ჯვარი, რომელსაც თითქმის მთელი ცენტრალური მკლავი უჭირავს, გლუვი ლილვებისაგან შედგება. მისი არშიაც გლუვია. თითოეული მკლავის ბოლოში მრგვალი მედალიონია ჩასმული, ხოლო მკლავების გადაკვეთის ადგილი გირჩითაა ხაზგასმული. ქვევით ჯვრის ლილვები უწყვეტადD გადადის ჯერ მედალიონების, შემდეგ კი საკურთხევლის ცენტრალური სარკმლის მოჩარჩოებაში, ვერტიკალურად ეშვება და შუა ფასადზე წყდება.

kaspis metexi
სამრეკლო

ბ) გალავანი (70X60 მ, კედლის სისქე 0,7 მ) ნაგებია ნატეხი ქვით, ბევრგან ჩართული მოზრდილი ზომის ლოდები, წყობაში გვხვდება აგური და რიყის ქვაც. გალავანი და კოშკები გვიანდელ ფეოდალურ ხანას განეკუთვნება. XIX საუკუნეში გალავანზე დასავლეთიდან მიუშენებიათ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, რომელიც ნაშენია რიყის ქვით. გალავანს სამხრეთით ჰქონია კარიბჭე (ამჟამად ლითონის კარიოა ჩამოკიდებული).
გ) გალავანში ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩაშენებულია კოშკები. ერთი სწორკუთხა ყოფილა (მთლიანად დანგრეულია), მეორე ცილინდრულია და ზევით საგრძნობლად ვიწროვდება (დიამეტრი 4,4 მ). კოშკს ჩრდილოეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს.
დ) სამრეკლო მეტეხის ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. ნაგებია აგურით. იგი XIX საუკუნეში დაუშენებიათ გალავანში ჩართულ ცილინდრულ კოშკზე. სამრეკლოს გუმბათი შიგნით ნახევარსფერულია, სახურავი – პირამიდული, კეხზე ლითონის ჯვარი ადგას. სამრეკლო ოთხივე მხარეს თაღოვანი ღიადებითაა გახსნილი. თაღები ნახევარწრიულია და ოთხკუთხა დეკორატიულ ჩარჩოებშია ჩასმული.

6. ძეგლის დაქვემდებარება და სტატუსი:

კასპის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

ნახვა: 553

ტეგები: Qwelly, არქიტექტურა, ბლოგი, ისტორია, ტაძარი

ლაშა: იანვარი 29, 2013||9:10pm

ლაშა, ნუ იპარავ შენს პოსტებს :D :D :D :D :D :D :D 

http://www.qwelly.com/group/kaspi/forum/topics/xiii

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

season up to the release of Madden

გამოაქვეყნა Nfkjasfas_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2023.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

During our recent Inside Xbox announce, we included some dates limiting this Dual Entitlement approach Mut 23 Coins. Having listened to our players response we're extending the offer all the way through our Madden 23 season up to the release of Madden NFL 23. so players can upgrade to Madden NFL 23 on Xbox Series X whenever they first purchase their new console within that period.”

Microsoft's Smart Delivery program is essentially a cross-generation free upgrade service. It's a big…

გაგრძელება

მთავრობის ანგარიში ანუ ყველაფერი კარგად არის

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 5, 2023.
საათი: 11:54pm 0 კომენტარი

      უქმეების კარგი ამბებით დავიწყოთ ახალი კვირის თუ თვის პირველი ქველინიუსი - ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია - პრიზი ოფიციალურად გადასცეს. ჩვენთან კი დღის მთავარი ამბავი მთავრობის ანგარიში იყო, რომელშიც საუბარია თუ რამდენად კარგად შესრულდა ყველაფერი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეების სტუმრობა, პრემიერის საქართველო და ერთი რესტორნის ხმაურიანი ამბავი. ცხადია, კადიროველების შავ-ბნელი მერსედესებიც არ გამორჩა არავის…

გაგრძელება

ალბომები ლეგოს სამყაროში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2023.
საათი: 8:05pm 0 კომენტარი

      მუსიკალური ალბომები ყურისთვის ჰანგებით ნეტარება და თვალისთვის სანახაობის დღესასწაულიო, ამბობენ მელომანები. მიუხედავად იმისა, რომ პირველი თავისთავად აშკარაა და არავინ დაობს, მეორეს ზოგჯერ ივიწყებენ. საუბარია ალბომის ყდაზე, პოსტერზე. ალბომის ყდის არტი არის ხელოვნება ცალკე კატეგორია. თანამედროვე მუსიკის ისტორიაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასობით დასამახსოვრებელი ალბომი შეიქმნა - დასამახსოვრებელი როგორც მუსიკალურად, რომელსაც ლეგენდარული…

გაგრძელება

Obtaining The Best Realtor for To Find Tims Ford Lake Residences On the market

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2023.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Dwelling within the waterfront is usually a dream For most, and Tims Ford Lake in Tennessee is not any exception. With its serene surroundings, recreational chances, and delightful scenery, It can be no wonder that Tims Ford Lake properties available are in high need. Even so, getting the correct lake property involves the expertise of a skilled realtor who is aware the region perfectly. This information will information you through the entire process of getting the most…

გაგრძელება

Qwelly World

free counters